"შირაქს" შემტევი პოტენციალი აქვს, მაგრამ ალალად ვიტყვი - შემოქმედებასა და ნიჭიერებაში უპირატესობა ჩვენია"
გორის "დილამ" ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ, საშინაო მატჩში 1:0 მოუგო სომხურ (გიუმრი) "შირაქს". ირაკლი მოდებაძის მიერ გატანილმა გოლმა იმედი დაგვიტოვა, რომ პრობლემებით დამძიმებული გორული კლუბი შეძლებს სომხური ბარიერის დაძლევას და საქართველოს სახელის ღირსეულად დაცვას.

მატჩის შეფასება და სამომავლო პერსპექტივების განსჯა ვთხოვეთ "დილას" მწვრთნელ უჩა სოსიაშვილს...

- საინტერესო და დაძაბული მატჩი გამოვიდა. ორივე გუნდი ცდილობდა "პირველ ნომრად" თამაშს. პირველ ტაიმში გვქონდა რამდენიმე საგოლე მომენტი და გავიტანეთ კიდეც.

მეორე ნახევარში, შედეგიდან გამომდინარე, კონტრშეტევებზე გადავაწყვეთ თამაში, თუმცა კიდევ გვქონდა საგოლე მომენტები... ჩვენ მოვიპოვეთ გარკვეული უპირატესობა - გავიტანეთ გოლი და "მშრალად" შევინახეთ კარი, მაგრამ ეს მოდუნების უფლებას არ გვაძლევს. ჯერ მხოლოდ საქმის ნახევარია გაკეთებული.

- უმოკლეს ხანში ახალი გუნდის აწყობა მოგიხდათ, თან - არცთუ იდეალურ პირობებში...

- 20 დღე გვქონდა ახალი სათამაშო კავშირების ჩამოსაყალიბებლად, თანაც, შეკრება ბოლომდე ისე ვერ გავიარეთ, როგორც გვსურდა. ამხანაგური მატჩებიც ვერ ჩავატარეთ გრაფიკის მიხედვით...

მადლობა ჩემს ფეხბურთელებს! მათ უყვართ მოსმენა, სწავლა... სწორედ ამის შედეგია, რომ "დილამ" გუნდურად ითამაშა. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ წარმატებულები იყვნენ, რომ "დილამ" გაახაროს გულშემატკივრები...

- დილა-შირაქი 1:0 - მშრალი მინიმუმი [VIDEO+PHOTO]

- პირველ შეხვედრაში კაპიტანი ლექსო კვახაძე, შემტევი ლაშა კუჭუხიძე და მცველი ლაშა ჯაფარიძე არ გყავდათ. საპასუხო მატჩში თუ შეძლებენ ისინი მოედანზე გასვლას?

- ჯაფარიძეს დისკვალიფიკაცია ჰქონდა და გიუმრიში, დიდი ალბათობით, ითამაშებს. რაც შეეხება კუჭუხიძეს, მან ინდივიდუალურად დაიწყო ვარჯიში, კვახაძე კი ჯერჯერობით ვერ ვარჯიშობს. მას ტრავმა აქვს. არადა, ის ჩვენი კაპიტანი და ლიდერია. მაინც ვიტოვებ მცირე იმედს, რომ ლექსო შეძლებს თამაშს. ცენტრალური მცველის პოზიციაზე ძალიან გვიჭირს...

- თქვენ თამამად ანდეთ ადგილი ძირითად შემადგენლობაში ახალგაზრდა ფეხბურთელებს - ნონიკაშვილს, წიქარიძეს, სამხარაძეს...

- ამ ფეხბურთელებში მე პოტენციალს ვხედავ. საჩემპიონო სეზონში წიქარიძეს ძალიან ხშირად უწევდა თამაში. თუ არ ვცდები, მან 25 მატჩი ჩაატარა. მერე ტრავმებმა შეაწუხა. სამხარაძე მიჩვეულია ძირითადში თამაშს, ნონიკაშვილიც... ისინი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მზად აღმოჩნდნენ ამ გამოწვევისთვის.

- "დილას" მიერ გატანილი გოლი თითქოს დამუშავებულ კომბინაციას მოჰყვა...

- სწორად შეგინიშნავთ. ვარჯიშზე შეტევის შესაძლო ვარიანტებს ვამუშავებთ. მათ შორის ერთ-ერთი იყო ის, რომელსაც "შირაქის" კარში გოლი მოჰყვა.

საერთოდ, თუ შეტევების 10-15 პროცენტს არ ჩავთვლით, რომელიც ეფუძნება ფეხბურთელების ინდივიდუალიზმს, ყველაფერი არის დამუშავებული.

- როგორ დაახასიათებთ "შირაქს"?

- შემტევი პოტენციალი რომ აქვს, ეს სომხეთის ჩემპიონატის მატჩებიდანაც კარგად ჩანს. წლების განმავლობაში შეთამაშებული კოლექტივია. გუნდურად და კომპაქტურად თამაშობენ, ჰყავთ ბევრი ლეგიონერი...

მაგრამ ალალად ვიტყვი - შემოქმედებასა და ნიჭიერებაში უპირატესობა ჩვენია. ყოველ შემთხვევაში, პირველ მატჩში მე ასე დავინახე.

- საპასუხო მატჩში "დილას" თავისი ქომაგები თუ გაამხნევებენ?

- როგორც ვიცი, კლუბის ხელმძღვანელობა მუშაობს ამ საკითხზე. დიდი იმედი მაქვს, გულშემატკივარი ჩვენთან ერთად იქნება. პირველ შეხვედრაშიც მაგრად დაგვიჭირეს მხარი...

- საპასუხო მატჩის წინ შანსებს როგორ აფასებთ?

- ჩემი აზრით, შანსები თანაბარია. ჩვენი ოდნავი უპირატესობა არის ის, რომ საშინაო შეხვედრაში გოლი გავიტანეთ და აქეთ არ გავუშვით. ცხადია, ეს არაფრის გარანტია არ არის. თითოეული ჩვენგანი მაქსიმალურად უნდა დაიხარჯოს, რომ ეს ეტაპი გადავლახოთ.

- ბოლოს, პოტენციურ სპონსორზეც გკითხავთ. ვიცით, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკება მიმდინარეობს...

- ვადასტურებ, რომ სპონსორთან მოლაპარაკება ნამდვილად მიმდინარეობს. ამასთან, თუ ევროპალიგის პირველ ეტაპს გავივლით, კლუბის ფინანსური მდგომარეობა უკეთესი იქნება.

- "შირაქთან" ნაჩვენები შედეგი კლუბში სპონსორის მოსვლაზე თუ იმოქმედებს?

- არა, ეს ორი რამ ერთმანეთთან კავშირში არ არის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Jango
ყოჩაღ დილა! სამტრედიელებო გორელებს თქვენზე 10 ჯერ მეტი პრობლემა აქვთ და მნიშვნელოვნად უნდა ჩამოგრჩებოდეთ დალაგებული კლუბის ფორმატში, მაგრამ როცა მიზანი ყველას ერთი აქვს,ყველა ერთნაირად ირჯება. აიღეთ გორელებისაგან მაგალითი და აჩვენეთ კლასი 7-ში. თუ არა და ამბიციებიდან ხელი აიღეთ,თქვენ უკვე სამტერდიამ გაპატიათ ბოლო ტურში სიონთან უმსგავსო წაგება და ახლა ბაქოში წაგებაც ნაპატიებივითაა,მაგრამ ზესტაფონში უხარისხო თამაშს და არმეეგბას,არავინ გაპატიებთ.
haha
კიდევ კარგი რომ აღიარა შანსები თანაბარიაო. არც ზედმეტად არ ყოყოჩობს. ეს იმედს მაძლევს რომ სერიოზულად მოემზადება.
ლევან კორღალიძემ "დილა" დატოვა
ქეცბაიას პირველი ტრანსფერი - თბილისის "დინამომ" ფრანგი შემტევი დაიმატა
ბათუმის "დინამომ" ბულგარეთის ნაკრების მცველი დაიმატა
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
ზაბარნი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს - უკრაინელით ყოფილი მწვრთნელი ინტერესდება
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი? - ამ ზაფხულს შესაძლოა, რეკორდი მოიხსნას
შეთანხმება აქედანვე სურთ - "ბარსელონაში" მომავალ მწვრთნელად ფაბრეგასის ხილვა უნდათ
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
შირაქი VS დილა - წვიმა და თანაბარი შანსები
"დილა" და "ცხინვალი" გორში გამართულ ამხანაგურ მატჩში დაზავდნენ
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ირაკლი მოდებაძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
გორის "დილას" ამბები: მოდებაძე კლუბში დაასაქმეს, შტაბი შაშიაშვილით გაძლიერდა
გიორგი დარასელია: არაფერია იმაზე იოლი, ადგე და წახვიდე...
"სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს
გორის "დილა": როდის დაბრუნდება ირაკლი მოდებაძე?
სეზონის დაწყებიდან ეროვნული ლიგის გუნდი მეორე მწვრთნელმა დატოვა
შირაქი (გიუმრი)-დილა (გორი) [LIVE]
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
გორის "დილამ" გიუმრის "შირაქის" ბარიერი ვერ გადალახა [VIDEO]
უჩა სოსიაშვილი: ბოდიშს გიხდით - მეც თქვენსავით მწყდება გული
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
შირაქი-დილა 1:0, პენ 4:1 - მინდა, ბოდიში მოგიხადოთ! [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XIX ტური: "ჩიხურამ" შინ "დილას" მოუგო
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
გორის "დილა" დავით კვირკველიამ და გრიგოლ დოლიძემ უკვე დატოვეს...
"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
სუსტი, მაგრამ "შირაქზე" ძლიერი - "დილას" საევროთასო განაცხადი ცნობილია
გორის "დილა" სომხეთში ჩავიდა
"შევარდენმა" გორის "დილას" ყოფილი კაპიტანი დაიმატა
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა
ირაკლი მოდებაძე: ბატე-ში ჩემი ახლობელი მუშაობს და საინტერესო ამბავი მომიყვა
გორის "დილას" ტრავმირებული მოთამაშეები დაუბრუნდნენ
დილა-ბანანცი 3:1 - ოთხი გოლი, ოთხივე პირველ ტაიმში... [VIDEO]