10 ივნისს, ახალმა სპორტის სასახლემ, საქართველოს ფუტსალის ლიგის 2016 წლის გათამაშების დასკვნით სათამაშო დღეს უმასპინძლა
10 ივნისს, ახალმა სპორტის სასახლემ, საქართველოს ფუტსალის ლიგის 2016 წლის გათამაშების დასკვნით სათამაშო დღეს უმასპინძლა. გაირკვა წლევანდელი გათამაშების გამარჯვებულის ვინაობაც - საქართველოს ფუტსალში ახალი ჩემპიონი ყავს, ეს ტიტული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა მოიპოვა, რომელმაც ფინალში მოქმედ ჩემპიონს სტუ-თელასს აჯობა მინიმალური სხვაობით 1-0.

ფინალურ შეხვედრამდე გაიმართა მატჩი მესამე ადგილისათვის, რომელშიც ერთმანეთს აფხაზეთი და თბილისი დაუპირისპირდნენ. ორივე გუნდი სადებიუტო ტიტულისთვის იბრძოდა, რამაც შეხვედრას დამატებითი ინტრიგა შესძინა და საბოლოოდ გულშემატკივარმა ნამდვილი საფეხბურთო თრილერი იხილა, რომელიც თბილისის გამარჯვებით 8-7 დასრულდა.

საყაიმო ანგარიშით დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ (1-1), მთავარი მოვლენები შეხვედრის მეორე ნახევარში განვითარდა. აფხაზეთის ფეხბურთელები ტაიმის დასაწყისშივე სამი ბურთით დაწინაურდნენ და მეტოქეც თითქოს უიმედო მდგომარეობაში ჩააგდეს, მაგრამ თბილისის ფეხბურთელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ზუსტად ხუთ წუთში მათ არათუ ანგარიშის გათანაბრება, არამედ დაწინაურებაც მოახერხეს (5-4).

ამის შემდეგ მოვლენები ისევ რადიკალურად განვითარდა და ამჯერად, მატჩის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე აფხაზეთი ორ ბურთიან უპირატესობას დაეუფლა (7-5), თუმცა ვერც ამ მომენტმა იქონია "დედაქალაქელებზე" უარყოფითი გავლენა. მათ საოცარი თავდადება და ბრძოლის ჟინი გამოავლინეს და შეხვედრის დასრულებამდე 28 წამით ადრე, ლევონ ცეცაძემ გამარჯვების გოლის გატანა მოხაერხა (8-7).

აღსანიშნავია, რომ "თბილისის" ფეხბურთელები სადებიუტო ბრინჯაოს მედლებს, სადებიუტო სეზონშივე დაეუფლნენ.

სათამაშო დღის კულმინაცია კი უდაოდ ფინალური დაპირისპირება გამოდგა, რომელიც სრული ანშალგის ფონზე, საკმაოდ დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა და მინი ფეხბურთისთვის უჩვეულო ანგარიშით დასრულდა.

ფინალური დაპირისპირების წარმდგენმა "ევროპაბეთმა", ქართული ფუტსალის ისტორიაში პირველად, მატჩზე ფსონების მიღება უზრუნველყო, რამაც აღნიშნულ დაპირისპირებას დამატებითი ინტრიგაც შესძინა.

ამ შეხვედრას ორივე ფინალისტი სერიოზული საკადრო პრობლემებით შეხვდა. "სტუდენტებს" ერთბაშად სამი(!) ძირითადის ფეხბურთელი აკლდათ - ზურაბ ლუკავა მატჩს ტრავმის გამო ტოვებდა, ხოლო შოთა ჭანუყვაძე და ლევან კობაიძე დისკვალიფიკაციის გამო დააკლდნენ გუნდს. "ენერგეტიკოსებმა" კი ასევე ტრავმის გამო, მათი ლიდერი შოთა თოფურია მოისაკლისეს.

მიუხედავად ამისა ორივე გუნდი ბოლომდე დაიხარჯა და მატჩიც საკმაოდ საინტერესო საყურებელი გამოდგა. მთელი შეხვედრის განმავლობაში ორივე გუნდის კართან არაერთი საგოლე ეპიზოდი შეიქმნა, თუმცა ხან შემტევები სცოდავდნენ, ხანაც მეკარეები იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე. გამარჯვების გოლი კი მატჩის დასრულებამდე 1:11 წუთით ადრე გავიდა და მისი ავტორი "თსუ"-ს შემტევი ლაშა სიგუნავა გახდა.

ამის შემდეგ თელასმა შეტევა ხუთი მოთამაშით განაგრძო, თუმცა მცირე დროში ვერაფერს გახდა და ჩემპიონის ტიტული მეტოქეს გადაულოცა.

მატჩის დასრულების შემდეგ, გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი, სადაც გუნდებთან ერთად სეზონის გამორჩეული ფეხბურთელებიც დაჯილდოვდნენ.

ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ, თსუ-ს კიპერი ჯაბა ჯამბურია დასახელდა, საუკეთესო მცველის ტიტული თელასის ლიდერს, შოთა თოფურიას გადაეცა, საუკეთესო უნივერსალად ასევე თელასის ფეხბურთელი გიორგი სოზაშვილი დასახელდა. ჩემპიონატის საუკეთესო თავდამსხმელი, ფინალში ერთადერთი გოლის ავტორი ლაშა სიგუნავა გახდა, ჩემპიონატის ბომბარდირის წოდება 25 გატანილი გოლით, აფხაზეთის შემტევს მელტონ ახალაიას ერგო.

გამორჩეული ფეხბურთელები ქართული ფუტსალის ვეტერანებმა, ზაალ ჩიტალაძემ, ალე ძაბირაძემ, გოგა ალთუნაშვილმა, ანდრო მიზანდარმა და დავით სოლოღაშვილმა დააჯილდოვეს. რაც შეეხება საქართველოს ფუტსალის ლიგის 2016 წლის გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელს, იგი თსუ-ს თავდამსხმელი, გია ნიკვაშვილი გახდა, რომელსაც ჯილდო და სამახსოვრო პრიზი სფფ-ს გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გადასცა.

ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსნები სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა დააჯილდოვა. ჩემპიონს კუთვნილი ოქროს მედლები და თასი, საქართველოს ფეხურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და სპორტული სააგენტო SBM-ის დირექტორმა, ზაალ ჩიტალაძემ გადასცეს.

10.06.2016. საქართველოს ფუტსალის ლიგა. მატჩი III ადგილისათვის

თბილისი - აფხაზეთი 8-7 (1-1)

გოლები: 6:54’ ხახაშვილი (1-0), 17:47’ახალაია (1-1), 21:52’ ახალაია (1-2), 23:25’ ახალაია (1-3), 26:12; სებისკვერაძე (1-4), 27:02’ რეხვიაშვილი (2-4), 28:11’ კარაპეტიანი (3-4), 28:44’ მხითარიანი (4-4), 31:30’ ხახაშვილი (5-4), 34:10; სებისკვერაძე (5-5), 35:23’ ახალაია (5-6), 35:57’ ახალაია (5-7), 36:20’ რეხვიაშვილი (6-7), 38:22’ კარაპეტიანი (7-7), 39:32’ ცეცაძე (8-7)

გაფრთხილებები: 6:54’ ხახაშვილი (თბ), 18:20’ ხარაიშვილი (აფხ), 39:44’ კარაპეტიანი (თბ)

თბილისი: ი. გედენიძე, მხითარიანი, კარაპეტიანი, ჭელიძე, რეხვიაშვილი სათ.: დ. თურმანიძე, ცეცაძე, ჯანელიძე, ხახაშვილი

აფხაზეთი: გელაშვილი, ხარაიშვილი, ღუღუნიშვილი, სებისკვერაძე, ახალაია სათ.: ლ. ლეჟავა, ფიფია, შველიძე, ქეშელაშვილი, ტვილდიანი, გოგოლაძე, რ. გედენიძე

10.06.2016. საქართველოს ფუტსალის ლიგა. ფინალი

თსუ - სტუ-თელასი 1-0 (0-0)

გოლები: 38:49’ სიგუნავა(1-0)

გაფრთხილებები: 12:06’ ასათიანი (თელ), 39:53; სიგუნავა (თსუ), 39:53’ გაბუჩია (თელ)

თსუ: ჯამბურია, ბობოხიძე, კაკაბაძე, სიგუნავა. ჭუმბურიძე სათ.: ნიკვაშვილი, ქურცაძე, სანიკიძე

სტუ-თელასი: გაბუჩია, სოზაშვილი, ასათიანი, დევდარიანი, შელეგია სათ.: წვერავა, თარხნიშვილი, მამულაშვილი, ცხომარია, კურბანოვი, მერკვილაძე

საქართველოს ფუტსალის ლიგის ტექნიკური პარტნიორები არიან გერმანული სპორტული ბრენდი SALLERდა ესპანური სპორტული ბრენდი JOMA. ფინალური შეხვედრის წარმდგენია "ევროპაბეთი".

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი","წყალი მარგებელი", SPORT City, Apple City.

მედია პარტნიორები: რადიოები, "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", ვებ პორტალები: sportall.ge, mysports.ge, worldsport.ge, goal.ge, და გაზეთი "ლელო".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

gigi
ბრავოო თსუ! ვულოცავ სტუდენტებს ამ წარმატებას! ყოჩაღ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას რომ ასეთი ძლიერი გუნდი ჩამოაყალიბეს. იმედია არ დაშლიან. წარმატებები თსუ-ს!
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
ვიტინია "რეალში" - რა თანხა დაუჯდება "სამეფო კლუბს" ტრანსფერი?
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
[PHOTO] ნახეთ, როგორ მკერდსავსე გოგონას ჰყვარობს "ჩელსის" ვარსკვლავი
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
საქართველოს ფუტსალის ლიგის 2017/18 წლების სეზონის პრეზენტაცია გაიმართა
ფუტსალის ლიგა 2016/17: XII ტურის თბილისური ნაწილი და სუპერმატჩი, სუპერგოლით! [VIDEO]
ფუტსალის ლიგა: III ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს "აგორა" და "ტატიშვილი" დაუპირისპირდებიან
ფუტსალის ლიგა 2017/18: ცენტრალური შეხვედრა, საოცარი ფინიშით!
ლევან კობიაშვილი: SBM არის მაგალითი, როგორ შეიძლება მოიზიდო კერძო სექტორი სპორტში
ფუტსალის ლიგა: უხვგოლიანი ტური, საფეხბურთო თრილერით