დოპინგი: რუსული ცურვაც შესამოწმებელია
მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს ხელმძღვანელმა კრეიგ რიდიმ განაცხადა, რომ მისმა ორგანიზაციამ ცურვის საერთაშორისო ფედერაციასთან ერთად დაიწყო გამოძიება რუსულ და ჩინურ ცურვაში არსებულ დოპინგთან დაკავშირებით.

უფრო ადრე, ბრიტანულმა გამოცემა The Times-მა გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც ეწერა, რომ მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის ყოფილმა ხელმძღვანელმა გრიგორი როდჩენკოვმა, აგრეთვე რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს ყოფილმა შეფმა ნიკიტა კამაევმა რუსეთის ცურვის ფედერაციას შესთავაზეს - წელიწადში სამი მილიონი მანეთის სანაცვლოდ, ისინი რამდენიმე მოცურავეს დოპინგ-კონტროლს ააცილებდნენ თავიდან.

ცურვის საერთაშორისო ფედერაციამ მოუწოდა ყველას, ვინც ფლობს მტკიცებულებებს რუსეთის ცურვის ფედერაციაში ანტისადოპინგო წესების დარღვევის შესახებ, ფედერაციაში წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტები.

ესპანეთის პოლიციამ დოპინგთან ბრძოლის ოპერაციის ფარგლებში, საბადელში დააკავა მძლეოსნობაში ცნობილი სომალელი მწვრთნელი ჯამუ ადენი.

ოპერაცია ტარდება ესპანეთის ანტისადოპინგო სააგენტოსთან თანამშრომლობით. ჩხრეკა ჩაატარეს რამდენიმე ნომერში, სადაც გაჩერებული იყვნენ ადენი, სხვა სპეციალისტები და სპორტსმენები. ადენის გარდა, დაკავებულია ერთი ფიზიოთერაპევტი.

ჯამუ ადენი გახლავთ 1500 მეტრზე რბენაში მსოფლიოს ჩემპიონის, ეთიოპიელი გენზებე დიბაბას მწვრთნელი. ასევე მისი შეგირდები არიან სპორტსმენები ჯიბუტიდან, სუდანიდან, ეთიოპიიდან და სომალიდან. 20 სპორტსმენისგან შემდგარი ჯგუფი კატალონიაში საწვრთნელი შეკრებისთვის იყო ჩასული.

ესპანური პრესა იტყობინება, რომ სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას, აღმოჩენილ იქნა აკრძალული პრეპარატები, მათ შორის, ერითროპოეტინი. აღვნიშნავთ, რომ ესპანეთის კანონმდებლობა ორწლიან პატიმრობას ითვალისწინებს დოპინგის გამოყენებისთვის ან მისი მიღების წაქეზებისთვის.

ჭოკით ხტომაში ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ელენა ისინბაევამ უარი თქვა რიო-დე-ჟანეიროს თამაშებში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დროშის ქვეშ გამოსვლაზე. მისი სიტყვები გაზეთ "ნიუ იორკ თაიმსში" გამოქვეყნდა.

"რადგან ყველამ დისკვალიფიკაცია მიიღო, რიოში მეც ვერ მნახავთ. თუ ოლიმპიადაზე გამოვალ, მხოლოდ რუსეთის დროშით. არასწორია ლაპარაკი იმაზე, რომ შეიძლება ოლიმპიადაზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დროშით გამოვიდე", - განაცხადა ისინბაევამ.

დაბოლოს, ერთი არასადოპინგო, მაგრამ ოლიმპიური ინფორმაცია. რიო-დე-ჟანეიროს შტატმა საგანგებო ფინანსური მდგომარეობის შესახებ გამოაცხადა. შტატის ხელმძღვანელობამ დამატებითი სახსრები მოითხოვა ფედერალური ბიუჯეტიდან იმისთვის, რომ შტატის ეკონომიკა არ ჩამოიშალოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების შემდეგ.

საგანგებო ზომები იმისთვის არის საჭირო, რომ არ დაუშვან კოლაპსი ჯანმრთელობის დაცვის, საზოგადოებრივი წესრიგის, სატრანსპორტო სისტემისა და განათლების სფეროში. პოლიციის ზოგიერთ განყოფილებას იმდენად არ ყოფნის დაფინანსება, რომ მათ მეზობლებისთვის უწევთ ტუალეტის ქაღალდის თხოვნა, - იტყობინება სააგენტო AP.

წელს, რიო-დე-ჟანეიროს შტატში ვარაუდობენ ბიუჯეტში დაახლოებით 5.5 მილირადი დოლარის დეფიციტს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"იმედია, ახალ კონტრაქტს გავაფორმებ" - რაფინიას კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს
პსჟ-ის მფლობელმა კომპანიამ ბელგიური კლუბი შეიძინა
"ძველი ფორმატი ჯობდა" - დე ლა ფუენტე ერთა ლიგის ახალი სისტემით უკმაყოფილოა
კურტუამ კარიერის დასრულების სავარაუდო დრო და შემდეგი გეგმები დაასახელა
კეინმა დუბლი შეასრულა და "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" ნანატრი გამარჯვება
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
კიდევ მინუს ორი - უკრაინა საქართველოსთან მატჩს პრობლემებით ხვდება
ჩრდილოირლანდიელთა მწვრთნელს "ჯვაროსნების" შიში არ აქვს და თბილისში ოთხი თინეიჯერი მოჰყავს
უკრაინელი ექსპერტი: დონე გათანაბრდა - უნგეთთან და საქართველოსთან ფრე მისაღები შედეგი იქნება
"ბარკოლას პსჟ-ში დატოვება არ შეიძლებოდა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"აქ სასაუბროც არაფერია" - დე პაული "ოქროს ბურთის" ფავორიტზე
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა - ცნობილია, ვინ შეცვლის ირაკლი აზაროვს
"ოქროს ბურთის" ფავორიტი? მაშინ ოლისე მიმაჩნდა, მაგრამ..." - რა თქვა სანიოლმა პრესკონფერენციაზე?
"ჩაკვეს" დღე და "ქოჩორა" "ბარსასთან" - "კვარა" კვირას - ნაკრებამდე
"ფიქრი საკუთარი თავიდან უნდა დაიწყო" - ცარუკიანი თოფურიას განცხადებას გამოეხმაურა