ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

წაგებების ლიმიტი ამოწურულია

წაგებების ლიმიტი ამოწურულია

ქართველთათვის ისტორიული ბაშო ორი მესამედით გაილია.

ქართველთათვის ისტორიული ბაშო (პირველად ელიტაში სამი ჩვენებური ასპარეზობს) ორი მესამედით გაილია. სამწუხაროდ, სამივეს უჭირს დადებითი ბალანსის მიღწევა, დასავლეთის კომუსუბი ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) კი წაგებათა ლიმიტი ამოწურა...

გუშინ ტოჩინოშინის მეტოქე პირველი მაეგაშირა ასასეკირიუ იყო, მონღოლს 1-8 ბალანსი ჰქონდა, ამიტომაც ლევანს დაპირისპირების ფავორიტად მივიჩნევდით. ამაოდ - მართალია, ქართველმა "მუშა" ცაციათი ხელთ იგდო "წითელი ურჩხულის" მავაში, მაგრამ მონღოლი უფრო მოხერხებული აღმოჩნდა, მან მარჯვენათი შეუტია, ტოჩინოშინის მავაშიც დაიჭირა და მეტი ბალანსისთვის თავით "მიეწება" მეტოქეს მკერდზე, რის შემდეგაც ელიტის ყველაზე ახალგაზრდა ფალავანი დოჰიოს რკალიდან გაიყვანა. 3-7 - ასეთია ტოჩინოშინის ბალანსი, მე-8 წაგება კი ავტომატურად კომუსუბის ტიტულის დაკარგვას ნიშნავს. ნაგოიას ბაშოზე დარჩა ხუთი ბრძოლა და ლევანმა ხუთივე უნდა მოიგოს! მართალია, ურთულესი ამოცანაა, მაგრამ - შესაძლებელი. შორს რომ არ წავიდეთ, ქართველის დღევანდელმა მეტოქე არანმა ზედიზედ ხუთი ორთაბრძოლა მოიგო და თითქმის უიმედო მდგომარეობა გამოასწორა. ვლადიკავკაზელს მცხეთელი კარიერაში მე-3-ედ ერკინება. აქამდე ფრეა: 1:1.

უჭირს ელიტის დებიუტანტ გაგამარუსაც (თეიმურაზ ჯუღელი). ჯერჯერობით ის სრულფასოვნად ვერ იყენებს წონაში უპირატესობას (გაგამარუ ყველაზე მძიმეა ელიტაში), თუკი ეს ჭრიდა ნაკლები კლასის სუმოისტებთან, მაკუუჩის დივიზიონში მხოლოდ წონას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. გაგამარუს მეტოქე მე-13 მაეგაშირა ჰომაშო იყო, რომელიც ჯერჯერობით დაუმარცხებლად ასპარეზობს. დაჯახების შემდეგ ჰომაშომ მოასწრო მეტოქის მავაშის დაჭერა და მეტოქის დოჰიოს ცენტრში დაგდება. გაგამარუს 4-6 ბალანსი აქვს. ბოლო ხუთიდან მან ოთხი შეხვედრა უნდა მოიგოს. დღეს მისი მეტოქე "პატარა ტანკი" ტაკეკაძეაB (5-5), რომელსაც კარიერაში პირველად გაეჯიბრება.

ბაშოს მე-10 დღეს მხოლოდ კოკაიმ (ლევან ცაგურია) მოიგო. მას ტრადიციული მეტოქე ჰყავდა ჰოკუტორიკი (ისინი თითქმის ერთდროულად შემოვიდნენ ელიტაში). "შავმა ზღვამ" სასტარტო დაჯახებას თავი მარჯვნივ გადახტომით აარიდა, ეს კი მისმა მეტოქემ დროულად ვერ შეამჩნია. კოკაის ნულოვანი ბალანსი აქვს (5-5). დღეს "შავ ზღვას" ყველაზე პრინციპული მეტოქე ჰყავს "რობოტი პოლიციელი" ტაკამისაკარი. "შავი ზღვა" ყველაზე მეტჯერ დოჰიოზე სწორედ ტაკამისაკარის დაუპირისპირდა (22-ჯერ), ქართველი მცირე უპირატესობით იგებს: 12:10.

დიდმა ჩემპიონმა ჰაკუჰომ იოკოძუნას რომ შეეფერება ისეთი ბრძოლა შემოგვთავაზა - მისი მეტოქე 24 წლის სეკივაკე კისენოსატო იყო. მონღოლი იძულებული იყო თავი დაეცვა, რადგან იაპონელი ჯიქურ უტევდა აქცენტირებული დარტყმებით. დოჰიოს კიდეზე მიმწყვდეულმა ჰაკუჰომ მოიფიქრა და ისეთი ილეთი განახორციელა, რომ თავად მაყურებელთა დარბაზში აღმოჩნდა, მაგრამ "ფრენისას" მოასწრო მეტოქეს ტანით გადაფარებოდა. მსაჯებმა ვიდეოგამეორებაზე კარგად დაინახეს, რომ სანამ ჰაკუჰო დაეცემოდა რომელიღაც მდიდარი იაპონელის მუხლებზე, მანამდე კისენოსატო იდაყვით შეეხო დოჰიოს. 10-10 მოგება ბაშოზე მხოლოდ ჰაკუჰოსა და ჰომაშოს აქვთ.

ივლისის ბაშო. 11-25 ივლისი. ნაგოია (იაპონია)

X დღე: ჰაკუჰო-კისენოსატო (კაკენაგე), ჰარუმაფუჯი-კაკურიუ (შიტატეჰინერი), კოტოოშუ-კაიო (უვატენაგე), ბარუტო-ტოკიტენკუ (უვატენაგე), არანი-კოტოშოგიკუ (იორიკირი), ასასეკირიუ-ტოჩინოშინი (იორიკირი), ტოჩიოძანი-ჰაკუბა (ოშიდაში), კიოკუტენჰო-ამინიშიკი (იორიკირი), კიტატაიკი-კაკიძოე (კოტენაგე), ტოკუსეგავა-მოკონამი (შიტატენაგე), ვაკანოსატო-ტაკამისაკარი (იორიკირი), ტოსაიუტაკა-იოშიკაძე (იორიკირი), ტამავაში-შიმოტორი (იორიკირი), შოტენრო-ტაკეკაძე (კატასუკაში), კოკაი-ჰოკუტორიკი (ჰატაკიკომი), ჰომაშო-გაგამარუ (შიტატედაშინაგე), კოტოკასუგა-კიმურაიამა (ოშიტაოში), ბუშუიამა-ტამაასუკა (იორიკირი).

სატურნირო მდგომარეობა

10-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ჰომაშო (მაეგაშირა 13).

8-2: კოტოოშუ (ოძეკი), კაკურიუ (მ 6).

7-3: ბარუტო (ოძეკი)... 5-5: კოკაი (მ 12)... 4-6: გაგამარუ (მ 12)... 3-7: ტოჩინოშინი (კომუსუბი).

XI დღე

ქართველთა მეტოქეები: ტოჩინოშინი-არანი, კოკაი-ტაკამისაკარი, გაგამარუ-ტაკეკაძე.

• სატესტო გამოხმაურება ფოტოგალერეა

სატესტო გამოხმაურება ფოტოგალერეა

• სატესტო კომენტარი ფოტოგალერეა

სატესტო კომენტარი ფოტოგალერეა

"ბი­ჭე­ბის გამო მა­ინც დარ­ჩი, შენ­თან ერ­თად ვარ­ჯი­ში მათ­თვის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა­აო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან

ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა

ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]

საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ ესპანეთთან ნადგურდება

ესპანეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"დინამო თბილისი" საქართველოს 15 და 17-წლამდე ლიგების გამარჯვებულია

დანაკლისი მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე - ესპანეთს საქართველოსთან ჰიუსენი ვერ დაეხმარება

კონტრაქტს გაუგრძელებენ - "გალათასარაის" იკარდის შენარჩუნება უნდა

მენიო შესაძლოა, იტალიაში დარჩეს, მაგრამ სხვა გუნდში აღმოჩნდეს

"ნაპოლის" გაძლიერება სურს - ზამთრისთვის "პარტენოპეის" რამდენიმე ვარიანტი აქვს

ჯერარდმა შესაძლოა, ინგლისური კლუბი ჩაიბაროს

თორნიკე შენგელიამ თავის ყოფილ გუნდს 10 ქულა ჩაუგდო - "ბარსელონამ" გაიმარჯვა

[VIDEO] ნადირაძე ზაგრების გრან-პრიზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ჰანსოკუ-მაკეთი დამარცხდა

[VIDEO] U21. შეცდომები სტანდარტულებისას და გამოუყენებელი პენალტი - საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა

დე ლა ფუენტე: გვსურს, წაუგებელი რეკორდი გავაუმჯობესოთ, მაგრამ ამაზე კონცენტრირებული არ ვართ

"ბორჯღალოსნები" | 5 ცვლილება და 6 მორკინალი მარქაფაში

U21. საბერძნეთთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

იური ტაბატაძე: ბიჭებმა ვისაუბრეთ და გულშემატკივრებს უნდა დავუფასოთ

სანიოლი: ჩავარდნა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაიწყო - გუნდსა და გულშემატკივარს შორის ურთიერთობა ქორწინებას ჰგავს

"თუ მოიგებს, მისი მთელი ცხოვრება შეიცვლება" - დეინა უაითმა ისლამ მახაჩევზე ისაუბრა

"მხოლოდ დიდებული მოთამაშე არ გახლავთ" - დეშამმა მბაპეზე ისაუბრა

"კამპ ნოუსთან" მესის ქანდაკება უნდა დაიდგას" - ჟოან ლაპორტა

საქართველო VS ესპანეთი - ნუთუ, ერთხელ მაინც არ შეგვიძლია?!