თბილისის "დინამოს" სლოვაკი თავკაცის თქმით, საქართველო დიდებული ქვეყანაა, სადაც შესანიშნავი ხალხი ცხოვრობს
ფოტოზე: იურაი იარაბეკი და ვლადიმირ ვაისი

თბილისის "დინამოს" სლოვაკი თავკაცი იურაი იარაბეკი ძალიან საინტერესო, გულღია მოსაუბრეა და ვფიქრობთ, ჩვენი ჟურნალის მკითხველისთვის მასთან შეხვედრა საინტერესო უნდა იყოს.

იარაბეკის პირველი 6 თვე "დინამოში" წარმატებული გამოდგა. გუნდმა საქართველოს ჩემპიონატი მოიგო და ჩვენი ქვეყნის თასიც აღმართა. "დინამოს" მწვრთნელთან ჩვენი საუბარი, რომელიც დიღმის საწვრთნელ ბაზაზე შედგა, ორ ნაწილად დაიყო. საგაზეთო ინტერვიუში ძირითადად "დინამოს" მიმდინარე ამბებზე ვისაუბრეთ, ჟურნალისთვის კი იარაბეკმა უფრო ზოგად კითხვებზეც გვიპასუხა...

- იურაი იარაბეკი: გაგვიმართლა, რომ ანტონი სკრიბე თბილისის "დინამოში" ითამაშებს

- საინტერესოა, რას ნიშნავს ფეხბურთი თქვენთვის?

- პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა. ის ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. თანაც, დავამატებ, რომ საფეხბურთო ოჯახიდან ვარ. მამა ცნობილი ფეხბურთელი იყო...

- მწვრთნელებად ხშირად ისეთი ფეხბურთელები იწყებენ მუშაობას, რომელთაც სათამაშო კარიერაში დაუკმაყოფილებლობის გრძნობა რჩებათ. თქვენს შემთხვევაში როგორ იყო?

- ძალიან უცნაურად და მოულოდნელად მოხდა ყველაფერი. ავსტრიის ერთ-ერთ გუნდში ვთამაშობდი. ერთ დღესაც, კლუბის პრეზიდენტი მოვიდა ჩემთან და მითხრა - მთავარი მწვრთნელი წავიდა გუნდიდან და შენ მოთამაშე-მწვრთნელი უნდა იყოო. ცოტა ვიფიქრე და დავთანხმდი. ასე დაიწყო ჩემი სამწვრთნელო კარიერა.

- თავის დროზე, თქვენ ღრმა კვალი გაავლეთ ტრნავის "სპარტაკში". ევროთასებზე ამ გუნდმა ჩვენი "ზესტაფონი" დაამარცხა, რასაც, გულწრფელად უნდა გითხრათ, არ ველოდით. როგორ იხსენებთ იმ მატჩებს?

- ანგარიშმა არ მოგატყუოთ, ძალიან რთული თამაშები იყო, განსაკუთრებით პირველი, ზესტაფონური მატჩი. ის შეხვედრა მასპინძლებმა ძალიან ძლიერად დაიწყეს და ორი მომენტიც ჰქონდათ. განსაკუთრებით სახიფათო იყო ჯაბა დვალის დარტყმული. იმ ეპიზოდებში შესანიშნავად ითამაშა ჩვენი გუნდის მეკარემ, რომელიც ახლა პოლონეთის ვიცე-ჩემპიონის ღირსებას იცავს. მეორე შეხვედრა ჩვენთვის იდეალურად აეწყო. ძალიან სწრაფად გავიტანეთ ორი გოლი და საბოლოო ჯამში ამან ბევრი რამ გადაწყვიტა ორმატჩიან დუელში. ძალიან კარგი, შეკრული გუნდი გვყავდა.

- ევროპის ჩემპიონატს გვერდს ვერ ავუვლით. თქვენი აზრით, რომელი გუნდები არიან კონტინენტის პირველობის ფავორიტები?

- სანამ მერვედფინალები არ გაიმართება, შორსმიმავალი დასკვნების გამოტანა მაინც ადრეა. ამ გადასახედიდან მე მთავარ ფავორიტებად დავასახელებდი იტალიის, ინგლისისა და გერმანიის ნაკრებებს (ინტერვიუ 1/4-ფინალურ ეტაპამდეა ჩაწერილი).

- თქვენი აზრით, საით მიდის მსოფლიო ფეხბურთი?

- მეტი სისწრაფე, მეტი გუნდურობა... ეს არის დღევანდელი ფეხბურთის მთავარი გეზი.

- თქვენ კარგად იცნობთ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს, თქვენს თანამემამულე ვლადიმირ ვაისს. როგორ დაახასიათებთ მას?

- ჩვენ მრავალი წლის ურთიერთობა გვაკავშირებს. გადაჭარბების გარეშე უნდა გითხრათ, რომ ვაისი ძალიან მაღალი დონის სპეციალისტია. ის ყოველთვის მაქსიმალურ პირობებს ითხოვს ფეხბურთელებისთვის და მერე მაქსიმალურ შედეგს ითხოვს ამ ფეხბურთელებისგან.

თავადაც იცით, ვაისი სამუდამოდ შევიდა სლოვაკური ფეხბურთის ისტორიაში. სწორედ მისი ხელმძღვანელობით ითამაშა პირველად სლოვაკეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე და ჯგუფიდანაც გავიდა.

ფაქტია, საქართველოს ნაკრებისთვის წარუმატებელი იყო სლოვაკეთთან და რუმინეთთან ამხანაგური მატჩები. ყველა მწვრთნელს სჭირდება დრო, რომ თავისი ჩანაფიქრი ბოლომდე მიიტანოს ფეხბურთელებამდე. ამ ორი მარცხის შემდეგ საქართველომ ესპანეთი დაამარცხა და ეს უკვე განსაკუთრებული შედეგია. როგორც ჩანს, ვაისი და ფეხბურთელები ნელ-ნელა ეჩვევიან ერთმანეთს.

- ესპანეთთან გამარჯვება ახსენეთ. ელოდით, რომ ქართველები ევროპის მოქმედ ჩემპიონს მისსავე მოედანზე დაამარცხებდნენ?

- სიმართლე გითხრათ, არ ველოდი (იცინის).

- დაასახელეთ თქვენი ვერსიით მსოფლიოს სამი საუკეთესო მწვრთნელი...

- მოურინიო, ბიელსა, ტრაპატონი...

- ახალი თაობიდან?

- დიეგო სიმეონე! მას გამარჯვებულის შეურყეველი მენტალიტეტი აქვს.

- საქართველოზე რას იტყვით?

- ეს არის დიდებული ქვეყანაა, სადაც შესანიშნავი ხალხი ცხოვრობს.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

სირბილის სწავლების ცენტრი
იურაი იარაბეკი: "მეტი სისწრაფე, მეტი გუნდურობა... ეს არის დღევანდელი ფეხბურთის მთავარი გეზი". ქართულ კლუბებს არცერთი არ ეხერხებათ და აბა როდინდელ ფეხბურთს თამაშობენ?
333
ვაისი კი არა შენ შენი საქმის გაიგე და აკეთე შენი საქმე თუ მაგის შნო გაქვს.ვინ ვინ არის და როგორია ძალიან მალე გამოჩნდება. P.S. ისე რაღაცეები ჩანს უკვე და არა მგონია მთლად სახარბიელოდ ქონდეთ ამათ საქმე
svani
შენ კი ვიცი ძალიან დაბალი დონის მწვრთნელი ხარ)))
Jango
მასე მთელი საქართველსათვის საქებ მწვრთნელად მოგვევლინა გია ცეცაძე, ძაღლი, კათა, ადამიანი, ციყვი, ქალი და ბავშვი ყველა მის თითქოსდა გენიალურობაზე საუბრობდა, მაგრამ დაიბნა კაცი, იფიქრა მე ვყოფილვარ ღმერთიო და გამარჯვების მაძიებლების მაგივრად, მინდორზე გაიყვანა ყოვლად დემოეალიზირებული,დაშინებული,თავგზა არეული ბიჭები,რომლებმაც არც კი იცოდნენ საერთოდ რა განზომილებასა და სივრცეში იყვნენ. მათ თავიანთ ჩვეულ თამაშზე უარი ათქმევინეს. ახლა კი შუაზე რომ გასკდნენ საკუთარი თავის სარეაბილიტაციოდ ყველა ღონე უნდა იხმარონ გაბალასთან, მაშინ როცა ამის არავითარი მიზეზი არ არსებობდა და შეიძლებოდა მაგ გაბალას გადალახვა. შეეშვით მწვრთნელების გაპრავებასა და ქებას.
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ვახტანგ ჭანტურიშვილი უკრაინულ "ოლეკსანდრიაში" ითამაშებს
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
საქართველოს ჩემპიონატი და ლეგიონერები: სარეკორდო სეზონი
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
[სავარაუდო ტრანსფერი] ვახტანგ ჭანტურიშვილი ტრნავის "სპარტაკში"?
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
[ექსკლუზივი] რომან ფიფია: ისეთი ლეგიონერები ჩამოვლენ, გაგიხარდებათ!..
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
იარაბეკს ჭანტურიშვილი და პარუნაშვილი სლოვაკეთში მიჰყავს?
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა
ლაშა პარუნაშვილი: ამისთვის ათი წელი მაინც გვჭირდება...