ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გუბაზ სანიკიზე: მეშინია ქართული რაგბიც ისე არ მოკლან, როგორც ქართული ფეხბურთი

გუბაზ სანიკიზე: მეშინია ქართული რაგბიც ისე არ მოკლან, როგორც ქართული ფეხბურთი

"ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ქართული ფეხბურთის პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე საუბრობს
საქართველო ვერა და ვერ დაემსგავსა ჩვენსავე მრავალხმიან სიმღერას, სადაც ყველას თავისი ხმა აქვს, მაგრამ ერთობაში გასაოცარი ჰარმონიაა. პოლიტიკაში მრავალხმიანობა ჰარმონიაში კი არა, აბსურდში გადაიზარდა: ყველა თავისას ერეკება და სხვისას ნაკლებად ისმენს.

თუმცა "ლელოს" დღევანდელი რესპონდენტი არა პოლიტიკური ნიშნით, არამედ ფეხბურთის სიყვარულით შევარჩიეთ. პოლიტიკოსებს მომავალშიც ამ კრიტერიუმით გავესაუბრებით - განმსაზღვრელი იქნება ფეხბურთისადმი მათი დამოკიდებულება და არა პოლიტიკური კრედო.

"ეროვნული ფორუმის" დამფუძნებელთაგანი გუბაზ სანიკიძე კი ფეხბურთის მოყვარულია, ძველი თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების დიდი ქომაგი, უხარია და სტკივა ის, რაც საბოლოოდ ქვეყნის სახელთანაა გაიგივებული - ქართული ფეხბურთი.

- პოლიტიკა გვერდზე გადავდოთ და ვილაპარაკოთ იმაზე, რაც ყველას ძალიან გვიყვარს და გვტკივა, თუმცა იმედებს ვერ გვიმართლებს.

- არ მინდა, ახლაც პოლიტიკას შევეხო, გარკვეულწილად ეს ხალხს მობეზრდა. თუმცა ფეხბურთიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამოძახილია. შეიძლება ვიღაცამ ერთმანეთს ვერ დაუკავშიროს, მაგრამ საქართველოში ფეხბურთის განვითარება თითო-ოროლა კაცისა და თუნდაც საფეხბურთო სამყაროს მონდომებაზე ვერ იქნება დამოკიდებული. საჭიროა ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც მის განვითარებას წაახალისებს, ასეთად კი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რეფორმა, ანუ რაიონების გამსხვილება წარმომიდგენია.

- იქნებ, დააკონკრეტოთ.

- მაგალითად, ორი ძლიერი გუნდი ეყოლებოდა სამეგრელოს, იმერეთს, ქართლს და სხვებს. ეს არის თვითმმართველობასთან დაკავშირებული თემა. დღეს თვითმმართველობას არც ბიუჯეტი აქვს, ადგილზე ვერც მოსაკრებელს იტოვებს და, ცხადია, გუნდის შესანახი ფულიც არ ექნება.

- გუნდის შენახვა მთლიანად ადგილობრივი მმართველის ნებაზეა დამოკიდებული, თუ უყვარს, აფინანსებს, არ უყვარს და თეთრს არ ხარჯავს. ერთიანი მიდგომა, სისტემა არ არსებობს.

- თითო-ოროლა კაცის პატრონობა ამ უზარმაზარ მეურნეობას ვერ უშველის. მაღალგანვითარებულ საფეხბურთო ქვეყნებში, ბრიტანეთში, გერმანიაში, ესპანეთში, იტალიასა და საფრანგეთში სისტემა მუშაობს და აყალიბებს კლუბებს... დედაქალაქის გუნდი ორი-სამია, დანარჩენები ძლიერ ქალაქებსა და რეგიონებს წარმოადგენს. რაც უნდა გაუკვირდეს მკითხველს და რაც უნდა ყელში გვქონდეს ამოსული, ეს მაინც პოლიტიკასთან არის დაკავშირებული.

- თავისთავად ფეხბურთიც პოლიტიკაა.

- რა თქმა უნდა. ფეხბურთი არის საშუალება იმისა, რომ მცირე ერებმა თავისი სიძლიერე დაამტკიცონ.

- მართვის საშუალებაცაა: 1994 წელს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ელ გორმა ისრაელ-პალესტინის მოლაპარაკებაში ფიფას პრეზიდენტ ჟოაო აველანჟს დახმარება ამ ორი ქვეყნის ნაკრებების ამხანაგური მატჩის მოწყობით სთხოვა. ფეხბურთს ხალხზე მართლაც დიდი გავლენა აქვს.

- სპორტია თვითონ პოლიტიკა, დროშის აწევა, საპრიზო ადგილის დაკავება, ჩემპიონის დაბადება სხვა რა არის?! ავსტრალია, სადაც 15 მილიონამდე მოსახლეა, ნამდვილი სპორტული იმპერიაა და ქვეყნის სახელიც, სხვებზე მეტად, სპორტსმენებმა ასახელეს. ჩინეთი გრანდიოზული ქვეყანაა, სპორტულ პროგრამებს ადგენენ და აკი სპორტი ფეხზეც დააყენეს. პატარა ჰოლანდია ტრადიციულად საფეხბურთო ქვეყანა იყო... რუსეთთან პრობლემები გვაქვს და როგორი სიხარული მივიღეთ 2003 წელს ამ ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების ძლევით, აგრეთვე მორაგბეთა ნაკრების მიერ მათი უამრავჯერ დამარცხებით? თუმცა არ გვეკადრება, მათ ჰიმნზე რომ ვუსტვენთ, ეს ზრდილობის საქმეა და არა პოლიტიკის.

21-ე საუკუნეში, როდესაც სიტყვით თუ საქმით ყველა მშვიდობას ესწრაფვის, ერებს შორის უსისხლო კონკურენციის ყველაზე საუკეთესო საშუალება კულტურაა, სპორტი კი კულტურის ნაწილია. ბევრს ვერ დამისახელებთ ჩვენსავით ოთხმილიონიან ერს, რომელსაც ამდენი ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს. რაც უნდა ჩამორჩენილობად ითვლებოდეს ამაზე ლაპარაკი, ფაქტია, რომ ჩვენ ძლიერი გენეტიკური კოდი გვაქვს და სპორტში, თეატრში, ხელოვნებაში, მხატვრობაში, მეცნიერებაში საჭირო უნარები გაგვაჩნია. ჩვენი ნიჭი ამაშია და უნდა გამოვიყენოთ, თუმცა დღემდე ვერ ვახერხებთ.

- თქვენი აზრით, რატომ?

- დიდი მნიშვნელობა აქვს, შენს უკან რა ქვეყანა დგას. მნიშვნელოვანი ფაქტორია სულისკვეთებაც. შესაძლოა, ვცდები, მაგრამ ახლანდელ თაობებს "დიუსელდორფის თაობის" მსგავსი მებრძოლი სულისკვეთებაც ვერ შევატყვე. ასეთი იყო არა მხოლოდ "დინამო", არამედ "გურიაც", "ტორპედოც", ახლა კი რატომღაც ბრძოლის ეს ჟინი დაიკარგა.

- ალბათ, აფხაზეთისა და სამაჩაბლოში წაგებები ჩვენი ხალხის ფსიქოლოგიაზე აისახა.

- წაგება ერზე აუცილებლად აისახება, მაგრამ სხვადასხვაგვარად - წაგებული ხალხი ან ყურებს ჩამოყრის, ან რეპუტაციის აღსადგენად ყველაფერს აკეთებს. მეორე მსოფლიო ომში განადგურებულმა გერმანიის ნაკრებმა 1954 წელს მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა. სამწუხაროდ, ჩვენ ყურებჩამოყრილების კატეგორიაში აღმოვჩნდით. თუმცა მორაგბეები გვახარებენ, რადგან მათში არის მებრძოლი სული. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ ეს ფაქტია - მიღწევები გვაქვს რაგბიში, ფეხბურთში კი იგივეს ვერ ვიტყვით.

- თქვენი ნება რომ იყოს, ფეხბურთისადმი სახელმწიფოს მიდგომაში რას შეცვლიდით?

- შეცდომა იყო, მთელი ყურადღების მხოლოდ ერთ გუნდზე გატანა. ყოველთვის ვცდილობდით თბილისის "დინამოს" ფეხზე დაყენებას, მაგრამ ეს მცდარი შეხედულება იყო - ფეხბურთი მხოლოდ ერთი გუნდის მოღონიერებით ვერ გაძლიერდება. როდესაც საბჭოთა კავშირში ვიყავით, "დინამოზე" აქცენტი გასაგები და მისაღები იყო, დამოუკიდებლობის შემდეგ კი ეს მიდგომა გაუგებარი გახდა. ერთი ძლიერი გუნდი ამინდს ვერ შექმნის. მადრიდის "რეალი" რომელიმე სუსტ ჩემპიონატში რომ გადაერთოს, რამდენიმე წელი ულაპარაკოდ ჩემპიონი გახდება, მაგრამ თავისი დონის კლუბებს რომ ვერ შეხვდება, ბოლოს მისი კლასიც დაეცემა.

მხოლოდ თბილისის "დინამოს" ან რომელიმე სხვა კლუბის გაძლიერებით მთლიანად ქართული ფეხბურთი ვერ განვითარდება. ქვეყანაში ღარიბი რეგიონების ნაცვლად ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რეფორმით რამდენიმე ძლიერი რომ გაჩნდეს თავის ბიუჯეტით, შემოსავლებითა და სხვა სიკეთეებით, დარწმუნებული ვარ, ფეხბურთსაც ეშველება და უცებ მივიღებთ რამდენიმე სოლიდურ კლუბს, თბილისსაც 3-4 ეყოლება და სერიოზული კონკურენცია შეიქმნება.

როდესაც სტადიონებზე ბალახიც არ ამოდის, ფეხბურთს მხოლოდ ენთუზიაზმით ვერ განვავითარებთ. ვიცი, რევაზ ძოძუაშვილი დადის ქუჩა-ქუჩა, სოფელ-სოფელ, ნიჭიერ, ღარიბ და გაჭირვებულ ბავშვებს აგროვებს და იპოდრომზე ავარჯიშებს. ეს ძალიან კარგია, მაგრამ მაინც ენთუზიასტის მცდელობაა და საერთო მდგომარეობას ვერ შეცვლის.

- თქვენი აზრით, როგორ შეიძლება საქართველოში ფეხბურთის, როგორც სოციალური და ეკონომიკური ფაქტორის გამოყენება?

- შეიძლება, ფეხბურთს და ჩვენს ჩემპიონატს ყოველდღე არ უყურებდე, მაგრამ როდესაც ამ პრაგმატულ სამყაროში ქვეყნის სახელსა და ღირსებაზეა ლაპარაკი და შენი დროშა იწევა, ზოგი ღიად, ზოგიც ფარულად ტირის. ამას ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან დღესაც თავის დამკვიდრება გვიწევს. საქართველოს კარგად არც იცნობენ და თუ გვიცნობენ, არც ისე კარგი კუთხით - შევარდნაძით, სტალინით...

შოტლანდიური ფეხბურთი ინგლისურს ვერ სჯობს, მაგრამ ყველამ იცის, რომ ძალიან მებრძოლი ხალხია. მათი ფეხბურთი ყოველთვის სანახაობაა, ომობენ და ბოლომდე იხარჯებიან, თუნდაც 0:5-ზე, ერთი მაინც რომ გაიტანონ. ჩვენს ქვეყანას თვითდამკვიდრების პრობლემა აქვს და ამ საქმეში სპორტი ერთ-ერთი უებარი წამალია. ზოგი აფრიკული ქვეყნის არსებობა ჩვენში ფეხბურთის ნაკრებებით გაიგეს - კოტ დივუარი, განა, გაბონი და სხვა. ჩვენ ძველი მემკვიდრეობის ქვეყანა ვართ, სპეციალისტებმა კი იციან საქართველოს ფასი, მაგრამ მასობრივად არ გვიცნობენ. იმიტომაც, რომ სპორტი ვერ განვავითარეთ.

ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც მართლა მოუხდა დამოუკიდებლობა, ხორვატიაა, ყველაფერში განვითარდა, ეკონომიკაში, კულტურასა და სპორტში და ყველა დანარჩენზე ერთი თავით მაღლა დგას. ეს ნიშნავს იმას, რომ, თუ დამოუკიდებლობამიღებული ქვეყანა სპორტში ძლიერია, ქვეყნის საქმეც კარგად მიდის და ხალხს სიამაყის გრძნობა უჩნდება. ჩვენ კი, სამწუხაროდ, დამარცხებას ისე მივეჩვიეთ, გამარჯვება-დამარცხებას შორის განსხვავებასაც ვეღარ ვხედავთ. ხშირად გამიგია, ინგლისს როგორ მოვუგებდით, ან გერმანია-იტალია-საფრანგეთსო. მაშინ რისთვის გადიხარ მოედანზე?! მოსახლეობის რაოდენობა სიძლიერეს არ განსაზღვრავს. ჩინეთმა და ინდოეთმა დიდი ხანია მილიარდს გადააჭარბეს, მაგრამ მათი ფეხბურთი ვის გაუგია? სიძლიერე სულისკვეთებაზეც არის დამოკიდებული, ჩვენი მორაგბეები ძველ ქართულ მებრძოლ სულისკვეთებას აღვიძებენ, კალათბურთიც მოღონიერდა და ეს ძალიან მახარებს. აი, ფეხბურთი კი ღრმა კრიზისშია.

სამწუხაროდ, ფეხბურთს მასობრივად აღარ თამაშობენ. მახსოვს, ჩემს პატარაობაში ეზოში სულ ბავშვების ჟრიამული იდგა, ახლა კი მიუსხდებიან კომპიუტერს და ამით მთავრდება ფეხბურთით დაინტერესება. ამას ემატება ჩაწყობილი თამაშები. კარგად მახსოვს, ხალხმა იცოდა, გოლი რომელ ტაიმში გავიდოდა. ჩაწყობის ჟანგიანი მექანიზმი ჯერ კიდეც ცოცხალია ჩვენს გონებასა და აზროვნებაში.

დიდი ფეხბურთისთვის მხოლოდ ტალანტი საკმარისი არ არის, რუტინული შრომაა საჭირო, რაც ჩვენში ბევრს ეზარება. შეხედეთ, თანამედროვე ფეხბურთელები გლადიატორებივით არიან, 90 წუთი შეუჩერებლივ დარბიან და იბრძვიან, ქართველებს კი სირბილი არ უყვართ. რაგბიში წარმატებებსაც უფრო ნიჭის ამოხეთქვას მივაწერ და არა სახელმწიფოს მზრუნველობას. თუ ხელშეწყობა არ ექნა, მეშინია, რაგბიც არ მოგვიკლან და შიგნიდან ისე არ გამოჭამონ, როგორც ფეხბურთი. ფეხბურთი ხომ ასე გამოჭამეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• napoleoni

ხალხი მსოფლიოს ფორუმიდან ძვრება რომ მიშას სიყვარული დაუმტკიცოს.იქ ვერ ბედავენ ,სოროებში არიან შემძვრალი.რათქმაუნდა გუბაზას პოლიტიკოსობა როგორ უნდა დააბრალონ,ამთი საყვარელი მიშიკოს ფონზე.

• napoleoni

kopala! მარა გუბაზას როგორ უნდა დააბრალონ პოლიტიკოსობა ,შენი საყვარელი პრეზიდენტის ფონზე

• kopala

რატო აბრალებთ პოლიტიკოსობას,მართლა რომ დაიჯეროს?ის უბრალოდ ქართველია ,რომელსაც ფეხბურთი კომუნისტების დროიდან უყვარს და ნუ დააბრალებთ

• puma

ბ-ნო გუბაზ - ძლიერი გენეტიკური კოდი მართლაც აქვს ქართველებს, განსაკუთრებით ფეხბურთში და ეს უცხოელმა სპეციალისტებმა არაერთხელ აღიარეს. კარგია რომ ფეხბურთის მნიშვნელობა გესმით. იქნებ პოლიტიკოსებმა უფრო მწვავედ გააშუქოთ ფეხბურთის პრობლემები და ის პიროვნებებიც ამხილოთ, ვინც ხელს უშლის ამ სფეროს განვითარებას.

• mentalitet

წატი შენი!!.

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!