"რუსთავი" ახალ სეზონს 15 აგვისტოს, ვანის "სულორთან" საქართველოს თასის შესარჩევი ეტაპის მატჩით იწყებს
საქართველოში ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყებამდე დაახლოებით თვენახევარი რჩება და გარდამავალი ჩემპიონატისათვის მზადება უმაღლესი ლიგის თითქმის ყველა გუნდმა უკვე დაიწყო, ერთი-ორი კი ამ დღეებში შეუდგება მზადებას.

უმაღლესი ლიგის მსგავსად, ასევე განსხვავებული ფორმატის ტურნირი იქნება პირველ ლიგაშიც: 9-9 გუნდი გადანაწილებულია ორ ("წითელი" და "თეთრი") ჯგუფში და ამ 18 გუნდიდან მომავალ სეზონში (2017 წლის გაზაფხულზე რომ უნდა დაიწყოს) ლიგა პრო 2-ში (ანუ რანგით მეორე ლიგაში) მხოლოდ 6 გუნდიღა დარჩება...

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ამ 18 გუნდიდან პირველ ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს "წითელ" და "თეთრ" ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილებზე გასული ოთხი გუნდი, აგრეთვე, პლეი ოფში გამარჯვებული კიდევ ორი გუნდი. ამ პლეი ოფში კი მონაწილეობას მიიღებენ ორივე ჯგუფში III-VI ადგილებზე გასული გუნდები...

პირველი ლიგის გათამაშების ახლებურ ფორმატზე ამ ტურნირის დაწყების წინ უფრო ვრცლად ვისაუბრებთ. მანამდე კი ის უნდა ვთქვათ, რომ ახალი სეზონი პირველ ლიგაში 19 აგვისტოს იწყება და რამდენიმე გუნდის ("ვიტ ჯორჯია", "გაგრა") მსგავსად, მზადება "რუსთავმაც" დაიწყო.

"რუსთავი" ახალ სეზონს თასის შესარჩევი ეტაპის მატჩით (15 აგვისტოს, ვანის "სულორთან") იწყებს, შემდეგ კი პირველი ლიგის ურთულესი, ერთწრიანი გათამაშება დაიწყება, სადაც "თეთრ ჯგუფში" გუნდის მეტოქეები იქნებიან "მერანი", ხობის "კოლხეთი", "სამგურალი", ცხინვალის "ლიახვი", "მეშახტე", "იმერეთი", "ჩხერიმელა" და პირველი ლიგის დებიუტანტი "მარკ სტარი".

ამ ჯგუფის უმთავრეს ფავორიტად, რაღა თქმა უნდა, "მერანი" უნდა მივიჩნიოთ; აი, მეორე ადგილისათვის კი, დიდი ალბათობით, რამდენიმე გუნდი იბრძოლებს და ერთ-ერთი რეალური კანდიდატი "რუსთავიც" იქნება, რომლის მთავარი მწვრთნელი ვარლამ კილასონია თავის მშობლიური ქალაქის გუნდში ამა წლის აპრილში დაბრუნდა. ბოლოს ის უმაღლეს ლიგაში "სიონის" დამრიგებლად მუშაობდა.

გუშინ კი კილასონიამ პირველი ვარჯიში ჩაატარა "ფოლადის" სტადიონზე და გარკვეული პერიოდის განმავლობაში გუნდი სწორედ აქ გაივლის შეკრებას. თუმცა არ არის გამორიცხული ისეთი ვარიანტიც, "რუსთავმა" 12-დღიანი შეკრება უცხოეთში გაიაროს. კლუბის დირექტორის, ბადრი მაჭავარიანის თქმით, გუნდში სტაბილური ფინანსური მდგომარეობაა და ქალაქის ხელმძღვანელობისაგანაც (მერი - დავით ჯიქია) სერიოზულ ყურადღებასა და დაინტერესებას, ფაქტობრივად, ყოველდღიურად გრძნობენ.

ახლა კი "რუსთავში" მომხდარ ცვლილებებზეც: რაც მთავარია, გუნდში დარჩნენ 18-19 წლის ადგილობრივი, პერსპექტიული ფეხბურთელები, რომლებმაც მშვენივრად წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები წინა სეზონში.

თუმცა, ადგილობრივ ფეხბურთელთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა და გარკვეული პაუზის შემდეგ მშობლიური ქალაქის გუნდში დაბრუნდნენ ერთიმეორეზე იმედისმომცემი ფეხბურთელები: 22 წლის გიორგი ნარიმანიძე ("საპოვნელადან"), 22 წლის კახაბერ კაკაშვილი ("ჩიხურადან"), 23 წლის ვარლამ კილასონია-უმცროსი და 20 წლის გიორგი კილასონია (ორივე - "სიონიდან").

ასევე მშობლიური ქალაქის გუნდში გააგრძელებს კარიერას 22 წლის მარცხენა გარემარბი ლაშა ციცვიძე ("ალგეთი").

ამ ადგილობრივი ახალგაზრდების გარდა, "რუსთავში" სხვა ახალწვეულებიც არიან, რომლებმაც გასული სეზონი უმაღლეს ლიგაში გაატარეს: 25 წლის მარცხენა მცველი გიორგი ლემონჯავა, 23 წლის საყრდენი ნახევარმცველი მერაბ გიგაური (ორივე - ფოთის "კოლხეთი"), 23 წლის მეკარე დავით ლეგაშვილი ("დილა").

აღსანიშნავია, რომ ლეგაშვილმა გასული სეზონის პირველი წრე სწორედ "რუსთავში" გაატარა და საყოველთაო აზრით, პირველი ლიგის გათამაშებაში, უდავოდ, საუკეთესო მეკარე გახლდათ.

აი, რაც შეეხება გიგაურს, ეს ნახევარმცველი რუსთავში ადრეც თამაშობდა (2013/14 წლების სეზონის მეორე წრეში) და მაშინაც ვარლამ კილასონია ხელმძღვანელობდა იმ დროისათვის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე "მეტალურგს". ლემონჯავა კი პირველად მოირგებს რუსთავური გუნდის მაისურს, ისევე, როგორც ფოთის "კოლხეთის" კიდევ ერთი ფეხბურთელი - 27 წლის დათა სიჭინავა. ამ უკანასკნელს წარდგენა არ სჭირდება: ეს შემტევი ნახევარმცველი საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა "სტანდარტულების" შესრულებაში.

თუმცა, "რუსთავის" ყველაზე ცნობადი ახალწვეული, რაღა თქმა უნდა, მიხეილ ალავიძე გახლავთ: 28 წლის მეკარეს სხვადასხვა დროს "თბილისში", "ლოკომოტივში", ბათუმის "დინამოსა" და უზბეკურ "შორტანში" უთამაშია. ასევე სხვადასხვა დროს იცავდა რუსთავის "მეტალურგის" ("ოლიმპის") ღირსებას და, რა თქმა უნდა, 2006/07 წლების სეზონი (განსაკუთრებით, პირველი წრე) უნდა ვახსენოთ, როცა ლომის წილი შეიტანა რუსთაველთა გუნდის ჩემპიონობაში. იმასაც შეგახსენებთ, რომ მიხეილ ალავიძე ბოლო წლების განმავლობაში ბათუმის "დინამოში" თამაშობდა და 2014/15 წლების სეზონის დასრულების შემდეგ "ლელოს" ვერსიით საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედაც დასახელდა!

ამ 9 ახალწვეულის გარდა, "რუსთავში" სიახლეებს კიდევ უნდა ველოდოთ: როგორც კლუბის სპორტულმა დირექტორმა ლევან სილაგაძემ გვითხრა, რამდენიმე ფეხბურთელთან მოლაპარაკებები, ფაქტობრივად, დასრულებულია და ისინი "რუსთავს" უახლოეს დღეებში შეუერთდებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეს
არის ესეთი მომენტი უმცროსი კილასონიას და კაკაშვილის დებიუტი უფრო 19 აგვისტოს ჯობია
წოწორია
მიდი ვარლამ მიაწექი,მარტვილი (ინჩხური)შენთანაა.... :)
bacho
დავაი რუსთავი
ლეს
ალავიძე, გიგაური, ვარლამ კილასონია-უმცროსი გიორგი კილასონია ლეგაშვილიც 15 აგვისტოს ათამაშეთ ლემონჟავა 19 აგვისტოს და ნახავთ ამათ პროგრეს რა დონეზე მოუმატებენ სტატისტიკას საჭირო დროს საჭირო ადგილზე ! მალადეც ვინც ეს ხალხი მოიწვია გუნდში მადლობა !!! + დათა სიჭინავა გამომრჩა 15 აგვისტოს ხოლო ნარიმანიძე და ლაშა ციცვიძე არაა სასურველი პირველ ორ თამაში მაგათი დებიუტი სამწუხაროდ
ლეს***ი
ალავიძე, გიგაური, ვარლამ კილასონია-უმცროსი გიორგი კილასონია ლეგაშვილიც 15 აგვისტოს ათამაშეთ. ლემონჟავა 19 აგვისტოს და ნახავთ ამათ პროგრეს რა დონეზე მოუმატებენ სტატისტიკას საჭირო დროს საჭირო ადგილზე ! მალადეც ვინც ეს ხალხი მოიწვია გუნდში მადლობა !!!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 0:3 ტორპედო. ჩვენ ვნახეთ ჩემპიონობის რეალური კანდიდატი...
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ძელი რომ არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
ორბმა მარგვეთი დაამარცხა და სერია მე-5, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა
სალაჰი "ფენერბაჰჩესთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს - ეგვიპტელი 20 მილიონს ითხოვს
[VIDEO] იოკიჩი პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტამ" "დენვერი" სამი ლიდერის გარეშე დაამარცხა
კონფერენს ლიგა. აზაროვი არ ათამაშეს - "შახტარი" "კრისტალ პალასთან" დამარცხდა
ევროპა ლიგა - "ბრაგამ" და "ნოტინგემმა" მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს
უეფამ საუკეთესოდ დემბელე აღიარა - კვარაცხელია სიმბოლურში შეიყვანა
7-ქალა | მონაკოს ტურნირისთვის შემადგენლობა შეირჩა
ქუთაისი ნახევარფინალშია | ბათუმმა გორში იმარჯვა და სერიაში 2:1 დაწინაურდა
"უცხოელი მწვრთნელი რა საჭიროა?" - მოურინიოს რჩევა იტალიის ფეხბურთის ფედერაციას
[VIDEOS] NBA: "ორლანდო" და "ტორონტო" დამარცხდნენ
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგი" "ტონდელასთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] ორივე გოლი პენალტით გაიტანეს - "ატლეტიკომ" და "არსენალმა" ფრედ ითამაშეს
სიტუაცია რთულია - რა მოხდება საფონოვმაც რომ ტრავმა მიიღოს
15-წლამდე ნაკრები ერევნის განვითარების თასზე მიემგზავრება
სიომინი: ხვიჩა მსოფლიო დონისაა - ყველაფერი შეუძლია
საფრანგეთის ნაკრების მეკარე პსჟ-დან წასვლას აპირებს
"კვარაცხელია გარემარბების ახალი სტანდარტი და მისაბაძი მაგალითია" - ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელი
დავით ნემსაძე "ბორჯღალოსნებისა" და "შავი ლომის" ფიზ. მომზადების მთავარი მწვრთნელია
ედერსონ ზაფხულში სავარაუდოდ, "ფენერბაჰჩეს" დატოვებს
39 წლის უგო ლორისს დეშამი მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანს
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
ეროვნული ლიგა. XIII ტურის წინ: ვარლამ კილასონიას პირველი
შექმნილი ვითარება ხვიჩა კვარაცხელიას "ლოკომოტივში" გადასვლაში ხელს არ შეუშლის
"რუსთავის" დირექტორი: "ბარსელონა" აგებს შინ და ჩვენ თუ მარტვილში ვაგებთ, გარიგებაა?!
კოლეგა კოლეგას: უბრალოდ, ტუხა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
კონკურენცია საქართველოსაც მოუხდება - გიორგი მაკარიძე ნაკრებში ბრუნდება
საქართველოს თასი. 1/4-ფინალის წინ: შეხვედრა წარსულთან
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
"რუსთავს" ისევ ახალი მწვრთნელი ჰყავს - ამჯერად უჩა სოსიაშვილი
როგორი იქნება 2017 წელს ქართული ფეხბურთი? სფფ-მ და კლუბებმა ქობულეთში იბაასეს
ეროვნული ლიგის მე-3 წრის საუკეთესოები დასახელდა
გია გეგუჩაძე: ვცდილობთ, წარსული შეცდომები გავითვალისწინოთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-0 რუსთავი. სტუმარს მეტი შანსი ჰქონდა...
დათა სიჭინავა "რუსთავში" მესამედ დაბრუნდა
"ცხინვალის" ფეხბურთელი Sportall.ge-სთან საუბარში თურქეთში დაკავების დეტალებს ჰყვება
"რუსთავის" დირექტორი: "ლოკომოტივს" კვარაცხელიას თაობაზე არ მოუმართავს, მათ კონტრაქტის გამოსყიდვის პრიორიტეტული უფლება აქვთ
საქართველოს ჩემპიონატი. I ლიგა: ახალწვეულთა დომინაცია
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
"საბურთალოს" 3 ფეხბურთელი სიმბოლურში - ეროვნულმა ლიგამ პირველი წრის საუკეთესოები დაასახელა
"რუსთავს" ვარლამ კილასონია გაწვრთნის
რამდენს მიიღებს "რუსთავი" ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერიდან ?
ბოლნისის "სიონი" ვარლამ კილასონიამ ჩაიბარა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
დათა სიჭინავა "რუსთავში" დაბრუნდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-1 რუსთავი. ისინი ჩემპიონატს სიცოცხლეს უნარჩუნებენ...
დათა სიჭინავა კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს
ბათუმის "დინამო": თუ კიჩაკი არა, მაშინ ტიმოფეევი...
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
ქველმოქმედება: გავცდეთ საზღვრებს!..
"ლელომ" და "ლიდერბეთმა" ოქტომბრის ლაურეატები დააჯილდოვეს
გაზეთ "ლელოს" ჟურნალისტი გია ტუხაშვილი რუსთავის საპატიო მოქალაქე გახდა
"ჩემი მიზანი მაღალი დონის გუნდში გადასვლაა" - დათა სიჭინავა საფრანგეთში მიდის