ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

დომენეკის სიმართლე

დომენეკის სიმართლე

მივიწყებული სკანდალი

ისეთი იდიოტიც არ ვარ, ბევრს რომ ჰგონია

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა რაიმონ დომენეკმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დუმილი დაარღვია და ყოველკვირეულ ფრანგულ გამოცემა ლ’Eხპრესს-ს 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაკრებში მომხდარ სკანდალთან დაკავშირებით თავისი ვერსია მოუთხრო. მოსიე დომენეკმა ილაპარაკა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებითაც. “შემიძლია ერთი რამ გულწრფელად ვთქვა: საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელები მსოფლიოს ჩემპიონატზე როგორც ჭირვეული, გათავხედებული ბავშვები ისე იქცეოდნენ. ლიდერები... ისინი იყვნენ გუნდში? ვერ გეტყვით, მსგავსი სტატუსის მქონე ფეხბურთელებს არ შევხვედრივარ. ჯერ ეჭვი მქონდა, რომ ფეხბურთელებს არ ესმოდათ, თუ რას აკეთებდნენ. თუმცა შემდეგ საწინააღმდეგოში დავრწმუნდი – მათ ყველაფერი მშვენივრად ჰქონდათ გათვლილი და სირცხვილის გრძნობას ფოტოკამარების უკან და ავტობუსის ფარდებს მიღმა ემალებოდნენ. მათი წერილის შინაარსი რატომ გავახმაურე? იმიტომ, რომ ოდესღაც საკუთარ თავზე უნდა ამეღო პასუხისმგებლობა და გუნდში მიმდინარე პროცესების და ამ... მასკარადისთვის წერტილი უნდა დამესვა. სამხრეთ აფრიკაში მყოფი ყველა ფოტოგრაფისთვის ჩვენი ავტობუსი ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული, რადგან რაც ჩვენს ბაზაზე მოვლენები ვითარდებოდა, ყველა ხვდებოდა და ზურგს უკან დაგვცინოდა. სწორედ ამიტომ ავიღე იმ მომენტში ინიციატივა საკუთარ თავზე. ჩემს გადაწყვეტილებას არ ვნანობ. მეტიც, ახლაც რომ იმავე სიტუაციაში აღმოვჩნდე, ისევე მოვიქცეოდი.

მოდი, სიმართლე ვთქვათ, ბევრ რამეში მე არასწორი ვიყავი. არ შეიძლებოდა მხოლოდ საუკეთესო ფეხბურთელებზე დაყრდნობა და მათთან ლამაზი სიტყვებით აზრის ჩამოყალიბებაც ზედმეტი იყო. მიუხედავად შეცდომებისა, ვეტერანი ფეხბურთელებისა და პოლიტიკოსების მხრიდან კრიტიკას არ მივიღებ. მე მხოლოდ სიმართლის ლაპარაკი მინდა და იმისი თქმაც მსურს, რომ მე ისეთი იდიოტიც არ ვარ, ბევრს რომ ჰგონია.

სამომავლოდ დიდი გეგმები მაქვს, თუმცა ჯერ არაფერი გადამიწყვეტია. მქონდა შემოთავაზება მეთამაშა მხატვრულ ფილმში, მეთამაშა თეატრალურ დადგმაში. აი ტელევიზიას კი არც გავეკარები. წარმოგიდგენივართ რომელიმე რეალითიშოუს წამყვანად? ფეხბურთს რაც შეეხება, რატომაც არა? თუმცა ჯერ არა. ჯერ ფეხბურთისგან მოყენებული ძველი წყენა უნდა გავიქარვო”.

მატჩების ჩატარება ეჭვქვეშ დგას

ყაზანის “რუბინისა” და ენსხედეს “ტვენტეს” პირველი მატჩის ჩატარება ეჭვქვეშ დადგა. ევროპის ლიგის 1/16 ფინალის შეხვედრა ყაზანიდან მოსკოვში რუსეთის ექსჩემპიონთა პრეზიდენტის სურვილით გადმოიტანეს, რათა თათრეთის რესპუბლიკის მკაცრ ბუნებას ხელი არაფერში შეეშალა. ჰოლანდიელ სტუმრებს არც მოსკოვი დახვედრია ხელგაშლილი. რუსული ჰიდრომეტცენტრის ცნობით, 17 თებერვალს დედაქალაქში ტემპერატურა -26 გრადუსამდე დაეცემა. არადა, ფიფას რეგლამენტით მინიმალური ტემპერატურა, როცა ფეხბურთის თამაში შეიძლება, -15 გრადუსია. საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლება მხოლოდ მატჩის მთავარ მსაჯს აქვს. თავის მხრივ, ჰოლანდიელები რუსეთში გამგზავრებას განსაკუთრებით თბილად ჩაცმულები აპირებენ, - ამის შესახებ “ტვენტეს” ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი იუწყება. თუკი შეხვედრა ჩაიშალა, “რუბინის” ხელმძღვანელობას უახლოეს ხანებში მოუწევს რომელიმე სამხრეთული ქალაქის მონახვა, რათა ევროპელ სტუმრებს იქ უმასპინძლოს. ანალოგიური მიზეზით რუსეთში მატჩის გადადება პირველი შემთხვევა არ იქნება. შეგახსენებთ, რომ

1999 წელს მოსკოვის “სპარტაკი” უეფას თასის 1/16 ფინალში “ლიდსს” სოფიაში დაუპირისპირდა მასპინძლის სტატუსით.

ყაზანელთა პრობლემები აწუხებთ ასევე შუაგულ ევროპაშიც – “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელობამ სპეციალური თხოვნით მიმართა უეფას, რათა ევროპის ლიგის 1/16 ფინალურ შეხვედრაში ბელარუსულ ბატე-ს მოგვიანებით უმასპინძლოს. პარიზელები შეშფოთებულები არიან იმით, რომ სინოპტიკოსები -10 გრადუსს წინასწარმეტყველებენ. ისინი მსგავს ამინდში თამაშს მიჩვეულები არ არიან. “დიახ, პარიზელთაგან წერილი უკვე მივიღეთ. გადაწყვეტილება კი ჯერ არ მიგვიღია,” – განაცხადა უეფას პრესსამსახურის თანამშრომელმა.

პ.ს წუხელ გვიან გავრცელებული ინფორმაციით, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ პარიზელთა თხოვნა არ შეისმინა და მატჩის გადადებაზე უარი თქვა.

ვოლფსბურგი კიაიერს გაყიდის

Gოალ.ცომ-ის ინფორმაციით, “ვოლფსბურგმა” სეზონის ბოლოს შეიძლება სიმონ კიაერის ტრანსფერზე თანხმობა განაცხადოს. ეს ფეხბურთელი “მგლების” ბანაკში 2010 წლის ივლისში გადაბარგდა, თუმცა ამის მიუხედავად მის მიმართ ინგლისური პრემიერლიგის გრანდების ინტერესი არ გამქრალა. “ლივერპულსა” და “ტოტენჰემს” სეზონის ბოლოს გერმანელებისთვის 21 წლის დანიელის სანაცვლოდ სოლიდური თანხის შეთავაზება მოუწევთ. თავის მხრივ, “მგლები” “ვერდერიდან” პერ მერტეზაკერის ყიდვას გეგმავენ. ბრემენელებს ჩემპიონთა ლიგაში ვერმოხვედრის შემთხვევაში (დაგვეთანხმეთ, რომ “მუსიკოსებს” ამის პრაქტიკული შანსი უკვე აღარც შერჩათ), ფინანსური პრობლემები შეაწუხებთ, რის საკომპენსაციოდაც წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევთ. გერმანელი ჟურნალისტების ვარაუდით, ესენი იქნებიან სწორედ ზემოხსენებული მერტეზაკერი და მარკო მარინი. როგორც ჩანს, ვოლფსბურგელებს სწორედ ამ მომენტის გამოყენება სურთ.

ლევან ბიბილაშვილი

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

"თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, კონფერენს ლიგაზე გასვლითაც ბედნიერები უნდა ვიყოთ" - სობოსლაი საკუთარი გუნდის თამაშით აღშფოთებულია

[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ის, რაც ქარ­თულ რაგ­ბი­ში ხდე­ბო­და, არის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის