"რუსთავის" დირექტორმა ბადრი მაჭავარიანმა Sportall.ge-სთან სფფ-ს მიერ მისი კლუბისთვის დაკისრებულ სასჯელზე ისაუბრა
საფეხბურთო კლუბ "რუსთავის" დირექტორმა ბადრი მაჭავარიანმა Sportall.ge-სთან სფფ-ს მიერ მისი კლუბისთვის დაკისრებულ სასჯელზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ სფფ-მ დღეს "მერანისა" და "რუსთავის" (2:1) მატჩი გარიგებულად სცნო და ორივე გუნდს სანქციები დააკისრა.

- დავით მუჯირი: "მერანსა" და "რუსთავს" გარიგებული მატჩისთვის სანქციები დაეკისრათ

- მერანი-რუსთავის მატჩი, რომელიც სფფ-მ გარიგებულად მიიჩნია [VIDEO]

"ფედერაციამ რითი იხელმძღვანელა და საიდან დაასკვნა, რომ მატჩი გარიგებული იყო, ნამდვილად არ ვიცი. ელემენტარული კომუნიკაციაც კი არ ჰქონია ჩვენთან. ჟურნალისტებმა ჩემზე პირველებმა გაიგეთ, რომ თურმე კლუბს სანქციები დაეკისრა.

ყველა ზომას მივმართავ, რის საშუალებასაც სპორტული სამართალი ითვალისწინებს და ამ ბრალდების დასამტკიცებლად სერიოზული სჯა-ბაასი მოუწევთ. მოიწვიონ სპორტული ექსპერტები, განიხილონ მატჩი, დაასაბუთონ, ვინ, სად და ვის გაურიგდა, შემდეგ კი შესაბამისად დაგველაპარაკონ.

უეფადან მოუვიდათ ცნობა ფსონზე და როგორ დაადგინეს, რომ მატჩი გარიგებული იყო? ამ ლოგიკით, 12 წუთში წააგო "მაკაბიმ" "ზენიტთან" და რა?!

ჩვენ "მერანთან" მატჩის 23-ე წუთზე მეკარე დაგვიშავდა, იძულებითი ცვლილება განვახორციელეთ, შემოვიდა 16 წლის მეკარე... ამასთან, 4 ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გვაკლდა და ამის ფონზე, ეს ხალხი ამბობს, 1:2 გარიგებული მატჩი იყოო...

არავინ დაგვლაპარაკებია, ღირსადაც არ ჩაგვთვალეს საქმის კურსში ჩავეყენებინეთ. ეგ კი არა, კალენდარს ისე ადგნენ, კლუბების ინტერესს არ ითვალისწინებენ. არც ის აინტერესებთ, კლუბები როგორ და რითი სუნთქავენ... და ამ დროს, ასეთი დასკვნები გამოაქვთ ერთ საათში იმ საქმეზე, რომლის განხილვასაც, როგორც წესი, ერთი თვე სჭირდება ხოლმე.

ჩვენ უდანაშალოები ვართ და არაფრის მტკიცებას არ ვაპირებთ. მათ დაგვიმტკიცონ, რომ დანაშავეები ვართ!

მერე მეორე: უმაღლესი ლიგისთვის იბრძვიან გუნდებიო... არსად გადასასვლელად არ ვიბრძვით - დებულება შეიცვალა, ვერც ვერსად გადავალთ და ვერც გადმოვალთ. ვიბრძვით სპორტულად მაღალი შედეგისთვის. ეს ჩვენი ბრძოლაა და სხვა რამ გაგიგიათ სპორტში, რისთვისაც შესაძლოა გუნდი იბრძოდეს?! ყველა გუნდი გამარჯვებისთვის იბრძვის და რა არის ამაში არასწორი?

"ბარსელონა" აგებს შინ და ჩვენ თუ მარტვილში ვაგებთ, მატჩი გარიგებულია?!

2 საათში ტური გვიწევს და რაზე ველაპარაკო ახლა ფეხბურთელებს, როცა 6 ქულა ჩამოაჭრეს, კლუბს ჯარიმა დააკისრეს, დაფინანსებას უწყვიტავენ იმის გამო, რომ ვიღაცამ ფსონი დადო... ამ ფსონებზე ხომ საერთოდ პირველად გავიგე.

ამ სამი დღის განმავლობაში ფედერაციაში მუჯირს 4-ჯერ შევხვდი. მართალია, სხვა პროექტებზე სასაუბროდ შევხვდით, მაგრამ ამ საკითხზე ხმაც არ ამოუღია. დღეს დილითაც კი ვიყავი სფფ-ში, სადისციპლინო კომიტეტის წარმომადგენლებს შევხვდი, მაგრამ არავის საქმის კურსში არ ჩავუყენებივარ. ეს არის ჩასაფრების პოლიტიკა - საიდან მოვიდნენ, რა უნდათ, არ ვიცი. ვინც დანაშაულში იყო ბრალდებული, აპატიეს და დააბრუნეს. ვგულისხმობ მსაჯებს", - გვითხრა კლუბის დირექტორმა.

Giviko
ბატონ მაჭავარიანს ალბათ უპასუხებენ მსაჯები და მოსთხოვენ ბოდიშის მოხდას რადგან მაგისანები არიან რომ ცილს წამენ უბრალო ადამიანებს
Giviko
რაც შეეხება მსაჯებს არავინ დაუბრუნებიათ მაგრამ აუცილებლად უნდა დააბრუნონ ისინი არ არიან დამნაშავეები არ არიან ფეხბურტში მაგრამ საიდან მოდის ჩაწყობილ თამაშებზე საუბარი სიჭინავას და მის დამქაშებს ჭირდებოდათ მსაჯების დაჭერა რომ თავისი .... გადაერჩინათ
Giviko
ყველაფერი ტყუილია მსაჯების დაჭერაც და ჩაწყობაც დასაჭერები ვინც იყვნენ ისინი გაუშვეს სიჭინავა გასაშვები იყო?
Giorgio
მე თუ მკითხავ ჩაწყობილი 2 წლის წინანდელი თასის ფინალი დინამო სამტრედია იყო.მუჯირმა და ზამთარაძემ გაიხსენეთ რა შემადგენლობა დააყენეს,ამ სამარცხვინო მატჩის მერე მუჯირმა ერთი მატჩის გმირი ტერეკში წაიყვანა.მუჯირიც და ზამთარაზეც გუნდიდან გაყარეს,მაგრამ ფედერაციის სათავეში აღმოჩნდნენ. ზირს სფფ!წადით თქვე უსაქმურებო!
kolin
კიდე ხმას იღებთ და არ გრცხვენიათ? რა, პირველად გაიგეთ, რომ თამაშებს აკეთებთ? ფედერაციას მოვუწოდებ, ბოლომდე ასე გააგრძელოს და ყველა ასეთი დაანახოს ხალხს! თქვენ ხართ ფეხბურთის მკვლელები და იმედია კობიაშვილი ბოლომდე გაგშიფრავთ!
მსაჯი
რომელი მსაჯი დააბრუნეს გვარი შეგვახსენე პატივსაცემო
dato
ეს დირექტორი ან არაკვალიფიციურია ან იდებილებს თავს. როგორ არ გადავა და გადმოვა არსად დებუილებაც არ ცოდნია ნორმალრუად, 1 ლიგაში 6 გუნდი ინარჩუნებს ადგილს მხოლოდ ანუ გავარდნის საფრთხე რეალურია 1 ლიგიდან. ასევე შედეგზე გარიგება უკვე აღარ ხდება არსად, ხდება გარიგება შეცვლებზე, ყვითლებზე, კუთხურებზე და ა.შ. მითუემტეს ფსონები თუ იდებოდა თამაშებზე ეგეც პირველად გაუგია )))
ბაჩო
რუსთავი დღეს-დღეობით პირველ ლიგაში კითამაშობს მაგრამ უმაღლესში თავისუფლად გაუწევს ნალუბოი გუნდს კონკურენციას :) პროსტა ეგაა რომ ვერ გადადის წელსაცუმაღლესში
დათო
გარიგება მარტო საბოლოო შედეგზე არ არის შეიძლება იყოს უამრავი ვარინატია
Ferre
Martalia es kaci. Paradis suni mcems vgoneb. Jer faqtebi da resultat dadet da shemdeg, miiget agmkveti gonisziebebii.. Data's shkolaaa?
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. ის, ვინც მოედანზე განსხვავებას ქმნის...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-4 ტორპედო. პირველი ტაიმის შემდეგ ვინ იფიქრებდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. ირბინეს, სცადეს და მეზობლებად დარჩნენ...
20 წ. | სამხრეთაფრიკულ სერიას ფიჯისთან ჯახით ვიწყებთ
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” მხარდაჭერით, საქართველოს დაჭრილ მებრძოლთა სპორტული გუნდი 2027 წლის “ძლიერთა თამაშებისთვის” ემზადება
"ეტიჰადის" ერთ-ერთ ტრიბუნას გვარდიოლას სახელი ეწოდება - პეპი ოფიციალურად წასვლას ჯერ არ ადასტურებს
ალონსოს ახალი მეკარე სჭირდება - "ჩელსის" ბევრი კანდიდატი ჰყავს
ვლაჰოვიჩი და "მილანი" შესაძლებელი ხდება - სერბი შესაძლოა, "როსონერიში" ვიხილოთ
გადაწყდა - მოურინიო "რეალის" მწვრთნელი გახდება
ითამაშებს მამარდაშვილი "ბრენტფორდთან" და აცილებენ თუ არა ალისონს?
გულიაშვილი ტრავმის გამო ამ სეზონში ვერ ითამაშებს
"შტურმში" შეიძლება კიდევ ერთმა ქართველმა ითამაშოს
მხოლოდ 1 წელი იმუშავა - ინძაგი "ალ-ჰილალს" დატოვებს
ალბანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ლივერპულში" მამარდაშვილის კონკურენტი შესაძლოა, 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე გახდეს
ლეაოს ინგლისში უხმობენ - პორტუგალიელის გაშვების წინააღმდეგი არც "მილანია"
კონტე "ნაპოლიდან" მიდის - "პარტენოპეიში" ყოფილი მწვრთნელი ბრუნდება
10-წლიანი ერა სრულდება - გვარდიოლა "სიტიდან" მიდის
[VIDEO] როგორ დამთავრდება პსჟ "არსენალის" ფინალური მატჩი - სახომ და პარიზული გუნდის სხვა ფეხბურთელებმა პროგნოზები გამოთქვეს
[VIDEO] ორი ოვერტაიმი და საოცარი ვემბანიამა - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა
ლუის ენრიკემ ალვარესის დამატება მოითხოვა - პსჟ-ს შეტევაში ცვლილებები მოხდება
კლოზე შეიძლება "ლაციოს" მწვრთნელად დანიშნონ - წაიყვანს ლოჩოშვილს?
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
შექმნილი ვითარება ხვიჩა კვარაცხელიას "ლოკომოტივში" გადასვლაში ხელს არ შეუშლის
4 ივნისს სფფ გარიგებულ მატჩებზე, მომხდარ ჩხუბებსა და ინციდენტებზე იმსჯელებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-1 ტორპედო. ...მაგრამ ისინი წლიდან წლამდე იმეორებენ ერთსა და იმავე შეცდომას...
სასამართლომ გარიგებული მატჩებისთვის დაკავებულ 4 პირს პატიმრობა, 7-ს კი გირაო შეუფარდა
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული 11 ფეხბურთელის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
გარიგებულ მატჩებთან ბრძოლა, 600 ათასი ხის დარგვა - რა განიხილეს უეფას აღმასკომზე
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-3 დინამო (თბ). მათე ბიჭის ახალი სუნთქვა
როგორი იქნება 2017 წელს ქართული ფეხბურთი? სფფ-მ და კლუბებმა ქობულეთში იბაასეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 1-1 რუსთავი. ვინ დაკარგა და ვინ იშოვა?
პლეი-ოფი. "ტორპედო" - "მერანი" [LIVE]
ქუთაისური დრამა - სეზონი "ტორპედოს" ბრწყინვალე ქამბექით დაიხურა! [VIDEO]
"რუსთავის" დირექტორი: "ლოკომოტივს" კვარაცხელიას თაობაზე არ მოუმართავს, მათ კონტრაქტის გამოსყიდვის პრიორიტეტული უფლება აქვთ
"მაჭარაძე, მამაშენთან ერთად უნდა მო..." - მსაჯს ლამის კომენტატორმაც აგინა [VIDEO]
"გარიგებული მატჩები სიმსივნეა, ამ ბოროტებას ვებრძვით, მაგრამ ჩვენ პოლიცია არ ვართ"
კუთხურიდან ჩახვეული ბურთი, წითელი ბარათები, პენალტები - ე-ლიგა 2-ის პლეი-აუტები დაძაბულად დასრულდა [VIDEO]
შოთა არველაძე: მადლობა "მერანს" - ქუთაისს, ბათუმის მსგავსად, ახალი სტადიონი სჭირდება
რამდენს მიიღებს "რუსთავი" ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერიდან ?
"ტორპედოს" რთული მისია და გაძევება სტარტზე - ქართული პლეი-ოფი [VIDEO]
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1-0 დილა. იაკობიძე, როგორც გამარჯვების ფორმულა...
პირველი ლიგა: რუსთავური ამბიცია
ქველმოქმედება: გავცდეთ საზღვრებს!..
"თავს ვალდებულად ვთვლი, ე.წ. გარიგებული მატჩების საქმეზე გავაკეთო განცხადება და პირველ რიგში..."
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 რუსთავი. 23-ე მონაწილე...