"ლაციო": აურზაური რომში ბიელსას გამო
დაახლოებით ერთი კვირის წინათ "ლაციოს" მესვეურებმა დიდი ზარზეიმით აცნობეს გულშემატკივრებს, რომ გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი მარსელო ბიელსა იქნებოდა.

რომაული კლუბის პრეზიდენტის, კლაუდიო ლოტიტოს თქმით, 60 წლის არგენტინელ სპეციალისტთან პრინციპული შეთანხმება შედგა და ახალ მწვრთნელს მოსამზადებელი ციკლი 9 ივლისს უნდა დაეწყო. მაშინვე ითქვა, რომ ბიელსამ "ლაციოს" მესვეურებს 7 ფეხბურთელის გადაბირება მოსთხოვა, თუმცა კონკრეტული გვარები არ დასახელებულა.

დადგა 9 ივლისი და მარსელო ბიელსა რომში არ გამოჩენილა, სულ მალე კი მწვრთნელმა საგანგებო განცხადება გააკეთა და გვამცნო, რომ უარს აცხადებს "ლაციოს" გაწვრთნაზე. ბიელსას თქმით, ამის მიზეზი კლუბის მესვეურთა პასიურობაა სატრანსფერო ბაზარზე. თურმე, იყო პირობა, რომ 5 ივლისამდე "ლაციო" 3-4 ფეხბურთელს მაინც დაიმატებდა, მაგრამ ეს პირობა არ შესრულდა.

იტალიურ სპორტულ პრესაში აქტიურად მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ მარსელო ბიელსა არგენტინის ფეხბურთის ფედერაციასთან მართავს მოლაპარაკებებს და დიდია შანსი, რომ ქვეყნის უმთავრეს გუნდს ჩაუდგეს სათავეში, "ლაციოსთვის" უარის თქმის რეალური მიზეზი კი სწორედ ესაა.

რა თქმა უნდა, თავად ბიელსამ ეს ვერსია კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ ამ დროისთვის არც ერთი ალტერნატიული წინადადება არ მიუღია და გავრცელებული ხმები ჭორია და მეტი არაფერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
სატრანსფერო ციებ-ცხელება
[VIDEO] ბიელსამ ჟურნალისტი მაგრად შეაშინა
მარსელო ბიელსა, შესაძლოა, პრემიერლიგას დაუბრუნდეს
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
"ისეთ მწვრთნელებთან მიმუშავია, როგორებიც ალექს ფერგიუსონი და მარსელო ბიელსა იყვნენ, თუმცა კონტე მათ შორის ყველაზე მაგარი იყო" - კარლოს ტევესი
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
ისევ ნაკრებში - 67 წლის ბიელსამ ახალი სამსახური იშოვნა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
13 თვის შემდეგ - ბიელსამ ახალი სამსახური იპოვა
მარსელო ბიელსა სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება, ამჯერად ევროპის გარეთ
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები