ფეხბურთელს მოტივაცია და სიყვარული უნდა ამოძრავებდეს
იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატს მეოთხედფინალიდან დაემშვიდობა და შესაბამისად, ჯანლუიჯი ბუფონმა დაკარგა ბოლო შანსი, რომ ეს ტროფეი მოეგო.

38 წლის მეკარე ტიტულების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის - არაერთხელ აქვს მოგებული სკუდეტო, იტალიის თასი და სუპერთასი; ასევე, უეფას თასის მფლობელია და რაც მთავარია, მსოფლიოს ჩემპიონია.

თუმცა, ჯიჯის ორ მნიშვნელოვან ტურნირზე არ გაუმარჯვია: ჩემპიონთა ლიგასა და ევროპის ჩემპიონატზე. ევროფორუმზე ბუფონი ვეღარც იპირველებს, რადგან კარიერის დასრულებას ორი წლის შემდეგ, 2018 წლის მუნდიალით აპირებს.

იტალიამ გერმანიასთან საკმაოდ მწარე მარცხი იწვნია საფეხბურთო ლატარიაში და ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ხომ არ შეუქმნის ეს ბუფონს მოტივაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ამ და სხვა აქტუალურ თემებზე ჯიჯიმ საინტერესოდ ისაუბრა...

ევროპის ჩემპიონატი

მართალია, ჩემპიონატს ნაადრევად გამოვეთიშეთ, მაგრამ იტალიას შეუძლია იამაყოს თავისი გუნდით. ბევრი პრობლემის მიუხედავად, ჩემპიონატის გამოკვეთილ ფავორიტებს ტოლ-სწორად ვეთამაშეთ, გზიდან კი მხოლოდ თერთმეტმეტრიანების სერიით ჩამოგვიცილეს. ტურნირის წინ ბევრს ვსაუბრობდით იმაზე, რომ ფავორიტები არ ვართ, მაგრამ გამოჩნდა, რომ სხვებზე ნაკლები გუნდი არ გვყოლია. საწყენია, რაც მოხდა, მაგრამ ამასთან, სიამაყით ვარ აღსავსე, რადგან მე არასდროს დამავიწყდება გუნდი, რომელშიც 23 ლომი იყო შეკრებილი.

თერთმეტმეტრიანების სერია

თავის მართლებაში არ ჩამითვალოთ და რთულია, რომ მეკარეს თერთმეტმეტრიანის აღება მოსთხოვო. პენალტების სერიაში აუცილებელია იღბალი, ფორტუნამ კი ამჯერად გერმანიას გაუღიმა. თითქმის ყველა კუთხე გამოვიცანი, მაგრამ ბურთი მხოლოდ ერთხელ მოვიგერიე, რასაც დღემდე ძალიან განვიცდი. დარტყმის დროს ბურთი იმდენად სწრაფად მოფრინავს, რომ რეაგირებას ინსტიქტურად ახდენ და შემდეგ იმედი გაქვს, რომ ბურთი არა კარის ბადეში, არამედ შენს ხელში აღმოჩნდება.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აქ იღბალი ძალიან მნიშვნელოვანია, რომელმაც გაგვწირა. თერთმეტმეტრიანების სერიით წაგებული მაქვს ჩემპიონთა ლიგის ფინალი, მაგრამ მოგებული მსოფლიო ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩი. ყოველთვის ვერ მოიგებ და მარცხს ღირსეულად უნდა შეხვდე.

მოტივაცია

მოტივაციასთან დაკავშირებით, არანაირი პრობლემები არ მაქვს და არც კი მესმის, თუ რატომ გაჩნდა ეს კითხვა. მართალია, ბევრი ტიტული მოვიგე, მაგრამ გამარჯვებები არ მბეზრდება. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატიდან გამოვარდნით მიღებულ დარტყმას, ამას უნდა გავუმკლავდე, რადგან პროფესიონალი ვარ და ვგრძნობ, რომ უმაღლეს დონეზე თამაში კიდევ შემიძლია.

პირად ცხოვრებაშიც და საფეხბურთო კარიერაშიც არაერთი მიზანი მაქვს. მსურს "იუვენტუსთან" ერთად წარმატებით ვიასპარეზო როგორც იტალიის ჩემპიონატში, ისე ჩემპიონთა ლიგაზე. ამასთან, ჩემი მიზანია, რომ 2018 წლის მუნდიალზე "სკუადრა აძურას" კარი დავიცვა. ამისთვის საჭიროა, რომ მაქსიმალურად დავიხარჯო ვარჯიშებზე და არ მივცე თავს ჩავარდნის უფლება.

იუვენტუსი

როგორც ვიცი, "იუვენტუსის" მესვეურები აქტიურობენ სატრანსფერო ბაზარზე და ეს ძალიან მახარებს. თუ გვინდა, რომ ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ, ამისთვის გუნდის გაძლიერებაა საჭირო. ევროპული ფეხბურთის გრანდებს ყველა პოზიციაზე ორ-ორი ფეხბურთელი ჰყავთ და ტრანსფერებში კოლოსალურ თანხებს ხარჯავენ.

თუმცა მარტო ფულით საქმე არ კეთდება და პირველ რიგში, სწორი სატრანსფერო ხედვა და პოლიტიკაა საჭირო. ამ მხრივ, "იუვეს" მესვეურებს ჩემგან არაფერი ესწავლებათ და დარწმუნებული ვარ, რომ წინ ძალიან წარმატებული სეზონი გველოდება.

მისაბაძი მაგალითი

ვარ თუ არა განსაკუთრებული? - ასე ნამდვილად არ ვფიქრობ. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელსაც როგორც პირად ცხოვრებაში, ისე პროფესიულ კარიერაში მაქვს ჩემი ძლიერი მხარეები და სისუსტეები. თუ ვინმე თვლის, რომ მისაბაძი მაგალითი ვარ, ეს ჩემთვის დიდი პატივია.

დიდ სიმაღლეებს მივაღწიე, ეს ფაქტია, თუმცა ეს არა რაღაც ზებუნებრივის, არამედ უბრალო, ადამიანური შრომის ნაყოფია. მთავარია, რომ უნდა გიყვარდეს შენი საქმე და იყო პროფესიონალი. არასდროს მითამაშია ფულისთვის, რადგან ვფიქრობ, რომ ფეხბურთელის მამოძრავებელი ძალა სპორტული მოტივაცია და სიყვარული უნდა იყოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Gio
ჩემო კარები მასე ჩვენც გვყავდა დიდი ფეხბურთელები მაგრამ წარსულია დროს უნდა ავიყვეთ, იტალიას მომავალი არ ყავს ვერატის გარდა რაც სამწუხაროა, არ მგონია რაიმე მოიგოს მომავალი ათი წელი კიდევ თუ მეტი არაა
ლევანი
ლომები არიან ისლანდიელები და უელსელები, ასეთი მაგრები თუ იყვნენ არ გამოვარდებოდნენ, მანახეთ რა მოიგო იტალიამ ბოლო ათი წელი? ბუფონს ჩემპიონთა ლიგაც კი არ აქვს მოგებული ხო საფრანგეთს მოუგეს ისიც არაკაცურად მსოფლიო, ეგაა ლომობა? რავიცი უელსიზე რომ ცოტა მეტი დაწეროთ უკეთესი იქნება ისტორიას ჩაბარებულზე რომ წერთ. მეტი კვალიფიკაციაა საჭიროოო.ასევე რეალობის აღქმა.
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
"ბუფონი და აკინფეევი ამით ერთმანეთს ჰგვანან"- მირალემ პიანიჩი
ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები
საგიჟეთი. გატუზომ ფეხბურთელს შეაგინა - იტალიელთა ორი ავტოგოლი და გამარჯვება
სპალეტი: ძლიერი ზეწოლის ქვეშ მოვექეცი და ძილი დავკარგე
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
ნორვეგიამ იტალიას თამაში შემოუტრიალა და მუნდიალზე გავიდა
სპალეტის იტალიამ ბელგიას სძლია და 17 ნოემბერს საფრანგეთს უმასპინძლებს
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
გატუზო: ჭრილობებს ვიშუშებთ, ბოდიშს ვიხდით
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
ბუფონის შვილი ჩეხეთის 18-წლამდე ნაკრებში გამოიძახეს
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს
ჯანლუიჯი ბუფონის შვილმა თქვა, რატომ გადაწყვიტა ჩეხეთის ნაკრებში თამაში
დებიუტი პროფესიონალურ დონეზე - ბუფონის შვილს რამდენიმე წუთი დაუთმეს და ჩეხეთის ნაკრებში ელიან
ბუფონის მიერ დაბლოკილი მოურინიო - როგორ გახდა იტალიის ნაკრების მწვრთნელი გატუზო