"მერსედესების" დრამატული ფინიში
"მერსედესების" დრამატული ფინიშის შემდეგ, გერმანული საჯინიბოს დირექტორი ტოტო ვოლფი ძალიან უკმაყოფილო დარჩა მომხდარით და არ გამორიცხავს, რომ ჩემპიონატის ლიდერმა გუნდმა მიმართოს ისეთ არაპოპულარულ ზომას, რასაც გუნდური ტაქტიკა ჰქვია.

"ფინიშზე ორივე მანქანა რომ გამოთიშულიყო რბოლას, როგორც ეს ბარსელონაში მოხდა, სრულიად იდიოტურ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით. ეს იქნებოდა უპატივცემულობა იმ 500 ადამიანის მიმართ, რომლებიც ძალებს არ ზოგავენ იმითვის, რომ მანქანები რბოლისთვის მოამზადონ. ასეთ ინციდენტებს ბოლო უნდა მოეღოს.

როგორც ჩანს, პილოტებთან საუბარი საქმეს არ შველის, ამიტომაც ყველანაირი ვარიანტი უნდა მოვსინჯოთ, მათ შორის, ისეთი არაპოპულარული ნაბიჯი, როგორიცაა გუნდური ტაქტიკა. ეს, შესაძლოა, ერთადერთი გამოსავალი იყოს შექმნილი სიტუაციიდან.

ვერ ვიტან გუნდურ ტაქტიკას, გულშემატკივრებისადმი პატივისცემიდან გამომდინარე, პილოტებს ბრძოლის საშუალება უნდა მივცეთ, მაგრამ არც ის გვინდა, რომ ყოველი რბოლა თანაგუნდელებს შორის ავარიით სრულდებოდეს.

ძალიან ცუდია, როცა ხელიდან გისხლტება გარანტირებული დუბლი და ბევრ ქულას კარგავ", - განაცხადა ვოლფმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა