საინტერესო ამბები ევრო 2016-დან

ბეილი: ეს არ არის ჩემი და რონალდოს მატჩი

უელსის ნაკრების ლიდერმა გარეთ ბეილმა კომენტარი გააკეთა პორტუგალიასთან გასამართი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩის წინ. "ეს არ იქნება მხოლოდ ჩემი და რონალდოს დაპირისპირება. ჩვენ არ ვართ კონცენტრირებულნი კონკრეტულ ფეხბურთელებზე. ჩვენ კონცენტრირებულნი ვართ გუნდზე. გვინდა, გავიდეთ მინდორზე და მოვიგოთ.

მე არ ვიცი, რას გრძნობს ამჟამად რონალდო, მაგრამ მე ფანტასტიკურად ვარ. რატომ ვივარჯიშე ინდივიდუალურად? მცირე პრობლემები მქონდა, ისეთი არაფერია", - თქვა ბეილმა.

ერიქსონი და რიცოლი იმსაჯებენ

ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ შეხვედრაზე პორტუგალიისა და უელსის ნაკრებებს შორის შვედი არბიტრი იონას ერიქსონი იმსაჯებს. რაც შეეხება მეორე ნახევარფინალს, რომელშიც ერთმანეთს გერმანიისა და საფრანგეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ის იტალიელ ნიკოლა რიცოლის ანდო.

კოულმენს უელსის სჯერა

პორტუგალიასთან ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩის წინ კომენტარი გააკეთა უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კრის კოულმენმა. "ვიცი, რომ შესანიშნავი გუნდი მყავს. უბრალოდ, მინდა, რომ ბიჭები გამოვიდნენ მინდორზე და აჩვენონ ყველაფერი ის, რისი ჩვენებაც მათ შეუძლიათ. თუ ვიფიქრებთ, რომ ძალიან შორს წავედით, ეს დამღუპველი იქნება - საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი.

პორტუგალიასთან რემზი და დევისი არ ითამაშებენ. გუნდი აქ იმისათვის არის, რომ ისინი შეცვალონ. მჯერა, ეს ნაკრებს ერთ მუშტად შეკრავს და ამ ორი ლიდერის არყოფნა გუნდზე სასიკეთოდ იმოქმედებს", - თქვა კოულმენმა.

ვილმოტსს ვან გაალი შეცვლის?

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა შესაძლოა, ბელგიის ეროვნული ნაკრები ჩაიბაროს. ვან გაალი, ვინც პორტუგალიაში ისვენებდა, დროს უქმად არ კარგავდა და ბელგიელთა თამაშის ანალიზით იყო დაკავებული. გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიური ფეხბურთის მამები მარკ ვილმოტსის მუშაობით უკმაყოფილონი არიან და მის მემკვიდრედ ვან გაალი სურთ.

ბელგია ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალამდე მივიდა, სადაც უელსთან დამარცხდა. ამბობენ, რომ ვილმოტსის მუშაობით ნაკრების რამდენიმე ლიდერი უკმაყოფილოა.

პეპე ნახევარფინალს გამოტოვებს?

პორტუგალიის ნაკრების დაცვის ბურჯმა პეპემ შესაძლოა, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური შეხვედრა გამოტოვოს უელსთან. პეპეს ქუსლის პრობლემები აქვს და ჯერ ბოლომდე უცნობია, შეძლებს თუ არა იგი მინდორზე გასვლას ბრიტანელებთან შეხვედრაში. არადა, მის გარეშე პორტუგალიელთა დაცვას უელსელ შემტევებთან გამკლავება ძალიან გაუჭირდება.

ბეილმა ინდივიდუალურად ივარჯიშა

უელსის ნაკრების თავდამსხმელმა დევიდ კოტერილმა გუნდის უკანასკნელი ვარჯიში გამოტოვა. რაც შეეხება გარეთ ბეილსა და დევიდ ედვარდსს, მათ ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პორტუგალიასთან გასამართ ნახევარფინალში მადრიდის "რეალის" ვარსკვლავი მინდორზე მაინც გავა.

ლიოვმა ხედირა დაადასტურა, გომესი ოფსაიდში

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა დაადასტურა, რომ სამი ხედირა საფრანგეთის წინააღმდეგ შეხვედრაში ვერ ითამაშებს. ხედირამ ტრავმა იტალიასთან მატჩში მიიღო.

"იტალიასთან შეხვედრამ თავისი კვალი დატოვა. მარიო გომესისათვის ევროპის ჩემპიონატი დასრულებულია. ნახევარფინალში ვერც ხედირა ითამაშებს. რაც შეეხება შვაინშტაიგერს, ჩვენი ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რომ მან მინდორზე გასვლა შეძლოს", - აღნიშნა ლიოვმა.

რობსონ-კანუ: მთელ მსოფლიოს ვუნდივარ!

უელსის ნაკრების ფორვარდმა ჰალ რობსონ-კანუმ განაცხადა, რომ მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჰყავს მსურველები. "გადავწყვიტე, "რედინგთან" აღარ გამეგრძელებინა კონტრაქტი. არადა, მთელი 12 წელი გავატარე ამ გუნდში. მინდა, ძალა უფრო მაღალ დონეზე მოვსინჯო. ევროპის ჩემპიონატამდეც იყო წინადადებები, მაგრამ ახლა მთელი მსოფლიოს კლუბებს სურთ ჩემი გადაბირება", - თქვა ბელგიასთან მატჩის ერთ-ერთმა გმირმა.

პუიოლს სჯეროდა

ესპანური ფეხბურთის ცოცხალმა ლეგენდამ, კარლეს პუიოლმა ეროვნული გუნდის ევროფორუმზე ასპარეზობა შეაფასა. "ჩვენ ყველას დიდი იმედი გვქონდა, რომ გუნდი ზედიზედ მესამედ მოიგებდა ევროპის ჩემპიონატს, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ჩვენ კარგი სტარტი ავიღეთ, მაგრამ მერე წავაგეთ ხორვატიასთან. მერვედფინალში იტალიამ პირველ ტაიმში აშკარად გვაჯობა, მაგრამ მეორე ნახევარში გუნდმა თამაში გამოასწორა. ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ჩვენ ძალიან ძლიერ გუნდთან წავაგეთ", - თქვა პუიოლმა.

კანმა შოლს უპასუხა

ლეგენდარულმა გერმანელმა მეკარემ, ოლივერ კანმა მეჰმედ შოლის კრიტიკას უპასუხა იოახიმ ლიოვის მისამართით. "დღეს ისე აღარ ხდება, რომ ყველა გუნდმა ყველა თამაში ერთნაირად ითამაშოს. ზოგჯერ ტაქტიკური მონახაზი იცვლება. ასე რომ, ნაკრების კრიტიკა მე სწორად არ მიმაჩნია", - თქვა კანმა.

გმირებს რეიკიავიკში დახვდნენ

ათიათასობით ისლანდიელი რეიკიავიკში, როგორც გმირებს, ისე დახვდა ისლანდიის ნაკრების ფეხბურთელებს. ფანები გმირებს მოედანზე საომარი შეძახილებით შეეგებნენ, რომლებიც კარგად ისმოდა ევრო 2016-ზე ისლანდიის ნაკრების გამოსვლისასაც. შეგახსენებთ, რომ ისლანდიის ნაკრებმა ნამდვილი სასწაული მოახდინა და დებიუტანტი გუნდი ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მასპინძელ საფრანგეთთან დამარცხდა.

ინგლისელი ისლანდიის ქომაგობისთვის დაჭრეს

"ლე პარიზიენის" ცნობით, საფრანგეთი-ისლანდიის მატჩის (5:2) მერე პარიზის ქუჩაში ინგლისელი დაჭრეს. 25 წლის მამაკაცი პოლიციელია, რომელიც პარიზში ოჯახთან ერთად ისვენებს. მან, თავისდა საუბედუროდ, გადაწყვიტა ისლანდიის ნაკრებისთვის ექომაგა, რისთვისაც მუცელში დანით ორი დარტყმა მიიღო.

უფასო ლუდი თითოეულ უელსელს

"ბუდვაიზერი" უელსის მცხოვრებლებს სასიამოვნო სიურპრიზს სთავაზობს: უელსი-პორტუგალიის მატჩის წინ ეს კომპანია უფასოდ დაალევინებს ლუდს უელსის ნებისმიერ მოქალაქეს, მთავარია, ის სრულწლოვანი იყოს. ასე "ბუდვაიზერი" აღნიშნავს უელსის ნაკრების სუპერწარმატებულ თამაშს ევრო 2016-ზე.

რამდენი წლისაა სინამდვილეში სანჩესი?

ცნობილმა ფრანგმა სპეციალისტმა გი რუმ ეჭვი გამოთქვა, რომ პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველი რენატო სანჩესი მართლა 18 წლისაა. მისი აზრით, სანჩესი, რომელიც "ბაიერნის" ახალწვეულია, სულ მცირე, 23-24 წლის უნდა იყოს და მას ასაკი აქვს გადაკეთებული. "თუმცა ის მართლაც კარგი ფეხბურთელია. რაც შეეხება პორტუგალიის ნაკრებს, რონალდოს გარეშე ის ჩვეულებრივი გუნდია", - განაცხადა გი რუმ.

პორტუგალიელები დასაჯეს

უეფას ეთიკის კომისიამ პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია 7 ათასი ევროთი დააჯარიმა. პორტუგალიელები პიროტექნიკის გამოყენებისთვის და მოედანზე ფანის შეჭრისთვის დაისაჯნენ. შეგახსენებთ, რომ პოლონეთთან მატჩში ერთ-ერთი პორტუგალიელი ფანი კრიშტიანო რონალდოსთან მიჭრას ცდილობდა, მაგრამ ის სტიუარდებმა შეაჩერეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

უელსი მაინც უელსია, როგორც ისლანდია და ძალიანაც ნუ გამოიდებთ თავს მათ ძლიერებაზე. საფრანგეთთან ან გერმანიასთან კი ბატონო მაგრამ ამ საშუალო დონის ნაკრებთან ნამდვილად არ გავარდება პორტუგალია. ,,,,ა ინგლისმა თუ თამაში შემოუტრიალა პორტუგალიასთან შანსიც კი არ ექნებათ.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
BMV - "რეალის" შეტევას ახალი ზედმეტსახელი აქვს
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ბეილი: ჩემპიონთა ლიგის ფინალი 5:0 დასრულდება
"ბარსელონას" და მსოფლიოს ვაფრთხილებ" - ბეილის განცხადება
"მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ" - ხაბიბმა რონალდოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
[VIDEO] "მივდივარ თავაწეული, ვამაყობ განვლილი გზით!" - ისტორია დასრულდა... კრიშტიანო რონალდო ეროვნული ნაკრებიდან წავიდა
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
"რეალის" ეს ვარსკვლავი დაუფასებელი იყო" - ჩიჩარიტომ ყოფილ თანაგუნდელზე ისაუბრა
"ის მწვრთნელი არ ყოფილა" - ბეილმა ზიდანზე ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
"ფეხბურთელები არაფერს იკლებენ, მე კი გაკოტრების მეშინოდა და სხვაგვარად მოვიქეცი" - გარეთ ბეილი
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს
"რეალი" დუმს - რონალდოს სანაკრებო კარიერის დასრულებას მისი ყოფილი კლუბები გამოეხმაურნენ