ბელგია ევროასპარეზს წაგებით დაუბრუნდა
* ჯანლუიჯი ბუფონი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელიც ევროპის სამ ჩემპიონატზე იყო ნაკრების კაპიტანი.

* ბელგია ევროპის პირველობას 16-წლიანი პაუზის მერე წაგებით იწყებს.

* მოედანზე გასული ყველა ბელგიელისთვის ეს მატჩი სადებიუტო იყო ევროპის ჩემპიონატებზე.

* ემანუელე ჯაკერინიმ ნაკრების მაისურით მე-4 გოლი გაიტანა, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როცა მისი გოლი გამარჯვებისაა.

* 34 წელიწადია, იტალიას ბელგიასთან ოფიციალურ მატჩში არ წაუგია.

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის ცენტრალური მატჩი უდავოდ ლიონში გაიმართა, სადაც ბელგია იტალიას დაუპირისპირდა.

საყოველთაო მოსაზრებით, ერთმანეთის პირისპირ წარდგნენ ტურნირის ერთ-ერთი გამოკვეთილი ფავორიტი, ბელგიის ნაკრები და მსოფლიო ფეხბურთის აღიარებული გრანდი, რომელიც ამ ჩემპიონატზე ფავორიტთა შორის არ სახელდება. ან იქნებ არ სახელდებოდა?

ტაქტიკა და სასტარტო შემადგენლობები

მარკ ვილმოტსმა 4-2-3-1 ტაქტიკა შეარჩია, რაც მოსალოდნელი იყო, რადგან ბელგიამ შესარჩევი ეტაპი სწორედ ამ სქემით ჩაატარა. ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდი ლუკაკუ იყო, სიღრმიდან კი მას ფელაინი, დე ბრუინი და აზარი ეხმარებოდნენ. უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ ცენტრში, გამთამაშებლის პოზიციაზე სწორედ ფელაინი თამაშობდა, რომლისთვისაც ეს როლი მთლად ორგანული არ უნდა იყოს და განვლილმა თამაშმა ეს ნათლად დაგვანახვა.

ანტონიო კონტემ 3-5-2 ტაქტიკა შესთავაზა მეტოქეს, რომელიც დაცვით ფაზაში 5-3-2 სქემად გარდაიქმნება, ხოლო შეტევაში 3-3-4 ტაქტიკად. ეს არის ძალიან მობილური და მოქნილი სქემა, რომლის ზედმიწევნით დაცვა ურთულესი საქმეა და ამიტომ მწვრთნელები იშვიათად ეყრდნობიან. 3-5-2 ტაქტიკას ძირითადად იტალიური გუნდები იყენებენ და მათ არც ნაკრები ჩამორჩა.

კონტემ სათადარიგოთა სკამზე ალესანდრო ფლორენცი დატოვა, მისი ადგილი კი მარკო პაროლომ დაიკავა. ეს იყო ერთადერთი მოულოდნელობა "სკუადრა აძურას" შემადგენლობაში, სხვა მხრივ კი, მწვრთნელი ნაცად შემადგენლობას ენდო...

გოლები

0:1 - იტალიელთა ორივე გოლი ძალიან ლამაზი და ეფექტური გამოვიდა. მატჩის 32-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ლეონარდო ბონუჩიმ საოცარი, წარმოუდგენელი, ფანტასტიკური, შეუდარებელი პასი მისცა ემანუელე ჯაკერინის, რომელიც მეკარესთან პირისპირ დარჩა, ერთი შეხებით "მიიკრო" ბურთი ფეხზე და მეორე შეხებით ბადეში გაახვია.

0:2 - მეორე გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გავიდა, როდესაც ბელგია მთელი გუნდით წინ იყო წასული, იტალიელთა მრავალსვლიანი კომბინაცია კი ანტონიო კანდრევას ჩაწოდებით და გრაციანო პელეს შესანიშნავი დარტყმით დაგვირგვინდა.

მეორე გოლში ჩირო იმობილემაც ლომის წილი დაიდო, რადგან კონტრშეტევა სწორედ მან დაიწყო და რეიდის შემდეგ კანდრევა ჩინებული პასით მოძებნა.

იხილეთ ვიდეო

მატჩის შემდეგ

ანტონიო კონტე (იტალია): "ეს იყო ძალიან კარგი მატჩი, რომელშიც უძლიერესი მეტოქე დავამარცხეთ. ჩემმა შეგირდებმა კარგად იცოდნენ, თუ რა უნდა ეკეთებინათ მოედანზე და დაიმსახურეს ეს მოგება.

ჩვენ გვყავს გუნდი, რომელიც ერთი მიზნის ქვეშაა გაერთიანებული და წარმატების მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს.

მე მყავს 23 ფეხბურთელი და თითოეული მათგანი თანაბრად მჭირდება. ჯერ არაფრისთვის მიგვიღწევია, უნდა ვიშრომოთ და კიდევ უფრო მოვუმატოთ.

როდის დავიშავე ტუჩი? - ყოველთვის მზად ვარ, რომ გუნდის ინტერესებს საკუთარი ჯანმრთელობა შევწირო".

მატჩის გმირ(ებ)ი

მატჩს ორი გმირი ჰყავდა: ლეონარდო ბონუჩი და ემანუელე ჯაკერინი - პირველი დაცვაში იყო შეუდარებელი და უშეცდომო, მისი საგოლე გადაცემა კი საფეხბურთო ენციკლოპედიაშია შესატანი. რაც შეეხება ჯაკერინის, უდიდესი სამუშაო შეასრულა და სრულად გაამართლა მწვრთნელის მხრიდან მასზე გაცემული ავანსები.

ჯაკერინი იყო ყველგან, სადაც კი გუნდს სჭირდებოდა და შესანიშნავად გაისარჯა როგორც დაცვით, ისე შეტევით ფაზაში. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ გახსნა ანგარიში და სათავე დაუდო იტალიელთა გამარჯვებას.

მსაჯი

მატჩს ინგლისელი რეფერი მარკ კლატენბურგი გაუძღვა და დაკისრებულ მოვალეობას თავი პირნათლად გაართვა. ძალიან დაძაბული თამაში იყო, ხისტი ორთაბრძოლებით და მსაჯის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მატჩის სადავეები ბოლომდე ეპყრა ხელთ...

ანალიზი

იტალიის ნაკრებმა ორი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს და კიდევ მინიმუმ სამჯერ ან იქნებ ოთხჯერაც შეეძლო შეგდება. გრაციანო პელეს სამი რეალური საგოლე მომენტი ჰქონდა და რომ არა კურტუას კარგი თამაში, იტალიელთა ცენტრფორვარდი ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში დაწინაურდებოდა.

გატანა შეეძლო ჩირო იმობილესაც, რომელიც მეორე ნახევარში ჩაერთო თამაშში და კარგადაც წარმოჩინდა. რაც შეეხებათ ბელგიელებს, ორი რეალური საგოლე მომენტი ჰქონდათ და ორივეჯერ არაზუსტად დაარტყეს - ჯერ ლუკაკუ დარჩა მეკარესთან პირისპირ და ბურთი მეკარისაგან შორეულ ძელს ააცილა, შემდეგ კი ორიგიმ დაჰკრა თავური და მასაც უმტყუნა მიზანმა.

იტალია იყო უფრო მობილური, უფრო მოქნილი, უფრო ორგანიზებული, უფრო მობილიზებული და სრულიად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. "სკუადრა აძურა" თითქმის უშეცდომო იყო დაცვაში და მწვავე - შეტევაში. ანტონიო კონტეს გუნდმა განაიარაღა ბელგია და ზედ ორი ტყვია დაახალა...

რა შეიძლება ითქვას ბელგიაზე? - მარკ ვილმოტსის გუნდში უამრავი ექსტრა-კლასის ფეხბურთელია, რომლებსაც არაფერი დაეწუნებათ, მაგრამ ფეხბურთი გუნდური თამაშია და მწვერვალების დასაპყრობად მხოლოდ ინდივიდუალისტების ცალკეული გაბრწყინება არაა საკმარისი.

ჯერ კიდევ 2014 წლის მუნდიალიდან მოყოლებული, რჩება შთაბეჭდილება, რომ ვილმოტსი ვერ ახერხებს, ამ შესანიშნავი ფეხბურთელებით შეკრას მანქანა, რომელიც გზად ყველაფერს გადათელავს. ბელგია თითქოს, მძიმედ თამაშობს და აკლია ის აღმაფრენა, რის გარეშეც მართლა გრანდების დამარცხება და ევროპის ჩემპიონატზე წარმატების მიღწევა შეუძლებელია.

დასკვნა

საყოველთაო მოსაზრებით, ბელგიას გამარჯვების მეტი შანსი ჰქონდა, მაგრამ რეალობა სხვაგვარი გამოდგა. მოიგო გუნდმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ფავორიტად არ მიიჩნევა. ან იქნებ არ მიიჩნეოდა?

whoscored.com-ის ტოპ-5

გრაციანო პელე იტა. 8,1

ლეონარდო ბონუჩი იტა. 8,0

ემანუელე ჯაკერინი იტა. 7,8

ანტონიო კანდრევა იტა. 7,8

ჯორჯო კიელინი იტა. 7,6

ევრო 2016. E ჯგუფი. I ტური

13 ივნისი. ლიონი. "სტად დე ლიონი"

ბელგია-იტალია 0:2
გოლები: 0:1 ჯაკერინი (32. ბონუჩი), 0:2 პელე (90. კანდრევა)
ბელგია (4-2-3-1): კურტუა - სიმანი (75. ფერეირა-კარასკო), ალდერვეირელდი, ვერმალენი, ვერტონგენი - ვიტსელი, ნაინგოლანი (62. მერტენსი) - დე ბრუინი, ფელაინი, აზარი - ლუკაკუ (73. ორიგი)
იტალია (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი - კანდრევა, პაროლო, დე როსი (78. მოტა), ჯაკერინი, დარმიანი (59. დე შილიო) - ედერი (75. იმობილე), პელე
გაფრთხილება: ვერტონგენი - ბონუჩი, კიელინი, ედერი, მოტა
კუთხური: 8-6; ჯარიმა: 10-12; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 18-11 (2-6); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 55 408

II ტური

17ივნისი

იტალია-შვედეთი 17:00

18 ივნისი

ბელგია-ირლანდია 17:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

bujanga
34 წელი არ წააუგიაო ოფიციალურ მატჩშიო..ამხანაგურები ოფიზიალურებში არ გადის? 3;1 რომ წააგო ეგ არ ითვლება ეტყობა
გია
კაია ასე გაგრძელონ და ნუ ცათვლიან იტალიას ფავორიტად,უფრო მშვიდად ითამაშებენ. ვენაცვალე იმას ვინც სამი კუში დაუწერა იტალიას მოგებაზე,კარგად მომაგებინა:)
roma
ფორცა იტალია!!! ეჭვიც არ მეპარებოდა, კარგი სტატიაა დეტალური, მომეწონა.
ss
ფორცა იტალია!!! ამიტომ მიყვარს იტალიის ნაკრები.
დათო
კარგი იყო გუშინ იტალია, კონტესგან გუნდის მოტივაცაი და ესე შეკვრა არც გამკვიერვებია. აი ედერი კი მართლა ზედმეტია ამ გუდნში, ეტყობა ნატურალიზებული იტალიელი რომ არის. ინსინიეს უნდა მისეცეს შემდეგ თამაშებში დრო, ეგეთი ტექნიკის მქონე ფეხბუირთელი არ ყავს ეხლა იტალაის.
შაკო
საუკეთესო იყო კანდრევა გუშინ
გაგა
გაინაღდა ჯაკერინიმ რომელიმე ბობოლა კლუბში გადასვლა! ანტონ,ედერი მოაშორე,რა! არ ვარგა.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"კონტესთან კარგი ურთიერთობა არ მქონდა" - "ახალ კვარად" წოდებულმა ლანგმა "ნაპოლის" დატოვების მიზეზი განმარტა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
გატუზო: დანა რომ დამარტყათ, სისხლი არ გამომივა
ახლა სტერლინგი? - კონტე "ნაპოლის" პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელებით აკომპლექტებს
"ამდენი მატჩები ფეხბურთსა და ფეხბურთელებს კლავს!" - კონტეს ემოციური კომენტარი "ფიორენტინასთან" გამარჯვების შემდეგ
"ჩემი თანაგუნდელი მესისა და რონალდოს დონეზე თამაშობდა" - ჯონ ტერი
[PHOTO] იყო თუ არა დონარუმას საქციელი არაადეკვატური და რა მოხდა პენალტების სერიისას?
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
კურტუამ მოედანზე ვირთხა ვერ დაიჭირა
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
საფრანგეთმა ბელგიას, იტალიამ კი ისრაელს მოუგო [VIDEO]
"მაღარიჩიც" ასეთი უნდა - ბოსნიელი ფეხბურთელი 60 469 გულშემატკივარს ლუდზე დაპატიჟებს
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
რონალდო ბოლო ადგილზე - შირერმა პრემიერლიგის ისტორიაში 5 საუკეთესო გარემარბი დაასახელა
გატუზომ იტალიის ნაკრები დატოვა
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
"ნაპოლიდან" გათავისუფლებული მწვრთნელი ბელგიის ნაკრებს ჩაიბარებს
სპალეტის იტალიამ ბელგიას სძლია და 17 ნოემბერს საფრანგეთს უმასპინძლებს
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"ინტერის" ახალი მფლობელის პირველი სამიზნე ემანუელ ჯაკერინია
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
"რატომ დავასრულე კარიერა 32 წლის ასაკში?" - აზარმა განმარტა
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
დიეგო კოშტა: კონტეს სახლში სექსი არ აქვს და ამიტომაა მუდამ მოღუშული
"აი, ამიტომ ვთქვი უარი კარიერის გაგრძელებაზე" - ედენ აზარი
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
"ვაპირებ თუ არა მწვრთნელობას?" - რა თქვა აზარმა
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს