ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მიმდინარე სეზონში რთული იქნება უძვირფასესი მოთამაშის გამოვლენა.

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მიმდინარე სეზონში რთული იქნება უძვირფასესი მოთამაშის გამოვლენა. თუ ლიგის ხელმძღვანელობა იმ პრინციპებით იხელმძღვანელებს, როგორც ამას წინა წლებში აკეთებდა, ამ შემთხვევაში დიდი დილემის წინაშე დადგებიან ისინი, ვისაც MVP-ის არჩევა უწევთ. საქმე ისაა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში MVP-ის ტიტულს იგებდნენ კონფერენციაში გამარჯვებული გუნდების მოთამაშეები (გამონაკლისია სტივ ნეში 2004-05 წლების სეზონში). აუცილებელი პირობა იყო ღირსეული პირადი სტატისტიკა რამდენიმე სათამაშო კომპონენტში და გუნდის კარგი თამაში. ამიტომაც ბოლო 20 წელია MVP-ის ტიტული არ მოუპოვებია არც ერთ მოთამაშეს, რომლის გუნდიც რეგულარულში ვერ ახერხებდა თამაშების 50 პროცენტის მოგებას. ამ მიზეზის გამო ამარე სტაუდმაიერის გამორიცხვა აქედანვე შეიძლება.

დღეს NBA-ში ერთი გამორჩეული ლიდერია - "სან ანტონიო სპურსი". აღმოსავლეთში ფინიშის მოახლოებასთან ერთად "ბოსტონი" და "მაიამი" შეენაცვლებიან ერთმანეთს პირველ ადგილზე, თუმცა ამ ბრძოლაში შეიძლება "ჩიკაგოც" ჩაერიოს. აცხადებს თუ არა "სპურსიდან" რომელიმე მოთამაშე MVP-ის ტიტულზე პრეტენზიას? არავინ. მართალია, ჯინობილი წელს მაღალ დონეზე თამაშობს, მაგრამ ისტორია იმაზე ლაპარაკობს, რომ უძვირფასესი მოთამაშე რამდენიმე სტატისტიკური მაჩვენებლით უნდა იყოს ლიდერებს შორის. "სან ანტონიო" იდეალურ გუნდურ კალათბურთს თამაშობს და მის რიგებში რთულია ვინმეს გამოყოფა. "ბოსტონი"? აქაც იგივე ხდება: ვერც პოლ პირსი, ვერც რეი ალენი, ვერც კევინ გარნეტი და ვერც რაჟონ რონდო მარტო ვერ ათრევენ გუნდს, ამიტომაც ამ ოთხეულშიც არ უნდა ვეძებოთ მომავალი ტრიუმფატორი.

საბოლოოდ, იმ აზრამდე მივდივართ, რომ ბრძოლა დერეკ როუზს, კევინ დურანტს, ლებრონ ჯეიმსს, დირკ ნოვიცკისა და კობი ბრაიანტს შორის გაიმართება. ამ ხუთეულიდან ყველაზე ნაკლები შანსი დურანტს აქვს, რადგან ბრწყინვალე სნაიპერული თვისებების მიუხედავად, ის ჯერ ბოლომდე დამაჯერებელი არ არის დაცვაში და თამაშის ორგანიზების თვალსაზრისითაც ბევრი აქვს სამუშაო. ნოვიცკისა და ბრაიანტის კანდიდატურები ძალიან არის დამოკიდებული მათი გუნდების გამოსვლაზე. თუ "ლეიკერსი" სეზონის მეორე ნახევარს ისე ითამაშებს, როგორც ეს "ნიქსისა" და "ბოსტონის" წინააღმდეგ გააკეთა, "შავ მამბას" მოულოდნელად შეიძლება გაუჩნდეს MVP-ის ტიტულის კარგი შანსი. იგივე უნდა ითქვას ნოვიცკიზე.

როუზს ამ ჯგუფში განსაკუთრებული ადგილი უკავია, რადგან "ბულზის" გამთამაშებელი კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს. ის ბომბარდირებსა და ასისტენტებში ლიდერთა შორისაა. გარდა ამისა, ყველაა იმის მოწმე, რომ წამყვანი კალათბურთელების (ჟოაკიმ ნოა, კარლოს ბუზერი) არყოფნაში დერიკი მარტო მიუძღოდა გუნდს. მაგრამ როუზის კანდიდატურას ერთი დიდი მინუსი აქვს. "ხარები" ამჟამად მესამეზე არიან კონფერენციაში და როგორც ისტორია გვიჩვენებს, MVP-ის პრიზისთვის ეს არადამაკმაყოფილებელი შედეგია. თუმცა, შესაძლოა, ამ სეზონში ტრადიცია დაირღვეს, რადგან როუზის თამაში მართლაც სხვა დონეზე ავიდა, ვიდრე ეს გასულ სეზონში იყო. NBA-ის სუპერვარსკვლავებს შორის ის ყველაზე პროგრესირებადი მოთამაშეა. და თუ "ხარები" თუნდაც ერთი საფეხურით მაღლა ავლენ ცხრილში, როუზის შანსები ერთი ორად გაიზრდება.

დღეისთვის აშკარა ფავორიტია ლებრონ ჯეიმსი, მაგრამ მასაც აქვს ერთი ნაკლი. ზედიზედ სამჯერ ეს ჯილდო მხოლოდ ლარი ბერდს, ბილ რასელსა და უილტ ჩემბერლენს მოუგიათ და თითოეულს მესამე პრიზის მოპოვებისას მინიმუმ ერთი საჩემპიონო ბეჭედი ჰქონდა კოლექციაში. ბოლო ორ სეზონში ჩემპიონატის წაგებამ, შესაძლოა, ცუდი სამსახური გაუწიოს "მეფეს". მიუხედავად ამისა, MVP - ეს არის პრიზი რეგულარულ ჩემპიონატში თამაშისთვის, ამ მომენტში კი სწორედ ჯეიმსია მთავარი პრეტენდენტი.

ერთი რამ მართლაც მისასალმებელია - მიმდინარე სეზონში არჩევანი ისეთი ცხადი არ არის, როგორც გასულ წლებში. ამჯერად ტიტულზე არა ორი-სამი, არამედ ხუთი-ექვსი კალათბურთელი იბრძოლებს.

[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!
[VIDEO] დონჩიჩის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "საკრამენტომ" "ლეიკერსი" დაამარცხა
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
"ამ ქმედების გამო, ფეხბურთელებთან ურთიერთობა თავიდანვე ცუდად დაიწყო" - რას წერს ფაბრიციო რომანო ჩაბი ალონსოზე?
[VIDEO] მამუკელაშვილის 21 წუთი - "ტორონტომ" "ფილადელფია" ზედიზედ მეორედ ვერ დაამარცხა
გასაკვირია - როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ?
[VIDEO] ხვიჩას შეცვლა რომ საქმეს შველოდეს - პსჟ თასიდან "პარიზმა" გამოაგდო
[VIDEO] სობოსლაიმ მამარდაშვილს გოლი მოუგონა - "ლივერპულმა" გაიმარჯვა
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება