ახალწვეული მეკარე და ფორვარდი, დატოვებული სერბი და წასული ამერიკელ-მექსიკელები...
სომხური "შირაქი" გამალებით ემზადება გორის "დილასთან" სათამაშოდ. როგორც იცით, ამ გუნდებს შორის "თენგიზ ბურჯანაძეზე" ამხანაგური შეხვედრა უნდა გამართულიყო, მაგრამ ის გაუქმდა და ეს ბუნებრივიცაა - არავის უნდა, ნაადრევად გახსნას კოზირები...

სუსტი, მაგრამ "შირაქზე" ძლიერი - "დილას" საევროთასო განაცხადი ცნობილია

ახლა ვნახოთ, რა ხდება "შირაქის" ბანაკში. მით უმეტეს, სიახლეები არის და არცთუ უმნიშვნელო. მაშ ასე, მივყვეთ თანმიმდევრობით...

შირაქი ძლიერდება

თუ გორის "დილა" ევროპალიგის სტარტამდე ერთმანეთის მიყოლებით დატოვეს წამყვანმა ფეხბურთელებმა, იმავეს ვერ ვიტყვით "შირაქზე" - პირიქით, გიუმრის გუნდმა შემადგენლობის ძირითადი ბირთვი შეინარჩუნა.

ეს კი არა, "შირაქმა" ერევნის "პიუნიკიდან" დაიმატა სომხეთის ეროვნული ნაკრების 20 წლის მეკარე ანატოლი აივაზოვი. სომხური ფეხბურთის ექსპერტები მას ქვეყნის ყველაზე პერსპექტიულ გოლკიპერად მიიჩნევენ.

გარდა ამისა, გუნდმა კონტრაქტი გაუფორმა "პიუნიკის" ექსშემტევს, გუკას პოღოსიანს. სულ ცოტა ხნის წინ კი კლუბის ხელმძღვანელობამ ერთ საშურ საქმესაც მოაბა თავი - კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა სერბ შემტევ ნახევარმცველს, ნემანია სტოშკოვიჩს. ის გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ითვლება. სტოშკოვიჩი "შირაქში" 2016 წლის თებერვალში მივიდა, 9 შეხვედრაში 2 გოლი შეაგდო და რამდენჯერმე პარტნიორებსაც გაატანინა.

მიუხედავად იმისა, რომ კლუბსა და სერბს შორის კონტრაქტი დასრულდა, "შირაქის" ხელმძღვანელობამ სთხოვა მას, გუნდს ევროთასებზე დახმარებოდა. სტოშკოვიჩმა თანხმობა თქვა და გაფორმდა კონტრაქტი, რომელიც მაშინვე შეწყდება, როგორც კი გუნდი ევროთასებს დაემშვიდობება.

სხვათა შორის, თუ "შირაქს" ასეთი პირობით ერთი ფეხბურთელი ჰყავს, "დილაში" ასეთი კონტრაქტი არაერთ მოთამაშეს აკავშირებს გუნდთან და ისინი თავიანთ გზას მაშინვე იპოვიან, როცა გუნდი ევროთასებს დაემშვიდობება.

საინტერესოა, რომ ამ ეტაპზე გუნდში აღარ ჩანან ამერიკელ-მექსიკელები, მცველი ედგარ ესპინოსა და მისი სეხნია ფორვარდი არეოლა. ყოველ შემთხვევაში, "შირაქი" ევროთასებისთვის მათ გარეშე ემზადება.

სამზადისი გორისთვის

ევროპალიგისთვის სამზადისი "შირაქმა" 3 ივნისს, ჰაკავანის საწვრთნელ ბაზაზე დაიწყო, რის შემდეგაც მშობლიურ გიუმრიში დაბრუნდა და დღესაც იქ ემზადება. "დილასთან" შეხვედრისთვის გუნდის მთავარი მწვრთნელის, ვარდან ბიჩაკჩიანის განკარგულებაში ეს ფეხბურთელები არიან:

მეკარეები: ნოიარ აბრაჰამიანი, ანატოლი აივაზოვი, სოკრატ ჰოვანესიანი;

მცველები: არმან ჰოვანესიანი, არტიომ მიქაელიანი, არმან თადევოსიანი, გევორქ ჰოვანესიანი, რობერტ დარბინიანი, აგვან დავოიანი;

ნახევარმცველები: რუმიან ჰოვსეპიანი, დავით ჰაკობიანი, ედვარდ პანოსიანი, კარენ ალექსანიანი, არმან ასლანიანი, სოლომონ უდო, მოჰამედ კაბა, ნემანია სტოშკოვიჩი, გუკას პოღოსიანი;

თავდამსხმელები: ოდიონ კონანი, დრისა დიარასუბა, ვულენ აივაზიანი, არამ მურადიანი, ვაჰან ბიჩაკჩიანი.

ლიდერი

"შირაქში" არაერთი გამოცდილი ფეხბურთელია, მაგრამ სომხური პრესა გუნდის გამოკვეთილ ლიდერად გამოცდილ ნახევარმცველს, 36 წლის კაპიტანს, კარენ ალექსანიანს მოიხსენიებს.

მისი კარიერა 1997 წელს სწორედ "შირაქში" დაიწყო და მას მერე არაერთი გუნდი გამოიცვალა. ადგილობრივი კლუბების გარდა, თამაშობდა კიშინიოვის "ზიმბრუსა" და ბელორუსის "ჟოდინოში".

2002-08 წლებში მას სისტემატურად იწვევდნენ სომხეთის ეროვნულ ნაკრებში, სადაც 25 მატჩი ჩაატარა, თუმცა გოლი არ გაუტანია. სომეხი ჟურნალისტების მტკიცებით, სწორედ ალექსანიანია გუნდის "ტვინი"...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

fcd
სვანი მარტლა სვანიხარ იმასაც ვერ იგებ კკკ რატო დაწერა ეს კომენტარი
svani
კკკ-ს გაგრძელება:უეფას თასი ჩვენია გილოცავთ წინასწაარ, ნახვამდის და მანამდე არაფერი გეტკინოთ
zaza
მე როგორც გულშემატკივარს, ქართული კლუბების პირველი რიგის ამონაცანად წლევანდელ ევროთასებზე "დილას" და "დინამოს" გამარჯვება მიმაჩნია სომხურ კლუბებზე! პირადად მე (და მე ბევრი სხვა გულშემატკივარის აზრი ვიცი და მათ აზრსაც გამოვხატავ) მირჩევნია "დილამ" და "დინამომ" ეს ეტაპი დაძლიონ და შემდეგ გამოვარდნენ ვიდრე დანარჩენებმა 2 რაუნდი დაძლიონ... თუ გვინდა რომ სამცხე-ჯავახეთში "პრობლემები" არ შეგვექმნას, უნდა ვამტკიცებდეთ ჩვენს უპირატესობას სომხებზე, მათ შორის ფეხბურთშიც (შეიძლება პირველ რიგში ფეხბურთში). სომხებს ვუგებდით წარსულში და უნდა მოვუგოთ მომავალშიც! ეს ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-პოიტიკური საკითხია!
კკკ
უჩა სოსიაშვილის განკარგულებაში არიან: მეკარე-ზურაბ ჯირკველიშვილი, მცველები და ნახევარმცველები - გორუს საკრებულოს წევრები, თავდასხმელები - ხორგუაშვილი და ტუღუში. აბა ეხლა დაუდგნენ წინ დილას, უეფას თასი ჩვენია გილოცავთ წინასწაარ
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
გორის "დილამ" გიუმრის "შირაქის" ბარიერი ვერ გადალახა [VIDEO]
უჩა სოსიაშვილი: ბოდიშს გიხდით - მეც თქვენსავით მწყდება გული
შირაქი VS დილა - წვიმა და თანაბარი შანსები
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
გორის "დილა" სომხეთში ჩავიდა
ჩხუბი მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის - "იბერიამ" ღუდუშაური მთავარი გუნდიდან მოკვეთა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
შირაქი-დილა 1:0, პენ 4:1 - მინდა, ბოდიში მოგიხადოთ! [VIDEO]
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
შირაქი (გიუმრი)-დილა (გორი) [LIVE]