საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკში" 1995-1996 წლებში დაბადებულმა წყალბურთელებმა საქართველოს პირველობის სასტარტო ეტაპის შეხვედრები გამართეს

საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკში" წინა უქმეებზე 1995-1996 წლებში დაბადებულმა წყალბურთელებმა საქართველოს პირველობის სასტარტო ეტაპის შეხვედრები გამართეს. სამ-სამი მოგებით "ლიგამუსისა" და "ივერიის" გუნდები დაწინაურდნენ.

მსგავსი სიტუაცია შეიქმნა უმცროს (1997-1998 წლებში დაბადებულნი) ასაკშიც. როგორც გაუწყეთ, აქ 8 გუნდმა მოიყარა თავი. სტარტზე "ლიგამუსმა" "ტონუსს" სძლია 27:2, "ივერიამ (1)"-მა "თბილისს" 22:2, "ბათუმმა" "ივერია-2" დაამარცხა 11:6. მომდევნო ორი დღის შედეგები კი ასეთია: შაბათი. "ჯორჯია"-"ქუთაისი" 3:8, "ტონუსი"-"ბათუმი" 6:14, "ლიგამუსი"-"ივერია (2)" 22:3, "თბილისი"-"ქუთაისი" 11:2. "ჯორჯია" მეორე თამაშზე არ გამოცხადდა და "ივერია-1"-თან 0:10 წაგება ჩაეთვალა. კვირა. "ტონუსი"-"ივერია(2)" 3:11, "ჯორჯია"-"თბილისი" 10:21, "ბათუმი"-"ლიგამუსი" 1:17, "ივერია(1)"-"ქუთაისი" 29:0.

მეორე ეტაპის მატჩები 12-14 მარტს გაიმართება.

წუხელ საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის ალექსანდე ბითაძის ხელმძღვანელობით 1995-1996 წლებში დაბადებულთა საქართველოს ნაკრები (ცოტნე ინწკირველი, ლაშა კოჩიაშვილი, ზურაბ ჩიკვაიძე, ხვიჩა ჯავახია, სანდრო ყაზახაშვილი, ლუკა კახეთელიძე, გიორგი ჩომახიშვილი, რეზო იმნაიშვილი, ნიკა ჩერქეზიშვილი, დათო რევია, გიორგი ზაქარეიშვილი, გიორგი გაბადაძე, ანდრია ბითაძე, დათო კაკულია, მთავარი მწვრთნელი იოვან პოპოვიჩი. მწვრთნელი ირაკლი ბაქრაძე) ნოვი სადს გაემგზავრა და 16 თებერვლიდან თანატოლთა შორის სერბეთის ჩემპიონატში ჩაებმება. პირველ ეტაპზე ჩვენი ბიჭები ქვეჯგუფში წრიული სისტემით ხუთ შეხვედრას გამართავენ.

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა