გენარალი ალბანეთის იტალიელმა ლეგიონერმა განაიარაღა
* A ჯგუფიდან პირველი ადგილით საფრანგეთის ნაკრები გავიდა, მეორე ადგილით - შვეიცარია.

* მესამე ადგილი ალბანეთმა მოიპოვა და ახლა დაელოდება, როგორ დასრულდება სხვა ჯგუფების მატჩები.

* ალბანეთის ნაკრებმა ისტორიაში პირველი გამარჯვება იზეიმა ევროპის ჩემპიონატებზე.

* არმანდო სადიკუს გოლი პირველია ალბანეთის ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში.

ორი "კერკეტი კაკალი" ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობის შეხვედრაში დაუპირისპირდა. თავიდანვე ადვილი გამოსაცნობი იყო, რომ ორივე ნაკრები მაქსიმუმს გააკეთებდა წარმატებისათვის. რუმინეთისა და ალბანეთის ნაკრებების მთავარი კოზირი სათამაშო ორგანიზაციაა და სწორედ ამას უნდა დაყრდნობოდნენ ისინი ამ შეხვედრაში.

ტაქტიკა და სასტარტო შემადგენლობა

ორივე გუნდმა ამ შეხვედრაში თითო გამორჩეული ფეხბურთელი მოისაკლისა. რუმინელთა შემადგენლობაში ვერ ვიხილეთ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი პინტილიი. მან ტრავმა მიიღო. რაც შეეხება ალბანეთის ნაკრებს, "არწივებმა" დისკვალიფიკაციის გამო კუკელი მოისაკლისეს.

შეტევა არც ერთი ნაკრების ძლიერი მხარე არ არის და ეს კარგად გამოჩნდა მწვრთნელების მიერ სასტარტო შემადგენლობის შერჩევისას. ანგელ იორდანესკუმ და ჯოვანი დე ბიაზიმ თითო გამოკვეთილი ფორვარდი გაიყვანეს მინდორზე.

რუმინეთის ნაკრების ამოცანა ცხადი იყო. მათ ნებისმიერ ფასად უნდა მოეგოთ ეს მატჩი. იმავე ამოცანის წინაშე იდგა ალბანეთის ნაკრებიც, თუმცა ცხადი იყო ისიც, რომ სამი ქულა, დიდი ალბათობით, საკმარისი არ იქნებოდა ჯგუფური ბარიერის დასაძლევად.

რუმინეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი დატოვა სათადარიგოთა სკამზე, ძირითად შემადგენლობაში ხშირად რომ ვხედავთ - რაცი, ჩიპჩუ, ტორჟე, ფილიპი და სხვები.

რა თქმა უნდა, შეხვედრის წინ შანსები თანაბრად ფასდებოდა, თუმცა მეტი გამოცდილების ხარჯზე სპეციალისტთა ნაწილი გარკვეულ უპირატესობას რუმინეთის ეროვნულ ნაკრებს ანიჭებდა.

გოლი

0:1 - ალბანეთისათვის ისტორიული გოლი გამოდგა - პირველი ევროპის ჩემპიონატზე. მემუშაიმ საჯარიმოში ჩაჰკიდა ბურთი. მეკარე ტეტერუშანუ და მცველი კირიკეში უპატიებლად შეცდნენ და არმანდო სადიკუმაც თავურით დააგვირგვინა შეტევა.

იხილეთ ვიდეო

მატჩის შემდეგ

ანგელ იორდანესკუ (რუმინეთი): "ძალიან სამწუხარო მარცხი იყო. ბოდიში უნდა მოვიხადოთ იმისათვის, რაც მოხდა. ჩვენ ბევრი საგოლე შანსი გვქონდა. კარგად დავიწყეთ, მაგრამ დაცვის დაუკვირვებელი თამაშის გამო გოლი გავუშვით.

მეორე ტაიმში აქცენტი ბურთის ფლობაზე გავაკეთეთ, თუმცა ისევ ვერ გავიტანეთ. გოლი რომ შეგვეგდო, სულ სხვანაირი თამაში წავიდოდა. ჩემი აზრით, ალბანელმა ქომაგებმა დიდი როლი ითამაშეს მათი გუნდის წარმატებაში. მეტოქემ ფანებისგან განსაკუთრებული ენერგიამიიღო და ეს მას გატანაში დაეხმარა".

ჩიპრიან ტეტერუშანუ (რუმინეთი): "პირდაპირ ვიტყვი - ეს იყო სამარცხვინო მარცხი".

არმანდო სადიკუ (ალბანეთი): "ეს გიჟური ემოციაა. ეს საჩუქარია ალბანელი ხალხისადმი. მათი გახარება შევძელით და ჩვენც ძალიან ბედნიერები ვართ."

მატჩის გმირი

ალბანეთის მთელი ნაკრები ძალიან კარგი იყო, მაგრამ მატჩის გმირის მანტია არმანდო სადიკუს უნდა მოვასხათ. ამ არაფრით გამორჩეული თავდამსხმელის სახელი ოქროს ასოებით ჩაიწერება ალბანური ფეხბურთის ისტორიაში. რომ არა სადიკუს გადამწყვეტი გოლი, უდავოდ მცველ აიეტის გამოვარჩევდით, ვინც ამ ევროფორუმზე უბრალოდ შესანიშნავად თამაშობს. უეფას ოფიციალურმა საიტმა სწორედ აიეტი გამოარჩია.

მსაჯი

ჩეხ არბიტრს, პაველ კრალოვეცს, სამუშაო მთელი შეხვედრის განმავლობაში არ მოკლებია. მან მთლიანობაში დამაჯერებლად იმსაჯა. მისმა ერთ-ერთმა ასისტენტმა კი ერთ ეპიზოდში უპატიებელი შეცდომა დაუშვა, როცა რუმინელებს საგოლე შეტევა გამოგონილი თამაშგარეთი ჩაუშალა. 38 წლის კრალოვებს სამსაჯოდ იოლი შეხვედრა არ ერგო. სხვა ეპიზოდებში ის დამაჯერებელი და თანმიმდევრული იყო.

ანალიზი

ეს მატჩი ალბანელთა მთავარმა მწვრთნელმა, იტალიელმა ჯოვანი დე ბიაზიმ მოიგო. მისი გუნდის ყოველი ქმედება უმკაცრესად და უზუსტესად იყო გათვლილი. ჩვენი აზრით, რომ არა დე ბიაზი, ალბანეთი საერთოდ ვერ გავიდოდა ევროპის ჩემპიონატზე.

ალბანეთმა ითამაშა ძალიან მწვავე და ჭკვიანური ფეხბურთი. განსაკუთრებით მწვავენი იყვნენ "არწივები" კონტრშეტევებზე. ეს შეგნებულად არჩეული სათამაშო სტრატეგია იყო, რომელმაც 100 პროცენტით გაამართლა.

არავინ იცის, რა დაემართა რუმინეთის ნაკრებს. საფრანგეთთან და შვეიცარიასთან მატჩების შემდეგ ამ გუნდის ცნობა შეუძლებელი იყო. იმ ორ შეხვედრაში კარპატელებმა ძალიან კარგად ითამაშეს, ახლა კი არაფერი ამის მსგავსი.

არც ერთმა რუმინელმა არ იცოდა, რა უნდა ეკეთებინა მინდორზე. გუნდმა მხოლოდ პირველი 15 წუთის განმავლობაში ითამაშა მეტნაკლებად მისაღები ფეხბურთი. შედეგად, მივიღეთ ის შედეგი, რომელმაც "ყვითლებს" გული უზომოდ დაწყვიტათ.

ვფიქრობთ, ეს იყო ერთ-ერთი უსუსტესი მატჩი ანგელ იორდანესკუს კარიერაში. ბევრისმნახველი "გენერალი" მის იტალიელ კოლეგას აშკარად დაეჩაგვრინა. თამაში ვერ გაამწვავეს იორდანესკუს მიერ გაკეთებულმა შეცვლებმა. რუმინეთის ნაკრების მთლიანობა დაარღვია პინტილიის არყოფნამ.

შედეგად მივიღეთ ის, რომ პირობით აუტსაიდერთან აუცილებლად მოსაგებ შეხვედრაში რუმინეთმა მხოლოდ ერთი აშკარა საგოლე მომენტი შექმნა და მაშინაც ძელმა იხსნა ალბანელები.

დასკვნა

ალბანეთი ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა და პლეი ოფში გასვლის მცირე შანსს ინარჩუნებს. ახლა "არწივები" იმედით უცქერენ სხვა ჯგუფებში განვითარებულ მოვლენებს. ალბანეთს ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი კომპლიმენტები.

რუმინეთმა კი გადამწყვეტი თამაში ჩააგდო. მოკლედ ვიტყვით: როცა საკუთარ ბედს თავად წყვეტ ბოლო ტურში, ფეხბურთი ასე არ უნდა ითამაშო!

whoscored.com-ის ტოპ-5

ლედიან მემუშაი ალბ. 9,1

ანსი აგოლი ალბ. 7,4

მერგიმ მავრაი ალბ. 7,2

არლინდ აიეტი ალბ. 7,2

ანდი ლილა ალბ. 7,1

თ მ ფ წ ბ ქ

1. საფრანგეთი 3 2 1 0 4-1 7

2. შვეიცარია 3 1 2 0 2-1 5

3. ალბანეთი 3 1 0 2 1-3 3

4. რუმინეთი 3 0 1 2 2-4 1

19 ივნისი. ლიონი. "სტად დე ლიონი".

რუმინეთი - ალბანეთი 0:1

გოლი: 0:1 სადიკუ (43. მემუშაი)

რუმინეთი (4-2-3-1): ტეტერუშანუ - სეპუნარუ, გრიგორე, კირიკეში, მეცელი - პრეპელიცე (46. სანმარტეანი), ჰობანი - პოპა (68. ანდონე), სტანჩუ, სტანკუ - ალიბეკი (57. ტორჟე)

ალბანეთი (4-1-4-1): ბერიშა - ჰიუსაი, აიეტი, მავრაი, აგოლი - ბაშა (83. ცანა) - ლილა, აბრაში, მემუშაი, ლენიანი (77. როში) - სადიკუ (59. ბალაი)

გაფრთხილება: სეპუნარუ, მეცელი, ტორჟე - ბაშა, მემუშაი, ჰიუსაი

კარში დარტყმა: 8 (3)-6 (6); კუთხური: 2-6; ჯარიმა:14-12; თამაშგარე:1-5; ბურთის ფლობა: 59%-41%

მაყურებელი: 49 752

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

OPTA-ს სუპერკომპიუტერმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
რას ვნახავთ დეკემბერში - პსჟ-ს მატჩები და თბილისის "დინამო" ახალგაზრდულ ლიგაზე
"ვინისიუსის მსგავსი ფეხბურთელი არ უნდა გააბრაზო" - პერესმა ალონსო გააფრთხილა
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
ჩაკვეტაძის გაუმჯობესებული თამაში და მეტი დრო მოედანზე - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა
მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
ნიდერლანდებმა რუმინეთს დამაჯერებლად სძლია და მეოთხედფინალში გავიდა [VIDEO]
ბელგიამ რუმინეთს მოუგო - E ჯგუფში რთული სიტუაციაა [VIDEO]
საფრანგეთის 14:0 - ევრო 2024-ის კიდევ სამი მონაწილე გაირკვა [VIDEO]
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
ალბანეთი
უკრაინელთა წამყვანმა ფეხბურთელმა შეიძლება საქართველოსთან ვერ ითამაშოს
კოშმარული ლუნინი - რუმინეთმა უკრაინა გაანადგურა [VIDEO]
უკრაინამ ალბანეთს მოუგო და A დივიზიონში გადასავლელად იბრძოლებს
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
"ალბანელები ცდილობდნენ წყობილებიდან გამოვეყვანეთ" - უკრაინის ნაკრების მწვრთნელი
უკრაინელი ექსპერტი: რა უნდა ვაკეთოთ ელიტურ დივიზიონში?
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
ალბანეთი - ჩეხეთი 0:0 - "ჯვაროსნებს" ოლომოუცში გამარჯვება სჭირდებათ [VIDEO]
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს
E ჯგუფი: უკრაინა 4 ქულით პლეი-ოფში ვერ გავიდა [VIDEO]