უკრაინულ "არსენალში" გასასინჯად მყოფი 23 წლის ქართველი ფეხბურთელის საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა
სანდრო კობახიძე კიევის "არსენალში" ვარჯიშობს, მაგრამ ჩაირიცხება თუ არა გუნდში, ჯერაც უცნობია. 23 წლის ქართველს პირველ შეკრებაზე გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში სერბული გუნდის მცველმა ცხვირი დაუზიანა. თუმცა სანდრო მალე მომჯობინდა, უკრაინელ "მეთოფეებთან" ერთად ისრაელში სრული დატვირთვით ვარჯიშობს და მორიგი საკონტროლო შეხვედრაც ჩაატარა.

"არსენალმა" კფარ-საბას "ჰაპოელს" 3:0 მოუგო. სანდრო მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა. მთავარმა მწვრთნელმა იური ბოკალოვმა კობახიძე მარცხენა ფლანგზე დააყენა და ქართველი აქტიურობითა და მონდომებით გამოირჩეოდა. სწორედ კობახიძის ფლანგურ გარღვევას მოჰყვა მესამე გოლი.

"კობახიძე სულ უფრო ხშირად ახერხებდა მოწინააღმდეგის გვერდის ავლას. მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე ერთ-ერთი ასეთი ფლანგური "გასეირნების" შემდეგ არჟანოვს ბურთი ფეხზე დაასვა და ანგარიში 3:0 გახდა" - წერს "არსენალის" ვებგვერდი.

ბოკალოვმა კი განაცხადა, კობახიძე მეორე შეკრებაზე იმიტომ წავიყვანე, რომ კიდევ ერთი შანსი მივცეო. იმედია, სანდრო ამ შანსს გამოიყენებს. ებრალებთან საკონტროლო შეხვედრაში "არსენალის" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა წარმოშობით ქართველმა 22 წლის მეკარე ვლადისლავ ჩანგელიამ.

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა