გელფრენდის მკვლელი სპორტსმენი სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს
სამხრეთაფრიკელი მორბენალი-ამპუტანტი ოსკარ პისტორიუსი ექვსწლიანი პატიმრობით დაისაჯა შეყვარებული რივა სტენკამპის მკვლელობის გამო, - წერს სააგენტო "როიტერი".

სპორტსმენი განაჩენის გამოცხადებისთანავე სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს.

2014 წლის ოქტომბერში, სახელოვანმა პარალიმპიელმა ხუთწლიანი პატიმრობა მიიღო არაგანზრახ მკვლელობისთვის. ერთი წელი ციხეში ჯდომის შემდეგ, პისტორიუსს სასჯელი შინაპატიმრობით შეუცვალეს.

2015 წლის 3 დეკემბერს, სამხრეთ აფრიკის უმაღლესმა სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორის პროტესტი და დაადგინა, რომ მძლეოსანი უნდა გაესამართლებინათ განზრახ მკვლელობისთვის, რაც თავისუფლების 15 წლით აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი 2013 წლის 14 თებერვალს, პისტორიუსის სახლში მოხდა. მძლეოსანმა რამდენჯერმე გაისროლა სტეკამპის მიმართულებით და სასიკვდილოდ დაჭრა ის. მძლეოსნის თქმით, მან შეყვარებული შეცდომით მძარცველად მიიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა