"ემპოლიში" ადაპტაცია არანაირად არ გამჭირვებია იმიტომ, რომ გვერდში მყავდა და მყავს ლევან მჭედლიძე"
ქართველ გულშემატკივარს 20 წლის რომან ჭანტურიასი ძალიან ეიმედება. ხუმრობა საქმე როდია, იყო "ემპოლის" ახალგაზრდული გუნდის ბომბარდირი და ვარჯიშობდე ძირითად გუნდთან ერთად. ჭანტურია ყოველივე ამას სტაბილურად აკეთებს.

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში მან რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა და ჩვენ დავრწმუნდით: საქმე გვაქვს ძალიან ნიჭიერ, უზომოდ შრომისმოყვარე, სახიფათო ფორვარდთან...

იტალიის სერია A-ს ენდშპილი რომ მოახლოვდა, ყველას დიდი იმედი გვქონდა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ლიგაში კიდევ ერთი ქართველის დებიუტი შედგებოდა, მაგრამ... სამომავლოდ გადაიდო. მალე კი ახალი სეზონი დაიწყება და საინტერესოა, რას აპირებს რომან ჭანტურია.

"ლელომ" ჭანტურიასთან ინტერვიუ ჩაწერა. დავიწყეთ სულ თავიდან...

- გაიხსენეთ თქვენი პირველი ნაბიჯები ფეხბურთში...

- ფეხბურთის თამაში თბილისის "ლოკომოტივში" დავიწყე. იმთავითვე უნდა ვთქვა, რომ ამ გუნდში მისულს ძალიან კარგი გარემო დამხვდა. ყველანაირი პირობა იყო იმისთვის, რომ ფეხბურთელად ჩამოყალიბებულიყავი. ჩემი პირველი მწვრთნელები იყვნენ დიმა თოფურიძე და გია ჩიტაური. მათ ძალიან ბევრი რამ გააკეთეს ჩემთვის და მინდა თქვენი გაზეთის საშუალებით მადლობა გადავუხადო ამისთვის.

- საქართველოში, "ლოკომოტივის" გარდა, არსად გითამაშიათ...

- არსად. ქართულ საკლუბო ფეხბურთში ჩემი პირველი ნაბიჯები სწორედ "ლოკომოტივს" უკავშირდება.

- საინტერესოა, როგორ მოხვდით იტალიაში? ადაპტაცია ხომ არ გაგიჭირდათ?

- თუ გახსოვთ, იყო ასეთი მწვრთნელი ჯანი კარნევალე, რომელიც "ვიტ ჯორჯიაში" მუშაობდა. ის გარკვეული დროის განმავლობაში მაკვირდებოდა. შემდეგ გადავწყვიტეთ, "ემპოლიში" წავსულიყავით სინჯებზე. ორი ვარჯიშის შემდეგ მითხრეს, რომ გუნდში ამიყვანდნენ.

"ემპოლიში" ადაპტაცია არანაირად არ გამჭირვებია იმიტომ, რომ გვერდში მყავდა და მყავს ლევან მჭედლიძე. მან მნიშვნელოვნად გამიადვილა იტალიასთან და კერძოდ იტალიურ ფეხბურთთან შეგუების პროცესი.

- "ემპოლის" პირველ გუნდთან ვარჯიშობთ, პრიმავერას ბომბარდირი ხართ. ახლახან, ველოდებოდით თქვენს დებიუტს სერია A-ს ბოლო ტურში. რატომ გადაიდო ეს მომავლისთვის?

- პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ "ემპოლის" ძირითად გუნდთან, ამ დონის ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიში დიდი გამოცდილებაა ჩემთვის...

რაც შეეხება დებიუტს იტალიის ჩემპიონატში, ბოლო ტურში ეს მართლაც იყო დაგეგმილი და მეც, რა თქმა უნდა, მოუთმენლად ველოდი ამ წუთს, მაგრამ მუხლმა არ გამიშვა, არ გამიარა ტკივილმა და დებიუტიც ვეღარ შედგა.

- ახლა რას აპირებთ, რჩებით "ემპოლიში"?

- ჯერჯერობით, არ არის გადაწყვეტილი, დავრჩები თუ არა "ემპოლიში". ეს მალე გადაწყდება და ყველა გაიგებს. ისე, ბევრი ვარიანტია და ვნახოთ, რა და როგორ იქნება.

- დავბრუნდეთ საქართველოში. ცოტა ხნის წინ ახალგაზრდულ ნაკრებში რამდენიმე შეხვედრა ჩაატარეთ...

- საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ძლიერი და კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. მოთამაშეებს ერთმანეთთან ძალიან მეგობრული დამოკიდებულება აქვთ და გულწრფელად მჯერა, რომ პოზიტიურ შედეგს მივაღწევთ.

- ცხადია, ეროვნულ ნაკრებზეც ფიქრობთ...

- ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, ისევე, როგორც - ჩემი. სულ ვფიქრობ ნაკრებში თამაშზე...

- ლევან მჭედლიძისგან გაგვიგონია, "ემპოლი" არნახულად მეგობრული გუნდიაო. თქვენ რას იტყვით?

- მართალი უთქვამს. მე მეტსაც გეტყვით - "ემპოლის" თუ რამ წარმატება აქვს, ეს სწორედ მეგობრული ატმოსფეროს წყალობითაა, როგორც მინდორზე, ისე მის გარეთ.

- პრიმავერას ჩემპიონატში, ან შედარებით დაბალი რანგის იტალიურ ლიგაში ხომ არ თამაშობს ისეთი ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც ჩვენში არ იცნობენ...

- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი... ყოველ შემთხვევაში, მე არ შემხვედრია.

- რომან ჭანტურია და რეჟიმი...

- უმნიშვნელოვანესი თემაა. რეჟიმი ფეხბურთელის ცხოვრებაში ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. თუ მას არ იცავ, ისე წარმატების მიღწევა ძალიან გაგიჭირდება. მე რეჟიმთან "ვმეგობრობ".

- და ბოლოს, რას იტყვით საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე?

- ვფიქრობ, ძალიან მაღალი დონის პირველობაა. სიურპრიზებით ყველა გაკვირვებულია. რა თქმა უნდა, მთავარი მოულოდნელობა ისლანდიის ნაკრებია. როგორც უნდა დამთავრდეს საფრანგეთთან მეოთხედფინალური მატჩი, მათ უკვე მოახდინეს სასწაული.

- თქვენი ფავორიტი?

- ერთი გამოკვეთილი ფავორიტი არ მყავს, თუმცა... მაინც იტალიის ნაკრებს ვგულშემატკივრობ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

odala
ნებისმიერი თემის კომენტარებში თუ ფსევდო-პატრიოტული არ გიჭირავს, ან მაქებარ-მოპირფერე არა ხარ, ბოღმა გალაპარაკებს. ეს ინფანტილური ქართველის ერთადერთი არგუმენტია.
Gio T
Ra shuashia bogma? Rat unda laparaki rom 20 clis zalian nichieri bichi dublebs rom ver gacdeba, arc me mjera misi hansakutrebuli nichierebis! 20 celi cota araa, 20 clis bichebi dpafrinaven, raga dros dublebia....
beqa
გასტონს 100 პროცენტით ვეთანხმებიი. რა თქვა ამ ადამიანმა ისეთი რო ლოგიკას არ ემთხვევა რა შუაშია ბოღმა? 20 წლისას უკვე პოგბას დაპყრობილი ყავდა მთლიანად იტალია. გუშინ კიდე ნახეთ 18 წლის რენატო სანჩესის თამაში ყველამ კარგდ ნახა.
gaston
KOKI ბოღმა რა შუაშია რა დავწერე არასწორი რაში არ მეთანხმები?? ზაზა შენს კომენტებს ვკითხულობ და ბევრ რამეში გეთანხმები მაგრამ, აქ თუ არ აქე სპორტსმენი და სიმართლე თქვი ან შურიანი ხარ ან სამშობლოს მოღალატე)))
gaston
აქ არ წერია რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავია და ბევრი გეგულება ასეთი ქართველი?
zaza
gaston, დავამატებდი რომ ეს ბიჭი არა პრიმავერას არამედ საკუთარი გუნდის ბომბარდირი გახდა! რა არის პრიმავერა? როგორც მოგეხსენებათ იტალიის ჩემპიონატი იყოფა შემდეგნაირად - სერია ა, სერია ბ, ლეგა პრო (რომელიც 3 ლიგად იყოფა) და სერია დ. აქ მთავრდება პროფესიონალების შეჯიბრება და შემდეგ უკვე მოდის მოყვარულების და მოზარდების ლიგები რომელთა შორის ერთერთი პრიმავერაა. სულაც არ გამოვრიცხავ რომ ეს ბიჭი მოუმატებს და მოხვდება პროფესიონალებში უბრალოდ უკვე შეუძლებელია ასეთი სტატიების კითხვა - თითქოს მსოფლიო დონის ვარსკვლავი გვყავდეს და ევროპელ სპეციალისტებს ვითომ თვალები დაუბრმავდათ და ვერ ამჩნევენ... იცით რომ პრიმავერა მოზარდების ჩემპიონატია?! ანუ გამოდიან ბავშვები და ამ ბავშვებში 20 წლის... 13 გოლი რომ გაიტანა ეს არაფერს ნიშნავს! მიაღწიოს რამე და ჩვენზე დიდი გულშემატკივარი არ ეყოლება! მერე დაწერთ გაკვირვებით ვარსკვლავური სინდრომი რატომ დაემართაო....
koki
გასტონ კარგად კი გაამხნევე აჰენი კომენტარიტ ფეხბურტელი საერტოდ არ დაცეროტ ტკვენი ბოგმა ხომ არ ჯობია?
gaston
ავტორო "ძალიან ნიჭიერ, უზომოდ შრომისმოყვარე და სახიფათო ფორვარდს" 20წლის ასაკში "ემპოლის დუბლებში" არავინ გააჩერებდა! ასეთები და ამ ასაკში უკვე ბაიერნის(კომანი19წლის,რენატო სანჩესი 18წლის)დორტმუნდის(ოსმან დემბელე 18წლის)მანჩესტერ იუნაიტედის(მარსიალი 19წლის)და ა.შ ძირითადში თამაშობენ და მორჩით გაზვიადებას. მიაღწიონ ჯერ რამეს და მერე წერეთ და ჩვენც სიამოვნებით წავიკითხავთ.........!
ეს უკვე სხვა საქმეა - დავითაშვილი შეიძლება პრემიერლიგის გუნდში გადავიდეს - ფასიც სახელდება
"კვარაცხელიას ვიდეოებით მინდა ვისწავლო" - ამბობს "ბოლონიას" ინგლისელი შემტევი
"ოცნებები ხდება" - ეგოიანი საქართველოს ნაკრებში სადებიუტო გამოძახებას გამოეხმაურა
20 წ. | სამხრეთაფრიკულ სერიას ფიჯისთან ჯახით ვიწყებთ
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” მხარდაჭერით, საქართველოს დაჭრილ მებრძოლთა სპორტული გუნდი 2027 წლის “ძლიერთა თამაშებისთვის” ემზადება
"ეტიჰადის" ერთ-ერთ ტრიბუნას გვარდიოლას სახელი ეწოდება - პეპი ოფიციალურად წასვლას ჯერ არ ადასტურებს
ალონსოს ახალი მეკარე სჭირდება - "ჩელსის" ბევრი კანდიდატი ჰყავს
ვლაჰოვიჩი და "მილანი" შესაძლებელი ხდება - სერბი შესაძლოა, "როსონერიში" ვიხილოთ
გადაწყდა - მოურინიო "რეალის" მწვრთნელი გახდება
ითამაშებს მამარდაშვილი "ბრენტფორდთან" და აცილებენ თუ არა ალისონს?
გულიაშვილი ტრავმის გამო ამ სეზონში ვერ ითამაშებს
"შტურმში" შეიძლება კიდევ ერთმა ქართველმა ითამაშოს
მხოლოდ 1 წელი იმუშავა - ინძაგი "ალ-ჰილალს" დატოვებს
ალბანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ლივერპულში" მამარდაშვილის კონკურენტი შესაძლოა, 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე გახდეს
ლეაოს ინგლისში უხმობენ - პორტუგალიელის გაშვების წინააღმდეგი არც "მილანია"
კონტე "ნაპოლიდან" მიდის - "პარტენოპეიში" ყოფილი მწვრთნელი ბრუნდება
10-წლიანი ერა სრულდება - გვარდიოლა "სიტიდან" მიდის
[VIDEO] როგორ დამთავრდება პსჟ "არსენალის" ფინალური მატჩი - სახომ და პარიზული გუნდის სხვა ფეხბურთელებმა პროგნოზები გამოთქვეს
[VIDEO] ორი ოვერტაიმი და საოცარი ვემბანიამა - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა
ლუის ენრიკემ ალვარესის დამატება მოითხოვა - პსჟ-ს შეტევაში ცვლილებები მოხდება
კლოზე შეიძლება "ლაციოს" მწვრთნელად დანიშნონ - წაიყვანს ლოჩოშვილს?
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
ვის შეუძლია ახალგაზრდული ნაკრების ეროვნულიდან გაძლიერება? - ევროპის ჩემპიონატის წინ
ᓚᓔᓒᓘᓝᓜᓔᓠᓘ ᓛᓬᓕᓠᓗᓜᓔᓚᓔᓑᓘ: ᓐᓥ ᓩᓐᓛᓝᓡᓣᓚᓘ ᓑᓔᓕᓠᓘ ᓒᓕᓘᓜᓐᓮᓐᓕᓡ...
რომან ჭანტურია "ემპოლიში" დაბრუნდა
ჭანტურია კარიერას ყაზახეთში გააგრძელებს
უკვე არაიტალიური ვარიანტი - გოგლიჩიძემ შეიძლება კარიერა სხვა ქვეყანაში გააგრძელოს
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს
"შესანიშნავი იდეაა, იმედია შეთანხმება შედგება" - ჯანაშია საქართველოსა და რუსეთის ამხანაგურ მატჩზე
აზაროვი ახალგაზრდულში - შემადგენლობა ცნობილია
"ჯვაროსნების" მეტოქეს იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში
ოფიციალურად - საბა გოგლიჩიძე "უდინეზეს" ფეხბურთელია
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების უახლოესი თვეების განრიგი
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
გულიაშვილი ტრავმის გამო ამ სეზონში ვერ ითამაშებს
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
ინტერვიუ - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ევროფორუმისთვის მზადებასა და ეროვნული ნაკრების ლიდერებზე დაყრდნობაზე
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან
კვერნაძის 82 წუთი და "ფროზინონეს" ფრე "ემპოლისთან"
ლევან მჭედლიძე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
კვარაცხელიას რუმინეთთან თამაში საეჭვოა - ParisFans-ი მიზეზს განმარტავს
"პაატა უწესიერესი ბიჭია... სანამ მას განსჯით..." - რომან ჭანტურია ღუდუშაურის შესახებ "პირატების" განცხადებას ეხმაურება
მესამე ქართველი "ემპოლიში" - 18 წლის რომან ჭანტურია ძირითად გუნდთან ვარჯიშობს
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
"ემპოლიმ" რომან ჭანტურია იჯარით ბათუმის "დინამოში" გაუშვა
ავტოგრაფი ლევან მჭედლიძისგან [VIDEO]
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლეგიონერების გარეშე იკრიბება
რომან ჭანტურია: შემდეგი წლიდან "ემპოლის" პირველ გუნდში მიხილავთ
ივნისის ამხანაგური მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
რომან ჭანტურიამ ბათუმის "დინამო" დატოვა
გადაწყდა - გოგლიჩიძე კარიერას "უდინეზეში" გააგრძელებს
რომან ჭანტურია "დილას" ფეხბურთელია
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
გოგლიჩიძის ტრანსფერის დეტალები - რა თანხას გამოიმუშავებს და რამდენ წლიან კონტრაქტს გააფორმებს ქართველი მცველი "უდინეზესთან"
თუ ლეონი წავა - გოგლიჩიძე სერია A-ს კლუბისთვის პრიორიტეტული იქნება