24 ივნისს, სუვაში, საქართველოს ნაკრები ივნისის ტესტების ბოლო მატჩში ფიჯის ეროვნულ გუნდს ეთამაშება
24 ივნისს, თბილისის დროით დილის 7 საათზე, სუვაში, საქართველოს ნაკრები ივნისის ტესტების ბოლო მატჩში ფიჯის ეროვნულ გუნდს ეთამაშება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.

"ბორჯღალოსნებმა" ოკეანეთში უკვე ორი ტესტი გამართეს. 11 ივნისს აპიაში სამოას დავუპირისპირდით და მატჩი ფრედ, 19:19 დასრულდა. მეორე დღეს ნაკრები ფიჯიზე გაემგზავრა, სადაც 15 ივნისს, ტონგას ვეთამაშეთ და 23:20 გავიმარჯვეთ.

სამოა-საქართველო 19:19 - ფრე კუნძულებზე [VIDEO]

ტონგა-საქართველო 20:23 - ზღვა სიხარული ოკეანეში [VIDEO]

"ტონგასთან ძალიან დაძაბულ მატჩში, დიდი ძალისხმევით მოპოვებული გამარჯვების შემდეგ მთელი ყურადღება აღდგენასა და დასვენებაზე გადავიტანეთ, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ ფიჯიმდე 6-დღიანი მოსამზადებელი პერიოდი გვქონდა.

მწვრთნელები იმ კომპონენტებს ვაქცევთ ყურადღებას, რომლებშიც, ჩვენი აზრით, ცოტა რამ გვაქვს გამოსასწორებელი, რათა ტურნეს დასკვნით ტესტში ფიჯისთან მომგებიან პოზიციაში ვიყოთ.

ზოგიერთ მოთამაშეს ტონგას შემდეგ მცირე და უმნიშვნელო ტრავმები ჰქონდა, მაგრამ არაფერი ისეთი, რაც სამატჩო რაზმში მოხვედრაში ხელს შეუშლის.

წინა შაბათს ტონგასთან ისტორიული გამარჯვების (ოკეანეთში პირველად) შემდეგ, მნიშვნელოვანია, რომ ქართული რაგბის ისტორიის ახალი გვერდი დავწეროთ და მერწმუნეთ, რომ მთელი გუნდი საამისოდ ყველაფერს ვაკეთებთ", - თქვა საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.

მატჩის წინ მასპინძელთა ნაკრების ახალზელანდიელმა თავკაცმა ჯონ მაკკიმაც გააკეთა კომენტარი:

"ქართველებს ძალიან კარგი ტური გამოუვიდათ კუნძულებზე და ახლა ნამდვილად იმაზე ფიქრობენ, რომ ტურნე წაუგებლად დაასრულონ. ასე რომ, დიდი მატჩი გველის. ჩვენი მიზანი ყოველთვის ისაა, რომ შინ ნებისმიერ მეტოქეს უნდა მოვუგოთ ტესტი. საამისოდ კი დიდი ბრძოლის გადატანა მოგვიწევს. მეტოქის სიძლიერეს მორკინალები განაპირობებენ, ჩვენ ამ კომპონენტში არ უნდა დავიჩაგროთ. დაცვაში კარგად უნდა ვითამაშოთ და ფეხითაც სათანადოდ გავისარჯოთ. შესაძლოა, უპირატესობა ხელით გაშლილ თამაშში მოვიპოვოთ".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ფიჯის ეროვნულ გუნდთან სულ ერთხელ ითამაშა. კუნძულელები 2012 წელს გვსტუმრობდნენ და 24:19 მოგვიგეს.

საქართველოს ნაკრები

პირველი ხაზი: ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე), კარლენ ასეიშვილი (ბრივი), შალვა მამუკაშვილი (გლაზგო), ჯაბა ბრეგვაძე (ვორსტერი), ანტონ ფეიქრიშვილი (ბაიონი), ირაკლი მირცხულავა (ტარბი), ნიკოლოზ ხატიაშვილი (ორიაკი).

მეორე ხაზი: გიორგი ჩხაიძე (ლილი), გიორგი ნემსაძე (ტარბი), ნოდარ ჭეიშვილი (ლელო)

მესამე ხაზი: შალვა სუთიაშვილი (ანგულემი), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), ლაშა ლომიძე (ბეზიე), ბექა ბიწაძე (შამბერი), საბა შუბითიძე (აკადემია), გიორგი მჭედლიშვილი (ჯიქი)

#9: ვაჟა ხუციშვილი (ლოკომოტივი), გიორგი ბეგაძე (ყოჩები)

#10: რეზო ჯინჭველაშვილი (აია), ლაშა ხმალაძე (ლელო), ლაშა მალაღურაძე (კრასნი იარი)

#12-13: დავით კაჭარავა (ენისეი), მერაბ შარიქაძე (ორიაკი), თამაზ მჭედლიძე (აჟენი)

#11-14: ალექსანდრე თოდუა (ლელო), გიორგი ფრუიძე (აია), ანზორ სიჭინავა (აკადემია)

#15: ბექა წიკლაური (ლოკომოტივი), მერაბ კვირიკაშვილი (მონლუსონი)

გასულ უქმეებზე ფიჯის ნაკრებმა 2019 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევ მატჩში შინ მოუგო სამოას ეროვნულ გუნდს - 26:16. ფიჯელებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:

ფიჯი

15. სამისონი ვირივირი, 14. ვაისეა ნავაკალევუ, 13. ვერენიკო გონევა, 12. ერონი ვასიტერი, 11. პატრიკ ოსბორნი, 10. სერემაია ბაი, 9. ჰენრი სენილოლი. 1. კამპეს მააფუ, 2. სუნია კოტო, 3. ლეროი ატალიფო, 4. აპი რატუნივარავა, 5. ტევიტა კავუბატი, 6. ლეონე ნაკარავა, 7. ნაულია დევაი, 8. ერემასი რადროდრო.

16. ვილიამე ვეიკოსო, 17. პენი რავაი, 18. ტანიელა კოროი, 19. ნემია სოკეტა, 20. მოსესე ვოკა, 21. სერუპეპელი ვულარიკა, 22. ბენ ვოლავოლა, 23. ბენიტო მასილევუ

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

lomo
მიდით ჩვენო უძლეველო მგლებო მთელი საქართველო თქვენთანაა. ეს მატჩი ჩვენი ისტორიის ნაწილი უნდა გახდეს. ჩვენ გვჯერა თქვენიიიი იხარეთ და მიუძღვენით ეს თამაში ქართველ ერს
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
ბორჯღალოსნები | სამოასთვის შემადგენლობა შეირჩა
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს