უიმბლდონის გოგონათა ტურნირზე 18 წლის მარიამ ბოლქვაძემ ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა
რიოს თამაშების ლიცენზიანტი ნიკოლოზ ბასილაშვილი 5 ივლისს გერმანულ ბრაუშვეიგში ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 106.500 ევრო) ჩაება.

მსოფლიოს კლასიფიკაციაში 104-ე ადგილზე მყოფი ქართველი ჩოგბურთელი ჰოლანდიელ ეგორ საისლინგს (118-ე) დაუპირისპირდა. პირველი ხელი ნიდერლანდელმა მოიგო - 6:1, მაგრამ მეორე-მესამე სეტებში ბასილაშვილმა მეტოქეს წარმატების ყოველგვარი შანსი გადაუწურა - 6:2, 6:1 გაიმარჯვა და მეორე წრეში მე-8 ნომრით განთესილ კარენ ხაჩანოვთან (მე-100) გაარკვევს ურთიერთობას. ამ უკანასკნელმა სტარტზე ჯანლუკა მაჯერის (იტალია) აჯობა - 6:2, 6:7, 6:0.

უიმბლდონის გოგონათა ტურნირზე 18 წლის მარიამ ბოლქვაძემ ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა.

როგორც გაუწყეთ, მარიამმა (რეიტინგით 486-ე) კვალიფიკაციაში ორი გამარჯვება იზეიმა, ძირითადი ბადის სტარტზე 17 წლის ბრიტანელ კეტი სვონს პირველ სეტში 6:5-ს უგებდა, მეტოქემ ტრავმის გამო ასპარეზობის გაგრძელება რომ ვერ შეძლო. გუშინ ბოლქვაძემ პარაგვაელ ლარა ესკაურიზას მძლეველ კარმან კაურ ტანდის (ინდოეთი, 644-ე) აჯობა - 4:6, 6:2, 6:2.

ქართველი ჩოგბურთელი დღეს 17 წლის ამერიკელ სოფიო კენინს (328-ე) გაუწევს მეტოქეობას. ამ უკანასკნელმა მე-2 წრეში 16 წლის არგენტინელი მარია ლურდეს კარლე (ურეიტინგო) ჩამოიშორა გზიდან.

ბუდაპეშტში ჩოგბურთელ ქალთა 100.000-იან ტურნირში ეკატერინე გორგოძემ მასპინძელი აგნეს ბუკტა დაამარცხა - 4:6, 7:6, 6:4. მერვედფინალში გორგოძე ლიხტენშტეინელი კატინკა ფონ დოიჩმანის მძლეველ (6:3, 6:1) ბარბარა ჰაასს (ავსტრია) გაუწევს მეტოქეობას.

სოფიო ქვაცაბაია ბუდაპეშტის ტურნირში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაება. პირველ წრეში ადრიენ ნადი (უნგრეთი) დაამარცხა - 6:3, 6:2, მეორე კი მარტინა დი ჯუზეპესთან (იტალია) დათმო - 4:6, 1:6, მაგრამ, ამის მიუხედავად, იღბლიანი წაგებულის სტატუსით ძირითად ბადეში მაინც მოხვდა, თუმცა იქ ესპანელ ხეორხინა გარსია-პერესთან ვერაფერს გახდა - 2:6, 4:6 და ერთეულთა ტურნირს გამოეთიშა. სამაგიეროდ, ეკატერინე გორგოძესთან ერთად წყვილებში მასპინძლებს - ადრიენ ნადისა და ტიმეა ვისონდას აჯობა - 6:4, 6:0.

ქართველები მეოთხედფინალში აგნეს ბუკტას და ვივიენ იუჰაშოვას (სლოვაკეთი) შეხვდებიან, რომლებმაც ელენა ბოგდანი (რუმინეთი) და ვარატჩავა ვონგთეანჩაი (ტაივანი) ჩამოიშორეს გზიდან - 6:7, 6:4, 10:6.

იტალიის ქალაქ ტურინში იმყოფება სოფიო შაფათავა. იგი ქალთა 25.000-იან ტურნირში მონაწილეობს. პირველ წრეში მასპინძელ მარტინა ტრევისანს სძლია - 6:4, 6:2. მერვედფინალშიც მეტოქედ იტალიელი ეყოლება - ნასტასია ბურნეტი, რომელმაც თანამემამულე ფედერიკა არჩიდიაკონოს აჯობა - 6:2, 6:4.

წყვილებში შაფათავა იტალიელ ალის მატეუჩისთან არის შეამხანაგებული და ასპარეზობის რეიტინგფავორიტია. ისინი სტარტზე თავისუფალნი იყვნენ და შეჯიბრებაში მეოთხედფინალიდან ჩაებმებიან: ჯულია გატო-მონტიკონე-ანასტასია გრიმალსკას და სტეფანია კიეპა-ჯორჯია ტესტას (ოთხივე - იტალია) დუეტებს შორის უძლიერესს გამოცდიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
მარიამ ბოლქვაძემ დასანანი მარცხი განიცადა, თუმცა რეიტინგში კვლავ დაწინაურდა
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
ეკატერინე გორგოძემ 60 000-იანი ტურნირი მოიგო და რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა
სოფიო ქვაცაბაია ანტალიის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა
სოფიო შაფათავამ ობიდოშის საერთაშორისო ტურნირი მოიგო
ბოლქვაძემ US OPEN-ი გამარჯვებით დაიწყო და ბრიტანელ თინეიჯერს დაუპირისპირდება
ქართველი ჩოგბურთელები: შაფათავა ფრანგული ტურნირის 1/8-ფინალშია
ოთხი რუსი ჩოგბურთელი დაამარცხა - მარიამ ბოლქვაძემ შარმ ელ-შეიხის ტურნირი მოიგო
ქართველი ჩოგბურთელები: სოფიო შაფათავა ჩენჟოუს ტურნირის ნახევარფინალშია
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ბასილაშვილმა და ბოლქვაძემ ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა წარმატებით დაიწყეს
შესანიშნავი წილისყრა ბასილაშვილისთვის - ნიკას "უიმბლდონზე" კარგი ბადე აქვს
ქართველი ჩოგბურთელები ანტალიაში: შაფათავამ წყვილებში ტურნირი მოიგო
სოფიო ქვაცაბაია ანტალიის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა
ქართველი ჩოგბურთელები: ბასილაშვილი ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
ქართველი ჩოგბურთელები: ცივაძე ორ ფრონტზე
ქართველები სამ ფრონტზე: სოფიო ქვაცაბაია ერთეულებშიც ყოჩაღობს და წყვილებშიც
ისტორია დაიწერა - მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის ძირითად ბადეში პირველი მატჩი მოიგო!
მარიამ ბოლქვაძემ ITF-ის მე-5 ტურნირი მოიგო
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
მარიამ ბოლქვაძემ პორტუგალიაში ჩელენჯერის ტურნირი მოიგო
ცნობილი გახდა, როდის გამართავენ ბასილაშვილი და გორგოძე თავის შეხვედრებს "უიმბლდონზე"
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ქართველი ჩოგბურთელები: ნიკოლოზ ბასილაშვილი ასეულის მიჯნაზე
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
გორგოძემ კიდევ ერთ ტურნირზე გაიმარჯვა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ქართველი ჩოგბურთელები: გიორგი ცივაძე წყვილებში ყოჩაღობს