ბორდოში ევროპის ჩემპიონი ულიდერო ხორვატიას ეთამაშება
ევროპის ჩემპიონი ესპანეთი, რომელმაც უკვე გაინაღდა პლეი ოფი, ჯგუფში პირველი ადგილისთვის დასუსტებულ ხორვატიას ბორდოში შეებრძოლება. ხოლო ჩეხეთისა და თურქეთის ნაკრებები ბოლო შანსისთვის ითამაშებენ.

ვისენტე დელ ბოსკეს თავისუფლად შეუძლია ექსპერიმენტებს მიმართოს, თუმცა პირველ ადგილსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ხორვატიისა და ესპანეთის ნაკრებების ბოლო ურთიერთშეხვედრებში ესპანელები ყოჩაღობენ - მათ 5 თამაშიდან 3 მოიგეს და 1 ფრედ ითამაშეს.

ხორვატებმა ერთადერთხელ დაამარცხეს ესპანელები ისტორიაში. ეს 1994 წელს ამხანაგურ თამაშში მოხდა - 2:0. ოფიციალურ მატჩებში ეს გუნდები მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს - ეს იყო წინა ევროზე, როცა ესპანეთმა ვერ აჩვენა საუკეთესო თამაში, თუმცა 88-ე წუთზე ხესუს ნავასმა "ფურია როხას" მოაგებინა - 1:0.

წინა ტურში ხორვატთა რიგებში ტრავმა მიიღო ლუკა მოდრიჩმა, რომელიც ჩეხეთთან თამაშის 62-ე წუთზე შეცვალეს. სწორედ ამის შემდეგ წაუვიდა ხორვატიას საქმეები უკან და 2:0 2:2-ად იქცა. ლიდერის გარეშე ხორვატია ისეთი დამაჯერებელი ვეღარ იყო. ესპანეთთან ვერ ითამაშებს ვერც მცველი ვედრან ჩორლუკა, ვისაც თავი პირველ ტურშიც გაუტეხეს და მეორეშიც.

ტრავმა აქვს ფორვარდ მარიო მანჯუკიჩსაც. მოკლედ, ანტე ჩაჩიჩის გუნდს ყოველ სათამაშო რგოლში ლიდერი დააკლდა, რაც მის შანსებს ერთობ ამცირებს. მოდრიჩის შემცვლელი კოვაჩიჩი ამტკიცებს, რომ ხორვატიას ლუკას გარეშეც შეუძლია კარგად თამაში. ვნახოთ.

თავის მხრივ, ჟერარდ პიკე თანაგუნდელებს მოუწოდებს, ყურადღებით იყვნენ ბარსელონელი ივან რაკიტიჩის წინააღმდეგ, რომელმაც პეტრ ჩეხს დიდებული გოლი გაუტანა. ხორვატიის ნაკრებს ბორდოში ფრეც ჰყოფნის პლეი ოფში გასასვლელად. ესპანეთს კი ფრე პირველ ადგილზე გაიყვანს.

თამაშის წინ პედრო როდრიგესმა განაცხადა, რომ უკმაყოფილოა ეროვნულ ნაკრებში სათადარიგოს როლით, თუმცა იქვე დაამატა, რომ დელ ბოსკეს მადლიერი მთელი ცხოვრება დარჩება, რომ არა ის, ვერც ევროპის ჩემპიონი გავხდებოდი და ვერც მსოფლიოს ჩემპიონიო.

ანტე ჩაჩიჩი (ხორვატია): "ეს თამაში გადაწყვეტს, ვინ გავა ჯგუფიდან პირველი ადგილით. ჩვენ ვთამაშობთ ძალიან მაღალი კლასის გუნდის წინააღმდეგ. ესპანეთი ევროპის ბოლო ორი პირველობის ჩემპიონია. გუნდი სავსეა ვარსკვლავებით, "რეალისა" და "ბარსელონას" ფეხბურთელებით. ესპანეთმა ყველაზე უკეთ იცის თამაში, შანსების შექმნა და მათი გამოყენება. ბოლო წლებია, ისინი ბრწყინვალე მატჩებს გვთავაზობენ. ამ თამაშს გამოვიყენებთ პლეი ოფის წინ კარგად გასახურებლად. ჩვენ და ესპანეთი პლეი ოფში გასვლას აშკარად ვიმსახურებთ.

ჯგუფი ძალიან რთული იყო, ჩვენ ხელიდან გავუშვით გამარჯვება ჩეხეთთან, ახლა კი ესპანეთთან მატჩი დაგვეხმარება, გავარკვიოთ, რა შეუძლია რეალურად ხორვატიის ნაკრებს ამ ტურნირზე. დელ ბოსკე ამბობს, რომ ხორვატია საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს ჯგუფში. ეს დიდი კომპლიმენტია, ის ხომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გუნდის დიდი მწვრთნელია".

ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთი): "არ ვფიქრობ, რომ ახლა კარგი იქნება ფეხბურთელების დასვენება. ფეხბურთელები რიტმში შევიდნენ და ახლა არ იქნება კარგი გადაწყვეტილება რამის ძირფესვიანად შეცვლის. ამან შეიძლება დაგვაზარალოს. ანდრეს ინიესტა კარგ ფორმაშია, ის დიდებულად თამაშობს. ხორვატიას მოდრიჩი არ ეყოლება, რომელიც კლუბშიც და ნაკრებშიც დიდი მნიშვნელობის ფეხბურთელია.

ზოგადად, ხორვატიის ნაკრები დისციპლინირებული გუნდია. ჩვენ მათი დამარცხება გვსურს, ამისთვის კი მოედანზე 11 საუკეთესო ფეხბურთელი უნდა გავიყვანო. ჩემი აზრით, ხორვატიის ნაკრები ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია ევროპის ჩემპიონატზე".

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის ნაკრებს ჯერ ქულა არ აქვს, ფათიჰ თერიმის გუნდს მცირე შანსი ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვს. ჩეხებს კი თურქებთან მხოლოდ გამარჯვება თუ ეყოფათ, რადგან ფრე მესამე ადგილისთვის საკმარისი კი იქნება, მაგრამ ორი ქულით მესამეადგილოსანი ნამდვილად ვერ გავა პლეი ოფში.

ყველას ახსოვს ფეერული მატჩი თურქეთისა და ხორვატიის ნაკრებთა შორის ევრო 2008-ზე, როცა თურქები 0:2-ს აგებდნენ, მაგრამ 3:2 იმარჯვეს.

დღევანდელ მატჩში ჩეხებს ლიდერი ტომაშ როსიცკი დააკლდებათ, რომელმაც ტრავმა ხორვატიასთან მატჩში მიიღო. ჩეხეთის ნაკრები ფინალშიც რომ გავიდეს, როსიცკისთვის ტურნირი დასრულებულია, იმდენად მძიმეა მისი ტრავმა.

პაველ ვრბა (ჩეხეთი): "თეორიულად ფრეც გვყოფნის, მაგრამ ეს მხოლოდ თეორიაა. პრაქტიკულად, მხოლოდ მოგება გვჭირდება. ამიტომ უფრო მეტი ფეხბურთელით შევუტევთ და უფრო შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ. ჩვენ შევეცდებით ბურთზე კონტროლის დაწესებასაც. ჩემს ფეხბურთელებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, რა მნიშვნელობის თამაში ელით. მათ უკვე უთამაშიათ ასეთ მნიშვნელოვან მატჩებში.

ასე რომ, ხვალ ისინი საუკეთესო ფორმაში შეხვდებიან თურქეთთან დაპირისპირებას. მე მახსოვს ევრო 2008-ის შეხვედრა, რომელშიც თურქებმა დაგვამარცხეს. ეს დიდებული თამაში იყო. ახლა კი სულ სხვა ხასიათის თამაში გველის, რადგან ორივე გუნდს მოგება ესაჭიროება".

ფათიჰ თერიმი (თურქეთი): "ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს სიკვდილის ჯგუფია და ეს ყველაფერი ჩემპიონატზე მტკიცდება. ფაქტია, რომ ევროპის ჩემპიონატს პრობლემებით შევხვდით. ძალიან საინტერესო თამაში გველის. ჩეხებმა ახლახან ხორვატებთან 0:2 ამოქაჩეს. მათ ასევე შეეძლოთ, არ გაეშვათ ბოლომდე ესპანელებთან შეხვედრაშიც.

ასე რომ, სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ მათ. ჩვენი დევიზია - არაფერი დასრულებულა, სანამ არ დავნებდებით. იმედია, კრიზისს გადავლახავთ და გავიმარჯვებთ. შემდეგ კი დაველოდებით, რა მოხდება სხვა ქვეჯგუფებში".

21 ივნისი. ლანსი. "სტად ბოლარ დელელისი"

ჩეხეთი-თურქეთი 23:00

ტრავმა: როსიცკი - შაჰინი (?)

ჩეხეთი (სავარაუდო): ჩეხი - კადერჟაბეკი, სივოკი, ჰიბნიკი, გებრე სელასიე - დარიდა, პაველკა - სკალაკი, დოჩკალი, კრეიჩი - ნეციდი

თურქეთი (სავარაუდო): ბაბაჯანი - იოზბაირაქლი, კაია, ბალთა, კოიბაში - თოფალი, ინანი - შენი, ჩალჰანოღლუ, მორი - თოსუნი

მსაჯი: უილიამ კოლუმი (შოტლანდია)

21 ივნისი. ბორდო. "სტად დე ბორდო"

ხორვატია-ესპანეთი 23:00

ტრავმა: მოდრიჩი, ჩორლუკა, მანჯუკიჩი (?) - ხორვატია

ხორვატია (სავარაუდო): სუბაშიჩი - სრნა, შილდენფელდი, ვიდა, სტრინიჩი - ბროზოვიჩი, ბადელი - პიაცა, რაკიტიჩი, პერიშიჩი - კრამარიჩი

ესპანეთი (სავარაუდო): დე ხეა - ბელერინი, პიკე, სან ხოსე, ალბა - ბუსკეტსი - პედრო, ტიაგო, ინიესტა, ნოლიტო - მორატა

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი

თ მ ფ წ ბ ქ

1. ესპანეთი 2 2 0 0 4-0 6

2. ხორვატია 2 1 1 0 3-2 4

3. ჩეხეთი 2 0 1 1 2-3 1

4. თურქეთი 2 0 0 2 0-4 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
ზიდანი მეორე მწვრთნელია, რომელმაც "რეალს" ყველაზე მეტჯერ მოაგებინა
"თუმცა ის მაინც ფენომენალური გახლდათ..." - დელ ბოსკემ რონალდოზე ისაუბრა
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს
დელ ბოსკე: არ შეიძლება ჩინეთის იაფფასიან საქონელზე იყო დამოკიდებული
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
[VIDEO] იამალმა გაიბრწყინა, ესპანეთმა ხორვატიას სძლია - ინგლისმა ჩეხეთი დაამარცხა
დელ ბოსკემ ხავიზე ისაუბრა
"Open" - წიგნი, რომელშიც ლუკა მოდრიჩმა საკუთარი თავი იპოვა
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
ვანდა ნარას ურთიერთობა იკარდის ყოფილ თანაგუნდელთან აქვს, პიკემ ახალ მეგობარ გოგონასთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა - საფეხბურთო ვარსკვლავების პირადი ცხოვრების ამბები [PHOTO]
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
ესპანეთმა ხორვატიას თამაში შემოუტრიალა - ინგლისმა ჩეხეთს მოუგო
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
ლუკას კიდევ 1 წლით ვნახავთ? - მოდრიჩი შესაძლოა, "მილანში" დარჩეს
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ერთ თვეში სექსი რამდენჯერ გაქვთ?" - პიკემ ამ კითხვას უპასუხა
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
დელ ბოსკე: "რეალს" "ბაიერნთან" მცირე უპირატესობა აქვს
"განსაკუთრებული" - პირველ ადგილზე, გვარდიოლა და ფერგიუსონი - მე-3-ზე... 21-ე საუკუნის საუკეთესო 10 მწვრთნელი გამოვლინდა
კარიერის დასრულებიდან 2 თვის შემდეგ, შესაძლოა, ჟერარდ პიკე მოედანს დაუბრუნდეს
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
ლუკასთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - მოდრიჩი "მილანშიც" რჩება და ბილიჩთან ერთად ხორვატიის ნაკრებშიც იქნება
ბოიან კრკიჩი ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს
მოდრიჩის ბოლო ტურნირი - ლუკა მუნდიალის შემდეგ ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს, მაგრამ ფეხბურთში დარჩება
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
პიკე: ასე ფეხბურთი უფრო საინტერესო გახდება
"მესი ჯუჯაა ჰორმონებზე და კანალიზაციის ვირთხა, პიკე კი, მეძავის შვილი" - "ბარსას" ყოფილი იურისტის წერილი
ესპანეთმა "უემბლიზე" ინგლისს მოუგო - ხორვატიამ ჩეხეთს სძლია
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა