ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ტორესის მეორე იმედგაცრუება

ტორესის მეორე იმედგაცრუება

ელ ნინიო აშკარად არაა ფორმაში: „ჩელსის“ მიერ „ლივერპულისგან“ 50 მილიონ ფუნტად შეძენილი თავდამსხმელი ფერნანდო ტორესი კვლავ უსახური იყო

„ჩელსის“ მიერ „ლივერპულისგან“ 50 მილიონ ფუნტად შეძენილი თავდამსხმელი ფერნანდო ტორესი კვლავ უსახური იყო: ორშაბათს „ლურჯებმა“ ლონდონის მეზობელი უბნის გუნდ „ფულჰემთან“ 0:0 ითამაშეს. ეს ესპანელის მეორე წარუმატებელი შეხვედრა გახლდათ „ჩელსის“ შემადგენლობაში. შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ ტორესის ახალმა გუნდმა ყოფილთან შინ 1:0 წააგო.

„ფულჰემისა“ და „ჩელსის“ შეხვედრაში ყურადსაღები ამბავი მოხდა: „ლურჯების“ მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ სასტარტო შემადგენლობაში არ შეიყვანა დიდიე დროგბა. კოტ დ’ივუარელი თავდამსხმელის ნაცვლად იტალიელმა ტორესი ათამაშა და ამით რაც მოიგო, ზემოთ უკვე მოგახსენეთ. 71-ე წუთზე ტორესი ისევ დროგბათი გახდა შესაცვლელი, მაგრამ მოედანზე მხოლოდ 20 წუთით შესული სტაჟიანი ჩელსელი უკვე ვეღარაფერს გახდა. მეტიც, მსაჯის წამატებულ წუთებზე „ჩელსიმ“ კინაღამ წააგო: გუნდში ტორესთან ერთად მისულმა ბრაზილიელმა მცველმა დავიდ ლუიზმა, რომელშიც რომან აბრამოვიჩმა 25 მილიონი ფუნტი გადაიხადა, საჯარიმოში კლინტ დემპსი წააქცია, რის გამოც მსაჯმა პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანის დარტყმა თავად ამერიკელმა ვარსკვლავმა იკისრა, მაგრამ სტუმრების მეკარე პეტრ ჩეხმა აუღო.

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ანჩელოტიმ ტორესის დაცვა სცადა. ეს, რასაკვირველია, საკუთარი პოზიციის დაცვაც იყო - აკი მოგახსენეთ, რომ მან დროგბა არ ათამაშა. მწვრთნელი ცდილობდა ჟურნალისტები დაერწმუნებინა, რომ ტორესმა „ფულჰემთან“ გაცილებით უკეთ ითამაშა ვიდრე „ლივერპულთან“. არადა, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ესპანელმა სახიფათოდ ერთხელაც ვერ დაარტყა კარის მიმართულებით. „ჩელსის“ თავკაცმა დაიჩემა:

„ფერნანდომ კარგად ითამაშა. ის ძალიან სასარგებლოდ გადაადგილდებოდა მოედანზე. პირველ ტაიმში რამდენიმე ხელსაყრელი მომენტიც ჰქონდა, მოედნიდან კი იმიტომ გავიყვანე, რომ დასვენებული დიდიეს ენერგია მჭირდებოდა. მერწმუნეთ, ამ შეხვედრაში ტორესმა გაცილებით უკეთ ითამაშა ვიდრე ერთი კვირის წინ, „ლივერპულთან“. იმაში, რომ როტაციის პრინციპს მივმართავ გასაკვირი არაფერია. დღეს ჩვენ თამაშის კონტროლი გვქონდა მიზნად დასახული, მეორა ტაიმში კი მოედნის მთელი სიგანის გამოყენება გვინდოდა. შემდეგ შეხვედრაში, შეიძლება, დროგბა და ტორესი ერთდროულად ვათამაშო.

გოლის გატანა ყველა თავდამსხმელს სურს, მაგრამ არა მგონია ფერნანდოს გული გატყდომოდა იმის გამო, რომ „ლივერპულს“ და „ფულჰემს“ ვერ შეუგდო. ის ჩვენი გუნდის ახალი წევრია და შესაგუებლად დრო სჭირდება. ერთი რამ კი ფაქტია: დღეს ტორესმა წინა თამაშზე უკეთ ითამაშა“.

როდესაც დიდიე დროგბას დონის ვარსკვლავს სათადარიგოთა სკამზე სვამ, შესაძლოა ურთიერთობა დაგეძაბოს. ამაზე ანჩელოტიმ ბრძანა:

„არ ვიცი დიდიე უკმაყოფილო დარჩა თუ არა, მაგრამ ჩვენი გუნდის ფეხბურთელებმა იციან, რომ „ჩელსისთვის“ ყველა თამაში მნიშვნელოვანია. ამჯერზე შემადგენლობის შეცვლა იყო საჭირო, ის კი დავასვენეთ, რადგან ენერგია შემდგომი მატჩებისთვის დაეზოგა. ყველამ მაქსიმალური მოტივაცია უნდა შეინარჩუნოს“.

ამრიგად, „ფულჰემისა“ და „ჩელსის“ შეხვედრის შემდეგ „ლურჯები“ მეხუთე ადგილამდე დაქვეითდნენ. ჩემპიონატის დამთავრებამდე 12 ტურით ადრე მათ ორი ქულით უკვე „ტოტენჰემი“ უსწრებს. ნუთუ, დასავლეთ ლონდონელებს ოთხეულში მოხვედრის პრობლემა დაუდგათ?

„რასაკვირველია, ყველაზე მნიშვნელოვანი ოთხეულში მოხვედრაა - დაადასტურა ანჩელოტიმ - თუ მომავალშიც დღევანდელივით ვითამაშებთ, ვფიქრობ, ამ მიზანს მივაღწევთ. ერთი სიტყვით, მე ოპტიმიზმი არ დამიკარგავს და ამის რეალური საფუძველი მაქვს“.

„ფულჰემის“ თავკაცმა მარკ ჰიუზმა კი თამაში ასე შეაფასა:

„თუ გავითვალისწინებთ, რომ თამაშის ბოლო წუთზე პენალტი დავარტყით და ვერ გავიტანეთ, რასაკვირველია, ჩვენთვის ეს ფრე გულდასაწყვეტი იყო. როდესაც, ბოლოწამს, დიდი გუნდის დამარცხების შესაძლებლობა გეძლევა, კარგი იქნება თუ გამოიყენებ. მეტიც, მე ვფიქრობ მსაჯს პენალტი ხელახლა უნდა დაერტყმევინებინა, რადგან დროგბა საჯარიმოში ადრე შევარდა. თან, არბიტრმა ეს ძალიან კარგად დაინახა“.

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ

აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირანის ნაკრების მუნდიალზე ასპარეზობის საკითხზე ისაუბრა

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის