დღეს, 7 ივნისს, მადრიდის გარეუბან ხეტაფეში საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპული შეკრების ბოლო მატჩს გამართავს
დღეს, 7 ივნისს, მადრიდის გარეუბან ხეტაფეში საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპული შეკრების ბოლო მატჩს გამართავს. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი ევროპის მოქმედ ჩემპიონს, ესპანეთის უპირველეს კრებულს შეხვდება.

მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს 22:45 საათიდან "საზოგადოებრივი მაუწყებელი" შემოგვთავაზებს...

ესპანეთი-საქართველოს წინ: დელ ბოსკე იმ შემადგენლობას დააყენებს, რომლის იმედიც ევრო 2016-ზე ექნება

ვლადიმირ ვაისი: სანამ მწვრთნელი ვარ, ესენი საქართველოს ნაკრებში ვერ ითამაშებენ...

კოშმარული შეკრების დასასრული

პირდაპირ უნდა დავწეროთ - საქართველოს ნაკრების თითოეული გულშემატკივარი მოუთმენლად ელის ვლადიმირ ვაისის მიერ გაწვრთნილი გუნდის ევროპული შეკრების დასრულებას.

კოშმარული! - ერთი სიტყვით ასე შეიძლება შეფასდეს ეს შეკრება ჩვენი გუნდისთვის. რაღა შეხსენება გვჭირდება, მაგრამ მაინც - ჯერ იყო სლოვაკეთის მესამე ნაკრებთან ავსტრიული მარცხი (1:3), მერე კი მართლაც კატასტროფული თამაში რუმინეთთან, ბუქარესტში (1:5).

სლოვაკეთი-საქართველო 3:1 - ჩვენ ვეძებთ ფეხბურთს [VIDEO]

რუმინეთი-საქართველო 5:1 - საბრალონი! [VIDEO]

მარტივი წარმოსადგენია, რა შეიძლება მოხდეს მადრიდში, თუ ჩვენმა გუნდმა ისეთივე თამაში აჩვენა, როგორიც წინა ორში. მით უმეტეს, ეს არის ესპანეთის ნაკრების ბოლო მატჩი ევროპირველობაზე გამგზავრების წინ.

როგორც წესი, ამ დროს გრანდები სხვადასხვანაირად იქცევიან - ისინი ან ანადგურებენ თავისზე ბევრად სუსტ მოწინააღმდეგეს, რათა ტურნირის დაწყების წინ ამაღლებული განწყობა შეიქმნან, ან ძალების მაქსიმალური დაზოგვით აღწევენ სასურველ შედეგს.

ჩვენთვის აჯობებს, თუ პირენეელები მეორე ვარიანტს აირჩევენ. მათ ტიტული აქვთ დასაცავი და წესით, საქართველოსთან მატჩში ტრავმებს უნდა მოერიდონ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობის გამოცნობა თითქმის შეუძლებელია. არავინ იცის, რა ცვლილებებს განახორციელებს ვაისი რუმინეთთან უიმედოდ წაგებული შეხვედრის შემდეგ. ალბათ, ყველაზე აქტუალური კითხვა ის არის, თუ რამდენი მცველით ათამაშებს გუნდს საქართველოს ნაკრების სლოვაკი დამრიგებელი.

საქართველოს ნაკრები ესპანეთთან მატჩისთვის მადრიდში ემზადება [VIDEO]

გიორგი ჭანტურია: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ

გიორგი აბურჯანია: გვინდა მაყურებლის თვალში რეაბილიტაცია მოვახდინოთ

ვნახოთ, ამჯერად თუ მაინც შეძლებს თამაშს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა. მისი დაბრუნებით ჩვენი გუნდის შუა ხაზს სოლიდურობა რომ შეემატება, ფაქტია. იმედი გვაქვს გიორგი ჭანტურიას დაბრუნებისაც.

ესპანეთთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრები ამ შემადგენლობით ემზადება:

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი (მორდოვია, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (ფეირენშე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო);

მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვირკველია (რუბინი, რუსეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი (დინამო თბ), ლაშა დვალი (შლიონსკი, პოლონეთი), ოთარ კაკაბაძე (დინამო თბ), უჩა ლობჟანიძე (დინამო თბ), გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ზურაბ ცისკარიძე (ტეპლიცე, ჩეხეთი);

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ინტერი, აზერბაიჯანი), გიორგი აბურჯანია (ხიმნასტიკი, ესპანეთი), ლევან ყენია (სლავია, ჩეხეთი), ალექსანდრე კობახიძე (დნიპრო, უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი (ვიტესი, ჰოლანდია), თორნიკე ოქრიაშვილი (ესქიშეჰირსფორი, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო თბ), ვახტანგ ჭანტურიშვილი (დინამო თბ);

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ვლადიმერ დვალიშვილი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ქვილითაია (დინამო თბ), გიორგი ჭანტურია (დუისბურგი, გერმანია).

ახალი სისხლით და ძველი კლასით

რა თქმა უნდა, ესპანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. ვისენტე დელ ბოსკეს დამოძღვრილ გუნდს ყველანაირი რესურსი აქვს საიმისოდ, რომ კონტინენტის უმთავრეს საფეხბურთო ფორუმზე უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლოს.

მართალია, "ფურია როხას" აღარ ჰყავს ჩავი ერნანდესი და მწვრთნელმა კარგ ფორმაში მყოფი ფერნანდო ტორესიც შინ დატოვა, მაგრამ გუნდში გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების შესანიშნავი სინთეზია.

სხვა დროს ამხანაგურ მატჩებში არცთუ გაშმაგებით მოთამაშე ესპანეთი ბოლო ორ ტესტ-მატჩში შეტევაზე დაგეშილ გუნდად წარდგა გულშემატკივართა წინაშე. ჯერ იყო და, დელ ბოსკეს გაწვრთნილებმა 3:1 დაამარცხეს ბოსნია (ნოლიტო - 2, პედრო), მერე კი სამხრეთ კორეას გადაუარეს - 6:1 (ნოლიტო - 2, მორატა 2, ფაბრეგასი, დავიდ სილვა), რომელმაც, თავის მხრივ, ევროპის ჩემპიონატზე ესპანელთა პირველ მეტოქე ჩეხეთს მოუგო.

ევროპის ჩემპიონატისთვის ვისენტე დელ ბოსკეს მიერ შერჩეულ შემადგენლობას თუ გადავხედავთ, ვნახავთ - საქმე მართლაც რომ უძლიერეს მოწინააღმდეგესთან გვაქვს:

მეკარეები: დავიდ დე ხეა (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), იკერ კასილიასი (პორტუ, პორტუგალია), სერხიო რიკო (სევილია);

მცველები: მიკელ სან ხოსე (ბილბაო), ჟერარდ პიკე (ბარსელონა), ჟორდი ალბა (ბარსელონა), მარკ ბარტრა (ბარსელონა), სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი, ინგლისი), ექტორ ბელერინი (არსენალი, ინგლისი), სერხიო რამოსი (რეალი), ხუანფრანი (ატლეტიკო);

ნახევარმცველები: სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა), ანდრეს ინიესტა (ბარსელონა), ბრუნო სორიანო (ვილიარეალი), ტიაგო ალკანტარა (ბაიერნი, გერმანია), სესკ ფაბრეგასი (ჩელსი, ინგლისი), დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), პედრო როდრიგესი (ჩელსი, ინგლისი), კოკე (ატლეტიკო);

თავდამსხმელები: არიც ადურისი (ბილბაო), ალვარო მორატა (იუვენტუსი, იტალია), ნოლიტო (სელტა), ლუკას ვასკესი (რეალი).

ლიდერები

ესპანეთის ნაკრები ისეთი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, რომ ლამის ყველა მათგანს შეუძლია ლიდერობა, თუმცა მაინც არიან შეუცვლელი ფეხბურთელები - ისეთები, წლების განმავლობაში რომ განაპირობეს მსოფლიო ფეხბურთში "ფურია როხას" ბატონობა.

ასეთებად მეკარე იკერ კასილიასი, მცველები - ჟერარ პიკე და სერხიო რამოსი, ნახევარმცველები - სესკ ფაბრეგასი და ანდრეს ინიესტა ითვლებიან. ლიდერების ჩამოთვლით თავს ნამდვილად ვერ დავიმშვიდებთ. ნებისმიერ ფეხბურთელს ნებისმიერ დროს შეუძლია თამაშის საკუთარ თავზე აღება და მატჩის ბედის გადაწყვეტა.

აქვე, არ უნდა დაგვავიწყდნენ ის მოთამაშეებიც, რომლებიც თანდათან მკვიდრდებიან "ფურია როხაში". მაგალითად - "ატლეტიკოს" მოთამაშეები და "სელტას" შემტევი ნოლიტო, რომელიც შესანიშნავი იყო გუნდის მიერ გამართულ ბოლო ამხანაგურ მატჩებში. სათვალავში უნდა ჩავაგდოთ მათი განსაკუთრებული მოტივაცია.

კეთილი ვისენტე

ესპანეთის ნაკრებს სათავეში უდგას ვისენტე დელ ბოსკე - თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი, ვინც წარსულში ცნობილი ფეხბურთელი იყო, მწვრთნელის რანგში კი, ესპანეთის ჩემპიონატს რომ თავი დავანებოთ, ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის ნაკრებთან ერთად იმარჯვა მსოფლიოსა და ევროპის პირველობებზე.

ეს არის მწვრთნელი, რომელიც ყველას უყვარს თავისი რბილი ხასიათის გამო. დელ ბოსკეს ევროპის ჩემპიონატის დაწყების წინ სიხისტის გამოჩენა მაინც მოუხდა. მან ჯერ მადრიდის "ატლეტიკოს" შემტევი - ფერნანდო ტორესი დატოვა სანაკრებო განაცხადს მიღმა, მერე კი "რეალის" ნახევარმცველ ისკოსაც აუნთო წითელი შუქი.

რა თქმა უნდა, ყველა ამ გადაწყვეტილებაზე მწვრთნელია პასუხისმგებელი. "ფურია როხას" გულშემატკივრები საფრანგეთში საყვარელი გუნდისგან მხოლოდ ტრიუმფს ითხოვენ.

თავად დელ ბოსკე აცხადებს, რომ ის ნახევარფინალში გასვლითაც კი ბედნიერი იქნება, თუმცა ეს უფრო თავის დაზღვევას ჰგავს. ესპანეთის ნაკრებს გაცილებით მეტი შეუძლია...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

georgia
makaridze, kakabadze, kverkvelia, kashia, ziskaridze, navalovsky, kvekveskiri, kenia, okrika, kazaishvili, dvalishvili. chveni sastarto egre unda ikos.
faniloc
ლოცვა რო შველოდეთ ამათ მეტი რა საქმე გვაქ, იკა რას გვიზამენ და გა და გვ ილ ვი ან
Zurab
ეს დვალიშვილი კიდევ შემოტენეს, რა, ცეკას მდივნის შვილია? გაოცებული, ვარ!
263
ჩვენების ბალახის ჭამა უნდა ნახოთ მინდორზე
guguli
tamashi damtavrdeba:7:1 espanetis sasargeblod, amjerad okrika gaitans prestizis burts.
xx
კანკავა საერთოდ არ ვარჯიშის ვიდეოზე, მემგონი ტრამვა ვერ მოიშუშა და სახლში გაემგზავრა. არ მესმის რატომ არის განაცხადში. ისე კარგათ შეეტყო ნაკრებს რისი მაქნისია კანკავას გარეშე.
bibi
მაგარი გასაწნეხები არიან კობი და სპორტის მინისტრი.
გუჯა კახაძე
ჩემი პროგნოზია 2:0. ვნახოთ რამდენად შეძლებთ გუნდურად თამაშს. მე ჯერ კიდევ მჯერა თქვენი!
gudiona
რა შედარებაა, მაგრამ ადრე ომში რო ხალხს აცილებდნენ რა განწყობაც სუფევდა იმ დროს ხალხში სრულიად გასაგებია ახლა ჩემთვის..
ჰოოო
ვაის.. ვაის... ვაის... ვაი! ვაი! ვაი!
Guadua
კითხვა ერთია ,ესპანელები პროგრესიას მიჰყვებიან და 3-1,5-1,ის მერე 7-1 მოგვიგებენ? ჩვენაც ხომ 3-1 , 5-1 წაგებები დავყარეთ? ასე რომ მინიმალური და უკვე შერიგებული ანგარიშია 7-1, უფრო ნაკლები მიღწევაა,უფორ მეტი კი სამწუხარო სტატისტიკის გაგრძელება :)
ika
VaiMeEEE! :D:D:D:D რას გვიზავენ :D:D:D
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
ისტორიული რეკორდი დამყარებულია - ქართველი ფეხბურთელების ფასი სულ უფრო იზრდება
"გუნდში "ოქროს ბურთის" კანდიდატი ჰყავს და მის ნათქვამს ვერ ვიგებ" - ბიძინა ბარათაშვილი ოლისეს შესახებ სანიოლის განცხადებაზე
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
ზიდანი მეორე მწვრთნელია, რომელმაც "რეალს" ყველაზე მეტჯერ მოაგებინა
"თუმცა ის მაინც ფენომენალური გახლდათ..." - დელ ბოსკემ რონალდოზე ისაუბრა
დელ ბოსკე: არ შეიძლება ჩინეთის იაფფასიან საქონელზე იყო დამოკიდებული
[VIDEO] უნაი სიმონმა და იერემი პინომ ერთმანეთს ტუჩებში აკოცეს
ეპოქა დასრულდა - ნეტავ, რას ფიქრობს ბებია სელია ცაში?
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
დელ ბოსკემ ხავიზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
[PHOTO] ა, კაცი - კუკურელიას დე ლა ფუენტე უკვე ზედ ახატია
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
უარი საჩუქარზე - იამალმა ჩეჩენი ბლოგერისგან "ბუგატი" არ მიიღო
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დელ ბოსკე: "რეალს" "ბაიერნთან" მცირე უპირატესობა აქვს
"ბარსელონა" 15 მილიონად მსოფლიო ჩემპიონის შეძენას აპირებს
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
"არგენტინის ნაკრები წარმოადგენდა ამაზრზენი ფენის აგრესიულ ნაწილს" - ესპანელი მწერალი
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
"მსოფლიოში საუკეთესოა, თუ წელს ოლისე "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს, მაშინ ამის თქმა შეგვეძლება" - სანიოლი Bild-ს ესაუბრა
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
"განსაკუთრებული" - პირველ ადგილზე, გვარდიოლა და ფერგიუსონი - მე-3-ზე... 21-ე საუკუნის საუკეთესო 10 მწვრთნელი გამოვლინდა
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ