"ესპანეთთან მატჩში 12,5 კილომეტრი გავირბინე მაშინ, როცა "ვიტესში" საშუალოდ 10 კილომეტრს დავრბივარ-ხოლმე"
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და არნემის "ვიტესის" მცველმა გურამ კაშიამ, ესპანეთის ნაკრებთან მოპოვებული გამარჯვების (1:0) შემდეგ ჰოლანდიურ elfvoetbal-ს ისტორიულ გამარჯვებასთან დაკავშირებით ემოციები გაუზიარა.

ესპანეთი-საქართველო 0:1 - სიზმარი თუ ცხადი? [VIDEO+PHOTO]

"ეს საუკეთესო ღამე იყო ჩემს ცხოვრებაში. ვფიქრობ, საქართველოს ნაკრების საუკეთესო მატჩიც სწორედ ეს იყო. ესპანეთთან თამაში 12 რაუნდიდან შემდგარ კრივს ჰგავდა. ზუსტად ისე უნდა ვიბრძოდეთ ყველა თამაშში, როგორც ამას მუჰამედ ალი აკეთებდა...

არასდროს მირბენია იმდენი, რამდენიც ესპანეთთან ვირბინე. ეს ყველაფერი სტატისტიკაშიც აისახა - 12,5 კილომეტრი გავირბინე მაშინ, როცა "ვიტესში" საშუალოდ 10 კილომეტრს დავრბივარ-ხოლმე. თუნდაც, სეზონის ბოლო მატჩში...

მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში მეტოქე გვიტევდა, მაგრამ, საბედნიეროდ, გოლი ვერ გაგვიტანეს, შემდეგ იყო მსაჯის სასტვენი და... შოკში ვიყავით, თავიდან არც გვჯეროდა ამისი, რამდენიმე წუთში კი გაისმა საუბრები: "მსოფლიოს საუკეთესო გუნდი დავამარცხეთ მისსავე ქვეყანაში"...

ახლაც ძალიან ამაყი ვარ. მთელი ქვეყანა ამაყობს ჩვენით. თამაშის შემდეგ გამარჯვება აღვნიშნეთ. გიორგი ჭანტურია სადღაც გაქრა, მაგრამ მოგვიანებით გამოჩნდა, ჰა-ჰა...

მართალია, ესპანელებმა ჩვენთან წააგეს და ეს ანგარიში ჩვენთვის უნიკალურია, მაგრამ ისინი, თავისთავად, ევროპის ჩემპიონატის ფავორიტებად რჩებიან. ანდრეს ინიესტას პირისპირ მომიწია თამაში და ამ ადამიანს ბურთით ყველაფრის გაკეთება შეუძლია. მთელ გუნდს, ზოგადად, ძალიან მაღალი კლასი აქვს...", - განაცხადა ქართველმა.

ფიოლა
უზომოდ გაგვახარეთ, როდესაც ქებას იმსახურებთ მაშინ მართლაც გმირები ხართ , ასეთი დიდი გამარჯვებას ვითხოვთ წელიწადში მინიმუმ სამჯერ
vato
გურამ კარგია რომ აგიარებ რაც უკვე ყველამ ვიცით და ვხედავთ. რომ თქვენ ყველა თამაშს ასე თავდადებით არ თამაშობთ. რატომ იცი? საკმარისი მოტივაცია არ გაქვთ საშუალო დონის გუნდებთან. დანარჩენი ყველაფერი შეგიძლიათ. და პირველ რიგში ჰიმნი კაცურად იმგერეთ რა, შეხედეთ იგლისიელებს გერმანელებს, თუ გინდა რუსებს ყველა რა კარგად და კაცურად თავაწეული მგერის ქვეყნის ჰიმნს.
სირბილის სწავლების ცენტრი
ნორმატივები დააბრუნეთ! ვისაც სირბილი შეეძლება ისინი ათამაშეთ და შედეგიც მოვა. მოგვენატრა ქართული ფეხბურთი! პირველი შემთხვევაა საქართველოს ნაკრებში სანაკრებო გამოცდილების მწვრთნელი რომ მუშაობს. მან მოახერხა ერთსულოვანი და თავდადებული გუნდის ჩამოყალიბება და შედეგიც სახეზეა - ესპანეთი 0-1 საქართველო. შორს არ არის ის დრო როდესაც იტყვიან: "ქართველების სწრაფ შემტევებს დაცვაში ვერაფერი დავუპირისპირეთ"-ო.
zinger
აუფ "საქართველოს საუკეთესო მატჩიც სწორედ ეს იყო" გურამ მთელი თამაში დაცვაში იყო 11 კაცი და ამას ეძახი შენ საუკეთესო მატჩს???
ვამაყობ თქვენით
როცა გულს და სულს ჩადებ ყველაფერი იქნება. ვამაყობ და იმედია როგორც ხორვატია არის პაწია ქვეყანა ჩვენსავით და წარმატებებს აღწევს მალე ჩვენც მასე ვიქნებით
odala
ნნნ, ეგ მეც დამაინტერესა ვინ რამდენი ირბინა. სხვათა შორის წინა თამაშებშიც რამდენი ირბინეს, ეგეც კარგი იქნებოდა გაგვეგო.
tete
ადექით და ნაკრების წევრებმა თავი დაალოცინეთ ბერ ნიკოლოზს მაქარაშვილს დაიჯერეთ თქვენ შეუძლებელს შეძლებთ, მსოფლიოზე რუსეთში ითამაშებთ, დალოცვა და კუღთხევით დაიწყეთ შესარჩევი
Irakli
ბოლომდე თამაში და რწმენა საკუთარი თავის რომ არავისზე ნაკლები არ ხარ. ამას თუ გააკეთებს თითოეული თქვენთაგანი მოედანზე დამიჯერეთ დიდი გამარჯვებები წინ გვაქვს.და რათქმა უნდა: შრომა შრომა და შრომა.
თენგო
თქვენ რუმ თამაში შეგიძლიათ,და რომ არ თამაშობთ, იმტომაა ხალხი თქვენზე რომ ბრაზდება.ასე რომ ხომ ხედავთ თუ მოინდომბთ და თავდადებით ითამაშებთ ხალხისგან ქება დიდება და თანადგომა არ მოგაკლდებათ.ასე რომ სექტემბრიდან გეწყებათ 12 რაუნდიანი შეხვედრები. მიდით და მოინდომეთ ბიჭებო,თქვენც გაიხარეთ,და ჩვენც გაგვახარეთ.
nnn
ჟურნალისტებო მიდით გაარკვიეთ ყველა ფეხბურთელზე ვინ რამდენი ირბინა და კმაყოფილია თუ არა ვაისი
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა და "ლოზანა" პლეი-ოფში გაიყვანა - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" დრამა ათენში
[VIDEO] მექვაბიშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - მისი გუნდიც დამარცხდა და კაშიას "სლოვანიც"
"სწრაფი გოლი გავუშვით და თამაშში დარჩენა გაგვიჭირდა - შესაძლებელი იყო უკეთ წარმოგვეჩინა საკუთარი შესაძლებლობები" - რა თქვეს ნამატჩევს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ
ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის ნომინაციაზე
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
[VIDEO] კაშია კვლავ შედეგიანია - ქართველმა "სლოვანში" მორიგი გოლი გაიტანა
17 წელი ეროვნულ გუნდში - კაშია საქართველოს ნაკრებში კარიერას ასრულებს
სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ესპანეთთან მატჩში?
[VIDEO] ესპანეთი სახლში თურქეთს ფრედ ეთამაშა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოსთან ესპანეთმა გასაოცარი რეკორდი დაამყარა
სანიოლი: პრობლემებზე ყოველთვის პატიოსნად გესაუბრებით, არ მგონია მათი მოგვარება სხვამ უკეთ შეძლოს
ესპანელთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები ძალიან სუსტი არ ყოფილა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ