ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

გლადიატორები "სან-სიროზე" [+VIDEO]

გლადიატორები "სან-სიროზე" [+VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური დაპირისპირება "სან-სიროზე" "მილანსა" და "ტოტენჰემს" შორის მოულოდნელი შედეგით დასრულდა
"მილანი"-"ტოტენჰემი" 0:1

გოლი: კრაუჩი, 80.

გაფრთხილება: ფლამინი, 55. იეპესი, 61. გატუზო, 76.

"მილანი": აბიატი (ამელია, 18), ნესტა, ტიაგუ სილვა, იეპესი, ანტონინი, გატუზო, ზეედორფი (პატო, 46), ფლამინი, აბატე, იბრაჰიმოვიჩი, რობინიო.

''ტოტენჰემი'': გომესი, გალასი, დოუსონი, ჩორლუკა (ვუდგეიტი, 59), ასუ ეკოტო, ლენონი, ვან დერ ვაარტი(მოდრიჩი, 62), პალასიოსი, სანდრუ, პიენაარი (კრანჩარი, 77), კრაუჩი.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური დაპირისპირება "სან-სიროზე" "მილანსა" და "ტოტენჰემს" შორის დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა და მოულოდნელი შედეგით დასრულდა. საკუთარ მოედანზე "მილანი" აშკარა ფავორიტად იყო მიჩნეული.

"შავ-წითლების" გულშემატკივრები თავიანთი გუნდისგან პირველივე წუთიდან გადამწყვეტ მოქმედებებს ელოდნენ, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა. ინგლისელები იმდენად თავდაჯერებულად გრძნობდნენ თავს მოედანზე, შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ თითქოს სტუმრად "მილანი" თამაშობდა. პიენაარი, ვან დერ ვაარტი და ლენონი საჯარიმოში პიტერ კრაუჩს მაღალ გადაცემებს აწვდიდნენ, მაგრამ მათი უმრავლესობა ადრესატამდე ვერ აღწევდა, გამოსვლებზე აბიატის შესანიშნავი თამაშის გამო. თუმცა გოლკიპერმა მალე ტრავმა მიიღო და გამოსაცვლელი გახდა. ალეგრის მარკო ამელიას გამოყვანა მოუხდა.

შესვენებაზე ალეგრიმ შემადგენლობაში კორექტივები შეიტანა - ინერტული ზეედორფი შეცვალა და მის ნაცვლად მესამე ფორვარდი პატო გამოიყვანა. ბრაზილიელის გამოსვლას თამაშში გარდატეხა არ შეუტანია, მაგრამ შეხვედრის სურათი შეცვალა. "მილანი" მეტს უტევდა, "ტოტენჰემი" კი ფლანგებიდან კონტრრშეტევაზე ცდილობდა მეტოქის გამოჭერას. საკმარისია ითქვას, რომ მეორე ტაიმში "მილანმა" 8 კუთხური მოაწოდა "დეზების" ერთის წინააღმდეგ. ყველაზე სახიფათო პირველი კუთხური გამოდგა, რომლის გათამაშების შემდეგ მარიო იეპესმა ჰაერში თავით პიტერ კრაუჩს აჯობა და თავით მაღალ კუთხეში დაარტყა. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ბურთი კარში მიფრინავდა, მაგრამ "მკვდარი" ბურთი გომესმა ბრწყინვალე ნახტომში მოიგერია.

დაძაბულობა პიკს აღწევდა. 80-ე წუთზე იბრაჰიმოვიჩმა ბურთი მეკარის საჯარიმოს ხაზთან დაკარგა, ლენონმა მოედნის ცენტრში სივრცე მოიპოვა, სწრაფი ჰავბეკი ადვილად გასცდა იეპესს, შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და ბურთი კრაუჩს გადააწოდა. ფორვარდს ისღა დარჩენოდა, ბურთი კარში შეეგორებინა, რაც გააკეთა კიდეც - 1:0.

შოკირებულმა "მილანმა" ბოლო წუთებზე შტურმის განხორციელება შეძლო და გოლიც გაიტანა კიდეც, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იბრაჰიმოვიჩმა ბურთისთვის ბრძოლის დროს მეტოქის მცველს ხელი უბიძგა და გოლი არ ჩაითვალა.

"ტოტენჰემმა" პირველი შეხვედრის სტუმრად მოგებით მეოთხედფინალისკენ, ალბათ, დიდი ნაბიჯი გადადგა.

"მილანის" მთავარი მწვრთნელი მასიმო ალეგრი: "შეცდომა, რომელსაც კონტრშეტევა მოჰყვა, ძვირად დაგვიჯდა. შეხვედრის ამ მონაკვეთში ჩვენ ვუტევდით, წინ მივდიოდით და უპირატესობის დაუფლებას ვცდილობდით. "ტოტენჰემი" თავს კარგად იცავდა და თავისუფალ ზონებს არ ტოვებდა, ასე რომ გაგვიჭირდა. ამ მატჩში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, განსაკუთრებით უბურთოდ თამაშისას. "ტოტენჰემი" ეფექტურად უტევდა, მაშინ, როდესაც პირველ ტაიმში შეტევაში თითქმის არაფერი გამოგვივიდა. შესვენების შემდეგ უკეთ ავთამაშდით, თუმცა სახიფათო მომენტების შექმნას მხოლოდ ჯარიმების შემდეგ ვახერხებდით. წაგება ძალიან სამარცხვინოა, რადგან "ტოტენჰემმა" არცთუ ბევრი საგოლე მომენტი შექმნა.

ლონდონში სრულიად სხვაგვარი თამაში იქნება, მეოთხედფინალის საგზურის ბედი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი. თუ შეტევასა და დაცვას შორის ბალანსის შენარჩუნებას შევძლებთ და ჩვენს ოსტატობაში დარწმუნებული ვითამაშებთ, ტურნირის შემდეგ რაუნდში გასვლას მოვახერხებთ."

"ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი ჰარი რედნაპი: "შესანიშნავი მატჩი გამოგვივიდა, სამუშაოს ყველამ ბრწყინვალედ გაართვა თავი. პირველ ტაიმში მეტოქეს ერთი თავით ვჯობდით. ვიცოდი, რომ მეორე ტაიმში "მილანი" შეგვიტევდა და ეცდებოდა, საკუთარ კართან მივეჯაჭვეთ, მაგრამ დაცვამ შესანიშნავად ითამაშა.

შესვენებაზე შევთანხმდით, რომ ლენონისთვის მეტი გადაცემა გაეკეთებინათ, რადგან ის მცველს ზედიზედ ატყუებდა. გადამწყვეტი გოლიც საბოლოოდ ასე გავიდა. გომესმა გუნდი რამდენჯერმე რთულ ეპიზოდში გოლისგან გადაარჩინა. დარწმუნებული ვარ, შეხვედრა მაყურებელს მოეწონებოდა."

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია

ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს

[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა