ბეილი საუკეთესოა, ევრო მოგვწონს, ფორმატი დასახვეწია

ევროპის პირველობაზე ორდღიანი შესვენებაა. ამოვისუნთქოთ და გასულ ბატალიებს გადავხედოთ.

მაშ ასე, როგორ აფასებს ევრო 2016-ის ჯგუფურ ეტაპს ჩემპიონატზე მომუშავე "ლელოს" ჯგუფი.

- დაასახელეთ ევრო 2016-ის III ტურის სიმბოლური ნაკრები, საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი.

ნიკოლოზ ნეფარიძე: კურტუა - კიმიხი, აიეტი, ჩორლუკა, ევრა - რემზი, ჯუჯაკი, პერიშიჩი - ბეილი, კალინიჩი, რონალდო. ფეხბურთელი - რონალდო, მწვრთნელი - ანტე ჩაჩიჩი.

ალეკო კაკაურიძე: ჰალდორსონი - კიმიხი, თოფალი, აიეტი, ევრა - ბეილი, ბრეიდი, რემზი, ჯუჯაკი - რონალდო, ბიოდვარსონი. საუკეთესო ფეხბურთელი - გარეთ ბეილი. საუკეთესო მწვრთნელი - ანტე ჩაჩიჩი.

გიორგი კაკაბაძე: ჰალდორსონი - კიმიხი, ჩორლუკა, პაზდანი, სკულასონი - ნაინგოლანი, რაკიტიჩი - ჯუჯაკი, ბეილი, აზარი - რონალდო. საუკეთესო ფეხბურთელი - რონალდო, მწვრთნელი - ლარს ლაგერბაკი.

ლაშა წიკლაური: ზომერი - კიმიხი, არნასონი, თოფალი, ევრა - ბრეიდი , იოზილი - პერიშიჩი, რემზი, ჯუჯაკი - რონალდო. საუკეთესო ფეხბურთელი - რონალდო. საუკეთესო მწვრთნელი - ლარს ლაგერბაკი.

გოტფრიდ ლენცი: ჰალდორსონი - კიმიხი, ჩორლუკა, ჰუმელსი, ვრსალიკო - ბადელი, რაკიტიჩი - ჯუჯაკი, რემზი, რონალდო - კალინიჩი. საუკეთესო ფეხბურთელი - რაკიტიჩი, საუკეთესო მწვრთნელი - ჩაჩიჩი.

- დაასახელეთ ევრო 2016-ის ჯგუფური ეტაპის სიმბოლური ნაკრები, საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი.

ნ. ნ: ჰალდორსონი - სრნა, პიკე, შერი, როდრიგესი - კროოსი, მოდრიჩი, ინიესტა, პაიე - ბეილი, მორატა. საუკეთესო ფეხბურთელი - გარეთ ბეილი. საუკეთესო მწვრთნელი - ბერნდ შტორკი.

ა. კ: ჰალდორსონი - უოკერი, ჰუმელსი, ბონუჩი, ოლსონი - მოდრიჩი, კანტე, ინიესტა, პაიე - რონალდო, ბეილი. საუკეთესო ფეხბურთელი - გარეთ ბეილი. საუკეთესო მწვრთნელი - ლარს ლაგერბაკი (ისლანდია).

გ. კ: ჰალდორსონი - უოკერი, პაზდანი, ბონუჩი, სკულასონი - მოდრიჩი, კანტე, აზარი, პაიე - ბეილი, მორატა. საუკეთესო ფეხბურთელი - დიმიტრი პაიე. საუკეთესო მწვრთნელი - ბერნდ შტორკი.

ლ. წ: ჰალდორსონი - სრნა, ჰუმელსი, პაზდანი, როდრიგესი - ინიესტა, კროოსი, მოდრიჩი - პაიე, პერიშიჩი, ბეილი. საუკეთესო ფეხბურთელი - გარეთ ბეილი. მწვრთნელი - ანტონიო კონტე.

გ. ლ: ჰალდორსონი - სრნა, ბონუჩი, ბოატენგი, როდრიგესი - მოდრიჩი, რაკიტიჩი - პაიე, ინიესტა, ბეილი - მორატა. საუკეთესო ფეხბურთელი - გარეთ ბეილი. საუკეთესო მწვრთნელი - ლარს ლაგერბაკი.

- დაასახელეთ ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მატჩი.

ნ. ნ: პორტუგალია-უნგრეთი. კარგი იყო ბელგია-შვედეთიც.

ა. კ: პორტუგალია-უნგრეთი.

გ. კ: პორტუგალია-უნგრეთი.

ლ. წ: ეს იყო ბელგია-იტალია.

გ. ლ: საუკეთესო იყო ესპანეთი-ხორვატიის დაპირისპირება.

- როგორ მოგწონთ ევრო 2016?

ნ. ნ: ევროპის ჩემპიონატი მომწონს. გოლების ნაკლებობა ორი მიზეზით აიხსნება: ერთი ობიექტურია - გაიზარდა გუნდების რაოდენობა და შედარებით ნაკლები კლასის გუნდები უფრო ყურადღებით თამაშობენ დაცვაში, მეორე მიზეზი კი ფორმატია. ჩემი აზრით, გუნდების რაოდენობა 32-მდე უნდა გაიზარდოს. როგორც ამ პირველობამ აჩვენა, ამით საერთო კლასი დიდად არ უნდა დაეცეს, სამაგიეროდ, აღარ იქნება ეს მახინჯი ფორმატი (მესამეადგილოსნებს ვგულისხმობ). პლუს, ჩვენი შანსიც მოიმატებს. პირველობაზე რამდენიმე ულამაზესი გოლი გავიდა.

ა. კ: ევროპის ჩემპიონატი მომწონს. ახალი ფორმატი (ანუ რაოდენობა) მეტ ფეხბურთს ნიშნავს, ისლანდიასა და უნგრეთს ნიშნავს, ჩვენს შანსს ნიშნავს. უშუალოდ ფორმატი კი არ მომწონს, მესამეადგილოსანთა გასვლის წესს ვგულისხმობ. არ მომწონს ისიც, რომ ბევრი გუნდი ზედმეტად პრაგმატულად უდგება საქმეს.

გ. კ: ევროპის ჩემპიონატს პლუსებიც აქვს და მინუსებიც, მთლიანად კი დადებითად შევაფასებდი. გუნდების რაოდენობის გაზრდასაც მივესალმები, მაგრამ ჯგუფიდან გასვლისა და დაწყვილების სისტემაზე სამუშაოა. პრაგმატული ფეხბურთის მნიშვნელობის ზრდა თანამედროვე ფეხბურთში ისედაც შეინიშნებოდა და ეს ახალი ფორმატის ბრალი ნაკლებადაა.

ლ. წ: მთლიანობაში, კარგი ჩემპიონატია, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ფეხბურთის თამაში მართლა ყველამ ისწავლა და საერთო დონე საკმაოდ მაღალია. ფორმატი ოპტიმალურია, თუმცა, ჩემი აზრით, ჯგუფური ეტაპის შემდეგ წილისყრა უნდა ტარდებოდეს და სწორედ ასე იქმნებოდეს პლეი ოფის ბადე. ასეთ შემთხვევაში, ჯგუფში მოასპარეზე გუნდები ნაკლებად იფიქრებდნენ იმაზე, თუ ვინ ვის უნდა დაეჯახოს მერვედფინალში.

ცალკე სალაპარაკო თემაა ის ბრწყინვალე საფეხბურთო ატმოსფერო, რაც საფრანგეთში სუფევს - ტერორისტული საფრთხეების ფონზე, იყო ვარაუდი, რომ მატჩები ნახევრად ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩატარდებოდა, მაგრამ რეალობა სხვაგვარი გამოდგა. სტადიონები სავსეა, ქვეყანაში კი დიდი საფეხბურთო ზეიმია. ჯერჯერობით, გულშემატკივრობაში ჩემპიონები ჩრდილოირლანდიელები და ირლანდიელები არიან.

გ. ლ: ევროპის ჩემპიონატს არაფერი დაეწუნება, გარდა იმისა, რომ ფინალის გზაზე ერთ მხარეს ისეთი გრანდები განლაგდნენ, როგორებიც გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია და ინგლისია, მეორე მხარეს კი - შედარებით სუსტები. კარგი იქნებოდა, ჯგუფური ეტაპის შემდეგ წილისყრა რომ ტარდებოდეს. ცუდია, რომ უკვე მერვედფინალში გველის ევროპის ჩემპიონატის ფინალის გამეორება. მთავარი აღმოჩენა, რა თქმა უნდა, ისლანდიის ნაკრებია.

- რას ველოდოთ პლეი ოფში, ვინ გახდება ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი, ბომბარდირი?

ნ. ნ: საფრანგეთი, გერმანია და ესპანეთი ისევ სამი მთავარი ფავორიტია, მაგრამ ისე მოხდა, რომ სამივე ბადის ერთ მხარესაა, რაც ბადის მეორე მხარეს გუნდებს დიდებულ შანსს აძლევს. საუკეთესო ფეხბურთელი შეიძლება რონალდო გახდეს, თუ შეძლებს მერვედფინალში გაბრწყინებას. ბეილსაც აქვს შანსი, მაგრამ მისი ნაკრებიც შედარებით სუსტია. ამიტომ მთავარი კანდიდატები ისევ პაიე და ინიესტა მგონია. ბომბარდირი - რონალდო ან ბეილი.

ა. კ: ვფიქრობ, რომ მეოთხედფინალში შვეიცარია, უელსი, პორტუგალია, საფრანგეთი, გერმანია, ბელგია, ესპანეთი და ინგლისი გავლენ. მთავარი ფავორიტი საფრანგეთია, ხოლო საუკეთესო ფეხბურთელობის მთავარ კანდიდატად ფრანგების ლიდერი დიმიტრი პაიე მესახება. ბომბარდირის წინასწარმეტყველება ძალიან ძნელია.

გ. კ: თავს შევიკავებ.

ლ. წ: მერვედფინალში უკან დასახევი გზა არავის ექნება და შესაბამისად, უშეღავათო ბრძოლების მოწმენი გავხდებით. ყველაზე საინტერესო მატჩი იტალიას და ესპანეთს შორის შედგება, რადგან ერთმანეთს ორი საფეხბურთო ფილოსოფია დაუპირისპირდება. თუ არსებულ ტენდენციებს გავითვალისწინებთ, მაღალია სენსაციების ალბათობა და ბადეც ისეა გაწერილი, რომ ყველა ლოგიკით, მოულოდნელი ფინალი უნდა ვიხილოთ. ჯგუფური ეტაპის შემდეგ ფავორიტის სტატუსი შეინარჩუნეს გერმანიამ და საფრანგეთმა, აი, ესპანეთმა, ინგლისმა და ბელგიამ კი ცოტა დააბნიეს გულშემატკივრები. სამაგიეროდ, იტალიამ აიმაღლა იმიჯი და იქამდე ლამის აუტსაიდერად შერაცხული, ფავორიტებში გაერია. დადებითად შეფასდა ხორვატიის ნაკრების ასპასრეზობა, პორტუგალიამ კი გააწბილა გულშემატკივარი. დღეს, სწორედ ასეთი რეალობაა და რა იქნება ხვალ, ამას დრო გვიჩვენებს - მას შემდეგ, რაც "ლესტერი" გახდა ინგლისის ჩემპიონი, ვფიქრობ, ფეხბურთში პროგნოზების კეთება ფუჭი საქმე გახდა. ეს ეხებათ როგორც გუნდებს, ისე ფეხბურთელებს.

გ. ლ: ჯგუფურ ეტაპზე ნაჩვენები თამაშის მიხედვით, ფავორიტი ხორვატიაა. ამ გუნდმა, უბრალოდ, საუკეთესო ფეხბურთი აჩვენა. თუმცა არ გვინახავს გერმანიის ნაკრების რეალური ძალა და ზოგადად, პლეი ოფში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ამ ეტაპზე საუკეთესოები ლუკა მოდრიჩი და გარეთ ბეილი არიან. ბომბარდირობის უკეთესი შანსი კი ლუკაკუსა და მორატას აქვთ. გააჩნია, როგორ ითამაშებენ მათი გუნდები.

მაშ ასე:

ჯგუფური ეტაპის სიმბოლური ნაკრები "ლელოს" ვერსიით ასეთია: ჰალდორსონი (ისლანდია, 5 მოხვედრა სიმბოლურში) - სრნა (3), ბონუჩი (იტალია, 3), ჰუმელსი (გერმანია, 2), როდრიგესი (შვეიცარია, 3) - მოდრიჩი (ხორვატია, 5), კროოსი (გერმანია, 2) ინიესტა (ესპანეთი, 4) - პაიე (საფრანგეთი, 5), მორატა (ესპანეთი, 3), ბეილი (უელსი, 5).

საუკეთესო ფეხბურთელი: გარეთ ბეილი (4)

საუკეთესო მწვრთნელი: ლარს ლაგერბაკი (ისლანდია, 2) და ბერნდ შტორკი (უნგრეთი, 2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მსქროლავი ტროლი
სულაც არაა გამორიცხული, რომ რონალდო გახდეს - კონჩიტების ეპოქა ფეხბურთშიც მკვიდრდება, სიმართლე თქვა ისლანდიელთა მწვრთნელმა - რონალდო და პეპე ცირკში არანაკლებად წარმატებულნი იქნებოდნენო....
მათე
ვეტანხმები "პენსიონერი"-ს. რონალდო ჯგუფურ ეტაპზე არათუ საუკეთესო ფეხბურთელად, სიმბოლურ ნაკრებშიც არ უნდა დასახელდეს. ამ ეტაპზე საუკეთესო ნამდვილად ბეილი იყო. ის უდიდესი დატვირთვით, უმაღლესი ხარისხით და საუკეთესო შედეგით გამოირჩა.
პენსიონერი
ბატონებს: ნეფარიძეს და კაკაბაძეს. თქვენ გეტყობათ რონალდო ფანატიკურად გიყვართ, თორემ რაც მან ჩაიდინა, გამორიცხულია საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს. ამ ჩემპიონატზე გარეთ ბეილი აშკარად გამორჩეულია. ფეხბურთელობა მარტო ბურთის გორება არ არის ბატონებო!
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
"მოიგებს თუ ვერა ხვიჩა "ოქროს ბურთს"? - კროოსმა საკუთარი აზრი დააფიქსირა
BMV - "რეალის" შეტევას ახალი ზედმეტსახელი აქვს
ბეილი: ჩემპიონთა ლიგის ფინალი 5:0 დასრულდება
ფიქრობს თუ არა ფეხბურთში დაბრუნებაზე - კროოსმა კომენტარი გააკეთა
ინიესტამ სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო - ჯერ მხოლოდ მე-2 ლიგაში
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
"ბარსელონას" და მსოფლიოს ვაფრთხილებ" - ბეილის განცხადება
კრიშტიანო რონალდო: ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ვარ
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
"ის მწვრთნელი არ ყოფილა" - ბეილმა ზიდანზე ისაუბრა
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
რამოსი, ინიესტა, მაკგრეგორი და სხვები - ლეგენდარულმა სპორტსმენებმა ილია თოფურია გაამხნევეს
"ფეხბურთელები არაფერს იკლებენ, მე კი გაკოტრების მეშინოდა და სხვაგვარად მოვიქეცი" - გარეთ ბეილი
"რონალდო მწვრთნელად ვერ წარმომიდგენია" - შერინგემმა კრიშტიანოს მომავალზე ისაუბრა
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
"შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი!" - კრიშტიანო რონალდომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
კროოსი: "ოქროს ბურთი" კვარაცხელიამ უნდა მოიგოს, მაგრამ...
ტონი კროოსმა ისტორიაში 5 საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი დაასახელა
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
რონალდოს დედა: "კრიშტიანო პორტუგალიისთვის ყოველთვის გმირი იყო, მაგრამ სათანადოდ არ აფასებენ"
კროოსი: გერმანიის ნაკრებს მსოფლიო კლასის ერთი მოთამაშეც კი არ ჰყავს
"რეალის" ეს ვარსკვლავი დაუფასებელი იყო" - ჩიჩარიტომ ყოფილ თანაგუნდელზე ისაუბრა
ვინ არის 21-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი? - Goal-ის Top 25
ეს პირადად პერესის სურვილია - კროოსი შესაძლოა, "რეალში" დაბრუნდეს
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს