საერთაშორისო ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამითა და სეოკ-ის დაფინანსებით თბილისში დაიწყო ჩოგბურთში ქართველ მწვრთნელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები...

საერთაშორისო ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამითა და სეოკ-ის დაფინანსებით თბილისში დაიწყო ჩოგბურთში ქართველ მწვრთნელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, რომელშიც დედაქალაქის, გორის, თელავის, ბათუმის, ბოლნისისა და ქუთაისის 24 წარმომადგენელი მონაწილეობს. ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ჩვენთან ორი მაღალკვალიფიციური სპეციალისტი _ ხორვატი ჰოვე ზმაჩიკი და პოლონელი პიოტრ უნიერჟსკი მოავლინა. ისინი თეორიულ სწავლებას სასტუმრო `კოლხში~, ხოლო პრაქტიკულ მეცადინეობებს ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტებზე ჩაატარებენ.

`უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით მწვრთნელთა კურსების ორგანიზება ქართული ჩოგბურთის განვითარებისთვის წინგადადგმული ნაბიჯია. დიდი ხანია, მწვრთნელები არ გადაგვიმზადებია, არადა, უამისოდ წინსვლა გამორიცხულია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობას მადლობა გადავუხადო კეთილი ნების გამოჩენისა და თანადგომისთვის~, _ გვითხრა საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლეილა მესხმა.

`ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციას სწამს, რომ მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლებით სპორტის ამ ელიტარული სახეობის განვითარებას შეუწყობს ხელს, რადგან კარგი მწვრთნელები მაღალი კლასის მოთამაშეთა აღზრდის საწინდარია. მე და ჩემი ხორვატი კოლეგა ქართველ პედაგოგთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად და გამოცდილების გასაზიარებლად არაფერს დავიშურებთ.

ქართველებთან დიდი ხნის ნაცნობობა მაკავშირებს. მინახავს კორტებზე ლეილა მესხის თამაში. დახმარება გამიწევია ირაკლი ლაბაძისთვის, ლადო ჩიხლაძისთვის, ირაკლი უშანგიშვილისა და მაკა ჩახნაშვილისთვის. ქართველ და პოლონელ ხალხებს მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ. მეგობრობდნენ ჩვენი და თქვენი პრეზიდენტები. დარწმუნებული ვარ, თბილისში ახალ მეგობრებს მეც შევიძენ~, _ გვითხრა პიოტრ უნიერჟსკიმ.

კურსები თბილისში 24 ივლისამდე გაგრძელდება.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა