ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

რა უთხრა ვაისმა ფეხბურთელებს შესვენებაზე - ინტერვიუ თორნიკე ოქრიაშვილთან

რა უთხრა ვაისმა ფეხბურთელებს შესვენებაზე - ინტერვიუ თორნიკე ოქრიაშვილთან

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემაზე საუბრობს
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი ესპანეთთან (1:0) სტუმრად ამხანაგურ მატჩში გამარჯვების შემდეგ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემაზე საუბრობს.

- იხილეთ მეტი ინფორმაცია ესპანეთი-საქართველოს მატჩის შესახებ

- ერთი შეხედვით, დაუჯერებელიც კი იყო, რომ ესპანეთს სტუმრად მოვუგეთ, მაგრამ ფაქტია - გავიმარჯვეთ და ძალიან გახარებულები ვართ. მე - ორმაგად, რადგან გოლის გატანა მოვახერხე!

- რას მივაწეროთ ეს გამარჯვება?

- ზედიზედ ორი მატჩი წავაგეთ, რუმინეთთან სამარცხვინო ანგარიშით დავმარცხდით... რაღაც აუცილებლად უნდა შეგვეცვალა! ვილაპარაკეთ მწვრთნელმა და მოთამაშეებმა, ცვლილებებიც მოხდა და ამან ნაყოფი გამოიღო. თავი არავის დაგვიზოგავს და თამაშზეც გვეტყობოდა, რომ ძალიან გვინდოდა მოგება. ესპანეთზე მეტად გვინდოდა გამარჯვება. ჩვენ უფრო გვჭირდებოდა! რეაბილიტაცია უნდა მოგვეხდინა...

- არა მხოლოდ ქომაგებთან, პირველ რიგში, საკუთარ თავთან?

- დიახ, რადგან გუნდში მართლაც ცუდი ატმოსფერო იყო... დიდი ანგარიშით წაგებული ორი თამაშის შემდეგ ძალიან დაიძაბა ვითარება. საბედნიეროდ, ამ მოგებამ ყველაფერი შეცვალა და ახლა ყველაფერი რიგზეა!

- ტაიმის ბოლოს დავწინაურდით და ცხადი იყო, რომ მეორე ნახევარში ესპანელები წნეხს გააძლიერებდნენ. შესვენებისას რა გითხრათ ვლადიმირ ვაისმა?

- პირველ ტაიმში ცუდად არ გვითამაშია. ამიტომ შესვენებისას მწვრთნელმა გვთხოვა, ტემპი არ დაგვეგდო, ყველას ისევე გაგვეგრძელებინა ბრძოლა - სულ "მეორე ნომრად" არ ითამაშოთ, თქვენც იაქტიურეთო! ესპანელთა იერიშების გაძლება რთული იყო, მით უმეტეს, მოედანზე ინიესტას გამოსვლის შემდეგ, მაგრამ თავისი სამუშაო ჩვენი გუნდის ყველა ფეხბურთელმა კარგად შეასრულა, გაგვიმართლა და ბოლომდე გავძელით.

- რუმინეთთან განადგურების შემდეგ რა გითხრათ ვაისმა, როგორ მოახერხა გუნდის მობილიზება?

- ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ, რა მოხდა, რატომ ვართ ასე და ა.შ. აზრი ყველამ გამოთქვა და ერთიან პოზიციაზე შევჯერდით. მწვრთნელიც სხვანაირად მიუდგა გუნდს...

- "სხვანაირად მიდგომა" რას ნიშნავს? მეტ სიმკაცრეს თუ პირიქით?

- უფრო უშუალო და მეგობრულ დამოკიდებულებას.

- რეაბილიტაცია ერთია, მაგრამ მიზეზი რა იყო, ასე საშინლად რატომ ითამაშა ნაკრებმა ბუქარესტში?

- ფეხბურთში ასეთი რამ ყველას შეიძლება დაემართოს. მიჭირს რომელიმე კონკრეტული მიზეზის გამოყოფა. ალბათ, გამოუცდელობის და უამრავი შეცდომის გამო. ვერავინ ვითამაშეთ, ვერც სათითაოდ და ვერც კოლექტიურად. არ იგრძნობოდა ერთიანობა, კონცენტრაცია, არავის ეტყობოდა, რომ მოგება გვინდოდა!

- რა შეიცვალა საქართველოს ნაკრებში ვლადიმირ ვაისის დანიშვნის შემდეგ?

- ჯერ ძნელია ამაზე ლაპარაკი, 3-4 თამაშით დასკვნის გამოტანა. ოფიციალურ მატჩებში უკეთ გამოჩნდება ყველაფერი. ვაისი კარგი მწვრთნელია. ფეხბურთელებთან ურთიერთობაც იცის, მათ აზრს ითვალისწინებს და ცდილობს, უშუალოდ მოთამაშეებისგან გაიგოს, სად ურჩევნიათ თამაში.

- თუმცა სლოვაკეთსა და რუმინეთთან მატჩებში რამდენიმე ფეხბურთელს აშკარად ეტყობოდა, რომ ვერ გაეგო, რას ითხოვდა მისგან მწვრთნელი. 1:5 წაგების შემდეგ ვაისმაც თქვა, რომ გუნდში ურთიერთგაგების პრობლემა იყო. ცხადია, ამაში ენობრივ ბარიერს არ გულისხმობდა...

- ვაისი თავისუფლად ფლობს რუსულ ენას და კომუნიკაციას ადვილად ვახერხებთ. რაც შეეხება პოზიციებს, რამდენიმე ფეხბურთელს, მაგალითად, კობახიძესა და ჭანტურიშვილს, პირველ მატჩში თავიანთ პოზიციებზე არ უთამაშიათ. საყრდენი არც ერთი არ არის, ვაისმა კი ორივე საყრდენად ათამაშა. ამიტომაც იყო მერე ლაპარაკი, ეს ჩვენი პოზიცია არ არისო. მას მერე აღარც უთამაშიათ.

- რამდენიმე ფეხბურთელი, სანამ მე ამ გუნდის მწვრთნელი ვარ, ეროვნულ ნაკრებში ვეღარ ითამაშებსო, ვაისმა რუმინეთთან ნამატჩევს თქვა... თქვენც გელაპარაკათ ამ თემაზე?

- გავიგე, რომ ეს პრესკონფერენციაზე უთქვამს. ნამდვილად არასასიამოვნო იყო ამის გაგება, მით უმეტეს, ესპანეთთან მატჩის წინ... ვის გულისხმობდა, არ ვიცი და ვერც კონკრეტულ გვარებს გეტყვით. თუმცა რამდენიმე ფეხბურთელით მართლაც დარჩა უკმაყოფილო.

ავტორი: რატი შელეგია

იხილეთ ინტერვიუს გაგრძელება

• guja

თორნიკე მაგარია!

• ლუკა

ოქრიაშვილი კარგი ფეხბურთელია, განსაკუთრებით კარგი სანაკრებო ფეხბურთელია. მას აქვს ბევრი კარგი თვისება, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ერთს გამოვყოფდი - მოურიდებელია მოწინააღმდეგესთან. მოურიდებლობა არის გამარჯვებული ადამიანების თვისება. მოურიდებლობა არ ნიშნავს უზრდელობას; ეს ორი სხვადასხვა თვისებაა. ჩვენი ნაკრების ბევრი მოთამაშე არის მორიდებული, მაგრამ არა თორნიკე. თუ გვინდა წარმატება უნდა ვიყოთ მოურიდებლები მოწინააღმდეგესთან. მორიდებული ის არის ვისაც არ ჯერა საკუთარი შესაძლებლობების და აქვს მეორეხარისხოვნის კომპლექსი, ანუ თამაშობს მეორე ნომრად. მოწინააღმდეგე გრძნობს ჩვენს მორიდებულობას, ეს მათ თავდაჯერებულობას მატებს და ჩვენი შედეგი ყოველთვის ერთიდაიგივეა - მარცხი.

• მოყმე

11-ოქრიაშვილი და საქართველოს ნაკრები კაკ მინიმუმ ევროპის ჩემპიონია

• Akaki

Guadua და კიდევ რა მინდოდა მეთქვა. ჯიღაური, ქვილითაია, კაკაბაძე ლობჟანიძე, კვასკვაძე, ეს ყველა საქართველოს ჩემპიონატიდან არის, ამათგან მინიმუმ სამს უცხოური კლუბები იწვევენ, შენ ლოგიკას რომ მივხყვეთ გამოდის რომ თუ ესენი უცხოურ გუნდებში გადავლენ აღარ უნდა გამოიძახონ ნაკრებში? ეს ხომ არაა ლოგიკური. ჩემი აზრით ვინც დღეს ნაკრებშია გამოძახებული ყველა იმსახურებს რომ იყოს ნაკრების წევრი... და კიდევ.. საქართველოს ჩემპიონატში რომ თამაშობდნენ ბარსა რეალი და ატლეტიკო ჩვენი ნაკრებიც ძირითადად არალეგიონერებით იქნებოდა დაკომპლექტებული :D

• gizog

ეროვნულ ნაკრებში ეროვნული ჩემპიონატის ფეხბურთელების მონაწილებას აქვს ძალიან დიდი პლიუსები, თუმცა, როგორც გვჩვევია ნაბან წყალს ბავშვი არ უნდა გადავაყოლოთ. ეროვნული ჩემპიონატის გუნდების გაუთავებელი გაზრდა ან შემცირება მის დონეს ვერ ასწევს, სანამ ეროვნული ჩემპიონატის ფეხბურთელები მხოლოდ ერთმანეთს ეშამაშებიან საკუთარ წვენში ვხარშავთ. ეროვნულ ნაკრებში უნდა მოხდეს ფეხბურთელის გამოძახება მისი ფუნქციონალური მდგომარეობიდან გამომდინარე იმ პერიოდისთვის და არა სახელის და ჩემპინატის დასახელებიდან გამომდინარე. უფრო მეტიც, თუ ლეგიონერი ერთი თავით მაინც არ დგას ეროვნულში მოთამაშეზე, უკეთესია გამოძახება მოხდეს ეროვნული ჩემპიონატიდან. ზემოთ უკვე დაწერეს რა პლიუსები აქვს ეროვნული ჩემპიონატის გუნდებიდან ფეხბურთელი გამოძახებას, წახალისდება ჩემპიონატში მონაწილე ორასამდე ფეხბურთელი და გუნდში თამაშის სტიმული მხოლოდ ფული არ ინება. გუნდები უეფადან და ფიფადან მიიღებენ შესაბამისად კომპენსაციას ნაკრებში მოთამაშე ფეხბურთელის გამო. რაც ყველაზე მთავარ დადებით არგუმენტად მიმაჩნია არის ის, რომ წარმოიდგინეთ ჩამოდის ლეგიონერი, რომელიც თამაშობს, ან სულაც თადარიგში ზის, რომელიმე ლიგის გასავარდნ ზონაში მოთამაშე გუნდში, რომლის ფილოსოფიაა იქნებ რამოდენიმე თამაშში ერთი მაინც მოვიგოთ, ისე როგორც წესი შეგუებულები არიან წაგებას და ამიტომაც საკმარისია ნაკრებმა გოლი გაუშვას იქვე მთავრდება ბიჭების ხასიათი, ფიქრობენ და შეგუებულნი არიან, რომ წაგება გარდაუვალია. ავიღოთ მეორე შემთხვევა, როდესაც ნაკრები ძირითადად დაკომპლექტებულია ჩემპიონატში მონაწილე პირველ ხუთეულში მოწილე ფეხბურთელებით და ისინი არაფრით არ ეგოებიან წაგებას, იბრძვია მხოლოდ მოგებისთვის, იქიდან გამომდინარე მათ გუნდში ამ ფილოსოფიით თამაშობენ მთელი ჩემპიონატის განმავლობაში, თუნდაც ამის ნათელი მაგალითი იყო ესპანეთთან გატანილი გოლი, როცა ერთმა ფეხბურთელმა ჩაჭრა გადაცემა და მეორემ იმდენი იბრძოლა სანამ საგოლე პასი არ გააკეთა. ორივე გამარჯვებისთვის მომარჯვებული ფეხბურთელი იყო მათი გუნდებიდან გამომდინარე, რაც შეეხება გოლის გამტანს ის მუდამ ბოლომდე იხარჯება, როგორ გუნდშიც არ უნდა იყოს. მე არ ვამტკიცებ, რომ ყველა ფეხბურთელი ვინც წარმატებულ გუნდში თამაშობს ყველა მოგების ფილოსოფიისა და ან პირიქით. იმიტომ არსებობს მწვრთნელი სამწვრთნელო შტაბი, რომ ამას უნდა აანლიზებდეს მაღალ დონეზე ფეხბურთელთა მოძახება ხდებოდეს ანალიზის შედაგად მიღებული შედეგის მიხედვით. დღეს საქართველოს ჩემპიონატში უკვე არიან ფეხბურთელები, ჯერ რამოდენიმე, შედეგში კიმ უფრო მეტი გამოჩნდება, რომლებიც ნდობის შემთხვევაში გაამართლენ ნდობას დაწარმატებით ითამაშებენ ნაკრებში.

• Akaki

Guadua-ს არა ის კარგია რომ გინდა საქ. ჩემპიონატიდან იყვნენ ფეხბურთელები მაგრამ ისიც ხომ რეალობაა რომ არ გვაქ მაგ დონის ჩემპიონატი, მოდი მარტივ მაგალითს გეტყვი, დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის პერიოდში დინამოს გარდა რომელმა გუნდმა გააღწია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე? და ისიც მხოლოდ ერთხელ, ეს არაა იმ კითხვაზე პასუხი თუ რა დონის ფეხბურთელები გვყავს ჩემპიონატში? შეურაწყოპას არცერთ ადგილობრივ მოთამაშეს არ ვაყენებ. გუადუა ვინც რაღაცით გამოირჩეოდა ჩვენ ჩემპიონატში ყველა წავიდა საქართველოდან იცი რატო? არველაძე და ქინქლაძე რომ არ წასულიყვნენ აწედან ელა არავის ეცოდენებოდა ვინ იყო ერთი ან მეორე... ამიტოა ნაკრების 80% ლეგიონერები რომ გვყავს. ჩვენმა ჩემპიონატის დონემ რომ აიწიოს საჭიროა ძლიერი ფეხბურთელების შენარჩუნება რისი პინანსებიც კლუბებს არ აქვთ, აქ ფეხბურთელს 500 ლარად თამაშს საზღვარგარეთ მინიმუმ 5 000 დოლარის აღება არ ურჩევნია? ერთადერთი ვისაც მგონი ხელფასების პრობლემა არ აქვს საქართველოში თბილისის დინამოა და ერთი ასეთი გუნდი ძალიან ცოტაა.. მოკლედ ძალიან გრძელი და ჩახლართული თემაა ბოლომდე რომ გავყვეთ მიზეზებს შორს წავალთ.

• gizog

დიახ, თორნიკე შფოთიანი ხასიათისაა და არა ცუდის. ვინც მას უშუალოდ იცნობს ყველა დამეთანხმება, რომ თოკო კეთილი, საკმაოდ მორიდებული და სამეგობროს მოყვრული კაცია. რაც შეეხება შფოთიანას, სათამაშოდ, რომ განეწყოს ისეთი ჯიგრით ითამაშოს, როგორც ის აკეთებს თითქმის ყველა მატჩში, მგონი, რომ სწორედ ეს შფოთიანი ხასიათი ეხმარება და სხვათა შორის 'ოლომპიკი'-დან მოყოლებული. იმასაც გაგახსენებთ, რომ ნაკრებში ბევრი გვყაბს დამშვიდებული ხასიათის რომ არის და ზედმეტად დამშვიდებულადაც თამაშობს. თოკოს უკვე ასაკი და გამოცდილება დაუგროვდა იმდენი კრიტიკოსებს მალე გააწბილებს თავის მაღალ დონეზე თამაშით არამარტო ნაკრებში კლუბშიც. თოკო გაიხარე.

• Guadua

romandro Akaki და რა რეზულტატები მივიღეთ იმით რომ მუდამ ლეგიონერებს ვათამაშებთ?ამ 25 წელიწადში რაიმე ჩემპიონატში მივიღეთ მონაწიელობა?გვყავდა სტაბილური და ანგარიშგასაწევი ნაკრები? მხოლოდ მოლოდინებში და ოცნებებში ვბერდებით,და ერთმანეთის უაზრო კრიტიკაში, თვითონ გაუნათლებელები სხვებს ეძახით სულელს, ესაა და ეს. სინამდვილეში კი ძნელად წარმოგიდგენიათ თუ როგორ ააწყოთ სისტემა. მე უკვე დავწერე და ისევ ვიმეორებ განსაკუთრენით განათლებული უვიცებისათვის: ავიღოთ ის ნაკრები რომელმაც დაამარცხა ესპანეთი და მას დავუპირისპიროთ გეგუჩაძე-ცეცაძის ტანდემის მიერ შერჩეული ჩემპიონატის ხალხით დაკომპლექტებული ნაკრები და ვნახოთ რა რეზულტატი დაიდება.ამის მერე არც სალაპარაკო გექნებათ და ასჯერ დაფიქრდებით რეალობაზე. მაგალითები დაუფასებელი ფეხბურთლებისა უამრავია,გინდ ეს იყოს გასული წლის ბათუმის დინამო, გინდ ეს იყოს წლევანდელი სამტრედია რომელიც მიტოვებული ბავშვებისაგან აკრიფა ცეცაძემ და გინდ ეს იყოს ლესტერი პრემიერ ლოგიდან. დღევანდელი ფეხბურთი არ სცნობს სატრანსფერო ფასებს და ტოპლიგებში მოათამაშეთა განსაკუთრებულ როლებს. აქ ყველამ უნდა დაინახოს თავისი ქვეყნის პირობებში რა შეუძლია ამოიყვანოს. ასე რომ, თქვენ რაც არ უნდა იფიქროთ, ფაქტები და რეალობა სულ სხვაა და რომ წაეწყობა სექტემბრიდან ახალი სერია მარცხნიანი მატჩების,მერე გამიხსენებთ. ახლა კი კოლექტიური წერილი მიწერეთ კობიაშვილს (რომელიც წერილებს საერთოდ არ კითხულობს,თორემ ასე არ მოიქცეოდა)რომ ჩაატაროს ეს ექპსერიმენტი და საქართველოს ორი ნაკრები შეახვედროს ერთმანეთს, გინდ ეს იყოს წმინდად ლეგიონერთა და არალეგიონერთა ან გინდ ეს იყოს ესპანეთის მომგები ნაზავი ნაკრებისა და დანარჩენი ქართული ჩემპიონატიდან აყვანილების. თვით ჩემპიონატიდან ნაკრებში გაწვევის მეთოდიკა მეტ ფასს დაადებს ჩვენს ისედაც უფულო და უპატრონო კლუბებს,მეტი ინტერესი ექნება ნაკრებში თამაშის ამბიციის მქონე ფეხბურთელებს რომ აქ ითამაშონ და მეტი ინტერესი ექნება ინვესოტრებსაც.მეტი ადვილია მათი შეკრება და ყოვეთვიურად გაწვრთნა და პსარინგების ჩატარება უმაღლესი ლიგის კლუბებთან.ეს ყველაფერი წაადგება ქართულ ფეხბურთს. ასე რომ...

• ალექსი -ს

ალექსი არავის არ უნდა ცუდი არც ნაკრებისთვის და არც ოქრიაშვილისთვის, არავის არ აქვს ამ ბიჭის ჯინი, ვინც აკრიტიკებს იმას გული შეტკივა და მაგიტომ აკრიტიკებს, მითუმეტეს გასაკრიტიკებელი ნამდვილად იყო ამ ბიჭის ქცევები და გული რო შეტკივა ხალხს რა გინდა აბა რა უნდა თქვან შეაქონ ?

• ziz

რა მნიშვნელობა აქვს როგორი ხასიათი აქ ოქრიაშვილს, ან როგორ კარიერას იკეთებს საკლუბბო დონეზე?...ეს კაცი თავს დებს ნაკრების თამაშებზე, იბრძვის ბოლომდე და ყველგან! სულ თითზე ჩამოსათვლელი ფახბურთელი ვიცი ვინც ნაკრებში მასე კარგად და თვდადებით ითამაშა. ჩემთვის ეგაა მთავარი და არა ის გურჯაანში ითამაშებს თუ მადრიდში!

• გუჯა კახაძე

Guadua! ადრეც ვამბობდი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ქართველ ფეხბურთელს ბევრად მეტი შეუძლია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია.

• aleqsi

ოქრი გენაცვალე კარგი კაცი ხარ იცოდე როგორც კარგად არ ითამაშო, მაინც გეყოლება ინტრიგანი კრიტიკოსები. ასე რომ მაგთზე არც იფიქრო, წარმატებები კარგი გუნდი გინდა.

• levani kaxeti

შესაქები უნდა შეაქო, გასაკრიტიკებელი გააკრიტიკო.... რაც შეეხება გუჯა კახაძეს, ის მართლა სერიოზული კაცია და ალბათ დაინახა პოზიტივი ამ თამაშში და დაწერა. და საერთოდ, ნებისმიერ ადანიანს აქვს უფლება წეროს და ილაპარაკოს ის, რაც უნდა, ოღონდ შეურაცხყოფა არ მიაყენოს სხვას.

• Akaki

Guadua მადლობა ღმერთს შენსავით არავინ ფიქრობს ჩვენი ფეხბურთის ფედერაციაში თორემ მართლა დასახურად ექნებოდა საქმე ქართულ ფეხბურთს :D

• romandro

გუადუა ხუმრობს ალბათ,და თუ არ ხუმრობს მაშინ სტადიონი რაარის ისიც არეცოდინება ფეხბურთს რომ თავი დავანებოთ.

• hm

ჰმ..საბოტაჟის ფაქტი მტკიცდება, ეტყობა ეს აბდალები ვაისის გაებუტნენ და აუმხედრდენ!

• ფტფტფტ

გუადუა ტქვენ უფრო ლაპარაკობთ არასერიოზულად გეთანხმებით რომ ოქრიაშვილს ცუდი ხასიათი აქვს მაგრამ ერთი რამ უნდა ვთქვა თქვენს დამოკიდებულებაზე ნაკრებისადმი ეს არის პესომისტური და არასწორი დამოკიდებულება

• gela

მხოლოდ ეროვნული ჩემპიონატიდან დაკომპლექტება ეროვნული ნაკრების რა სისულელეა. ანუ არველაძეები, ქეცბაია, ქინქლაძე არ უნდგა გვეთამაშებინა ნაკრებში? ან ქართველი ფეხბურთელი რომელიმე ევროპულ გრანდში რომ გადავიდეს აღარ ვათამაშოთ ნაკრებში? რას არ გაიგებ ადამიანი

• Guadua

გუჯა კახაძე სერიოზული კაიც ბრძანდებით და ნუ დაწერთ ასე არასერიოზულს,რას ჰქვია სერიოზული გამარჯვება?ეს არის წმინდა წყლის დაუტენავი თოფის გასროლა. ოქრიაშვილი მინდორზე კი იბრძვის, მაგრამ 2 ჯერ მეტად ეფექტური იქნებოდა თუკი თავის უმძიმეს და შფოთვიან ხასიათს დაიოკებს. ისე კი მიუხედავად დამსახურებებისა არც ოქრიაშვილი,არც ყაზაიშვილი,არც კაშია, არავინ არ არის საჭირო ეროვნულ ნაკრებში,ესენი არიან არამდგრადი მასა და სჯობს ჩემპიონატის ხალხით იყოს მხოლოდ დაკომპლექტებული ნაკრები. ფორმულა უბრალო უნდა იყოს ჩვენთვის- ეროვნული ნაკრები = ეროვნული ჩემპიონატის ფეხბურთელებს.

• გუჯა კახაძე

პირველი სერიოზული გამარჯვება უკვე სახეზეა. ასე გააგრძელეთ!

• Walkabout

ყველანაირი კითხვა დაუსვა ჟურნალისტმა და მთავარი აღარ ჰკითხა, ბოლოს თორნიკე რომ ამბობს რამდენიმე ფეხბურთელი დარჩა უკმაყოფილოო, კითხე რა გვარები, ხომ გვაინტერესებს ეგ...

• Emigranti

ოქრი შენ მართლა გამორჩეული ხარ და მოედანზეც გეტყობა ეს,მიდი მიაწექი ბოლომდე წინ გაქვს ყველაფერი,აუცილებლად ითამაშებ დიდ გუნდში და გაგვახარებ ნაკრებშიც.წარმატებები

ცნობილი უკრაინელი კომენტატორი საქართველოსთან და უნგრეთთან მატჩებისთვის, გულის წამლებსა და დამამშვიდებლებს მოიმარაგებს

[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა

"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა

"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა

"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა

20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან

ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა

20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა

პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა

აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე

მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება

"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე

[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა

[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა

საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა

[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...

აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია

ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა

ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს

"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ

"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს

[VIDEO] დრო იყო, ასე აღნიშნავდა იამალი ესპანეთის მარცხს

[VIDEO] იამალის სადებიუტო გოლი, ოიარსაბალის დუბლი - ესპანეთმა საუდის არაბეთი გაანადგურა

ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა

[VIDEO] კაბო-ვერდე ეძახე და ესპანეთს ფრე გაუგორა

"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი

[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა

დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ

დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..

[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა

ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]

მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად

მე-2 ტურის ამბები და შესაძლო პლეი-ოფი: იმედგაცრუება და აღმაფრენა

"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...

კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ

მუნდიალის 1-ლი ტური: მესის დიდება, რონალდოს ბრალეულობა და დემბელეს უკან დახევა

ოიარსაბალი: ფეხბურთი ცირკითაა გარემოცული

ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო

სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ

"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]

"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?

"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?