განახლებულ რეიტინგ-ლისტში საქართველოს პირველი ჩოგანი 540 ქულით მსოფლიოს 128-ე ჩოგანია

ძალიან ნელა მიიწევს მსოფლიოს საუკეთესო ასეულისკენ 21 წლის (ახლახან შესრულდა) ანა ტატიშვილი - კვირაში ერთი ადგილით, თუმცა პროგრესი პროგრესია - გუშინ განახლებულ რეიტინგ-ლისტში საქართველოს პირველმა ჩოგანმა ახალი საუკეთესო შედეგი აჩვენა კარიერაში - ის 540 ქულით მსოფლიოს 128-ე ჩოგანია. კიდევ უფრო წინაა ის წყვილთა რეიტინგში - 125-ეა. დავამატებთ, რომ ჩვენებურმა კარიერაში 22,1 ათასი დოლარი გამოიმუშავა, აქედან 11,5 ათასი მხოლოდ წლევანდელ ტურნირებზე მოდის.

გაგაცნობთ სხვა ჩვენებურთა მდგომარეობას: 190 (+2) ოქსანა კალაშნიკოვა - 310 ქულა; 235 (-1) მაკა ჩახნაშვილი - 235; 281 (-1) სოფიო შაფათავა - 180; 286 (-) თათია მიქაძე - 176; 415 (+1) სოფიო ქვაცაბაია - 90; 563 (+62) ეკა გორგოძე - 51; 594 (-2) მანანა შაფაქიძე - 44; 1152 (+2) ანა ჯიქია - 3. ვაჟთა შორის სულ ორი ქართველია მსოფლიო კლასიფიკაციაში: 635 (-1) ნიკოლოზ ბასილაშვილი - 31 ქულა; 861 (-1) ლადო ჩიხლაძე - 11. როგორც ხედავთ, აშკარა პროგრესი გორგოძეს აქვს, რომელსაც მალიორკას პირველი ტურნირის მოგებისთვის 12 ქულა დაერიცხა.

ახლა კი ტატიშვილის წლის პირველ ტიტულზეც დავწეროთ - ანამ მიდლენში (აშშ) 100-ათასიანი ტურნირი მოიგო წყვილთა შორის. ნახევარფინალში ანამ და მისმა მეწყვილე, ამერიკელმა ჯემი ჰემპტონმა (133) ამერიკულ დუეტს (აშა როლი, მაშონა ვაშინგტონი) აჯობეს - 3:6, 7:6 (3), 10:6, ფინალში კი მეტოქეები (ირინა ფალკონი, ელისონ რისკე) არ გამოუცხადდნენ.

ანა ვტა-ს ტურნირზე გადაერთო - ჩვენმა პირველმა ჩოგანმა მემფისში "საუზ კაპზე" ითამაშა, რომლის საპრიზო ფონდი 220 ათასი დოლარია. სამწუხაროდ, ტატიშვილი პირველივე წრეში, 19 წლის რუს ქსენია პერვაკთან ორ სეტში, 3:6, 4:6 დამარცხდა.

მოგეხსენებათ, ესპანურ მალიორკაში მიჯრით მესამე ტურნირი დაიწყო, ოღონდ, ამჯერად 25-ათასიანი საპრიზო ფონდით. პირველ საკვალიფიკაციო წრეში მე-12 ნომრად განთესილმა ქვაცაბაიამ ბულგარელ იულია სტამატოვას იოლად მოუგო - 6:1, 6:2. გორგოძემ წააგო სლოვაკ ვივიენ იუჰაცოვასთან - 3:6, 6:2, 4:6, ხოლო ნინო სუჯაშვილმა პოლონელ აგატა ბარანსკასთან დათმო - 2:6, 2:6. ქვაცაბაიამ მეორე წრეშიც მოიგო, ავსტრიელ კატარინა ნეგრინს აჯობა - 6:3, 6:3.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა