60-მდე სკოლა საფეხბურთო თერაპიის სამსახურში
ცნობილია, რომ 20 ივნისს, ლტოლვილთა საერთაშორისო დღეს, სოფელ დიცში, ძმები არველაძეების ფონდსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა საქმეების უმაღლეს კომისარიატს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელშეკრულების მიზანი "საფეხბურთო თერაპიის" საშუალებით ლტოლვილი ბავშვებისთვის პერსპექტიული გარემოს შექმნა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. მემორანდუმს ხელი "ფონდი არველაძის" დამფუძნებელმა რევაზ არველაძემ და საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ხელმძღვანელმა ჰაი შელოუმ მოაწერეს.

2010-12 წლებში პროექტის ორგანიზატორები გაერო-ს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატი და საქართველოს ეზოს ფეხბურთის ასოციაცია იყვნენ. 2016 წლიდან, არველაძეების ფონდის დახმარებით, პროექტმა მასშტაბური სახე მიიღო, "საფეხბურთო თერაპიის" სკოლები გორისა და ცხინვალის საზღვრისპირა 15 სოფელში დაფუძნდა, სადაც 300-მდე ბავშვი კვირაში სამჯერ ვარჯიშობს. ფონდმა 15 ადგილობრივი მწვრთნელიც დააფინანსა, ბავშვებს კი ეკიპირებისა და ვარჯიშისთვის საჭირო ინვენტარი შეუძინა.

"აქამდე ფონდი ნიჭიერი მოთამაშეებისთვის სტიპენდიების გაცემით იფარგლებოდა. ახლა კი გადაწყდა მოქმედების არეალის გაფართოება. ასეთ იდეაზე შევთანხმდით, რომ ნიჭიერ ბავშვებს იმ რეგიონებში დავეხმაროთ, სადაც, ფაქტობრივად, არაფერი ხდება.

გადავწყვიტეთ, რომ მათ ივარჯიშონ უფასო ჯგუფებში, სადაც ყველა სავარჯიშო ეკიპირებითა და წვრილმანით უზრუნველყოფილები იქნებიან, ბურთები და ფორმები საყიდელი არ ექნებათ", - ამბობს ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დიმიტრი ბოკერია.

მან ილაპარაკა იმაზეც, თუ რატომ შეირჩა საამისოდ საზღვრისპირა რეგიონი:

"პროექტის განხორციელება ყველაზე მტკივნეული რეგიონიდან, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებით დავიწყეთ. იმიტომ, რომ ამ რეგიონში ცხოვრება თითქოს გაჩერებულია, ბავშვებს გასართობი არ აქვთ და ჩვენი თანადგომა აუცილებლად ჩავთვალეთ.

მათთვის მოვიძიეთ ადგილობრივი მწვრთნელები და გარკვეული ანაზღაურებაც დავუნიშნეთ. პროექტი წლის ბოლომდე გაგრძელდება და გვსურს, 2017 წლის ბოლომდე, მთელი საქართველოს მასშტაბით 50-დან 60-მდე საფეხბურთო სკოლა დავაფუძნოთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე
ძმები არველაძეების ფონდი: სტუმრად ამერიკის საელჩოში...
რევაზ არველაძე: შუკერი მთლად გაგიჟდა, ჩვენი პროექტი აღმასკომზე გააქვს...
ლევან კობიაშვილი: მთლიანობაში კარგია...
პორტუგალიაში ძმები არველაძეების ფონდის საქმიანობით დაინტერესდნენ
დავორ შუკერი თბილისში - ხორვატიული ფეხბურთის ლეგენდა ქართულ პროექტს დაეხმარება
რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება
ამერიკის საელჩო არველაძეების ფონდის პარტნიორია
ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს გია გეგუჩაძეს ჩააბარებენ?
რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა
"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე
არჩილ არველაძე: საქმე მხოლოდ ფეხბურთს არ ეხება...