გროზნოში საფეხბურთო მატჩი გაიმართება, რომელშიც ბრაზილიის 2002 წლის ნაკრები ჩეჩნურ გუნდს დაუპირისპირდება
10 მარტისთვის ჩეჩნეთში უცნაური ამბავი დაგეგმეს. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა - გროზნოში საფეხბურთო მატჩი გაიმართება, რომელშიც ბრაზილიის 2002 წლის დროინდელი ნაკრები ჩეჩნეთის გუნდს დაუპირისპიდება. კავკასიელთა გუნდის კაპიტანი კი, სხვა ვინ უნდა იყოს, თუ არა თვით რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი.

ეს არც საპირველაპრილო ხუმრობაა და არც რაიმე გაუგებრობა. ა, ბატონო დასტურად ჩეჩნეთის სპორტის, ფიზიკური კულტურისა და ტურიზმის მინისტრის, ჰაიდარ ალხანოვის სიტყვები:

"2002 წელს მსოფლიოს ჩემპიონი ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ "რამზან კადიროვის გუნდი" ითამაშებს. რესპუბლიკის მეთაური გუნდს თავად ჩამოაყალიბებს და თან, მოედანზე კაპიტნის სამკლაურითაც გამოვა."

ერთი სიტყვით, თუ ყველაფერი ისე აეწყო, როგორც ეს ჩეჩნებს დაუგეგმავთ, გროზნოში გულშემატკივრები კაკას, რონალდოს და რონალდინიოს პირადად იხილავენ. ამ ყველაფერში მონაწილეობის სურვილი გროზნოს "ტერეკის" ახალ თავკაცს რუდ გულიტსაც გამოუთქვამს, რომელიც კავკასიელებს ჩანაფიქრის განხორციელებაში მხარდაჭერას შეპირდა.

ეგ კი არადა, მაისში გროზნოში ახმატ-ხაჯი კადიროვის სახელობის სპორტული კომპლექსისა და სტადიონის გახსნა იგეგმება და ღონისძიებაზე დასაპატიჟებელ სტუმართა შორის სიაში ჩეჩნებმა ბლატერის, პლატინის, ვან ბასტენის და რაიკაარდის გვარები უკვე ჩაინიშნეს.

მომზადებულია eurosport.ru-ის მიხედვით

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა