ფლორიუს სტოიკანის აზრით, შემდეგ ეტაპზე ის გუნდი გავა, რომელიც უფრო უკეთ მოემზადება
ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ჩიხურა" მოლდოვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კლუბს, კიშინიოვის "ზიმბრუს" შეხვდება. საჩხერელთა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ მეტოქეს ასეთი შეფასება მისცა - არც ყველაზე სუსტი და არც ყველაზე ძლიერი იმათ შორის, ვისაც შეიძლებოდა, რომ შევხვედროდითო...

"ჩიხურას" მეტოქე მოლდოვის 8-გზის ჩემპიონია. 2014/15 წლების სეზონში, ევროპალიგაზე, გუნდმა 3 ეტაპი დაძლია - მოუგო ალბანურ "შკენდიას", ბულგარეთის ცსკა-ს, ავსტრიულ "გრიოდიგს" და მხოლოდ პლეი ოფში დაყარა ფარ-ხმალი ბერძნულ პაოკ-თან ჭიდილში. ასე რომ, მეტოქე სერიოზულია.

"ზიმბრუს" მწვრთნელი 39 წლის რუმინელი ფლორიუს სტოიკანია. ის ამ პოსტზე მაისში დაინიშნა. სტოიკანს ისეთი ცნობილი გუნდიც გაუწვრთნია, როგორიც ბუქარესტის "დინამოა".

სტოიკანი ამბობს, რომ ჯგუფურ ეტაპზე გასვლას უმიზნებს:

"კვალიფიკაციის მომდევნო რაუნდში გასვლა ორივე გუნდს შეგვიძლია, რადგან თანაბარი შანსები გვაქვს. ახლა მეტოქის თამაში კარგად უნდა გავაანალიზოთ და ყველა დეტალს ყურადღება მივაქციოთ. დარწმუნებული ვარ, ქართველებიც იმავეს იზამენ.

საერთოდ, მინიმუმ, ორი ეტაპის გავლა და მეტიც, ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა გვსურს. რაც შეეხება შემადგენლობას, დაკომპლექტება დავასრულეთ და ერთ ფეხბურთელს თუ დავიმატებთ...

გაგვიმართლა თუ არა წილისყრაში? ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი. ამჟამად აშკარა ფავორიტი არ არსებობს და თან ფავორიტებიც ყოველთვის ვერ იმარჯვებენ. შემდეგ ეტაპზე ის გუნდი გავა, რომელიც უფრო უკეთ მოემზადება", - განაცხადა სტოიკანმა "მოლდოვა ფუტბოლთან" კომენტარში.

ალექსანდრ ბელევსკი, "ზიმბრუს" მცველი:

"სიმართლე გითხრათ, "ჩიხურაზე" არაფერი მსმენია და ცნობილი კლუბიც არ არის, მაგრამ რადგან ევროპალიგაზე მოხვდა, კარგი გუნდი უნდა იყოს. მალე მეტოქის შესახებ მეტს შევიტყობთ.

ჩვენი მიზანი რაც შეიძლება შორს წასვლაა, ტოპ-კლუბებს რომ შევხვდეთ. მოლდოვის სხვა წარმომადგენლებისგან განსხვავებით, "ზიმბრუ" პირველ თამაშს შინ ჩაატარებს. ბუნებრივია, ჯერ გასვლაზე თამაში აჯობებდა, მაგრამ არა მგონია, ეს ჩვენთვის პრობლემა იყოს. იმედია, გულშემატკივრების თანადგომით ყველაფერი კარგად იქნება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ჩიხურა-ზიმბრუს მატჩის ტრანსლაციას ქართული კლუბი უზრუნველყოფს
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
"ზიმბრუს" მწვრთნელი: მაშინ "ჩიხურას" მეკარეც უნდა გაეძევებინათ
ზიმბრუ VS ჩიხურა - ტრადიცია უნდა გაგრძელდეს!
ჩიხურა VS ზიმბრუ - ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ!..
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია
მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა
"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება
ზიმბრუ-ჩიხურა 0:1 - ყოჩაღ, "ჩიხურა"! ყოჩაღ, ფრუიძე! [VIDEO+PHOTO]
სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო
სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს
ჩიხურა-ზიმბრუ 2:3 - გულსაკლავი ქართული სურათი [VIDEO]