ფრანგულ ალპებში დასრულდა ყინულის რბოლების - Andros Trophee-ის რეგულარული სეზონი.

ფრანგულ ალპებში დასრულდა ყინულის რბოლების - Andros Trophee-ის რეგულარული სეზონი. ლან-ე-ვერკორში ბოლო ეტაპზე გაირკვა ჩემპიონის ვინაობა. მთავარი პრეტენდენტი ორი იყო - ბოლო ორი წლის ტრიუმფატორი ჟან-ფილიპ დაირო (BMW) და ფორმულა 1-ის ოთხგზის ჩემპიონი ალენ პროსტი (Dacia), რომელიც Andros Trophee-ის ორგზის ჩემპიონია (2007-08).

ფინალის წინ უფრო მეტი ქულა ლეგენდარულ ფრანგს ჰქონდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში უკეთ დაირომ იარა. ეტაპი სწორედ ამ უკანასკნელმა მოიგო. სხვათა შორის, დაირომ პროსტზე მეტი ეტაპი დაიპყრო, სამაგიეროდ ფრანგი გაცილებით სტაბილურად გამოდიოდა და არც ერთ ეტაპზე ოთხეულის მიღმა არ დარჩენილა.

ლან-ე-ვერკორში პოდიუმზე ფრანკ ლაგორსი ავიდა, რომელიც საერთო ჩათვლაშიც მესამე იყო. ამ ჩემპიონატში ბევრი სხვა ცნობილი პილოტიც გამოდიოდა. მაგალითად, ფორმულა 1-ის გრან-პრის გამარჯვებული პატრიკ ტამბეს ვაჟი - ადრიან ტამბე. ცნობილმა ფრანგმა ოლივიე პანისმა სეზონი მეოთხე ადგილზე დაასრულა, მსოფლიოს კიდევ ერთმა ყოფილმა ჩემპიონმა ჟაკ ვილნევმა - მეცხრეზე. კანადელი რეგულარულად აგროვებდა ქულებს, მაგრამ საპრიზო პოდიუმზე ერთხელაც ვერ ავიდა.

Andros Trophee-ის სეზონი 5 მარტს "სტად დე ფრანსის" სტადიონზე საჩვენებელი გამოსვლებით დასრულდება.

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა