უელსის თავკაცმა ვიზავი დაჩაგრა და მისი გუნდი ნახევარფინალშია
* პირველი ნახევარფინალური წყვილი ცნობილია: პორტუგალია-უელსი, რომელიც 6 ივლისს გაიმართება.

* მარკ ვილმოტსის 11-ეულის საშუალო ასაკი 24 წელი და 242 დღე იყო. ეს ყველაზე ახალგაზრდული სასტარტო შემადგენლობაა 1968 წლის ევროპის ჩემპიონატიდან მოყოლებული.

* ეშლი უილიამსს ბოლო 39 სანაკრებო მატჩში არ ჰქონდა გოლი გატანილი.

* უელსის ნაკრები 1958 წლის შემდეგ პირველად თამაშობს დიდ ტურნირზე.

* უელსი ყველაზე პატარა ქვეყანაა (მოსახლეობით), რომელიც ევროპის ჩემპიონატებზე ნახევარფინალში გავიდა - უელსში დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

ეს გუნდი არასოდეს ნებდება, საჭიროა რაიმე განსაკუთრებული ჩვენ შესაჩერებლად - ეს სიტყვები ჯო ალენს ეკუთვნის და სიმართლეს შეეფერება. ბელგიამ ეს ვერ შეძლო და ევრო 2016-ს პირველი სენსაციური ნახევარფინალისტი ჰყავს.

ტაქტიკა და სასტარტო შემადგენლობები

კრის კოულმენმა ფლანგებზე ორი და ცენტრში სამი მცველით ითამაშა. უელსის ნაკრები წინ რობსონ-კანუსა და გარეთ ბეილის იმედად იყო, რომელთაც აარონ რემზი ეხმარებოდათ. კოულმენის შემადგენლობის გამოცნობა იოლი იყო.

აი, მარკ ვილმოტსს კი მოულოდნელი პრობლემა ჰქონდა მოსაგვარებელი - იან ვერტონგენმა სულ ბოლო ვარჯიშზე კოჭი ძლიერ დაიზიანა; ამას დავუმატოთ ვერმალენის დისკვალიფიკაცია... სასტარტოში დენაიერი და უმცროსი ლუკაკუ ვიხილეთ. ნაინგოლანისა და ვიტსელის დუეტის წინ ფერეირა-კარასკო, დე ბრუინი და აზარი მოქმედებდნენ, ერთადერთი ფორვარდი კი რომელუ ლუკაკუ იყო. ფელაინი კვლავ სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში, ისევე, როგორც მერტენსი და ბატშუაი.

გოლები

0:1 - მე-13 წუთზე ედენ აზარმა ბურთი რაჯა ნაინგოლანს დაუგორა, რომელმაც შორი მანძილიდან საფირმო დარტყმა შეასრულა და ჰენესის შანსი არ დაუტოვა.

1:1 - 31-ე წუთზე აარონ რემზიმ კუთხური მოაწოდა, თავით კი ეშლი უილიამსმა იყოჩაღა.

2:1 - 55-ე წუთზე რემზიმ რობსონ-კანუ საჯარიმოში მოძებნა, მაგრამ ფორვარდი კართან ზურგით იდგა, ამის შემდეგ კი ჰასმა ერთი მოძრაობით სასწაული ჩაიდინა და ულამაზესი გოლი გაიტანა.

3:1 - 86-ე "ბრიტანული" გოლი - განტერის ჩაწოდებას ახლო ძელთან თავით შეცვლაზე შესული ვოუკსი გამოეხმაურა.

იხილეთ ვიდეო

მატჩის შემდეგ

კრის კოულმენი (უელსი): "ეს საოცარია. როცა ჯგუფიდან გავედით, ვიცოდით, რომ შანსი გვქონდა, მაგრამ ახლა მეტოქე ბელგია იყო, ტოპ-გუნდი. საოცრად ვითამაშეთ, ბელგიელებს სიურპრიზი მოვუწყვეთ. ძალიან ვწუხვარ აარონის გამო, ის ამ ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. რემზი გულაცრუებულია. მაგრამ თითოეულმა ჩვენგანმა იცოდა, რაზე მიდიოდა, რომ მთავარი გუნდის ინტერესებია და ყველამ ასე იმოქმედა. რემბო და ბენი ჩვენთვის დიდი დანაკლისი იქნება ნახევარფინალში.

მათ ყველაფერი გაიღეს, რაც მათმა ქვეყანამ დღეს მათგან მოინდომა. ჩვენ მათ გარეშე ნახევარფინალში ვერ გავაღწევდით, მაგრამ წესები წესებია. ჯერჯერობით, ჩვენ არ ვფიქრობთ ტურნირის მოგებაზე. პირველი მისია ჯგუფური ეტაპიდან გამოსვლა იყო, შემდეგ ჩრდილო ირლანდიის დამარცხება, მერე ბელგიაზე უკეთ თამაში, ახლა ჯერი პორტუგალიაზეა. გარწმუნებთ, უახლოეს დღეებში არც მე და არც ჩემი ფეხბურთელები არ ვიფიქრებთ ევროპის ჩემპიონატის მოგებაზე, ჩვენ ვიფიქრებთ პორტუგალიაზე".

მარკ ვილმოტსი (ბელგია): "ვფიქრობ, კარგად დავგეგმეთ მატჩი. 20-25 წუთი ვდომინირებდით და უცბად, 15 მეტრით უკან დავიხიეთ. შეიძლება არ გვსურდა უკან დიდი სივრცეების დატოვება. მე ჯადოქარი არა ვარ, ვერავინ შეცვლის ერთ წამში გამოცდილებას, ის უნდა გქონდეს. ჩვენ ისედაც არ გვყავდა კომპანი და ლომბერტსი და მერე ვარჯიშზე დავკარგეთ უჭკვიანესი ვერტონგენი. ბოლო სამი მატჩი გოლები არ გაგვიშვია, ახლა კი საოცარ შეცდომებს ვუშვებდით. შეიძლება, ეს ახალგაზრდებს შიშით მოუვიდათ, მაგრამ მაინც მე ვარ პასუხისმგებელი ამის გამო.

ფელაინი თამაშში ჩავრთე და 15-20 წუთი ისევ ჩვენ ვაკონტროლებდით თამაშს. შემდეგ მეორე გაგვიტანეს, მაგრამ მაინც იყო 2:2-ის შანსი. ჩვენ ფავორიტები ვიყავით, მაგრამ ამდენი შეცდომით წინ ვერც ერთი ფავორიტი ვერ წავა".

მატჩის გმირი

გარეთ ბეილი - ეს ბიჭი, უბრალოდ, ფანტასტიკურია, მისი ეშინიათ. სწორედ დიდწილად მის გამო დაიხია უკან ბელგიამ 1:0-ზე, რათა უელსის ნაკრებს სივრცეები არ შექმნოდა. ამის მერე ბეილმა სხვანაირად თამაში დაიწყო - ის ხშირად გვევლინებოდა ასისტენტის როლში, რამდენიმე მწვავე პასი საკუთარი ნახევრიდან გააკეთა.

მიუხედავად იმისა, რომ ბეილს არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი მიუთვლია, მისი თამაში მაინც უმაღლესი კლასის იყო, ყველასგან განსხვავებული. აქვე ვიტყვით, რომ უეფას ოფიციალურმა საიტმა ჰან რობსონ-კანუ დაასახელა.

მსაჯი

სლოვენიელმა დამირ სკომინამ 6 ყვითელი ბარათი დაარიგა, აქედან ორი საბედისწერო იყო ბენ დევისისა და აარონ რემზისთვის. ისინი პორტუგალიასთან თამაშს გამოტოვებენ. 2-3-ჯერ ფეხბურთელები პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ, თუმცა არც ერთი შემთხვევა არ იყო საეჭვო.

ანალიზი

ბელგიის ნაკრებმა თავიდანვე ხელთ იგდო უპირატესობა და დიდებული გოლიც გაიტანა. თითქოს, ყველაფერი ისე მიდიოდა, როგორც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ფავორიტმა უკან დაიხია და დაისაჯა კიდეც. უელსელებმა პირველივე ტაიმში შეცვალეს ყველაფერი.

წარმოიდგინეთ, პირველი ტაიმის ბოლოს ბურთის ფლობაში კოულმენის ბიჭები სჯობდნენ ბელგიელებს. მეორე ტაიმში ბელგიელთა ერთადერთი უპირატესობა ფელაინის თავურები იყო, რომელმაც საბოლოოდ შედეგი ვერ მოიტანა. უელსის ნაკრების ფეხბურთელებს მეტი მონდომება და შემართება ეტყობოდათ, რაც ასეთ სიტუაციაში არასოდეს არის უკანასკნელი არგუმენტი.

დასკვნა

მოხდა ისე, რომ უელსის ნაკრები, რომელსაც არავინ განიხილავდა ტურნირის ფავორიტებში და სათვალავში მხოლოდ ბეილისა და რემზის გამო აგდებდნენ, საბოლოო ჯამში, საკმაოდ იოლად გაუმკლავდა ბელგიის ნაკრებს. ტურნირს კიდევ ერთი ფავორიტი გამოემშვიდობა.

whoscored.com-ის ტოპ-5

გარეთ ბეილი უელ. 8,6

აარონ რემზი უელ. 8,2

ეშლი უილიამსი უელ. 7,8

ნილ ტეილორი უელ. 7,8

ჰალ რობსონ-კანუ უელ. 7,7

1-ლი ივლისი. ლილი. "სტად პიერ მორუა"

უელსი-ბელგია 3:1

გოლები: 0:1 ნაინგოლანი (13. აზარი), 1:1 ე. უილიამსი (31. რემზი), 2:1 რობსონ-კანუ (55. რემზი), 3:1 ვოუკსი (86. განტერი)

უელსი (3-5-2): ჰენესი - ჩესტერი, ე. უილიამსი, დევისი - განტერი, ალენი, ლედლი (78. კინგი), რემზი (90. კოლინზი), ტეილორი - რობსონ-კანუ (80. ვოუკსი), ბეილი

ბელგია (4-2-3-1): კურტუა - მონიე, ალდერვეირელდი, დენაიერი, ჯ. ლუკაკუ (75. მერტენსი) - ნაინგოლანი, ვიტსელი - ფერეირა-კარასკო (46. ფელაინი), დე ბრუინი, აზარი - რ. ლუკაკუ (83. ბატშუაი)

გაფრთხილება: დევისი, ჩესტერი, განტერი, რემზი - ფელაინი, ალდერვეირელდი

კუთხური: 7-8; ჯარიმა: 11-8; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 15-14 (7-4); ბურთის ფლობა: 48%-52%.

მაყურებელი: 45 936

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
BMV - "რეალის" შეტევას ახალი ზედმეტსახელი აქვს
მშვიდობით თუ ნახვამდის? - კურტუამ კომენტარი გააკეთა
ბეილი: ჩემპიონთა ლიგის ფინალი 5:0 დასრულდება
[VIDEO] პორტუგალიამ რონალდოს გარეშე ნორვეგიას მოუგო - დანიამ უელსი დაამარცხა
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
უელსის ნაკრებს ანრის, გიგზს ან ბელამის ჩააბარებენ
უკრაინა და პოლონეთი ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ
კრის კოულმენი: რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ
[VIDEOS] ოლისემ საფრანგეთს ბელგიასთან მოაგებინა - იტალიამ თურქეთი გაანადგურა
[VIDEO] ოლისეს და დუეს შოუ. საფრანგეთმა ბელგიას საოცარი თამაში შემოუტრიალა - იტალიამ თურქეთს მოუგო
"ბარსელონას" და მსოფლიოს ვაფრთხილებ" - ბეილის განცხადება
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
"ის მწვრთნელი არ ყოფილა" - ბეილმა ზიდანზე ისაუბრა
კურტუამ მოედანზე ვირთხა ვერ დაიჭირა
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
თითქმის 1 წელი საშინაო მატჩის მოგების გარეშე
"ფეხბურთელები არაფერს იკლებენ, მე კი გაკოტრების მეშინოდა და სხვაგვარად მოვიქეცი" - გარეთ ბეილი
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
გარეთ ბეილმა კრის კოულმენს ნაკრებში დარჩენა თხოვა
პორტუგალიამ დანიას რონალდოს გარეშე მოუგო და ერთპიროვნული ლიდერია
რონალდოს გატანილი არ ჩაუთვალეს - პორტუგალიამ უელსს მაინც მოუგო
კრის კოულმენი უელსის ნაკრებიდან მიდის და "სანდერლენდს" ჩაიბარებს
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
[VIDEO] იტალიის საშველი არ არის - ბელგიამ მოუგო და გოდტსმაც გაიტანა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
კრის კოულმენი გარეთ ბეილს ინგლისში დაბრუნებას არ ურჩევს
"რეალის" ეს ვარსკვლავი დაუფასებელი იყო" - ჩიჩარიტომ ყოფილ თანაგუნდელზე ისაუბრა
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს