თითო მოგება სესკისა და ინიესტასთვის და...
ეჭვგარეშეა, ევროპის კარსმომდგარ ჩემპიონატზე ერთბაშად რამდენიმე რეკორდი დაემხობა. საფრანგეთში გასამართი უდიდესი საფეხბურთო ფორუმი ამის გამოც იქნება საინტერესო.

ჩვენც დავწეროთ იმ რეკორდებზე, რომელთაც დიდი დღე აღარ უწერიათ და იმათზეც, ვინც ამ რეკორდებს უტევს.

ერთი თამაშიც და...

12 წლის წინათ, პორტუგალიისა და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე. მაშინ ის მხოლოდ 19 წლის იყო. საშინაო ევროფორუმზე პორტუგალია ფინალში გავიდა და იქ სენსაციურად დამარცხდა საბერძნეთთან. მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა. პორტუგალიის ნაკრებში აღარ არიან ლუიშ ფიგუ და მანუელ რუი კოშტა, კრიშტიანო კი პარტნიორებს წარმატებისკენ მიუძღვის.

ევროპის ეს ჩემპიონატი რონალდოსათვის მეოთხეა. ის ყოველთვის იყო გუნდის წამყვანი ფეხბურთელი და ყოველთვის გადიოდა პლეი ოფში. კრიშტიანომ ევროპის ჩემპიონატებზე 16 მატჩი ჩაატარა. ამდენივე ითამაშეს ლილიან ტურამმა და ედვინ ვან დერ სარმა. მხოლოდ ერთი მატჩი საფრანგეთში და პორტუგალიელი რეკორდს დაამხობს. მოქმედ ფეხბურთელთაგან რონალდოსთან ყველაზე ახლოსაა ესპანეთის ნაკრების მეკარე იკერ კასილიასი (14 მატჩი).

ესპანელები დაამხობენ

ამ რეკორდს, თუ სასწაული არ მოხდა, აუცილებლად დაამხობენ ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელები. საუბარია ფეხბურთელებზე, რომლებმაც კონტინენტის პირველობაზე ყველაზე მეტი მატჩი მოიგეს. იკერ კასილიასის, ჩაბი ალონსოს, სესკ ფაბრეგასის, ანდრეს ინიესტასა და ფერნანდო ტორესის ანგარიშზე 9-9 გამარჯვებაა. ამდენივე შეხვედრა მოიგეს ლილიან ტურამმა, ზინედინ ზიდანმა, ედვინ ვან დერ სარმა და ნუნუ გომეშმა.

ფერნანდო ტორესი და ჩაბი ალონსო ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებენ. სამაგიეროდ, სესკსა და ინიესტას აქვთ რეკორდის გაუმჯობესების დიდებული შანსი.

პლატინის უტევენ

ევროპის ჩემპიონატების ყველა დროის საუკეთესო მეგოლე მიშელ პლატინია. მან მოწინააღმდეგეები ცხრაჯერ დაამწუხრა. რაც მთავარია, ფრანგმა ეს ერთი ტურნირის მსვლელობის დროს გააკეთა. არის შანსი, რომ ფრანგი ლეგენდის რეკორდი საფრანგეთში დაემხოს.

თუ კრიშტიანო რონალდო ან ზლატან იბრაჰიმოვიჩი სამ გოლს გაიტანენ, ისინი ფრანგს დაეწევიან; თუ მეტს - გადაასწრებენ. მოკლედ, ორი გამორჩეული ბომბარდირის თამაშს ევროზე კიდევ ერთი ინტრიგა ემატება.

ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი

2000 წელს გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ლოთარ მათეუსი გერმანიის ნაკრების ლიდერი იყო. თავიდან ის მხოლოდ იმიტომ წაიყვანეს ევროპის პირველობაზე, რომ "ბუნდესმანშაფტის" გასახდელში ლიდერი ყოფილიყო. გერმანია ჯგუფიდან ვერ გავიდა, მაგრამ მათეუსმა 39 წლის ასაკში ევროზე მაინც ითამაშა.

ეს რეკორდი აუცილებლად დაემხობა. რეკორდზე ორივე მონადირე მეკარეა: ირლანდიის ნაკრების ლეგენდა შეი გივენი და მისი უნგრელი კოლეგა, გაბორ კირაი. ამათგან საუკეთესო შანსი კირაის აქვს, რადგან ის გუნდის ძირითადი მეკარეა. ირლანდიის ნაკრებში კი გივენი, ალბათ, სათადარიგო იქნება.

ლიოვი ფოგთსის წინააღმდეგ

მწვრთნელთაგან ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე მეტი მატჩი ორ გერმანელს ჩაუტარებია. იოახიმ ლიოვმა და ბერტი ფოგთსმა 11 შეხვედრაში დამოძღვრეს ბუნდესმანშაფტი. ეგაა, ლიოვს ევროტიტული ჯერ არ მოუგია, ფოგთსმა კი ეს მოახერხა.

რეკორდსმენობის შანსი ისლანდიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ლარს ლაგერბაკსაც აქვს. ერთიც ვნახოთ, მოხდა სასწაული და გერმანია პლეი ოფში ვერ გავიდა, ციცქნა ისლანდიამ კი ეს შეძლო? ამ დროისათვის, გამოცდილმა შვედმა მწვრთნელმა ევროპის ჩემპიონატებზე 10 მატჩი ჩაატარა.

შეძლებს დელ ბოსკე?

ვისენტე დელ ბოსკეს შეუძლია გახდეს პირველი მწვრთნელი, ვინც ევროპის ჩემპიონატს ორჯერ მოიგებს. რა თქმა უნდა, ამის გაკეთება რთული იქნება. ესპანელები თაობათა ცვლის რთულ პროცესში არიან.

ამის მიუხედავად, "ფურია როხა" კვლავ რჩება ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად. განა შეიძლება იმ გუნდის უგულებელყოფა, რომლის ღირსებასაც ანდრეს ინიესტა და სხვა ვარსკვლავები იცავენ?

მწვრთნელი - რეკორდსმენი

ისლანდიის ნაკრების შვედი დამრიგებელი ლარს ლაგერბაკი მეოთხედ დამოძღვრავს გუნდს ევროპის პირველობაზე. თუ ის აქამდე შვედეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, ახლა ისლანდიასთან ერთად შეეცდება ფურორის მოხდენას.

ისლანდიელთა ასეთ თამაშს შესარჩევ ციკლში არავინ ელოდა. ყველა მიიჩნევს, რომ სწორედ ლაგერბაკია კუნძულელთა წარმატების მთავარი შემოქმედი. არ შეიძლება, ამ აზრს არ დაეთანხმო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
ინიესტამ თქვა, სურს თუ არა "ბარსელონას" მწვრთნელობა
ზიდანი მეორე მწვრთნელია, რომელმაც "რეალს" ყველაზე მეტჯერ მოაგებინა
კაპელო: კრიშტიანოს არ აქვს მესის, მარადონას და რონალდოს გენია
ბექჰემს უნდა მესიმ და რონალდომ "ინტერ მაიამიში" ერთად ითამაშონ - სიტუაცია პორტუგალიელმა აგენტმა განმარტა
"თუმცა ის მაინც ფენომენალური გახლდათ..." - დელ ბოსკემ რონალდოზე ისაუბრა
გვარდიოლა "მანჩესტერ სიტის" დაემშვიდობება - "ქალაქელები" სამ კანდიდატურას განიხილავენ
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს
სამი კანდიდატი - "ბაიერნში" ტუხელის შესაძლო შემცვლელები ცნობილია
კაპაძემ უზბეკეთი მუნდიალზე გაიყვანა და მაინც უშვებენ? - ადგილობრივ ფედერაციას ამ ცნობილი მწვრთნელის მიწვევა სურს
"ბარსელონასა" და ფლიკის გზები იყოფა? - დეკუს სიაში ლუის ენრიკე ფავორიტია
დელ ბოსკე: არ შეიძლება ჩინეთის იაფფასიან საქონელზე იყო დამოკიდებული
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
ინიესტამ ფეხბურთელის კარიერის დასრულება დაადასტურა
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
დელ ბოსკემ ხავიზე ისაუბრა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
"ფეხბურთს მოენატრები, ფენომენო" - მესი ინიესტას დაემშვიდობა
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
დიდებული ისტორია მთავრდება - ინიესტა კარიერას ასრულებს
დელ ბოსკე: "რეალს" "ბაიერნთან" მცირე უპირატესობა აქვს
ერთ-ერთი კანდიდატი ალონსოა - "სიტი" გვარდიოლას შემცვლელს 3 მწვრთნელიდან აარჩევს
"განსაკუთრებული" - პირველ ადგილზე, გვარდიოლა და ფერგიუსონი - მე-3-ზე... 21-ე საუკუნის საუკეთესო 10 მწვრთნელი გამოვლინდა
[VIDEO] რონალდოს 964-ე გოლი - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა!
ლიოვმა ახსნა, თუ რატომაა იმედიანად ინგლისთან მატჩის წინ
[VIDEO] რონალდო არ ჩერდება - პორტუგალიელმა კარიერაში 960-ე გოლი გაიტანა
ლიოვი მზადაა ნაკრებში მიულერის, ჰუმელსისა და ბოატენგის დაბრუნება განიხილოს
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
ინიესტა, დიდი ალბათობით, მალე სამწვრთნელო საქმიანობას დაიწყებს
"ასეთი გამოცდილი ფეხბურთელი, უფრო მომთმენი უნდა იყოს" - ფაბრეგასმა მორატა გააკრიტიკა
სესკს გრანდები აქტიურად აკვირდებიან - ფაბრეგასმა შესაძლოა, ყოფილი გუნდი ჩაიბაროს
ვინ არის 21-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი? - Goal-ის Top 25
ხავი შესაძლოა გაათავისუფლონ - მის შემცვლელად 3 კანდიდატი სახელდება
ლიოვმა მიულერს დაურეკა და ნაკრებში უხმო
"ერთხელ იცით, რონალდო რის გამო ატირა?" - მოდრიჩმა მოურინიოზე ისტორია გაიხსენა