ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ლაბადია მარიკას მისდგა, ვან ნისტელროი ბეშიქთაშში

ლაბადია მარიკას მისდგა, ვან ნისტელროი ბეშიქთაშში

გერმანული ამბები

ლაბადია მარიკას მისდგა

„შტუტგარტში“ მძიმე მდგომარეობაა. შვაბური კლუბი ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზეა და მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების სერიოზული საფრთხე ემუქრება. გერმანიის 2007 წლის ჩემპიონს ვერც მწვრთნელის შეცვლამ უშველა - სიტუაცია უკეთესობისკენ ვერც დეკემბრის მიწურულს დანიშნულმა ბრუნო ლაბადიამ შეცვალა. ახლა კი, ევროპის ლიგის 1/16 ფინალის მეტად მნიშვნელოვანი მატჩის წინ („შტუტგარტი“ ხვალ ლისაბონის „ბენფიკას“ ხვდება), ლაბადიამ თავდამსხმელი ჩიპრიან მარიკა განაცხადიდან ამოაგდო. იმის გათვალისწინებით, რომ შვაბებს „ბენფიკასთან“ ტრავმის გამო ვერც რუსი ფორვარდი პაველ პოგრებნიაკი დაეხმარებათ, ლაბადიას მხრიდან ეს საკმაოდ სარისკო გადაწყვეტილებაა. ბუნდესლიგის მომდევნო ტურში კი შვაბები მეორე ადგილზე მყოფ „ლევერკუზენს“ ხვდებიან და ლაბადია მარიკაც განაცხადში არც იმ მატჩისთვის დააბრუნებს.

არადა, მარიკა „შტუტგარტის“ ერთ-ერთი წამყვანი თავდამსხმელია. ლაბადიას თქმით, ბოლო დროს მან ძალიან აურია. „გუნდის ინტერესები ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას. ჩიპრიან მარიკა ამ ეტაპზე თავის პირად ინტერესებს გუნდის ინტერესებზე მაღლა აყენებს. შესაბამისად, არ შემეძლო, რომ არ დამესაჯა,“ - ასე განმარტა ბრუნომ თავისი გადაწყვეტილება. ლაბადიას განრისხების მიზეზი მარიკას ინტერვიუა, რომელიც ერთ-ერთ რუმინულ გაზეთში გამოქვეყნდა, სადაც 25 წლის ფეხბურთელმა „შტუტგარტის“ მწვრთნელი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა.

მერკელს გერმანია ურჩევნია

„მილანისა“ და გერმანიის 19-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველმა ალექსანდერ მერკელმა განაცხადა, რომ რუსეთის ან ყაზახეთის ნაკრებში თამაშზე უარს ამბობს და გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, იოახიმ ლიოვის მიწვევას ელოდება. როგორც იცით, მერკელი ყაზახეთშია დაბადებული. გარდა მშობლიური ნაკრებისა, მას რუსეთის ეროვნულ გუნდშიც ეპატიჟებოდნენ.

ბუნდესგუნდის მენეჯერმა ოლივერ ბირჰოფმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ ლიოვის შტაბი 18 წლის მერკელს ბოლო დროს ძალიან ხშირად აკვირდება. „ალექსი „მილანის“ ძირითად შემადგენლობაში თამაშობს, რაც უკვე საკმარისი პირობაა იმისთვის, რომ ვაკვირდებოდეთ. მიხარია, რომ „როსონერიში“ თავს იმკვიდრებს,“ - აღნიშნა ბირჰოფმა, რომელიც აქტიური სპორტული კარიერის დროს თავად იცავდა „მილანის“ ღირსებას.

ლევერკუზენს ბალაკი გამოაკლდა

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, „ლევერკუზენი“ ხარკოვში მიხაელ ბალაკის გარეშე გაემგზავრება. როგორც იცით, ხვალ ბუნდესლიგის მეორეადგილოსანი ევროპის ლიგის 1/16 ფინალში „მეტალისტს“ შეხვდება. 34 წლის ნახევარმცველს ჯერ კიდევ ტრავმა აწუხებს და ამ მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში არ არისო - ასეთია „ლევერკუზენის“ ოფიციალური განმარტება.

ვან ნისტელროი ბეშიქთაშში?

ამას წინათ ვწერდით, რომ რუუდ ვან ნისტელროიმ ზაფხულში „ჰამბურგიდან“ წასვლა საბოლოოდ გადაწყვიტა და თქვა, რომ გერმანულ კლუბთან ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს. როგორც ირკვევა, 34 წლის ჰოლანდიელი გოლეადორით თურქული „ბეშიქთაში“ დაინტერესდა. ჩვენი ჰოლანდიელი კოლეგების ცნობით, „ბეშიქთაშის“ ხელმძღვანელებმა უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები ვან ნისტელროის აგენტთან. თუ რუუდი თურქულ გრანდში გადავა, იქ მას ორი ძველი ნაცნობი დახვდება: „ბეშიქთაშს“ „რეალის“ ყოფილი თავკაცი ბერნდ შუსტერი წვრთნის და იქვე ყოფილი მადრიდელი გუტიც თამაშობს.

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა

თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა