როგორც ფრიად სანდო წყარომ შეგვატყობინა, კანკავამ მიიღო შეთავაზებები ესპანეთიდან, საბერძნეთიდან, თურქეთიდან, საფრანგეთიდან...
საქართველოს ეროვნული ნაკრების 30 წლის კაპიტანი ჯაბა კანკავა ფრანგულ "რეიმსში" რომ აღარ ითამაშებს, ეს კარგა ხანია ვიცით. გუნდმა საფრანგეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ადგილი ვერ შეინარჩუნა და ჯაბაც იძულებული გახდა, წამოსულიყო. მით უმეტეს, "რეიმსის" ხელმძღვანელობამაც ადრევე დააანონსა, კანკავა გუნდს ქვედა ლიგაში არ გაჰყვებოდა...

როგორც შევიტყვეთ, "რეიმსის" ხელმძღვანელობა დაინტერესებულია იმით, რომ ჯაბა კანკავასთვის ახალი კლუბი თავად იპოვოს. ამაში გასაკვირი არაფერია - ასეთ შემთხვევაში, ფრანგები პარტნიორს მისთვის სასურველ პირობებზე დაელაპარაკებიან და სალაროს გარკვეული თანხითაც შეავსებენ.

"რეიმსი" ლიგა 1-დან კი გავარდა, მაგრამ ამით ცხოვრება არ მთავრდება - კლუბი უძლიერესთა შორის დაბრუნებას უკვე მომავალ სეზონში აპირებს. შესაბამისად, კანკავაში ფულის შოვნა ნამდვილად არ აწყენს. ესეც არ იყოს, კანკავა საქართველოს ნაკრების კაპიტანია და გარკვეული საერთაშორისო ავტორიტეტიც აქვს...

ამასობაში, უკვე გამოჩნდნენ კლუბები, რომელთაც მისი გადაბირება სურთ. როგორც ფრიად სანდო წყარომ შეგვატყობინა, კანკავამ მიიღო შეთავაზებები ესპანეთიდან, საბერძნეთიდან, თურქეთიდან, საფრანგეთიდან... ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ის კლუბი, რომელიც დაინტერესებულია მისი გადაბირებით, უმაღლეს დივიზიონში თამაშობს.

სიტყვა საბერძნეთზე ჩამოვარდა და, საინტერესოა, ხომ არ არის ეს კლუბი აეკ-ი, რომელიც ახლახან თემურ ქეცბაიამ ჩაიბარა?

ჩვენი ინფორმაციით, კანკავას გადაბირებით დაინტერესებულია ალმათის "ქაირათი". ყაზახური გუნდი სულ მალე ევროპალიგის გათამაშებაში ჩაებმება. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა კახა ცხადაძემ კი ძალიან კარგად იცის კანკავას ფასი.

ნებისმიერ შემთხვევაში, ჯაბას გადაბირებით დაინტერესებული კლუბები "რეიმსს" უნდა დაელაპარაკონ და ტრანსფერი მასთან უნდა შეათანხმონ. გავიგეთ ისიც, რომ კლუბსა და კანკავას შორის სიტყვიერი შეთანხმება არსებობს - იმ შემთხვევაში, თუ ფრანგები დროულად ვერ მოძებნიან გუნდს, ქართველს თავად შეეძლება საკუთარ კარიერაზე ზრუნვა და ასეთ შემთხვევაში, "რეიმსი" მის სანაცვლოდ თანხას ვეღარ მოითხოვს.

ადვილი შესაძლებელია, კანკავას მომავალი კლუბის თაობაზე ოდნავ მოგვიანებით, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ შევიტყოთ, მაგრამ ნურც იმას გამოვრიცხავთ, რომ ყველაფერი გაცილებით მალე გაირკვეს.

ფაქტია - საქართველოს ნაკრებს ძალიან სჭირდება ლიდერი და კაპიტანი, კაპიტანს კი ისეთი კლუბი, სადაც ბოლომდე გაიხსნება და ძველებურად გამოადგება ეროვნულ გუნდს...

შეგახსენებთ, რომ კანკავას "რეიმსამდე" თბილისის "დინამოში", ვლადიკავკაზის "ალანიაში", კიევის "არსენალში", "კრივბასსა" და "დნიპროში" უთამაშია. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მან 61 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Guro
ოღონდ ისე ქენი საბერძნეთში არ წახვიდე რახან ესპანეთში და საფრანგეთში გაქ შემოთავაზება
ნოდარი
როგორც ერთ ცნობილ ფილმშია ნათქვამი, "ყველაფერი დამოკიდებულია ნემსის დიამეტრზე". თუ ყაზახეთიდან ოცჯერ მეტი შესთავაზეს, ვიდრე ევროპიდან, კიდევ საკითხავია, სად უნდა წავიდეს!
შაკო
თუ ესპანეთის და საფრანგეთის უმაღლესი დივიზიონის ვარიანტებია საბერძნეთი, თურქეთი და მითუმეტეს ყაზახეთი სახსენებელი აღარაა იქ
Akaki
ცხადაძის არ იყოს ჩვენც კარგად ვიცით კანკავას ფასი და მაგიტომ არ გვემეტება მაგის ყაზახური გუნდისთვის :)) კაცი კარიერის პიკზეა, ტოპ ლიგების გუნდებთან მოლაპარაკებები აქ და ყაზახეთში წავა კახასთან?
ჩუბინიძემ "ბორნმუთთან" პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
"ყველა სამართლიანად გვაკრიტიკებს" - გიულერი აშშ-სთან გამარჯვების შემდეგ
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
"კვარას" ვეტყვი, ეს საქმე გააკეთოს" - მიქაუტაძეს ხვიჩასთან სათხოვარი აქვს... "ლიონში" მატჩის შემდეგ ეს ხდებოდა [VIDEO]
france bleu: კვარაცხელიას ასეთი დებიუტი შემდეგი მატჩის მალე ნახვის სურვილს გიჩენს
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"რეიმსის" მწვრთნელი: პსჟ-სთან ტრავმაის ჩაყენება მოგვიწევს
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
დავითაშვილიც დაბრუნდა - "სენტ-ეტიენმა" ისევ გაიმარჯვა და ლიდერია
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
პსჟ-მ პერსპექტიული ნახევარმცველი იჯარით პორტუგალიაში გაუშვა
მიქაუტაძემ მეცხრე გაიტანა - "ლიონმა" შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა [VIDEO]
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...