თბილისის ტანვარჯიშის სასახლეში დამთავრდა ახალგაზრდა ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატი
თბილისის ტანვარჯიშის სასახლეში დამთავრდა ახალგაზრდა ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატი. ასპარეზობის ბოლო ორი დღე წარმატებული გამოდგა ქართველი ათლეტებისთვის.

105 კილოგრამ წონითი კატეგორიის ვაჟებში თავი გამოიჩინა საქართველოს ნაკრების წევრმა გიორგი ჩხეიძემ. მას ფავორიტად მიიჩნევდნენ და იმედებიც გაამართლა: გიორგიმ მესამე ცდაზე 172 კილო აიტაცა და ოქროს მედალი დაიმსახურა, ირანელმა ალირეზა დეგჰანგანფაროკმამ კი კილოგრამით ნაკლები დასძლია და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

აკვრაში კონკურენტებმა პირველსავე ცდაზე 207-კილოიანი შტანგები დაიმორჩილეს, 213 კილო კი მათთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა. მართალია, რუსმა ნიკიტა სოლოვეიმ აკვრაში 210 კილოგრამით პირველი ადგილი დაიკავა (107-107 კილოგრამით მეორე-მესამე ადგილებზე, შესაბამისად, ალირეზა და გიორგი გავიდნენ), მაგრამ ორჭიდში მესამე ადგილს ვერ ასცდა, რადგან ატაცში მხოლოდ 165 კილო დასძლია.

შეჯიბრების ბოლო დღეს საქართველოს ძალოსანთაგან ფიცარნაგზე გავიდა ანასტასია გოტფრიდი (+75), რომელმაც რამდენიმე თვის წინათ ნორვეგიაში ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი დაიმსახურა. ახალგაზრდების მსოფლიოს ჩემპიონატზე მისი კონკურენტი იყო ტაილანდელი დუანგსკრონ ჩაიდე, რომელიც 111 კილოს იწონის და ჩვენებურზე 23 კილოგრამით მძიმეა.

ანასტასიამ ატაცში 116 კილოთი ოქრო დაიმსახურა, ხოლო აკვრასა და ორჭიდში ვერცხლის მედალი ხვდა.

კვარცხლბეკი

ვაჟები

105 კგ

1. გიორგი ჩხეიძე (საქართველო) 379 (172+207)

2. ალირეზა დეგჰანგანფაროკმა (ირანი) 378 (171+207)

3. ნიკიტა სოლოვეი (რუსეთი) 375 (165+2010)

5. დათო ხეცურიანი (საქართველო) 370 (167+203)

+105 კგ

1. სიმონ მარტიროსიანი (სომხეთი) 412 (187+225)

2. აჰმედ მუჰამედ გაბერი (ეგვიპტე) 387 (166+221)

3. ტამაშ კაჟდოჩი (სერბეთი) 387 (171+216)

გოგონები

75 კგ

1. ირინა დეხა (უკრაინა) 254 (116+138)

2.ანცეცე მუხანცანი (მონღოლეთი) 253 (115+138)

3. ქსიაომეი ლიანი (ჩინეთი) 245 (109+136)

14. თეონა ჟიჟიაშვილი (საქართველო) 129 (61+68)

+75 კგ

1. დუანგსკრონ ჩაიდე (ტაილანდი) 265 (115+150)

2. ანასტასია გოტფრიდი (საქართველო) 256 (116+140)

3. მერსი ოპეიემი ბრაუნი (დიდი ბრიტანეთი) 236 (105+131)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიზანი ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებაა - ტალახაძემ ვარჯიში განაახლა
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
U20. ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 8 ქართველი იასპარეზებს
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა
ლაშა ტალახაძემ კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა [VIDEO]
ვინ გახდება პირველი ჩოგანი? მესიმ პაპის ჯილდო მიიღო - 2 სექტემბრის დაიჯესტი
გოტფრიდმა ევროპირველობაზე მცირე ოქროს მედალი მოიპოვა
გიორგი ჩხეიძემ ევროპის ჩემპიონატზე 3 ვერცხლის მედალი მოიპოვა
ანასტასია გოტფრიდის 3 მედალი ევროპის ჩემპიონატიდან
ქართველ ძალოსანთა წლიური მონაგარი - 80 მედალი და მსოფლიოს 10 რეკორდი!
ორი ბრინჯაოს მედალი ანასტასია გოტფრიდისგან
U23. გიორგი ჩხეიძემ ევროპირველობაზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა
38 წლის ფედერერმა 103-ე ტურნირი მოიგო და ცრემლები ვერ შეიკავა - 27 ოქტომბრის დაიჯესტი
ქართველი ძალოსნების ტრიუმფი პოლონეთში - 23 მედალი!