რუსი არ აპირებს, განაჩენს შეეგუოს
ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ რუსი მარია შარაპოვა ორი წლით არის დისკვალიფიცირებული დოპინგის მიღების გამო. სასჯელის ათვლა ამა წლის 26 იანვრიდან დაიწყო და რუსი ჩოგბურთელის დისკვალიფიკაცია 2018 წლის 26 იანვარს დასრულდება.

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ნომერმა 7 მარტს, სპეციალურ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა, რომ 10 წლის განმავლობაში იღებდა მელდონიუმს, რომელიც მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ აკრძალული პრეპარატების სიაში შეიტანა. იმ პრესკონფერენციის შემდეგ, მარია დროებით იყო ჩამოშორებული საერთაშორისო ტურნირებს. დადებითი დოპინგ-სინჯი სპორტსმენმა 2016 წელს, ავსტრალიის ღია პირველობის დროს ჩააბარა. დისკვალიფიკაციის შემდეგ, შარაპოვას ჩამოერთმევა ამ ტურნირზე მოპოვებული სარეიტინგო ქულები და ჰონორარი.

რუსს უფლება აქვს, 22 დღის განმავლობაში სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივროს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილება, რასაც აუცილებლად გააკეთებს. აი, რა დაწერა საკუთარ "ტვიტერზე" შარაპოვამ:

"ორწლიანი დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილება იმაზე მიუთითებს, რომ საერთაშორისო ფედერაციის კომისიამ ერთხმად მიიჩნია ჩემი მოქმედება, როგორც არა წინასწარ განზრახული. სასამართლომ გადაწყვიტა, რომ არ მიმიმართავს ექიმისთვის დოპინგის მიღების მიზნით. ფედერაციამ დიდი თანხა და დრო დახარჯა იმის დასამტკიცებლად, რომ მე შეგნებულად ვარღვევდი ანტისადოპინგო წესებს. ფედერაციას სურდა ჩემი ოთხი წლით დასჯა - ეს აუცილებელი სასჯელია განზრახ დარღვევისთვის. სასამართლომ ეს პოზიცია უარყო.

მართალია, სასამართლო იმ აზრამდე მივიდა, რომ მე განზრახ არ დამირღვევია წესები, მაინც არ ვეთანხმები ამ მკაცრ გადაწყვეტილებას. ფედერაციას ესმის, რომ ცუდი არაფერი ჩამიდენია, მაგრამ განზრახ ცდილობდა ჩემთვის ჩოგბურთის თამაშში ხელი შეეშალა. დაუყოვნებლივ გავასაჩივრებ დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილებას.

ვიბრძოლებ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დავბრუნდე კორტზე. ჩემმა ადვოკატმა მოამზადა მოკლე ინფორმაცია იმაზე, როგორ მუშაობს ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია. ვფიქრობ, ის ჩემს ფანებს გადავცე, რათა მათაც იცოდნენ, როგორი წესებია ამ ორგანიზაციაში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე აქამდე არასდროს მისაუბრია" - მსოფლიოს ყოფილმა ნომერ პირველმა ჩოგანმა რთული პერიოდი გაიხსენა
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
პსჟ-მ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
18 წ. | სამხრეთ აფრიკის სერიას ინგლისით ვიწყებთ
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
სლუცკის ჩასვრილი და "რუბინის" განავალში ჩამგდები უწოდეს - სიომინმა დაიცვა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ქორწილის წინ რონალდოს საცოლეს სქელი უწოდეს - ის კრიშტიანომ დაამშვიდა და მორგანიც გამოექომაგა
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
"ერთადერთი, გული ამაზე მწყდება... "იბერია" კარგი გუნდია, მაგრამ..." - "ლარნეს" მწვრთნელმა მატჩი შეაფასა და თბილისში თავდაჯერებული გუნდი მოჰყავს
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
შეთანხმება შედგა, სამედიცინო შემოწმება კვირის ბოლოს - ესპანურმა პრესამ ქოჩორაშვილის ახალი გუნდი დაასახელა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
გინდოდათ შარაპოვასთან მესიჯობა? ახლა ეს შესაძლებელია
როგორ გამოიყურება მარია შარაპოვას მდიდრული სახლი [VIDEO+PHOTO]
კარიერადასრულებული ორსული შარაპოვა რუსეთის სახელით ასპარეზობისთვის დაიჩაგრა?! - ლონდონში უცნაური ამბავი მოხდა
როდის დაბრუნდება შარაპოვა? - მარიამ ვარჯიში დაიწყო
ჩოგბურთის ერთ-ერთმა სექსსიმბოლომ კარიერა დაასრულა!
მარია შარაპოვა: კარიერის დასრულებას მივუახლოვდი, მაგრამ...