ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჭიდაობა
        • ძიუდო
        • თავისუფალი
        • კლასიკური
        • ქართული
        • სუმო
        • სამბო
        • ქალთა ჭიდაობა
        • ბერძნულ-რომაული
        • ჩოგბურთი
          • როლან გაროსი
          • უიმბლდონი
          • ავსტრალიის ღია პირველობა
          • ამერიკის ღია პირველობა
          • მონტე კარლო
          • ATP ცინცინატი
          • მადრიდის მასტერსი
          • რომის მასტერსი
          • მაიამის მასტერსი
          • სხვადასხვა
          • რაგბი
            • ეროვნული ნაკრები
            • დიდი 10
            • თასი
            • ლეგიონერები
            • 6 ერი
            • ტესტები
            • ერთა თასი
            • მსოფლიო თასი
            • ასაკობრივი ნაკრები
            • სხვადასხვა
            • ფორმულა 1
              • მონაკოს გრან-პრი
              • ბრიტანეთის გრან-პრი
              • იტალიის გრან-პრი
              • ბელგიის გრან-პრი
              • ბაჰრეინის გრან-პრი
              • საუდის არაბეთის გრან-პრი
              • იაპონიის გრან-პრი
              • ჩინეთის გრან-პრი
              • მაიამის გრან-პრი
              • ემილია-რომანიის გრან-პრი
              • აბუ დაბის გრან-პრი
              • MMA
                • UFC
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა
                  • სხვა სახეობები

ფიჯის თავკაცი: ქართველებთან შერკინებაში არ უნდა დავიჩაგროთ!

ფიჯის თავკაცი: ქართველებთან შერკინებაში არ უნდა დავიჩაგროთ!

<p>ფიჯის ნაკრების ზელანდიელმა მწვრთნელმა ჯონ მაკკიმ "ბორჯღალოსნებთან" მატჩის წინ ისაუბრა</p><p><br> 24 ივნისს, საქართველოს დროით დილის 7 საათზე, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ოკეანეთის ტურის ბოლო ტესტ-მატჩს გამართავს ფიჯის ნაკრებთან.</p><p>მატჩის წინ მასპინძელთა ნაკრების ზელანდიელმა თავკაცმა <strong>ჯონ მაკკიმ</strong> შემდეგი განაცხადა:</p><p>"ქართველებს ძალიან კარგი ტური გამოუვიდათ კუნძულებზე და ახლა ნამდვილად იმაზე ფიქრობენ, რომ ტურნე წაუგებლად დაასრულონ. ასე რომ, დიდი მატჩი გველის.</p><p>ჩვენი მიზანი ყოველთვის ისაა, რომ შინ ნებისმიერ მეტოქეს უნდა მოვუგოთ ტესტი. საამისოდ კი დიდი ბრძოლის გადატანა გველის. მეტოქის სიძლიერეს მორკინალები განაპირობებენ, ჩვენ კი ამ კომპონენტში არ უნდა დავიჩაგროთ.</p><p>დაცვაში კარგად უნდა ვითამაშოთ და ფეხითაც სათანადოდ უნდა გავისარჯოთ. შესაძლოა, უპირატესობა ხელით გაშლილ თამაშში მოვიპოვოთ".</p><p>შეგახსენებთ, რომ ფიჯის ნაკრები მსოფლიო რეიტინგში მე-10 ადგილზეა, "ბორჯღალოსნები" კი მე-12 ადგილზე არიან.</p>

  • Mandela

    ისე ამ გვერდის ადმინების გასაგონად 1 და იგივე იპით შემოსულ მომხმარებელს მხოლოდ 1 სახელით რომ შეეძლოს კომენტარის დაწერა უფრო უპრიანი იქნებოდა აშკარად და არა ისე ყოველწუთში იცვლიდეს სახელებს როგორც ამასჩვენი ანტიკაცი შვება. რადგანაც ყველანაირი ლიმიტი ამოწურა თუ დაამხო ამ მხრივ და მერე ვერაფერი რომ ვეღარ მოიფიქრა ანტიკაცად მოგვევლინა ეგრევე:დ. მომდევნო სახელი რომელი გიწევს -ანტიაზროვნებას- ხომ არა :)) ისე ერთი ერთში დაგაჯდებოდა. თუმცა ვერ დაგამშვიდებ , სახელი სულაც რომ არ დაიწერო და ისე დააკომენტარო მაინც ამოვიცნობ შენ "განუმეორებელ" ხელწერას.

  • მამუკა

    ოლიმპიადის და ფეხბურთის ჩემპიონატების მერე ყველაზე მეტი ტელემაყურებელი რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს ყავდა, რომ არა რაგბის ხელმძღვანელების არასწორი პოლიტიკა რაგბის პოპულარიზაციის კუთხით დარწმუნებული ვარ რაგბი უფრო პოპულარული იქნებოდა, რაც შეეხება კალათბურთს მე-4 ადგილზეა ამერიკაში,ფეხბურთი კი ათეულშიც არ შედის, პირველ ადგილზე კი რაგბის მონათესავე ამერიკული ფეხბურთია, რაგბის მამებს რომ არ დაეყოთ ბობოლები და მეორეხარისხოვნები რაგბი საყოველთაო გაეხადათ რომელი იქნებოდა ნომერ პირველი სპორტი დავინახავდით

  • mandela-s

    რაო ბიჭო გიტყდება რო შეიძლება მუქთახორა ფეხბურთში დასაქმებულ ხალხს მუქთა ფული შეიძლება გამოართვან და რეგბს მისცენ? რამდენი ხანი უნდა გვაბოლოთ, რომ ქართულ ფეხბურთს განავითარებთ და გვაიმედოთ ტყუილა? რეგბში თვე არ გავა რომ რომელიმე ქართველი რომელიმე მოწინავე ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში არ შეიყვანონ. ფეხბურთს უფრო მეტი ქვეყანა თამაშობსო. კარგი ბატონო მაგრამ ამ ქვეყნებში რო არ ვართ ჩვენ? ბევრ ქვეყანაში საერთოდ არაა ფეხბურთი და შავდება რამე? რომელ ქვეყანაზე ნაკლებია კანადა? ზელანდია? თუნდაც ავსტრალია? ცნობილი ფეხბურთელები ჩამოგითვლია და იქნება თქვა მოქმედიდან რომელი ქართველი ფეხბურთელი მოხვდება მაგ სიაში? საქართველოში არც ფეხბურთის სკოლაა, არც გულშემატკივარი რომელიც ქართული ფეხბურთის სანახავად ფულს გადაიხდის, არც მსაჯები და არც ფეხბურთელები. საქართველოში გაზრდილი ბოლო ფეხბურთელი ქეცბაია იყო. იმის მერე ყველამ საზღვარგარეთ აიდგა ფეხი. ნაკრების რომელი ფეხბურთელმა ისწავლა თამაში საქართველოში? არცერთმა. ყველა საზღვარგარეთ განვითარდა. ასე რო შეეშვით წუწუნს. რაც არ გერგებათ არ შეგერგებათ. ხვდება ხალხი ნელნელა რო არ გამოვა თქვენგან არაფერი და აღარ მოგცემთ ფულს მუქთა ხელფასებში. შეეგუეთ ამას

  • მგონი გვეშველა ხალხო !

    მგონი გვეშველა ხალხო ! პირველად ვხედავ კომენტარებს, სადაც განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანები არგუმენტებით ცდილობენ თავიანთი პოზიციების დაცვას და არა შეურაცხყოფით ;) ;) ბოლომდე ვერ დავიჯერე რო გინება არავინ დაიწყო:D პ.ს წარმატებები ბიჭებს, იმედია კიდევ ერთხელ მოახდენენ სასწაულს !!!

  • Mandela

    :D:D რა ძმაა დასასვენებლად გამიშვა . რას იზამ სიმართლე მწარეა ... :)

  • გ

    რაგბში ჯერ ვარსკვლავებს რო ვერ ვწყვიტავთ, ამაზე ლაპარაკი არ არის, მაგრამ ფეხბურთთან შედარება უკვე მეტისმეტია. უცხოელელ მეგობრებს კამათში იმას მაინც ვეუბნები, რაგბში ხო თქვენზე მაგრები ვართთქო. და ფეხბურთზე რა ვუთხრა? ალბანეთი და ისლანდია რო თამაშობენ ევროპაზე და ჩვენ რო....

  • AntiMandela

    შენი არგუმენტები უმრავლესობისთვის რომ სახალისო გახდა, ამაში კომენტარებითაც დარწმუნდები! ისა სჯობია, მოდუნდე და ბოღმა გარეთ გამოუშვა. ისე, ამ სიცხეში ცივი წყალიც შეგიძლია დალიო

  • Mandela

    თქვენ ისე "განათლებულად" მიედ-მოედევით ამ ყველაფერს რომ რა დაწერეთ ჯერ აზრი ვერ გამოვიტანე (იმედია თვითონ მაინც იცი). თუმცა ამას მაინც მივხვდი , ვეტერანი რაგბისტი ხარ და თავი ვეტერანი კალათბურთელი გგონია.

  • Mandela

    შენ შენი "განათლებით" ისე მიედ მოედე ამ ყველაფერს ერთი აზრი გამოვიტანე, მგონი ვეტერანი რაგბისტი უნდა იყო და თავი ვეტერანი კალათბურთელი გგონია.

  • Mandela

    1) სპორტსმენების პიროვნული მახასიათებლებით დაყოფა აშკარად არ უნდა იყოს მართებული რადგან ისინი , პირველ რიგში თავისი პროფესიული საქმით ჩდებიან ასპარეზზე და აყვარებენ პუბლიკას თავს. 2) ჩემთვის კ.რონალდო მოედნის მიღმა ისეთივე პიროვნება შეიძლება იყოს როგორიც ფრედი მერკური სცენის გარეთ ( და არა მიკროფონით ხელში) თუმცა ეს არ უშლის ხელს მის მილიონობით გულშემატკივარს რომ მისი თამაშის ცქერით უბრალოდ დატკბეს ( არ გეგონოთ რომ ამ ხალხისთვის პიროვნულად ყველასთვის მისაღები იყოს ის უბრალოდ ამ ორს მიჯნავენ ერთმანეთისგან). 3) თუ მანდამაინც პიროვნულად ყოფთ 1 სპორტის წარმომადგენელს მეორისგან არც ესეთი ფეხბურთელების მოძიება გაჭირდება სავარაუდოდ რომელთა პიროვნებებზე შეძლოთ აღმატებულ ხარისხში საუბარი.

  • Shio

    მემგონი რაგბის ტესტ მაჩებია ის პერიოდი როცა საქართველოს 80% პროცენტი დილის 5 საათზე პირველ არხს უყურებს

  • mme miyvars ragbi

    ხალხო ცხოვრებაში არ მითამაშია რაგბი ვარ ვეტერანი კალათბურთელი, ბავშვობაში ფეხბურთს ვტამაშობდი 5 წელი და დღეს როგორცკი მოვიცლი თუ ლაივში არა რაიმე რაგბი ვზივარ და ჩანაწერებს ვუყურებ ყველა დროის ყველ ნაკრების თამაშებს და მსიამოვნებს ეს ..საქართველო იმხელა მწვერვალზე აზრზე ვერ მოვა მანდელას და გიოს ნაირი გაუნათლებლები ,ფეხბურთი რითი ჯობია ამ ... რო ესპანეთან იყიდა თამაში მაგით??

  • გ

    მანდელას არც ჯონა ლომუ გაუგია? კრისტიან რონალდუ და ლომუ როგორც განსხვავდებოდნენ პიროვნულად და ღირსებით, ისე განსხვავდება რაგბი და ფეხბურთი...

  • Mandela

    სასაცილოა ეს ყველაფერი სატირალი რომ არ იყოს:)). ჩვენ ნაკრებზე წაიკითხე ჩემი მხრიდან რაიმე ისეთი სადაც ის უარყოფით კონტექსტში მოვიხსენიე ? ან საერთოდ ვახსენე აქ საქართველოს ნაკრები? (გადაავლე თვალი თუ არ გჯერა) . მე ვთქვი ის რაც რეალობაა და გულის სიღმეში ეს თქვენც ჩემზე უკეთ იცით. უბრალოდ ყველაფერს აქვს თავისი ადგილი თორე ჩვენი სპორტის ნებისმიერ სახეობის სიყვარულში და გულშემატკივრობაში ( სადაც კი ქართველი გამოდის და მონაწილეობას იღებს) ნებისმიერს გულწრფელად შეგეჯიბრებით.

  • Mandela- ს, "მე (ჩვენ) დევიწყე(ეთ)" ? :)))

    ნანობ, ხომ? ნეტა არ დამეწყოო, ხომ? არა და, ვინ "დეიწყო"? ჰოდა, კიდევ ერთხელ, "ჩვენო" Mandela, "გეითვალისწინე" ბრძნული ნათქვამი:"სანამ დეიწყებო, 21-ჯერ გაზომეო" და ასევე, სხვას გულს ნუ ატკენ, ტყუილუბრალოდო!. )))))))

  • მანდელას ტროლისგან

    ბიჭო და რატო კრიშტიანო ან ტაიგერა არ დაირქვი - მანდელა რა პონტში გქვია, ნასროკალი ნიგერი ხარ და იდეები გაწუხებს?!.... ბეზ აბიდ.... ფეხბურთი მსოფლიოში მიჩნეულია ნომერ პირველ სპორტის სახეობად, მაგრამ არის ქვეყნები, რომლებშიც პირველ ნომრად კალათბურთი, ჰოკეი, ან სულაც სინქრონული ცურვა მიიჩნევა.... ამასთან მიღწევებს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს - ეგრე რომ იყოს ჩვენში ჭიდაობა იქნებოდა პირველი.... საქართველოში რაგბი უკვე უსწრებს პოპულარობით ფეხბურთს, რადგან ყველაზე ვაჟკაცური სპორტის სახეობაა და ქართულ ხასიათში ბოლომდე ჯდება (ნუ, ყველაზე ვერ ვიტყვი, სამწუხაროდ).... მაგრამ თუ ჩვენი რაგბისტების თამაშის ყურებისას ტანზე არ გბურძგლავს, ამას მაინც ვერ გაიგებ და უბრალოდ გირჩევ - შეეცადე, იმისთვის არ აკომენტარო, რომ ხალხი გააღიზიანო.... გასაღიზიანებელი და სადავიდარაბო არ გვაკლია ქართველებს....

  • acm

    რაგბს ძალიან ადრე პერიოდიდან ჩავუჯექი ჩვენი რაგბის განვითარების ადრეული პერიოდს ვგულისხმობ არცისე დიდიხნის ამბავია მაგრამ ინტერესი ძალიან დაბალი იყო მაშინ ჩვენ ისეთი ქვეყანა ვართ რო ვაკუუმში ვცცხოვრობთ ყველანაირად მახსოვს ძალიან არაპოპულარული რო იყო საქართველოში რაგბი მაშინ 1 არხმა დაიწყო ტრანსლირება მათი თამაშების და მაშინ დავიწყე მეც ამ სპორტის გულშემატკივრობა მანამდე არც მქონია ინტერესი იმიტო რო ჯერ ერთი რო რაიონებში სპროტული არხები არარსებობს ინტერნეტი საერთოდ არ არსებობდა მაშინ ჩემ რაიონში და საერთოდ ჩვენ ბნელი ქვეყანა ვართ დღემდე განუვითარებელი რა მსოფლიო რაგბზეა საუბარი მახსოვს თუ რა რთული იყო ელემენტარული ტრანსლაციის მოწყობა და 1 კამერის დაყენება მოედანზე ეხლახანს იყო ეს არცისე შორს გვიწევს წასვლა და არც ის უნდა გვიკვირდეს რო ევროპულ ფეხბურთზე გაზრდილმა თაობამ არ დააფასოს არანაირი სხვა სპორტი ან როგორ უდნ ადააფასოს როცა არ აქვს ინტერესი არ უცხოვრია სპორტულად არ იცის რაა არი სპორტი და იყო სპორტული ადამიანი ეს შნელია ბევრისთვის ეხლა რო შეიგძნოს სპორტი პოპულარობის მიხედვით ფასდება ეს არარეალურია მე დღეს ძალიან ბევრ "ფანში" ვამჩნევ მომენტს რო ის გოლებს, ლელოებს, 3 ქულიანებს და ესეთ რამეებს გულშემატკვრობს და არა იმას რაც ქმნის ანგარიშს გოლს და ლელოს მერე ესეთი გამოხტება და იტყვის რო მაგრად ესმის და შეიძლება ისიც თქვას რო ბურტი მრგვალიაო :D (რაღაც მომენტში ბურთი მრგვალი კია მაგრამ ეგრეც არარი ამ მრგვალ ბურთს გამიზნული მოპყრობა ჭირდება) უბრალოდ კარგი იქნებოდა ჩვენ ქვეყანას სპორტული განვითარების შესაძლებლობა რო ქონდეს სრულიად მკვდარია ამ მხრივ ეს ქვეყანა არანაირი ხელშეწყობა არარი და აისახება კიდეც ჩენ შედეგებზე ბევრ სპორტში

  • n2

    რაგბს რა მუღამი აქვს? კი ბატონო ახლავე 1. აერთიანებს რადიკალურად განსხვავებული ფიზიკური მონაცემების ადამიანებს. 2. აქ შეგიძლია იხილო სწრაფი, ლაღი ნავარდი და მძიმე, დაუნდობელი ჯახი ერთდროულად. 2. არცერთი სპორტი ისე არ წააგავს შუა საუკუნეების ბრძოლის ველს როგორც ეს სპორტი და თუ ერთხელ აღმოაჩენ რა კაიფი მოაქვს ამ ჯახის ყურებას სამუდამოდ მოიწამლები. 3. რაინდული და ღირსეული ფასეულობები შენარჩუნებულია ყველაზე მეტად. თუ ამ სპორტს ვერ უმუღამებთ ტესტოსტერონზე გადაიმოწმეთ თავები და უყურეთ რაც მოგწონთ იმას ვინ გაძალებთ? :))))

  • B-52

    მოდი უბრალოდ დავიკიდოთ გაბოროტებული კომენტარები. ცოტა თუ მაინც ვინმე ერკვევა რაგბში ყველა ხედავს ჩვენს პოტენციალს და საერთოდ მსოფლიოში ასეთი სწრაფი წინსვლის პრეცენდენტი არ არსებობს რაგბში როგორიც ჩვენ გვაქვს და ეს ჩემი სიტყვები არ არის. მთავარია შევინარჩუნოთ ეს ტემპი. უახლოეს წლებში ყველას გარეულ თუ შინაურ მოშურნეს მოვაკეტინებთ!

  • dimitri

    Mandela გასაგები ის არის რო რაგბი არის სუფთა და არა გაკომერციულებული სპორტის სახეობა რომელსაც მარტავენ ტოტალიზატორები და ფულზე დაგეშილი ჩინოვნიკები პ.ს. ჯონა ლომუ ზემოთ ჩამოთვლილებზე არანაკლები სპოტსმენი იყო პ.პ.ს. შუმახერმა რა დაგიშავა? :)

  • Mandela, შე "განათლებულო" ! )))

    როგორაო, როგორო წინა კომენტარში - ანბანს ვერ აგნებთ კლავიატურაზეო? რომელი, რა უფრო ცუდია კლავიატურაზე ანბანის "ვერმიგნება", თუ ქართულის -მშობლიურის (ხომ ქართველი ხარ, მართლა Mandela ხომ არ ხარ, ან არ ხარ ქართველი და უბრალოდ, ქართველებს ნერვებს გვიშლი, თუ ასეა და რის გამოც, გწერდით უკვე -... !) უცოდინარობა? აი, "ჩვენო" Mandela: 1)უპირველესად, ქართულში არსებობს სასვენი ნიშნები, მ.შ. "მძიმე", რომელიც გამოიყენება რაიმეს ჩამოთვლისას, სიტყვების ერთმანეთისგან გამოსაყოფად; 2) ასევე, სახელი და გვარი იწერება ცალცალკე და არა ისე, როგორც "შენშია" - "ანდრეაგასი"; 3) "სპორცმენი" შეცდომაა, უნდა იყოს სპორტსმენი. მაგალითი? რამდენიც გინდა: ჯონა ლომუ, ჯონ ვილკინსონი, კარტერი... და გორგოძე, ზირაქაშვილი და ა.შ. და ბოლოს, 4) როცა რაიმეს ხშირად "ვერ იხსენებენ" და ქრონიკული გულმავიწყობა აქვთ, როგორც შენ აღნიშნავ საკუთარ თავზე, ამას ს კ ლ ე რ ო ზ ი ეწოდება! ექიმი გჭირდება(!)?

  • giga

    ბოღმიანებმა ეგ თქვნი ბოღმა გადაყლაპეთ .. არ მოგწონთ რას აკომენტარებთ მერე.

  • mandela-s

    რა გინდა?! საქმე გამოგელია? წადი რა ბეისბოლს უყურე ან კლავიატურაზე სწრაფად ბეჭდვაში იმეცადინე, რაღაც გააკეთე რა:)

  • fraternity

    მანდელას, ეს სახელები და გვარები ალბათ ვიკიპედიიდან გაქვს ამოკრეფილი. ცნობისთვის, დავიდ ფერერი არ არის ასეულის ჩოგბურთელი. რამდენიმე თვის წინ იყო ათეულის მოთამაშე და ოდნავ უფრო ადრე ხუთეულის. მეორე, ბატონს ჯენსონი ჰქვია და არა ჯეისონი. რაგბის ვარსკვლავებს რაც შეეხება: ჯონა ლომუ, ბრაიან ჰაბანა, ჯულიან სავეა, დენ კარტერი, ჯონი ვილკინსონი, დევიდ ფოქოქი, მამუკა გორგოძე, რიჩი მაქოუ, პოლ ოკონელი, დენ ბიგარი და ა.შ. ასე რომ სისულელეების წერას და უაზრო ვითომ არგუმენტებს ჯობია უბრალოდ თქვა რომ არ მოგწონს რაგბი და მოგწონს ფეხბურთი ან ნებისმიერი სხვა სპორტი. ამას ყველა გაიგებს მაგრამ შენ რაც დაწერე ეგ შენს საწინააღმდეგოდ ლაპარაკობს. რაც ნაკლებს ილაპარაკებ მით ნაკლებ სისულელეს იტყვი

  • luka

    ერთხელ ვერ გასულხართ შვილო მსოფლიო ჩემპიონატზე და ვერც ევროპაზე. საუკეთესო ნაკრები რომ გვყავდა ფეხბურთში მაშIნაც კი ვერ შეძელით იმიტომ რომ ფეხბურთშ თამაშOბს უნებისყოფო და სიმულანტი ხალხი. ხოდა მიხედეთ მაგ სიმულანტობას. რაგბი რა თქვენი საქმეა თქვენი საქმეა ბიუჯეტის უაზროდ ჭამა და ბმვ კიდევ ახალი.

  • giorgi

    მიხედეთ ბიძიკო თქვენ საქმეს და შეეშვით რაგბის .არ არის მშიშრების და სიმულანტების სპორტი ეს . ასეთი წარმატებული რომ არის მაგიტომ გეწვით ერთი ადგილი. თქვენმა სათაყვანო მილანმაც კი უკვე ჰაკა შეასრულა. ჰაჰაჰა.

  • LAZI

    დღეს კი იმის თქმა თამამად შეიძლება რომ საქართველოში რაგბის ნაკრებს ყველაზე დიდი რაოდენობის გულშემატკივარი ყავს

  • LAZI

    მე ფეხბურთის სიგიჟემდე მოყვარული ვარ და მისი თამაშით დიდ სიამოვნებას ვიღებ, მაგრამ აი ყურებით კი უკვე რაგბითაც არანაკლებ სიამოვნებას ვიღებ და ადრე თუ მხოლოდ საქართველოს ნაკრების თამაშებს ვუყურებდი ეხლა უკვე სხვების თამაშებსაც სიამოვნებით ვუყურებ, ზელანდიის ყურება ძალიან დიდი სიამოვნებაა...ამიტო აღარაა ძალიან შორს ის დრო როდესაც რაგბი და ფეხბურთი გათანაბრდება საქართველოში

  • Mandela-ს ???

    "ვა, ცოცხალი ხარ, ტო?" :) Mandela და ქარტული კლავიატურის ცოდნა? "მაგარია"! შენ და შენი "ნააზროვნები" რაღაც ვერაა და საერთოდ, კითხულობ სხვათა კომენტ-ებს, თუ საკუთარი სიზმარ/წარმოდგენებით საზრდოობს შენი "გონი"?! არაა საჭირო შენი თანამემალ(ეებ)ის მიმართ ამდენი ღვარძლის ნთხევა,...

  • LAZI

    ფეხბურთის პოპულარობას განაპირობებს მისი მასობრიობა, ანუ ფეხბურთს თამაშობს ყველა და თამაშობს ყველგან....რაგბს კი მხოლოდ პრეფესიულად თამაშია შესაძლებელი..როცა მოვა დრო რომ რაგბის თამაში საზოგადოების არაპროფესიონალ ნაწილსაც შეეძლება აი მაშინ დარწმუნებული ვარ საქართველოში რაგბი ყველაზე პოპულარული გახდება

  • ბესო72

    ტელეტრანსლიაცია იქნებაა ? ან ინტერნეტით მაინც თუ შეგვეძლება ფიჯი-საქართველოს მატჩის ყურება ?

  • Mandela

    1) ფეხბურთი არის მარადონა მესი კ.რონალდო ზიდანი ვანბასტენი ტოტი დელპიერო ბატისტუტა კრუიფი მაქსველი სავიოლა და ხომ ხვდებით უკვე ძაან შორს წავალთ . 2)კალათბურთი არის ჯორდანი ლარი კარიმი მეჯიქი რასელი აიზია პიპენი როდმანი კობი ლებრონი კარი ანტეტაკუმპოც კი და უკვე ვატყობთ რო აქაც შორს მივდივართ. 3)ჩოგბურთი არის როჯერი რაფა ჯოკოვიჩი პიტ სამპრასი ანდრეაგასი მარი ვავრინკა რაონიჩი შარაპოვა დიმიტროვი ცონგა დოლგოპოლოვიც კი სერენა და სხვები. 4) ფორმულა 1 არის აირტონ სენა ხუანმანუელფანხიო ნიკი ლაუდა ალან პროსტი ფერნანდო ალონსო კიმი რაიკონენი ლუის ჰამილტონი სებასტიან ფეტელი რუბენს ბარიკელო ჯეისონ ბატონი მარკ ვებერი და ასევე ძალიან ბევრი სხვა. 5)რაგბი არის ------------------------- უბრალოდ ვერ გავიხსენე ისეთი ვინმე რომ ზემოთ ჩამოთვლილ გვარებს შევადარო მაინც. 6) გაგიკვირდეთ ეგებ მაგრამ მე ვიტყვი ორ სპორცმენს რომლებიც უფრო პოპულალურები არიან მსოფლიოს მასშტაბით ვიდრე რაგბი ესენია უსეინ ბოლტი და ტაიგერ ვუდსი. რავი მემგონი ყველაფერი მარტივი და გასაგებია :)

  • nodi-s

    მთავარია შენ ხო გჯერა:)

  • გ

    არის ხალხი, რომელიც ოპრას ვერ იგებს, მიუხედავად იმისა, რომ მუსიკის მწვერვალია. ასეა რაგბიც...

  • qomagi

    nodi-ს და გიო-ს ერთსაც და მეორესაც გეტყობათ რომ ჩვენი სასიქადულო მორაგბეთა წარმატება ყელში ძვალივით გაქვთ გაჩხერილი. ჰოდა, ერთ რჩევას მოგცემთ: წადით ბაზარში და ვაშლი გაყიდეთ

  • Mandela

    ბიჭო კლავიატურაზე თ-ს ჟ_ს ჭ_ს და ღ-ს ვერ აგნებთ და ამას საიდან მიაგენით ფეხბურთს თურმე რაგბი რო ჯობია. ფეხბურთი იყო არის და იქნება ნომერ 1 სპორტი მთელ მსოფლიოში (საქართველოშიც ულაპარაკოდ რა თქმა უნდა რაც არუნდა გაფარჩაკეBულ Dღეში იყოს იგი და რაც არუნდა რუსეთს ვუგოთ რაგბში ყოველდღე 100:0 ახლოსაც ვერ მივა მაინც ). ნომერ 2 სახეობა მსოფლიოშიც და საქართველოში არის კალათბურთი ასე რომ მერე მოდის სხვა დანარჩენი. ხოლო მსოფლიოში რაგბზე უფრო პოპულალური და ყურებადი სპორტებიც ძალიან ბევრია აი ძაან . ზოგადად ევროპაში ამერიკასა თუ სამხრეთ ამერიკაში ხალხმა იცის ჩოგბურთის რეიტინგის ასეულში მყოფი დავიდ ფერერი მაგრამ ძალიან გაუჭირდებათ გაიხსენონ ბოლო მსოფლიო ჩემპიონი რაგბიში (ისე 5-10 წლის შემდეგაც უკვე მიღწევა იქნება ამ სპორტის ხსენების დროს ხალხმა რომ არ თქვან -ეს სიტყვა პირველად მესმის-)

  • me

    თუ არ გაინტერესებთ ეს რაგბი და არ მოგწონთ რას შევარდებითხოლმე ყველა სტატიაზე ფეხბურთზე არი სტატიები ამ საიტზე 99% და ის იკითხე და აკომენტარე ვინმე გაძალებს რაგბს უყურეო? ვიღაცას ფეხბურთი უფრო მოსწონს ვირაცას ბალეტი ვიღაცას რაგბი ვიღაცას პორნოგრაფია(ჩვენი ფეხბურთი თითქმის იგივეა ისე) და ასე შემდეგ რას დაობთ. მე რაგბი მომწონს უფრო ნაკლებად იდგმება სპექტაკლები და რავიცი რა ასეა ცხოვრება

  • Paata

    წარმატებები ბიჭებო

  • nodi

    კარგი რა, ნუ შეჭამეთ ტვინი ამ რაგბით. ვიცით და ძალიანაც გვსიამოვნებს იმ ადამიანებს, ვინც ფეხბურთს პირველ ადგილზე აყენებს, რაგბისტების წარმატება, მაგრამ სპორტის ეს სახეობა ახლოსაც ვერ მივა ფეხბურთთან. ან საერთოთ ამ ორი სხვარასხვა სახეობის სპორტის ერთმანეთთან შედაერებაც სისულელელეა და უადგილოდ მიმაჩნია. წარმატება პროგრესის გზაზე მდგარ ქართულ რაგბს და მაჩანჩალა ქართულ ფეხბურთსაც,მაგრამ მე მაინც მჯერა, რომ ქართული ფეხბურთი ისევ იტყვის თავის სიტყვას და რაგბი მხოლოდ შიგა და შიგ თუ ვინმეს გაახსენდება, ისე როგორც ეს ქართული ფეხბურთის აღმავლობის წლებში იყო.

  • tato

    გიო საერტოდ მოდებაში არა ხარ რაგბის მეგობარო და ეგეთ გაუაზრებელ კომენტარს მაგიტომ დებ შეეშვი რაგბს... სერიოზული პროგრესი გვაქვს, ახლა ყველაზე მთავარია საკლუბო რაგბსაც მიხედონ, რომ ევროპაში გავიდეთ , მერე ნახე წარმატებები და ბობოლა ნაკრებების ბეჭებზე გაკვარა. წარმატებები ჩვენს ლომებს!

  • გიო58

    გიო-ს, ამ ჩემს ფეხებს თუ არ გაგიჩნდება. წადი რა და სხვა რამეზე აკომენტე, თუ არა გაქვს ინტერესი.

  • ქართველი

    "გიო"-ს ვაი შე უბედუროო...

  • გ

    შედით მსოფლიო რაგბის საიტზე და ნახავთ ნაკრებების რეიტინგს და შესაბამისად იმასაც რამდენი ქვეყანა თამაშობს რაგბს - 16 კი არა 6-ჯერ 16.

  • gio-s

    ფეხბურტს რამდენი თამაშობს 137ადგილზე რო ვართ?

  • გიო-ს

    რაო, რამდენი ქვეყანა თამაშობს რაგბისო? განსჯისთვის და ცოტა სააზროვნოდ(აც): 1. აი, რუსეთი რომ მე-20-ა "არაფერი"? 20>16 ! 2. ამ ოცეულში ესპანეთი, პორტუგალია, გერმანია, ბელგია, ნამიბია და ა.შ. რომ არ შედის "არაფერი"? 16-ზე მეტია? 3. რახან ჩვენზე სუსტები არიან და სხვებს ვუგებთ, ე.ი. არ ვარგა და სხვები თუ/როცა გვიგებ(დნ)ენ - მაშინ უფრო დასაფასებელია? ჰოდა, ამ "ჩვენზე სუსტებიდან", "გუშინ" რომ ბარე ორი (მაინც) რუმინეთი, სამოა, ტონგა... რუსეთიც გვიგებდა, ის დრო უნდა დავაბრუნოთ? ა რ ვ ა რ გ ა შენი ლოგიკა/მსჯელობა! ვერაა! ვერ ერკვევი და თავს ნუ გამოიდებ სხვათა გულისატკენად, დაიმსახურებ...

  • gios

    გიო პიჯს ინგლისიც ყავდს დამარცხებული დფა ირლანდიაცსხვადასხვა დრო ს ერთ ადგილზეტრიალი არის ისსულ რუმუნეთტან როგვიცევს ჯახი დარსეთტან როვიხარშებოდით ერთქვაბში თუ ესეთი ტესტები რელგულარული იქნება შორს არა ისდრო როცა ბობოლა ნაკრებსაც გვარიან წინაღმდეგობასგ აუწევთ

  • musenbazi

    ფიჯი კუნძულელებიდან ყველაზე ძლიერია, სრული შემადგენლობით რომ იყოს ორივე გუნდი ძალიან მაგარი თამაში გამოვიდოდა!!!

  • გიო

    რაგბის ინტერესი მხოლოდ მაშინ შეიძლება გამიჩნდეს, სარაგბო ქვეყნებიდან, ანუ რეიტინგში პირველ 9 ადგილზე მყფთაგან ერთს მაინც თუ მოუგებენ. სხვა შემთხვევაში ერტ წრეზე ტრიალია. მსოფლიოში რაგბს სულ 16 ქვეყანაში თამაშობენ და იქ მე-12 ადგილზე ყოფნა ვერაფერი სატრაბახოა. ეს არის სიმართლე, დანარჩენი თავის მოტყუებაა.

  • me

    უნდა შევუტიოთ ჩვენი თამაში მოვახვიოთ თავს და გვექნება შანსი. ბურთი გავუჭედოთ და სტატიკურში ვაჯობოთ უნდა დავჟეჟოთ კარგად თავიდან

  • ტარიელი

    ჯონ მაკკი გულახდილად ამბობს, რომ კარგად უნდა ითამაშონ შერკინებაში, ასევე დაცვაში,ასევე ფეხით და ასევე ხელით.:) :)

  • gio

    ბორჯღალოსნებო გვეამაყებით და გვეიმედებით! თქვენს გვერდით გვიგულეთ, საამაყო ხალხი ხართ, ნამდვილად!

  • შვეტე იასონ

    დარწმუნებული ვარ მე-16-ე მსაჯი ეყოლებათ.

  • LAZI

    მაშ ფიჯელების სრული სერიოზულობით გვხვდებიან? დიდი რკენა იქნება)))

  • levan

    წარმატებები ჩვენს ბიჭებს, მიუხედავად იმისა რომ წამყვანი მოთამაშეები აკლიათ, მაინც ძალიან მაგრად თამაშობენ

  • melqisedekma tqva arao

    იმედია აჩვენებს პირველი არხი ამ თამაშს!

გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება

მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა

მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება

"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"

"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი და რეიტინგ-ლიდერი სამხრეთ აფრიკა

დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“

"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა

სავსე ტრიბუნების დროა!

ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ

საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!

გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება