საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ლიდერმა სოფიო შაფათავამ ტურინის ქალთა 25.000-იანი ტურნირში გამოსვლა დაასრულა
საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ლიდერმა სოფიო შაფათავამ დაასრულა ასპარეზობა იტალიის ქალაქ ტურინის ქალთა 25.000-იან ტურნირში.

ჩვენებური ერთეულებში მესამე ნომრად იყო განთესილი, მაგრამ მეოთხედფინალში მაკედონიელ ლინა ჯორჩესკასთან დამარცხდა - 4:6, 5:7. ამ წაგებისთვის სოფიოს რევანშის შანსი წყვილებში მიეცა - მასპინძელ ალის მატეუჩისთან ერთად პირველ ნომრად განთესილმა შაფათავამ მეტოქეთა ორ დუეტს აჯობა და ფინალში მეორე ნომრებს - ლინა ჯორჩესკასა (მაკედონია) და დალილა იაკუპოვიჩს (სლოვენია) დაუპირისპირდა.

სამწუხაროდ, სოფიომ და მისმა აპენინელმა მეწყვილემ გადამწყვეტი პაექრობა დათმეს (3:6, 3:6) და მეორე ადგილს დასჯერდნენ.

უიმბლდონის 18-წლამდელთა ტურნირში შესანიშნავად ითამაშა თბილისელმა მარიამ ბოლქვაძემ (რეიტინგით 486-ე). მართალია, მან ერთეულებში მესამე წრის შეხვედრა წააგო 17 წლის ამერიკელ სოფია კენინთან (328-ე), მაგრამ წყვილებში 14 წლის კეტი მაკნეილთან (აშშ) ერთად ფინალს უწია.

მარიამმა და კეტიმ სტარტზე ჩინელ სიქი ჩაოს და ამერიკელ ჩიარა ლომერს აჯობეს - 4:6, 6:3, 6:2, მეორე წრეში მე-8 ნომრად განთესილ ჯოდი ენ ბარეჯისა (დიდი ბრიტანეთი) და პანა ედვარდს (უნგრეთი) სძლიეს - 6:4, 6:1.

ქართულ-ამერიკულ დუეტს მეოთხედფინალში მეტოქეობას უწევდნენ მე-2 ნომრად განთესილი ამერიკელები - 14 წლის ამანდა ანისიმოვა და 17 წლის ალექსანდრა სანფორდი, რომლებიც სამ სეტში დამარცხდნენ - 5:7, 7:6, 3:6.

ნახევარფინალში ბოლქვაძემ და მაკნეილმა იუვანი (სლოვენია) და სვიატეკი (პოლონეთი) დაჯაბნეს - 6:1, 6:3. მეორე ნახევარფინალურ წყვილში ამერიკელებმა - უსუე არკონადამ ნდა კლაი ლიუმ რუსებს - ოლესია პერვიშინას და ანასტასია პოტაპოვას სძლიე - 7:5, 6:4. ოკეანისგაღმელებმა გადამწყვეტ პაექრობაში ბოლქვაძესა და მაკნეილსაც მოუგეს - 6:2, 6:3 და მთავარ ჯილდოსაც დაეუფლნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მარიამ ბოლქვაძემ დასანანი მარცხი განიცადა, თუმცა რეიტინგში კვლავ დაწინაურდა
ქართველი ჩოგბურთელები: ცივაძე ორ ფრონტზე
ქართველი ჩოგბურთელები ანტალიაში: შაფათავამ წყვილებში ტურნირი მოიგო
მარიამ ბოლქვაძემ ITF-ის მე-5 ტურნირი მოიგო
ბოლქვაძემ US OPEN-ი გამარჯვებით დაიწყო და ბრიტანელ თინეიჯერს დაუპირისპირდება
სოფიო შაფათავამ ობიდოშის საერთაშორისო ტურნირი მოიგო
მარიამ ბოლქვაძემ პორტუგალიაში ჩელენჯერის ტურნირი მოიგო
ქართველი ჩოგბურთელები: შაფათავა ფრანგული ტურნირის 1/8-ფინალშია
ოთხი რუსი ჩოგბურთელი დაამარცხა - მარიამ ბოლქვაძემ შარმ ელ-შეიხის ტურნირი მოიგო
ბოლქვაძე ყაზახური ტურნირის ფინალში სეტის წაუგებლად გავიდა
ქართველი ჩოგბურთელები: გიორგი ცივაძე წყვილებში ყოჩაღობს
ბასილაშვილმა და ბოლქვაძემ ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა წარმატებით დაიწყეს