მონტელას მალე წარადგენენ, ბერლუსკონი სამი წელი კიდევ იქნება კლუბის პრეზიდენტი
"მილანში" დიდი ცვლილებების დროა და ეს ეხება როგორც მწვრთნელს, ისე ფეხბურთელებს და რაც მთავარია, კლუბის მესვეურებს, ანუ მენეჯმენტს.

"როსონერის" ახალი მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო მონტელაა და სწორედ ამ ამბით დავიწყოთ.

მონტელას პირველი კომენტარი

42 წლის ვინჩენცო მონტელა ბოლოს "სამპდორიას" ედგა სათავეში, იქამდე კი "ფიორენტინას" და "კატანიას" წვრთნიდა. ყველაზე წარმატებულად ფლორენციაში იმუშავა. აი, გენუაში კი აშკარად ვერ გაამართლა გაცემული ავანსები.

მიუხედავად ამისა, მისი პერსონით "მილანის" მესვეურები დაინტერესდნენ და საქმეც მალე გაჩარხეს. მონტელამ ლომბარდიულ გრანდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და სეზონში 2,3 მილიონ ევროს მიიღებს. აქვე ვთქვათ, რომ "როსონერის" მესვეურები "სამპდორიას" კომპენსაციის სახით 1 მილიონ ევროს გადაუხდიან.

მონტელას ოფიციალური პრეზენტაცია უახლოეს დღეებში შედგება, იქამდე კი "მილანის" ახალმა მწვრთნელმა მოკლე კომენტარი გააკეთა:

"შეთანხმება შედგა და ძალიან გახარებული ვარ. "მილანი" დიდი გუნდია, რომლის გაწვრთნა ჩემთვის უდიდესი პატივია. გვაქვს პროექტი, რომელიც ერთად უნდა განვახორციელოთ და გუნდს ძველი დიდება დავუბრუნოთ. "მილანს" შეუძლია უკვე მომდევნო სეზონში უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა და საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ".

კმაყოფილი გალიანი

ჟურნალისტებმა "მილანის" ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი გამოიჭირეს და მას რამდენიმე კითხვა დაუსვეს...

- როდის გადაწყდა, რომ "მილანის" მწვრთნელი მონტელა იქნებოდა?

- არ ვიცი, დილიდან არაფერი მიჭამია და სიმართლე გითხრათ, აღარც მახსოვს. მთავარია, რომ ასეთი სურვილი გაჩნდა და შემდეგ ყველაფერი დადებითად მოგვარდა, რაც ძალიან მახარებს.

- მაინც რატომ შეჩერდა არჩევანი მონტელაზე?

- ახალგაზრდა და პერსპექტიული სპეციალისტია, რომელსაც ზურგს გამოცდილება უმაგრებს. ვესაუბრეთ ვინჩენცოს, მოგვეწონა მისი ხედვა და ბევრი აღარ გვიფიქრია. მჯერა, რომ სწორი არჩევანი გავაკეთეთ.

- რას შეიძლება "მილანმა" მიაღწიოს მონტელასთან ერთად?

- ვინჩენცოსთან ერთად, ყველაფერს თავიდან ვიწყებთ და შევეცდებით, რომ გუნდს ძველი დიდება დავუბრუნოთ. აღარ შეიძლება სეზონის ჩაგდება და ახალ მწვრთნელს ეს კარგად ესმის.

- რა გეგმები გაქვთ სატრანსფერო ბაზარზე?

- კლუბში მიმდინარე ცვლილებებიდან გამომდინარე, ეს მეტად რთული საკითხია და დღეს ამ თემაზე საუბარი გამიჭირდება. ჩვენი მიზანი გაძლიერებაა და ეს ასეც მოხდება.

ბერლუსკონის თანხმობა

ამასობაში, სილვიო ბერლუსკონი "მილანის" აქციების 80%-ის გაყიდვას დათანხმდა და საქმე, პრაქტიკულად, მოგვარებულია. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, 7 ივლისს კლუბი აზიელი ინვესტორების ხელში გადავა.

როგორც ცნობილია, ჩინელები 750 მილიონ ევროს გადაიხდიან, საიდანაც 240 მილიონად კლუბის ვალები დაიფარება, დანარჩენ თანხას კი პირადად ბერლუსკონი მიიღებს.

"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, სილვიო ბერლუსკონი კიდევ 3 წელიწადი იქნება "მილანის" პრეზიდენტი, შემდეგ კი პოსტის დატოვება მოუწევს. სამაგიეროდ, ბერლუსკონი ინარჩუნებს აქციების 20%-ს, რომლის გასხვისებას არც პრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგ აპირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გაგა
სილვიო კვაჭანტირაძე
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მონტელა: ძლიერ მეტოქესთან ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
"მონცას" ფეხბურთელებმა ბერლუსკონის მეძავებით სავსე ავტობუსი მოსთხოვეს
გალიანი: "მონცას" მიზანი სერია A-ა, მისაბაძი მოდელი - "ატალანტა"
ადრიანო გალიანი: მე და კაპელო მაგრად დავთვერით და ჩემპიონთა ლიგის თასი ნაგვის ურნაში ვიპოვეთ
მონტელა: საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირება რთულია
"ბერლუსკონიმ მითხრა, რომ პოზიცია უნდა შემეცვალა, რაზეც "მილანის" მაშინდელ მწვრთნელს მოვუყევი და მიპასუხა, რომ..."' - პატომ "როსონერის" ყოფილ პრეზიდენტზე ისტორია მოჰყვა
"მადლობა, პრეზიდენტო!" - კალაძე ბერლუსკონის გარდაცვალებას ეხმაურება
მონტელა: ისევ საქართველო შეგვხვდა - მესამე კალათიდან ყველაზე მძიმე მეტოქე
"მილანი" ლეაოს გაუშვებს? - ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყდა
მონტელა: გაძევების შემდეგ ინიციატივა დავკარგეთ - საქართველოს ნაკრებმა დიდი განვითარება გაიარა
ბერლუსკონი ფეხბურთელებს მეძავებით სავსე ავტობუსს დაჰპირდა
"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა
ადრიანო გალიანი: ვშიშობ, "სან სიროზე" 80 000 მაყურებელს ვეღარ ვიხილავ
არეულობა თურქეთის ნაკრებში? - აქთურქოღლუს განცხადების გამო თანაგუნდელები აღშფოთდნენ, ფეხბურთელს მონტელა შეხვდება
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
ბერლუსკონისა და გალიანის "მონცა" პირველად გადავიდა სერია B-ში
ადრიანო გალიანი სავარაუდოდ, "მილანში" დაბრუნდება
ადრიანო გალიანი: ტევესი-იბრაჰიმოვიჩის ტანდემზე ვოცნებობდი
მარიო ბალოტელი იტალიაში ყოფილ გუნდში დაბრუნდება
"მონცამ" "იუვეს" ისევ მოუგო - ბერლუსკონიმ ფეხბურთელებს მეძავები უნდა დაახვედროს