დერბის გამოხმაურება

მატრი ეიფორიაში

"იუვენტუსთან" განცდილი მარცხის შემდეგ, "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა იხტიბარი არ გაიტეხა და განაცხადა, რომ მისი გუნდი აგრძელებს სკუდეტოსთვის ბრძოლას. მოვუსმინოთ ლეონარდოს:

"პირველ ტაიმში ძალიან ცუდად ვითამაშეთ და სიმართლე გითხრათ, მიჭირს ამის ახსნა. მეორე ნახევარში საგრძნობლად გამოვასწორეთ მდგომარეობა, მაგრამ "იუვენტუსი" შესანიშნავად იცავდა თავს და გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. სამუელ ეტოოს გაცუდებულ მომენტებზე ნამდვილად არ ვაპირებ საუბარს, რადგან ეს ნებისმიერ ფეხბურთელს შეიძლება მოუვიდეს. მთავარი პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ ხანდახან ჩვენს შეტევებს ტემპი, სისწრაფე აკლია. მეტოქე მცველები ასწრებდნენ უკან ჩასვლას და გადაწყობას, რამაც მათ დიდი უპირატესობა მისცა. სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია, მაგრამ ყურების ჩამოყრას ნამდვილად არ ვაპირებთ. ხომ ხედავთ რა სწრაფად იცვლება მოვლენები და სატურნირო ცხრილში არსებული ვითარება, ასე რომ, გლოვის საფუძველს ვერ ვხედავ. ჩვენი მიზანი სკუდეტოს მოპოვებაა და გულშემატკივართა გასახარებლად თავს არ დავზოგავთ".

ლუიჯი დელ ნერი მხრებგაშლილი მივიდა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე და შემდეგი განაცხადა: "ჯერ კიდევ 'პალერმოსთან' ვითამაშეთ ძალიან კარგად, მაგრამ არ გაგვიმართლა და წავაგეთ. შემდეგ "კალიარი" დავამარცხეთ და როგორც ხედავთ, "ინტერთანაც" შეგვძლებია სამი ქულის მოპოვება. ასეთი გამარჯვებები ძალიან მნიშვნელოვანია და შეიძლება ფუნდამემტური როლი ითამაშოს გუნდის პროგრესის გზაზე დაყენებაში. ორი აზრი არ არის იმაში, რომ ახალწვეულების სახით დიდი ძალა შეგვემატა. ლუკა ტონიმ, ანდრეა ბარძალიმ და ალესანდრო მატრიმ საგრძნობლად გააძლიერეს გუნდი და ეს შედეგებზეც აისახა. მიზანი? - ძლიერი გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც ნებისმიერ ტურნირზე მხოლოდ უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს".

ბუნებრივია, რომ დიდი ყურადღებით სარგებლოს გამარჯვების გოლის ავტორი, ალესანდრო მატრი. ბოლოს, სწორედ მას გადავცეთ სიტყვა: "ჯერ კიდევ "კალიარისთან" პაექრობაში გამოჩნდა, რომ ლუკა ტონისთან ურთიერთგაგების მხრივ არავითარი პრობლემა არ მაქვს. ახალ გუნდში შესანიშნავად ვგრძნობ თავს და შედეგიანი ასპარეზობაც აქედან არის გამოწვეული. ემოციებით ვარ აღსავსე, რადგან ისეთ შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა,. რომელსაც მხოლოდ ტელეეკრანიდან თუ ვუყურებდი. ამასთან, გამარჯვების გოლი გავიტანე და "იუვენტუსის" ქომაგებს დიდი სიხარული მივანიჭე. სიტყვებით ძნელია იმ ემოციის გადმოცემა, რომელიც მაშინ განვიცადე და დღესაც უბედნიერეს ადამიანად ვგრძნობ თავს".

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა