სამთო სათხილამურო სპორტი. მსოფლიოს ჩემპიონატი

გარმიშში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატი კაცებს შორის სუპერკომბინაციით გაგრძელდა. თავიდანვე ცნობილი იყო, რომ უნივერსალური მოთხილამურის სტატუსისთვის არ იბრძოლებდა მსოფლიო თასის ლიდერი ივიცა კოსტელიჩი, რომელიც ხორვატიაში გაემგზავრა დასასვენებლად და სპეციალუი სლალომისთვის მოსამზადებლად. კოსტელიჩის არყოფნაში ორი ფავორიტი გამოიკვეთა - ამ დისციპლინაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი აქსელ ლუნდ სვინდალი და ამ ჩემპიონატზე სწრაფდაშვების მომგები კრისტოფ ინერჰოფერი.

ექსპერტები უფრო მაღლა ნორვეგიელ სვინდალს აყენებდნენ, რადგან მას ინერჰოფერზე უკეთ ეხერხება სლალომი. მაგრამ მოვლენები ისე განვითარდა, რომ გამარჯვებული პრაქტიკულად სწრაფდაშვების შემდეგ იყო ცნობილი. ჩქაროსნულ დისციპლინაში სვინდალმა კონკურენტებს წამზე მეტი მოუგო, რამაც სლალომის ტრასის ზედმეტი ნერვიული დაძაბვისა და რისკის გარეშე გავლის საშუალება მისცა. მეორე დაშვების შემდეგ ნორვეგიელმა შეინარჩუნა წამზე მეტი უპირატესობა და დამაჯერებლად დაიცვა სუპერკომბინაციაში ორი წლის წინ მოპოვებული ტიტული.

ასევე დიდი სხვაობა იყო მეორე და მესამე ადგილებს შორის. პოდიუმის დანარჩენი ორი საფეხური ინერჰოფერმა და მეორე იტალიელმა პეტერ ფილმა დაიკავეს. ინერჰოფერმა ამ ჩემპიონატზე მესამე მედალი მოიპოვა და სრული კოლექცია შეაგროვა: თითო ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო.

სამწუხაროდ, კვლავ მეოთხე ადგილზე დარჩა ლეგენდარული ავსტრიელი ბენჯიმინ რაიხი, რომელმაც ბოლო დროს შეგვაჩვია პოდიუმის მიღმა ყოფნას. ავსტრიის ნაკრების უიღბლობა მედლის კიდევ ერთმა პრეტენდეტნმა რომედ ბაუმანმა გააგრძელა - მან სწრაფდაშვება ვერ დაასრულა.

გუშინვე ცნობილი გახდა, რომ ამერიკელმა ლინდსი ვონმა შეწყვიტა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა. პირველობის დასრულებამდე ორი ისეთი სახეობაა დარჩენილი (გიგანტური სლალომი და სპეციალური სლალომი), რომლეშიც წელს მსოფლიოს თასის მოქმედი მფლობელი ვერ ბრწყინავს, ამიტომაც ვონმა დასვენება და ტვინის შერყევის შემდეგ სრული რეაბილიტაცია გადაწყვიტა, რათა უფრო მომზადებული შეხვდეს მსოფლიოს თასის დარჩენილ ეტაპებს და იბრძოლოს ზედიზედ მესამე ბროლის გლობუსისთვის.

სუპერკომბინაცია

კაცები

1. აქსელ ლუნდ სვინდალი (ნორ) 2:54.51

2. კრისტოფ ინერჰოფერი (იტა) +1.01

3. პეტერ ფილი (იტა) +1.90

4. ბენჯამინ რაიხი (ავსტრია) +2.17

5. ონდრეი ბანკი (ჩეხ) +2.39

6. პაოლო პანგრაცი (იტა) +2.84

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა