ასეთი ბანერით ეგებებიან პოლიციელები ტურისტებს რიოში
2016 წლის ოლიმპიადის დედაქალაქ რიო-დე-ჟანეიროს აეროპორტში პოლიციის თანამშრომლები საერთაშორისო რეისების მგზავრებს დახვდნენ ბანერით, რომელზეც ეწერა:

"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში". ამ ფრაზას შემდეგი ახსნა აქვს: "პოლიციელებსა და მეხანძრეებს ხელფასს არ უხდიან და ყველა, ვინც რიო-დე-ჟანეიროში ჩავა, საკმარისად უსაფრთხოდ ვერ იგრძნობს თავს".

ორშაბათს იყო გამოცხადებული იმის შესახებ, რომ რიოს პოლიცია გაფიცვას ჩაატარებდა. პოლიციის წარმომადგენელთა თქმით, მათი მუშაობა პრაქტიკულად პარალიზებულია დაფინანსების არარსებობის გამო.

18 ივნისს, რიო-დე-ჟანეიროს შტატის ხელმძღვანელობამ რეგიონში ფინანსური თვალსაზრისით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამგვარმა ნაბიჯმა საშუალება უნდა მისცეს ხელისუფლებას - საჭირო ზომები მიიღოს "ძირითადი კომუნიკაბელური სამსახურების სამუშაოს რაციონალიზაციისთვის". ასევე აღნიშნავდნენ, რომ მძიმე ეკონომიკური სიტუაცია ხელს უშლის შტატს - შეასრულოს აღებული ვალდებულებები ოლიმპიური თამაშების ჩასატარებლად.

ზაფხულის ოლიმპიადა რიო-დე-ჟანეიროში 5-21 აგვისტოს გაიმართება.

ამასობაში, ბრაზილიის პოლიციამ დააპატიმრა 27 წლის მამაკაცი, რომელმაც ვედროდან წყალი გადაასხა რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტის მონაწილეებს. თუმცა ხულიგანმა ოლიმპიური ცეცხლის ჩაქრობა ვერ მოახერხა. მოგვიანებით, ახალგაზრდა მამაკაცმა პოლიციის წარმომადგენლებს აუხსნა, რომ ეს სანაძლეოს გამო გააკეთა. ჯერჯერობით უცნობია, რა სასჯელს მიიღებს ის.

ამ ინციდენტამდე ერთი კვირით ადრე, ცეცხლსასროლი იარაღით სიცოცხლეს გამოასალმეს იაგუარი, რომელიც ოლიმპიური ცეცხლის ქალაქ მანაუში ჩატანის ცერემონიაში მონაწილეობდა. მხეცი ესტაფეტის ერთ-ერთ მონაწილეს დაესხა თავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Hoh
სიკა-ს დავადებაზე რა ხდება?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა