თბილისის ტანვარჯიშის სასახლეში საზეიმოდ გაიხსნა 20 წლამდე ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც 64 ქვეყნის 307 სპორტსმენი იბრძოლებს მედლებისთვის
თბილისის ტანვარჯიშის სასახლეში საზეიმოდ გაიხსნა 20 წლამდე ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც 64 ქვეყნის 307 სპორტსმენი იბრძოლებს მედლებისთვის. შეჯიბრებაში, რომლის მხარდამჭერები არიან თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ჩვენი ქვეყნის 12 წარმომადგენელი (რვა ვაჟი, ოთხი გოგონა, მთავარი მსაჯი მალხაზ ლომთაძე) მოსინჯავს ძალებს.

ასპარეზობის პირველ დღეს მედლების კომპლექტი გათამაშდა 56 კილოგრამ წონით კატეგორიაში (ქართველები ამ წონაში არ ასპარეზობდნენ): ორჭიდში 265 კილოგრამით პირველი იყო ტაილანდელი ვიტოონ მინგმოონი. ჩემპიონს 29 კილოთი ჩამორჩა ეკვადორელი რაფაელ პატრისიო ფერუზოლა ალავაზე (236), რომელსაც ვერცხლი ერგო, ხოლო 233 კილოთი მესამე იყო იაპონელი იუია სენოო.

თბილისურ მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ქართველიც ვიხილეთ. 62 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში A ჯგუფში იასპარეზა გოდერძი ბერდელიძემ. ქართველმა ახალგაზრდამ ატაცში 119 კილოგრამი დასძლია, აკვრაში 145-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა და 264 კილოგრამით მერვე ადგილზე გავიდა.

ქალები

48 კგ

1. თუნია სუქჩაროენი (ტაილანდი), 2. ჰუიჰუა ჯიანგი (ჩინეთი), 3. სიაქუნ ლონგი (ჩინეთი)

ვაჟები

62 კგ

1. იონგქსიანგ მო (ჩინეთი), 2. იონგ იუ პაკი (ჩრ. კორეა), 3. ჩენგ მენგი (ჩინეთი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე გადელიამ ოქროს მედალი მოიპოვა, ასანიძემ - ბრინჯაო
მედლების ცვენა - ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ
ქართველების ტრიუმფი ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
თბილისური ფიცარნაგი სტუმრებს ელოდება
ძალოსანი გოდერძი ბერდელიძე დღეს ევროპის ჩემპიონატზე გამოვა
შოთა მიშველიძე ევროპის ჩემპიონია! 2 დღეში მოპოვებული ჩემპიონის ტიტული და 4 მედალი!
შოთა მიშველიძე ევროპის ჩემპიონია!
U23. ევროპის ჩემპიონატი: გოდერძი ბერდელიძემ საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა
რამინ შამილიშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ბერდელიძემ ევროპირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა