ელენა ისინბაევა ოლიმპიადაზე გამოსვლას ითხოვს
როგორც გაზეთმა "ნიუ იორკ თაიმსმა" გაარკვია, რუსეთმა აბსოლუტურად უმიზეზოდ გაზარდა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოში შესატანი თანხის ოდენობა, როცა ამ ორგანიზაციის პრეზიდენტად კრეიგ რიდი დაინიშნა.

რუსეთში დოპინგის თემაზე გამოქვეყნებულ ახალ სტატიაში ამერიკული გაზეთი წერს, რომ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს ჯერ კიდევ 2012 წელს ჰქონდა სრული ინფორმაცია რუსი სპორტსმენების მიერ დოპინგის გამოყენების ფაქტებზე. მაგრამ რუსეთის მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობდა სააგენტოსთან, ხოლო კრეიგ რიდის დანიშვნის შემდეგ, რუსეთმა ჩვეულებრივი შენატანის გარდა, მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს ანგარიშზე 1.14 მილიონი დოლარი გადარიცხა.

სააგენტოს ყოფილი თანამშრომლები ამტკიცებენ, რომ მრავალი წლის განმავლობაში საქმის კურსში იყვნენ რუსული დოპინგ-სისტემის შესახებ, მაგრამ ვერაფერს აკეთებდნენ, რადგან საკითხი პოლიტიკური იყო, ხოლო აკრძალული პრეპარატების გამოყენების შემთხვევები - რთულად დასამტკიცებელი. ამის შესახებ განაცხადა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ანრე ლიუნკვისტმა.

იმავე "ნიუ იორკ თაიმსმა", რომელმაც რუსეთში სისტემური დოპინგი ამხილა, თავის ფურცლებზე ადგილი დაუთმო ლეგენდარულ რუს მძლეოსანს ელენა ისინბაევას.

ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს მიაჩნია, რომ რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადიდან იმ რუსი მძლეოსნების მოკვეთა, რომლებიც არ არიან მხილებული დოპინგის გამოყენებაში, არასამართლიანი იქნება. ამის შესახებ სპორტსმენმა "ნიუ იორკ თაიმსში" გამოქვეყნებულ სტატიაში განაცხადა.

"პარასკევს, მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაცია კენჭს უყრის რუსეთის ფედერაციისთვის დისკვალიფიკაციის გაგრძელების საკითხს. თუ ასე მოხდა, მაშინ ჩვენ, ვისაც არასოდეს მიგვიღია აკრძალული პრეპარატები, დავზარალდებით სხვების საქციელის გამო. მესმის, რომ მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ უნდა მიიღოს სერიოზული ზომები იმისთვის, რომ ამოძირკვოს დოპინგის მიღება. მაგრამ არ მგონია, სამართლიანი იყოს შეჯიბრში მონაწილეობის აკრძალვა ჩემთვის და სხვა რუს "სუფთა" ათლეტებისთვის, რომლებსაც არაერთხელ დაუმტკიცებიათ, რომ არაფერი აქვთ საერთო დანაშაულებთან.

იყო ლაპარაკი, რომ მე გამოვიდოდი ოლიმპიადაზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დროშით. მაგრამ ეს არ მეჩვენება რეალურ შესაძლებლობად. თუ მე ოლიმპიადაზე გამოვალ, მხოლოდ რუსეთის დროშით. თუ მთელი რუსული გუნდი მოიკვეთება, მეც მათ შორის უნდა ვიყო", - აღნიშნა ისინბაევამ.

რუსეთის ფედერაციის მიმართ საბოლოო გადაწყვეტილებას 17 ივნისს, მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის საბჭოს მორიგ სხდომაზე მიიღებენ. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთს არ აღუდგენენ წევრობას საერთაშორისო ფედერაციაში, რუსი მძლეოსნები გამოტოვებენ რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ